დანამატი, რომელიც კოტე კუბლაშვილმა თანამდებობიდან წასვლამდე ორ თვეში მიიღო

მთავარი თემა

დანამატი, რომელიც კოტე კუბლაშვილმა თანამდებობიდან წასვლამდე ორ თვეში მიიღო

2015 მაი 3 03:09:35

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა თანამდებობიდან წასვლამდე, ბოლო ორი თვის განმავლობაში 12 34-ლარის დანამატი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსს" საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ მიაწოდეს.

დოკუმენტაციის თანახმად, 2015 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, უზენაეს სასამართლოში 17 მოსამართლეზე ჯამში 184 864 ლარის დანამატი გაიცა.

აქედან, იანვარში - 44 310 ლარი, თებერვალში - 63 214 ლარი, მარტში - 77 340 ლარი.

რაც შეეხება მოსამართლეების მიერ მიღებულ დანამატებს, დოკუმენტის თანახმად ასე გამოიყურება:

კონსტანტინე კუბლაშვილმა იანვარში დანამატის სახით 2985 ლარი მიიღო, თებერვალში, თანამდებობის დატოვებამდე კი, - 9363 ლარი. (ცნობისთვის, კონსტანტინე კუბლაშვილმა თანამდებობა 2015 წლის 23 თებერვალს დატოვა)

იანვარში 2985 ლარიანი დანამატი მიიღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებმა - ზაზა მეიშვილმა, მიხეილ ჩინჩალაძემ და ვასილ როინიშვილმა.

დანარჩენ 12 მოსამართლეზე კი, ერთნაირი ოდენობის, 2735-ლარიანი დანამატი გაიცა.

რაც შეეხება თებერვალს, უზენაესი სასამართლოდან, მოსამართლეებზე სხვადასხვა ოდენობის დანამატი გაიცა.

ყველაზე დიდი ოდენობით კი, დანამატები სამმა მოსამართლემ აიღო - კონსტანტინე კუბლაშვილმა - 9363 ლარი, ნათია წკეპლაძემ 8374 ლარი, ხოლო თეიმურაზ თოდრიამ 8449 ლარი.

დანარჩენი მოსამართლეების დანამატი სხვადასხვა ოდენობისაა და 3 ათას ლარს არ სცდება.

"გურია ნიუსისთვის" მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ყველაზე დიდი ოდენობის დანამატი, უზენაესი სასამართლოდან 2015 წლის მარტში გაიცა - 77 340 ლარი.

დანამატების ყველაზე დიდი ოდენობა - 11544 ლარის ოდენობით სამმა მოსამართლემ მიიღო მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და მაია ოშხარელმა.

რაც შეეხება დანარჩენი მოსამართლეების დანამატებს, ასე გამოიყურება:

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე - 1134 ლარი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი - 3057 ლარი, თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე 9 135 ლარი, თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი 2922 ლარი, უზენაესი სასამართლოს წევრი ლევან მურუსიძე - 8735 ლარი.

ხოლო დანარჩენმა 6-მა მოსამართლემ - პაატა სილაგაძემ, პაატა ქათამაძემ, გიორგი შავლიაშვილმა, ბესარიონ ალავიძემ, ზურაბ ძლიერიშვილმა და ნინო ბაქაქურმა ერთნაირი ოდენობის, 2953 ლარიანი დანამატი მიიღეს.

დოკუმენტაციის თანახმად ირკვევა, რომ მოსამართლეებს სამი თვის განმავლობაში, 2015 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, მინიმუმ 8 ათასი ლარის ხოლო მაქსიმუმ 17 ათასი ლარის დანამატი აქვთ მიღებული.

კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძემ 17233 ლარის დანამატი მიიღო, ნუგზარ სხირტლაძემ 17 139 ლარი, ამავე ოდენობის თანხა - 17 139 ლარი აქვს მიღებული მოსამართლე მაია ოშხარელსაც. 14 205 ლარი აიღო მოსამართლე ლევან მურუსიძემ, 11184 ლარი მიიღო თეიმურაზ თოდრიამ, 11 109 ლარი - ნათია წკეპლაძემ, 8642 ლარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ვასილ როინიშვილმა, 8848 ლარი - ზაზა მეიშვილმა, 8138 ლარი - პაატა სილაგაძემ, 8548 ლარი - გიორგი შავლიაშვილმა, ამავე ოდენობის თანხები აქვთ აღებული პაატა ქათამაძესა  და ბესარიონ ალავიძეს; 8642 ლარი აიღეს ნინო ბაქაქურმა და ზურაბ ძლიერიშვილმა. 

ცნობისთვის, "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლის თანახმად, მოსამართლის შრომის ანაზღაურება მხოლოდ თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისგან შედგება. 

"გურია ნიუსი" უზენაესი სასამართლოდან, მოსამართლეებზე გაცემული დანამატების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

როდის და რამდენ მოსამართლეზე გაიცა 130 559-ლარიანი დანამატი




 ახალი ამბები
  • შს მინისტრი: კანონს არ დავარღვევთ არც ჩვენ და არც ეკლესიაშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა:„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრიარქოსთან თანამშრომლობენ და ერთად მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. „რომ გითხრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატრიარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-მეთქი, არა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის შესახებ. გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გომელაურმა. შეკითხვაზე, სააღდგომო ღამისთევაზე მისული მრევლი დაჯარიმდება თუ არა, ვახტანგ გომელაურმა  უპასუხა: „კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ ... ...
  • მდინარაძე: 9 აპრილი ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან"9 აპრილი საქართველოში ყოველთვის ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან და ეს არის ის მაგალითი, რომელზედაც უნდა აღიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა",_  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 1989 წლის 9 აპრილის შეფასებისას. „თარიღი 9 აპრილი საქართველოში ასოცირდებოდა  1989 წლიდან, დღეს ასოცირდება და ყოველთვის ასე იქნება - გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან, მაგალითთან, რომელზედაც უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივით გავიხსენებ გარდაცვლილი ადამიანების სახელებსა და გვარებს. ისინი  დიდი პატივით შეგვიძლია ყოველთვის გავიხსენოთ ასევე როგორც მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, როგორ უნდა იბრძოლონ თავისუფლებისთვის",_ განაცხადა მამუკა ... ...
  • საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების გამკაცრება იგეგმება _ გიორგი გახარიასაქართველოს მთავრობამ შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცროს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელსაც მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების გამკაცრება ლენტეხში. პრემიერის თქმით, მთავრობა ელოდება ტესტების შედეგებს ლენტეხიდან. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება. „ჩვენ ველოდებით ჯერ საბოლოოდ ტესტირებების შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ქვეყანაში უკვე უნდა შევამჩნიოთ, რომ რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და ეს გასათვალსწინებელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში, რადგან ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული-ბოლნისი, ახლა გაჩნდა ლენტეხი, სამეგრელოში არის ასევე რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში არის. ვნახოთ, რა შედეგი გვექნება დღის ბოლოსთვის“, – განაცხადა ... ...
  • საჯარო რეესტრმა სერვისების მიწოდება განაახლა9 აპრილიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სერვისების გაცემას აახლებს.  ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის  საჯარო რეესტრის უკვე 150-მდე მომსახურება  დისტანციურად იქნება ხელმისაწვდომი.  სერვისების ნაწილზე გამარტივდა მათი მოთხოვნისა და მიღების ფორმები.   მოქალაქის პორტალზე (My.gov.ge), ასევე, სააგენტოს ელფოსტაზე (info@napr.gov.ge) საჯარო რეესტრის მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ როგორც ბიზნესის, ისე უძრავი ქონების  რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები.  მოქალაქეს პორტალზე  – MY.GOV.GE ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების გარეშე შეუძლია: საჯარო რეესტრიდან ინფორმაციისა და ცნობების მიღება; ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთებზე უფლებების რეესტრიდან, ბიზნესრეესტრიდან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან,   გირავნობა/ლიზინგის რეესტრიდან; განცხადებების ძებნა.    მოქალაქეები my.gov.ge-ზე სერვისების ერთი ნაწილის მიღებას შეძლებენ ელექტრონული ხელმოწერის გარეშე, თუმცა, სერვისების ნაწილზე საკუთრების უფლების დაცულობიდან გამომდინარე,  საჭირო იქნება ავტორიზაცია და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება. პორტალზე – MY.GOV.GE კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა შემდეგი სერვისების მისაღებადაა საჭირო: უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების რეგისტრაცია, როგორიცაა ჩუქება, მემკვიდრეობა, გაცვლა, ნასყიდობა, იპოთეკის, იჯარის, ქირავნობის რეგისტრაცია და სხვა; ქონების  დაყოფა ან გაერთიანება; ახალი ბიზნესსუბიექტის დარეგისტრირება; კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების მოწვევა და ჩატარება; ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირება; საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის  რეგისტრაცია და სხვა.  იმისათვის, თუ როგორ მიიღოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისთვის საჭირო ID ბარათის წამკითხველი, დარეკეთ ნომერზე: 032 2 405 405. თუკი მოქალაქე ვერ ახერხებს ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას, გარკვეული სერვისების დისტანციურად მიღება  საჯარო რეესტრის   ელფოსტითაც  (info@napr.gov.ge ) არის შესაძლებელი.  მაგალითად, მოქალაქეს ელფოსტის საშუალებით შეუძლია გააკეთოს განაცხადი მიწის რეგისტრაციის თაობაზე. მოქალაქეები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეძლებენ, მოითხოვონ: მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია; საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღა, აკრძალვა)  რეგისტრაცია; საკადასტრო გეგმის  ან საკადასტრო რუკის მომზადება; ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათება ან საინვენტარიზაციო გეგმების მომზადება; არქივში დაცული დოკუმენტის ასლების მიღება; მისამართის დაზუსტება და ფართისთვის ნომრის მინიჭება; რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება; მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება; ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა და სხვა. დისტანციურ რეჟიმში მიწოდებული სერვისების გარდა, მოქალაქეები რამდენიმე ისეთი სერვისის მიღებას შეძლებენ, რომელიც საკუთრების უფლების დაცვისთვის დოკუმენტის მატერიალური სახით წარდგენას საჭიროებს. ასეთი მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი ჩაწერის გზით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 405 405. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის რიგს და  შეხვედრას ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საცხოვრებელ ადგილას გაუწევენ სერვისის მისაღებად საჭირო მომსახურებას.  მომსახურების გაწევის პროცესში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად  დარეკეთ ნომერზე: 0322 405 405. დისტანციურ რეჟიმში (ელფოსტით ან ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით თუ მის გარეშე) და  მატერიალური ფორმით ხელმისაწვდომი სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ ... ...
  • სამტრედიელმა ნაციონალებმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკესდღეს დილით 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა ტიტებით შეამკეს და 9 აპრილის გმირების ხსოვნის საპატივცემულოდ სანთლები აანთეს ემზარ შუბლაძემ, მამუკა ბიბილეიშვილმა, გივი ღაღანიძემ, ავთანდილ თადუმაძემ და აკაკი მინაშვილმა. ,,9 აპრილი საქართვრლოს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ, რომელიც მოპოვებული იქნა 1989 წლის დაღვრილი ქართველთა სისხლით. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ იმ თანამემამულეთა ხსოვნას, რომელთა დამსახურებაც არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. დიდება, გმირებს,"_ აღნიშნული განცხადება გააკეთა მემორიალთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ემზარ შუბლაძემ. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...