რა ოდენობის შემოსავალი მიიღო კოტე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოდან

მთავარი თემა

რა ოდენობის შემოსავალი მიიღო კოტე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოდან

2015 მაი 4 16:19:44

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში, 2005 წლიდან, 2015 წლის მარტამდე, კონსტანტინე კუბლაშვილმა 210  063 ლარის დანამატი მიიღო. 2006 წლიდან 2015 წლის ჩათვლით შევსებულ დეკლარაციების თანახმად კი,  მისმა შემოსავალმა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 964  783 ლარი შეადგინა.

კონსტანტინე კუბლაშვილის დანამატების შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსს" საქართველოს უზენაესი სასამართლოდან, მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდეს.

აღნიშნული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ  2005 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, კონსტანტინე კუბლაშვილმა 15 021 ლარის დანამატი აიღო, აქედან მარტში მას 756 ლარი აქვს აღებული, დანარჩენ თვეებში კი ერთნაირი ოდენობის დანამატი  - 1 585 ლარი.

2006 წელს კუბლაშვილმა დანამატი მხოლოდ ივნისში აიღო - 3600 ლარის ოდენობით;

2007 წელს კუბლაშვილს ჯამში 10 750 ლარის ოდენობის დანამატი აქვს აღებული. აქედან აპრილსა და ივლისში ყველაზე დიდი ოდენობით - 5 550 ლარი და 4 200 ლარი, დანარჩენ თვეებში კი, მან დანამატის სახით 100-100 ლარი მიიღო.

2008 წელს კუბლაშვილმა დანამატის სახით 6 650 ლარი აიღო, აქედან აპრილში 5 550 ლარი, დანარჩენ თვეებში კი, 100 ლარის ოდენობით.

2009 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანამატმა ჯამში 14 800 ლარი შეადგინა. ყოველთვიური დანამატის ოდენობა 100-დან 300 ლარამდე გაეზარდა. ამ ოდენობის თანხა კი, მას 10 თვის განმავლობაში აქვს აღებული.რაც შეეხება ერთჯერადად აღებულ სოლიდურ დანამატებს, 2009 წლის ივლისში მან 10 050 ლარი, ხოლო 1 750 ლარი მიიღო.

2010 წელს, კონსტანტინე კუბლაშვილს დანამატის სახით 17 400 ლარი აქვს მიღებული, აქედან ივნისში 5 650 ლარი, აგვისტოში  - 5 950 ლარი, ხოლო დეკემბერში 3 100 ლარი, დანარჩენ თვეებში კი 300-300 ლარი.

2011 წელს, კუბლაშვილის დანამატმა ჯამში 23874 ლარი შეადგინა. ივლისში - 11 680 ლარი, ოქტომბერში 3843 ლარი, დეკემბერში კი, 5 093 ლარი მიიღო. მცირედითაა გაზრდილი მისი ყოველთვიური დანამატის ოდენობა და ის 393 ლარს შეადგენს.

2012 წელს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ 21 425 ლარის დანამატი მიიღო. ივნისში 5 743 ლარი, ივლისში 6 330 ლარი, დეკემბერში 6 093 ლარი, დანარჩენ თვეებში, აგვისტოს გარდა, როდესაც მან 106 ლარიანი დანამატი მიიღო, 393 ლარი აქვს აღებული.

2013 წელს, კუბლაშვილის დანამატმა 39 800 ლარი შეადგინა. აქედან აპრილში 4 593 ლარი, ივნისში 3 843 ლარი, ივლისში 4 468 ლარი, აგვისტოში  6 043 ლარი, ნოემბერში 5 743 ლარი, ხოლო დეკემბერში 7 093 ლარი აქვს აღებული. დანარჩენ თვეებში კი, 393 ლარი.

რაც შეეხება 2014 წელს, კუბლაშვილმა 44 395 ლარის დანამატი მიიღო. აქედან, მას ივლისში 10 116 ლარი აქვს აღებული, დანარჩენ თვეებში კი, ერთნაირი ოდენობის დანამატი - 3 116 ლარი.

2015 წელს კონსტანტინე კუბლაშვილი თანამდებობაზე მხოლოდ 2 თვე იყო. ამ ორი თვის განმავლობაში კი, მან 12 348-ლარის დანამატი მიიღო. აქედან, იანვარში 2 985 ლარი, ხოლო თებერვალში - 9 363 ლარი.

2006 წლიდან 2015 წლის ჩათვლით შევსებულ დეკლარაციებში აღნიშნულია, რომ კონსტანტინე კუბლაშვილის შემოსავალი მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 964 783 ლარი იყო.

2006 წლის დეკლარაციის თანახმად, კონსტანტინე კუბლაშვილის შემოსავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 1 900 ლარი იყო.

2007 წელს 53 000 ლარი, 2008 წელს - 61 190 ლარი, 2009 წელს - 79 944 ლარი ხელფასის სახით, ხოლო 6 653 ლარი სამივლინებო თანხა აიღო.

2010 წელს - 122 867 ლარი, 2011 წელს - 127 400 ლარი, 2012 წელს - 122 762 ლარი, 2013 წელს - 131 525 ლარი, 2014 წელს - 127 300 ლარი, 2015 წელს - 136 895 ლარი.

ამავე თემაზე:

რა ქონებით ტოვებს უზენაეს სასამართლოს კონსტანტინე კუბლაშვილი

რა ქონება შეიძინა კოტე კუბლაშვილის ოჯახმა თანამდებობის დატოვებამდე ხუთი დღით ადრე




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...