სასწავლო პროცესი მეწყერსაშიშ ზონაში და ბზარებიანი ახალაშენებული შენობა

მთავარი თემა

სასწავლო პროცესი მეწყერსაშიშ ზონაში და ბზარებიანი ახალაშენებული შენობა

2015 მაი 4 14:01:22

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ყოველ დღე ავარიულ შენობაში უხდებათ ყოფნა. "შენობა" რეალურად ძველ ხის შენობაზე ბლოკით მიშენებული ორი ოთახია, რომლის იატაკი ორი ცალი წვრილი ძელითაა გამაგრებული.

უნდა ითქვას ისიც, რომ შენობა, სადაც საბავშვო ბაღია განთავსებული, მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს და მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერი ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ჩამოწვა. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, მეწყრის გამო, ბაღის წინ მდებარე ოჯახის ევაკუაციაც კი გახდა საჭირო.

ერკეთელები ახალ საბავშვო ბაღს, წლებია ითხოვენ, თუმცა, ამ თხოვნას ავარიულ შენობაზე ათასობით დახარჯული ლარით პასუხობდნენ, რასაც ბაღის აღმზრდელები წყალში გადაყრილ ფულს უწოდებენ.

გასული წლის სექტემბერში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ერკეთელების თხოვნის გათვალისწინება გადაწყვიტა და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

შპს "ჯორჯიან კომპანის" დირექტორს ვალერიან კაკურიასა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ირაკლი კუჭავას შორის #240 ხელშეკრულება 2014 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა.

"ჯორჯიან კომპანიმ" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი დაბა ჩოხატაურში სოფელ ერკეთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის შესახებ, საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მოიგო.

ტენდერში, რომელიც 87 899.00 ლარზე იყო გამოცხადებული, 4 კომპანია მონაწილეობდა. "ჯორჯიან კომპანიმ" ფასი დაადგო და აიღო ვალდებულება, რომ 65 555 ლარად ერკეთში ახალ ბაღს ააშენებდა.

ინსპექტირების ჯგუფმა აღნიშნული შენობა გასული წლის დეკემბრის ბოლოს ჩაიბარა.

რამდენიმე თვის აშენებულ საბავშვო ბაღის შენობას უკვე ბზარები აქვს; ბათქაშიც ბევრ ადგილზე ჩამოვარდნილია; ოთახებში ახალდაგებული პლინტუსები უკვე ამძვრალია, ზოგან სულაც არაა.

როგორც გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ერკეთში კარლო თედორაძე ამბობს, ბაღის შენობა დასამთავრებელია:

_ შემოსაყვანია ელექტროენერგია, წყალი, გაზი. მოსაწყობია ეზო, გასაკეთებელია არხები, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას კარლო თედორაძე და განმარტავს, რომ პრობლემების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსშია:

_ გვეუბნებიან, რომ თანხები გამოიყოფა და ახალი სასწავლო პროცესისთვის მოწესრიგებული იქნება ყველაფერი, _ დასძინა თედორაძემ, რომელიც ახალ შენობაზე ხარვეზებს ამჩნევს, თუმცა, ამბობს, რომ შენობა, "რაც იყო, იმას სჯობია":

_ უკეთესად გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ სხვასთან შედარებით დამაკმაყოფილებელია. მით უმეტეს, იმ ბაღთან შედარებით, რომელშიც ახლა ბავშები არიან, _ აღნიშნავს "გურია ნიუსთან" საუბრისას გამგებლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, ძველ შენობაში რომ სწავლა სახიფათოა, ეს ყველამ იცის, თუმცა, ამ ეტაპზე სხვა გზა არ არის:

_ წესით, სასწავლო პროცესი უნდა გაგვეჩერებინა, რადგან, გეთანხმებით, რომ შენობა მეწყერსაშიშ ზონაშია და ავარიულია.

_ სასწავლო პროცესი რომ არ შეაჩერეთ, ავარიულ შენობაში მყოფ ბავშვებზე თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას?

_ მე მგონი, პასუხისმგებლობა ბაღების გაერთიანებამ უნდა აიღოს _ მათ უნდა გადაეწყვიტათ ეს საკითხი. ის, რომ ბაღი ავარიული იყო და მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობდა, ბევრჯერ შევატყობინეთ ხელისუფლებას _ სიტყვიერად, წერილობით. კომისიაც იყო. ამის შემდეგ გადაწყვიტეს ახალი შენობის აშენება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალაშენებულ შენობას ბევრი ხარვეზი აქვს. უნდა ითქვას ისიც, რომ შენობის ირგვლივ დღესაც ყრია სამშენებლო ნარჩენები, რაც კანონით დასჯადი ქმედებაა:

"1 კბმ-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; 1 მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით", _ წერია კანონში, სადაც განმარტებულია, რომ პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ დაასუფთაოს სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია.

ამ თემით გარემოს დაცვის ინსპექცია არ დაინტერესებულა. მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელი ვალერიან კაკურია ამბობს, რომ ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

კაკურია რამდენიმე დღის წინ, "გურია ნიუსის" ჟურნალისტური მოკვლევის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ  დაუფლების  ფაქტზე შპს "შემოქმედმშენის" დირექტორთან გია შილაკაძესთან ერთად დააკავა. სასამართლომ იგი 10 000 ლარიანი გირაოთი გამოუშვა. კაკურია ამბობს, რომ ყალბი დოკუმენტები მას არ დაუმზადებია:

_ შილაკაძემ აღიარა სასამართლოზე, რომ ყალბი დოკუმენტაცია მან ატვირთა და მე მასთან შეხება არ მქონია, _ გვითხრა კაკურიამ, რომლის განმარტებით, ერკეთის ახალ საბავშვო ბაღში არსებული პრობლემების შესახებ საქმის კურსშია: _ ვიცით ეგ პრობლემა. როდესაც შენობას ვაბარებდით, მაშინვე ვუთხარით ინსპექტირების ჯგუფს, რომ ასე იქნებოდა, რადგან იქ წყალი ჩამოედინება. წერილობითაც მივწერეთ, თუმცა, გვითხრეს, რომ ჩვენ ჩვენი ვალდებულებები შეგვესრულებინა, _ აღნიშნა კაკურიამ, რომლის განმარტებით, ბაღზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გაკეთების ვალდებულება მათ არ ჰქონიათ:

_ ეგ მოწოლილი წყლის ბრალია და იქ დრენაჟი უნდა გაკეთებულიყო. თავიდანვე რომ გაეთვალისწინებინა მუნიციპალიტეტის ხელმღვანელობას ჩვენი მოსაზრება, არც ერთი დეფექტი არ ექნებოდა. როგორც კი შენობა შევღებეთ და კომისია მოვიდა, ემჩნეოდა კიდეც, რომ სინესტე გამოტანილი ჰქონდა. მანდ ნახევარი შენობა გამოთხრილ ნიადაგზე დგას და ზემოდან მოწოლილი წყალი აფუჭებს.

_ შენობა გამოთხრილ ნიადაგზე როგორ ააშენეთ?

_ ზემოდან ჩამოვიღეთ მიწა.

_ გინდათ თქვათ, რომ ნიადაგი მყარი არ არის?

_ მყარი კი არის, მაგრამ წვიმის დროს წყალი შენობის შუაში გამოედინება. გამგეობას მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრება, რომ შენობას გვერდით აუცილებლად სჭირდება დრენაჟი და პრობლემები არ იქნებოდა.

_ ამაზე გამგეობამ უარი გითხრათ?

_ ეს სამომავლო პერსპექტივაა და თქვენ რაც გეხებათ, ის გააკეთოთო, გვითხრეს. ჩვენც გავაკეთეთ პირნათლად ის, რაც ჩვენ გვევალებოდა, _ გვითხრა კაკურიამ, რომლის თქმით, აღნიშნული ბაღის მშენებლობიდან ერთი თეთრი მოგება არ დარჩენიათ და მის მიერვე ტენდერში დაფიქსირებულ ფასში სამუშაო მხოლოდ იმიტომ შეასრულა, რომ "კომპანიას სამშენებლო გამოცდილება ჰქონოდა".

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, კომპანიამ ყველა ის ვალდებულება შეასრულა, რაც ხელშეკრულებით და ხარჯთაღრიცხვით იყო გათვალისწინებული:

_ არაფერი პრობლემა იმ შენობას არ აქვს (?!). დრენაჟია გასაკეთებელი. დასამთავრებელია და დამთავრდება. რაც იყო პროექტში, ის გაკეთებულია.

_ კი, მაგრამ შენობას პრობლემები უკვე აქვს, ბატონო ირაკლი _ კედლები დაბზარულია, ბათქაში ჩამოყრილია... ზოგან პლინტუსებიც არ არის..

_ ჩაბარების პროცესში არ ყოფილა პრობლემა.

_ მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრობლემა ჩაბარების დროსაც გამოჩნდა და ამის შესახებ ყველა საქმის კურში ჩააყენა.

_ ეს პროექტი მე დამხვდა. როგორც მახსოვს, საჩუქრად გადმოეცა მუნიციპალიტეტს. დრენაჟის პრობლემა იდგა. კომპანიამ შეასრულა ის ვალდებულება, რაც ხელშეკრულებით ჰქონდა აღებული. არ იყო პროექტში გათვალისწინებული ეზოს კეთილმოწყობა, არც წყალი, არც გაზი. ამიტომ, კომისიამ თქვა, რომ ჩაბარების დროს იყო კარგად გაკეთებული.

_ ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ახლა ერკეთში სასწავლო პროცესი ავარიულ შენობაში მიმდინარეობს?

_ შენობის ავარიულობა, როგორც ასეთი, დადგენილი არ არის. ის, რომ შენობა მოძველებულია, ვიცით და იმიტომაც აშენდა ერკეთში ახალი საბავშვო ბაღი. დასკვნა, რომ შენობა ავარიულია და ბავშვებს საფრთხე ემუქრება, ჩემთვის ცნობილი არ არის, _ გვითხრა კუჭავამ, რომლის ინფორმაციით, ერკეთის ახალი საბავშვო ბაღი დასრულებულ სახეს მალე მიიღებს:

_ მალე მიიღებს დასრულებულ სახეს. ამაზე დამატებით დავხარჯავთ თანხებს ისევე, როგორ იანეულში დავხარჯეთ და მომავალი სასწავლო წლისათვის გაიხსნება ეს ბაღი, _ დასძინა გამგებელმა.

ახალაშენებული ბაღი

ამ შენობაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს

ეს ფოტო ახალაშენებულ ბაღშია გადაღებული. შენობა ჯერ არ ფუნქციონირებს

აი, ასეთია ახალაშენებული შენობის გარე ფასადი




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?