"ხოცეთ და ხოცეთ, რაც ბიუჯეტები შეგხვდებათ!"

მთავარი თემა

"ხოცეთ და ხოცეთ, რაც ბიუჯეტები შეგხვდებათ!"

2015 მაი 4 13:58:41

გასულ ხუთშაბათს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მოქმედი 31 დეპუტატიდან მხოლოდ ერთი არ ესწრებოდა, ისიც საპატიო მიზეზით.

დღის წესრიგი რიცხობრივად საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, თუმცა, მთავარ ინტრიგას მაინც 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება შეიცავდა _ ანგარიშის შესახებ უარყოფითი დასკვნა დადო საკრებულოს საფინანსო კომისიამ. კომისიის სხდომაზე, ანგარიშს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სარიშვილმა მისცა ხმა, ოთხმა კი დაიწუნა, მათ შორის, უმრავლესობის წევრმაც, სამმა _ თავი შეიკავა, საკრებულოს სხდომამდე საკითხში უკეთ გარკვევის არგუმენტით.

თუმცა, როგორც საკრებულოს სხდომამ ცხადყო, დეპუტატები მართლაც საფუძვლიანად გარკვეულან რიგ საკითხებში, განსაკუთრებით, საფინანსო კომისიის წევრები, რადგან სხდომაზე კენჭისყრისას, ხელი უმრავლესობის იმ დეპუტატმაც კი აუწია ბიუჯეტის ანგარიშს, რომელსაც კომისიის სხდომაზე უარყოფითი შეფასება ჰქონდა მიცემული.

წყაროს ინფორმაციით, საფინანსო კომისიის სხდომის დამთავრების შემდეგ, საკითხის ჩავარდნის გამო, საკმაოდ ხმამაღალი საუბარი შედგა გამგებელსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის.

სხდომაზე დეპუტატებმა უმტკივნეულოდ განიხილეს ტრანსპორტისა და გარევაჭრობის რეგულირების საკითხები. ასევე, მხარი დაუჭირეს დადგენილებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ იმოქმედებს "ნარჩენების მართვის კოდექსით" გათვალისწინებული სანქციები.

დეპუტატებმა, ასევე, ხმა მისცეს 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმაში ცვლილებას, თუმცა, დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ მოითხოვა მასში ასახულიყო გამგეობის საპირფარეშოსთვის საპნისა და ხელსახოცის შეძენაც.

გამგებელს საკრებულოს წევრებმა თანხმობა მისცეს სააქციო საზოგადოება "საქართველოს რკინიგზისთვის" ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემაზე. ასევე, დაეთანხმნენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლების გახორციელებაზეც.

რაც შეეხება ბიუჯეტის ანგარიშს, ამ ჯერზე იგი განსახილველად დეპუტატების წინაშე თავად გამგებელმა ზაზა ურუშაძემ წარმოადგინა, რომელმაც ისაუბრა, თუ რა პარამეტრებში რა რაოდენობით შესრულდა გასული წლის ბიუჯეტი.

გამგებლის ამ მოხსენების შემდეგ, საფინანსო და საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე სარიშვილმა კომისიის დასკვნა წარმოადგინა, სადაც უარყოფითი შეფასება ეძლევა გასული წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ ანგარიშს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მოუწოდა გაითვალისწინოს დასკვნაში წარმოდგენილი შენიშვნები და ყველა ღონე იხმაროს მის გამოსასწორებლად.

"ბიუჯეტის გარკვეული პარამეტრები შეუსრულებელი დარჩა. შემოსავლების ნაწილში მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებიდან, საკმაოდ დაბალი მაჩვენებლითაა ასახული _ 23,4%; არაფინანსური აქტივების კლებიდან გეგმა შესრულებულია 41%-ით, რაც, ასევე, დაბალი მაჩვენებელია, რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს აქ გაუხარჯავია 219 940 ლარი, აქედან გამგეობის ხარჯზე 145 306 ლარი, ხოლო საკრებულოს _ 33 823 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა აუთვისებელია გამგეობის სოციალური სამსახურის მიერ, რომელიც კომისიის წევრთა აზრით უნდა მიმართულიყო ერთჯერად დახმარებებში. ასევე, სამსახურების რეორგანიზაციის შედეგად და ადმინისტრაციულ ერთეულებიდან დათხოვნილ პირებს სრულყოფილად არ მიუღიათ კუთვნილი კომპენსაციის თანხა", _ ნათქვამია წარმოდგენილ დასკვნაში.

_ თუ არის ფაქტი, რომ ვინმეს კომპენსაცია არ მიუღია, არსებობს ამისთვის სასამართლო და გვიჩივლონ, მაგრამ მსგავსი ფაქტი არ არსებობს _ ყველამ მიიღო კუთვნილი თანხა, _ თქვა ზაზა ურუშაძემ, _ რაც შეეხება მოსაკრებელს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებიდან, როგორ მოვთხოვოთ კაცს გადასახადი, თუ ურნა არ დგას? როცა დაგვემატება ახალი ურნები, შემდეგ დავაწესოთ დასუფთავების გადასახადი.

რაც შეეხება გაუხარჯავ თანხებს, იცით, რომ ჩვენ წლის ბოლოსთვის საფეხბურთო კლუბი გვრჩებოდა დაუფინანსებელი. 100 ათასი ლარი, თქვენი თანხმობით, გადავეცით "გურიას", რის დანაკლისიც რკინიგზიდან ჩამორიცხული 165 ათასი ლარით შევავსეთ. ამ თანხის ჩამორიცხვა, პირდაპირ ვიტყვი, ჩემი დამსახურებაა. რომელი ჭკუათმყოფელი არ მოიტოვებს წლის ბოლოსთვის თანხას და ნულით შეხვდება ახალ წელს?

ერთჯერად დახმარებაზე 110 ათასი ლარი გაიცა. ხუთი მილიონი რომ გავცეთ, მაინც არ გამოსწორდება მდგომარეობა. ყველა ოჯახს ჰგონია, რომ უნდა დავეხმაროთ. არ არის ასე, ეს სახელმწიფოს ფულია. ვერავინ იტყვის, რომ თანხებს არამიზნობრივად ვხარჯავთ. საფეხბურთო კლუბი არც ჩემი შექმნილია და არც წინა ხელისუფლების, ისტორიულად მოდის. თუ ვინმეს რამეში ეჭვი ეპარება, შეიქმნას კომისია, შევამოწმოთ, ვინ არიან იქ და რაში იხარჯება თანხები. აუდიტის დასკვნაც ნახეთ, რომ ამ მითქმა-მოთქმას ბოლო მოეღოს.

ვფიქრობ, ამ წელში ჩვენი ბიუჯეტი გაიზრდება. ახალი მაგისტრალი გადის ჩვენთან და რამდენიმე კარიერზე ნებართვა გვაქვს გაცემული. იქნებ მოვახდინოთ იმ ობიექტების პრივატიზება, რომლებიც გამოუსადეგარია და საშიშროებას წარმოადგენს. რაც კიდევ დამატებითი შემოსავალი იქნება ბიუჯეტისთვის. სხვა რაიონებში ნახეთ, რა კეთდება ინფრასტრუქტურის კუთხით. ნუთუ, მარტო ლანჩხუთში წვიმდა? ჩასაფრებულის პოზიციიდან ყველაფრის დანახვა შეიძლება?

ურუშაძეს დეპუტატი კახა ასკურავა გამოეხმაურა: "ბატონო ზაზა, თქვენ რაღაც საყვედურის ტონით საუბრობთ ლანჩხუთის "გურიასთან" დაკავშირებით. მათ კანონი ავალდებულებდათ, ჩვენთვის მოეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია, მაგრამ აგვიგდეს და არ მოგვაწოდეს. სხვათა შორის, ეს ის პიროვნებაა, რომელიც გრიგოლეთის ბაზაზე ჯართის სკანდალში იყო გახვეული. თქვენ დაგვპირდით, რომ საკითხს შეისწავლიდით, თუმცა, საბოლოოდ, კლუბის დირექტორად დანიშნეთ".

"თუ ვინმემ რაიმე ინფორმაცია არ მოგცათ, ჩემთვის მოგემართათ, ან ამისთვის სასამართლო არსებობს. რაც შეეხება კლუბის დირექტორს, საკითხი შესწავლილია და დადებულია დასკვნა. გოგი ფაცურიას ვკითხე, თუ არის მასში რამე საპროკურატურო-მეთქი, მან მითხრა, არაო. გოგის პატიოსნებაში ეჭვი არავის გეპარებათ", _ უპასუხა ურუშაძემ.

დეპუტატების _ ელგუჯა ჩხაიძისა და რომან ბიწაძის აზრით, ა(ა)იპ-ებში ხელფასები "კაი ბიჭობის" მიხედვითაა განაწილებული: "საფეხბურთო კლუბის ექიმის ხელფასია 1 000 ლარი. რა დააშავეს იმუნიზაციის ექიმმა და ეპიდემიოლოგმა, რომლებიც ხელზე 377 ლარს იღებენ?" _ ამბობენ ისინი.

 გამგებლის განმარტებით, ხელფასები მხოლოდ კულტურის სფეროშია განსხვავებული, დიდი სამსახურია, დიდი დატვირთვით და იმიტომ: "თუ რამე არ მოგწონთ, კომისია შევქმნათ და ისე დავარეგულიროთ ხელფასები", _ თქვა ურუშაძემ.

დეპუტატ აკაკი იმნაიშვილის თქმით, გადასახედია ერთჯერადი დახმარების გაცემის საქმე, რადგან ერთ-ერთ ონკოლოგიურ ავადმყოფს, რომლის პატრონიც წელიწადნახევარი ითხოვდა დახმარებას, ერთი თეთრიც არ მიეცა და გარდაიცვალა. იმნაიშვილმა, ასევე, გარკვევა ითხოვა, თუ რატომ მოხდა პროექტის შეცვლა შუხუთის ადმინისტრაციაში".

"ჩვენი დაპირებით, წყლის სისტემა უნდა გაკეთებულიყო ზემო შუხუთში. პროექტიც გაკეთდა, თუმცა, ახლა გავიგე, რომ პროექტი შეიცვალა და ქვემო შუხუთში კეთდება", _ თქვა იმნაიშვილმა, რომელიც გამგებელმა დაამშვიდა და უთხრა, რომ მისი ამდენი შენიშვნის შემდეგ, შუხუთს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

დეპუტატმა გია გოგუაძემ გამგებელს ხმამაღალი ტონით საუბარი დაუწუნა და თმენის აუცილებლობაზე მიუთითა: "ჩვენი მოწვევის საკრებულო ხუთჯერ შეიკრიბა, რომ ბიუჯეტის ზრდისთვის მიგვეცა ხმა, როცა ზრდა ხორციელდება, უნდა იყოს მისი დასაბუთება. სწორედ, ამ დასაბუთების არქონის გამო მივიღეთ ის, რაც მივიღეთ _ ბიუჯეტი არ შესრულდა. ნურც იმას დაიბრალებთ, რომ რკინიგზიდან მიღებული თანხა თქვენი დამსახურებაა _ ეს ამ ორგანიზაციის ვალდებულება იყო.

გამგეობაში რეორგანიზაციის შემდეგ, სამსახურებს ორი თვე ძველი ნუსხით აძლევდით ხელფასს. ეს ინფორმაცია აუდიტისთვის რომ მიგეწოდებინათ, დადებით დასკვნას ნამდვილად არ მოგცემდათ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ნიგვზიანში ერთი და იგივე ობიექტი ორჯერ გააკეთეთ და ორჯერ გახარჯეთ 85 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის სხდომაზე თქვით, არ ვიცოდიო. არ მჯერა იმის, რომ თქვენი ხელმოწერით ისე კეთდებოდეს რამე", _ თქვა გოგუაძემ.

გამგებლის თქმით, არასწორია გოგუაძის ინფორმაცია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით: "თქვენი პერიოდი არ გადამიმოწმებია, თორემ არ არსებობს, დარღვევა არ იყოს. შესრულებულ სამუშაოებს დასკვნის გარეშე არ ვიბარებ. ნიგვზიანში ექსპერტიზა გაარკვევს, რა მოხდა. არც რამე დანიშვნა მომხდარა დარღვევით, აგერაა იურიდიული სამსახური", _ უთხრა ურუშაძემ.

ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ ამ ეტაპზე გაუმართლებლად მიიჩნია ნიგვზიანში ექსპერტიზის ჩატარება, რადგან უკვე გვიანაა და მთელი პასუხისმგებლობა გამგეობის შესაბამის სამსახურს დააკისრა. მან, ასევე, ხაჯალიაში არსებულ გაბიონთან დაკავშირებითაც გამოთქვა შენიშვნა, რომელიც მთლიანად მონგრეულია.

დეპუტატ რომან ბიწაძის აზრით, რომელმაც მხარი არც 2015 წლის ბიუჯეტს დაუჭირა, მიუხედავად ყველაფრისა, წარმოდგენილი ანგარიში მაინც დადებითად შეფასდება: "საგანგაშოა, რომ თანხის მორჩენის ფონზე, ხარჯვითი ნაწილი არ შესრულდა, გვიჭირს საშემოსავლო მუხლში. საფეხბურთო კლუბთან დაკავშირებით სკანდალი გრძელდება _ მისი დავალიანებები, სავარაუდოდ, 2016 წლის ბიუჯეტზეც აისახება. ის დავალიანებები მაინც უნდა გაგვესტუმრებინა გასულ წელს, რისი საშუალებაც იყო, თუნდაც, წინა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული აქტის აღსრულება, ახლა რომ სასამართლოს ძალით მაინც გადასახდელია. სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანები გარკვეულ მიზეზთა გამო არ ჩივიან სასამართლოში, მაგრამ იურიდიულმა სამსახურმა ხომ იცის, ვის რა ეკუთვნის?!

ბიუჯეტიდან გაღებულია 1300 ლარი ვასილ ჩხაიძის ბიუსტისთვის, ბიუსტი კი "ვეძებე და ვერსად ვპოვეს" არ იყოს, არსად ჩანს. სამაგიეროდ, კარგად ჩანს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება ამ გარდაცვლილი პიროვნებისა და, ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.

და ბოლოს, ილიკო ჩიგოგიძის დეპეშისა არ იყოს _ პატივცემულო დეპუტატებო, ხოცეთ და ხოცეთ, რაც ბიუჯეტები შეგხვდებათ!" _ ასე დაასრულა გამოსვლა ბიწაძემ.

უმრავლესობის დეპუტატებმა _ გელა კილაძემ და კახა ურუშაძემ თავიანთ გამოსვლაში დეპუტატებს მოუწოდეს, მხარი დაეჭირათ ბიუჯეტის წარმოდგენილი ანგარიშისთვის, რაც წარმატებით გახორციელდა კიდეც _ დარბაზში მყოფი 30 დეპუტატიდან საკითხს ხმა 20-მა დეპუტატმა მისცა, უარყოფითი შეფასება ექვსმა დეპუტატმა მისცა, დანარჩენები კი თავის შეკავებით შემოიფარგლნენ.




 ახალი ამბები
  • ვის მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დასახმარებლადსაქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია, თუ ვის მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დახმარებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მიმართა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს : გაეროს გენერალურ მდივანს – ანტონიუ გუტერეშს, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში - როზმარი დიკარლოს, ევროკომისიის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლაიენს, ეუთოს თავმჯდომარეს - მიროსლავ ლაიჩაკს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს: გაეროს წარმომადგენელს - ჩიჰან სულტანოგლუს, ეუთოს თავმჯდომარეს სპეციალურ წარმომადგენელს - რუდოლფ მიჩალკას ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს - ტოივო კლაარს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს - მიშელ ბაშელეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს - დუნია მიატოვიჩს. პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა. პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ... ...
  • კონსტანტინე შარაშენიძე: “ჩემი კომენტარი, არ გამოგადგებათ თქვენ“ დღეს თბილისში გამართულ აქციასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ დაინტერესდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მოსაზრებით.  ეთანხმება თუ არა დამოუკიდებელი მერი ოპოზიციის მოთხოვნებს - ამ კითხვაზე კონსტანტინე შარაშენიძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. “ჩემი კომენტარი, არ გამოგადგებათ თქვენ“ _ მხოლოდ ეს გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს ოზურგეთის ... ...
  • დედაქალაქში აქციისთვის ემზადებიან _ ფოტორეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდანამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს რუსტაველის ... ...
  • "მობილიზებულია საპოლიციო ძალები" _ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ ... ...
  • "შეასრულონ დაპირებები ან დანიშნონ ვადამდელი არჩევნები" _ ლევან მგელაძე "ის რაც დღეს ხდება, არის ყოვლად მიუღებელი", _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას გააკეთა. მგელაძის თქმით ის ამ ეტაპზე არ წასულა აქციაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, იზიარებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ხელისუფლების მიმართ აქვს ოპოზიციას. "ის, რაც დღეს ხდება,  არის ყოვლად მიუღებელი. მიმაჩნია, რომ მთავრობამ პასუხი უნდა აგოს. ან შეასრულონ ის, რაც ხალხს შეპირდნენ, ან გადადგნენ და დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?