რა ნიშანს დაუწერს ევროკავშირი საქართველოს „საშინაო დავალებაში“

მთავარი თემა

რა ნიშანს დაუწერს ევროკავშირი საქართველოს „საშინაო დავალებაში“

6 მაი. 2015, 20:08:17

21-22 მაისს რიგის სამიტი გაიმართება, სადაც ვიზალიბერალიზაციის - საქართველოსთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის საკითხი უნდა გადაწყდეს, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ვიზის გარეშე, ევროპაში, ერთი წლის მანძილზე ჯამში 90 დღის გატარება შეეძლება.

კი VS არა

ბოლო თვეების განმავლობაში,  ვიზალიბერალიზაციისთვის 2012 წელს  დაწყებული მოლაპარაკებები, 2013 წელს მიღებული  სამოქმედო გეგმა და მოლოდინი, რომ 2015 წლის ბოლოსთვის, ან ყველაზე გვიან, 2016 წლის დასაწყისისთვის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შენგენის ზონაში ვიზის გარეშე  გადაადგილებას შეძლებდა, ქვეყნის ევროპელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა თითქმის გააქარწყლა.

გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი:

"ამ დროისთვის საქართველოში მიმდინარეობს კვლევა, ვნახოთ რა შედეგები იქნება, რომლის მიხედვითაც შევძლებთ თუ არა ჩვენ, ევროკომისიის სახელით დადებით შეფასების გაკეთებას."

ევროკომისარი  საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინი:

"ევროკავშირს აქვს არსებითი ინტერესი, ააგოს ძლიერი პარტნიორობა თავის მეზობლებთან. ბოლო მოვლენებმა რეგიონში გამოწვევები გაზარდა, რაც ჩვენ სახეზე გვაქვს: ეკონომიკური ზეწოლიდან დაწყებული, არარეგულარული მიგრაციით და უსაფრთხოების რისკებით დამთავრებული."

იყო ნეიტრალური და შედარებით დამაიმედებლი განცხადებებით, როცა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, რომ საქართველომ გეგმის პირველი ეტაპი, რაც შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწას გულისხმობდა, წარმატებით შეასრულა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კი განაცხადა, რომ ქართველები სკეპტიკურად არ უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას.

"არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ევროკომისიის დასკვნას პესიმისტური განწყობით ველოდოთ. კომისია მიაწვდის წევრ ქვეყნებს თავის შედეგებს და ისინი მიიღებენ შემდგომში საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ წუთისთვის არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას."

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კი ღიად თქვა, რომ ის რიგის სამიტზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას მხარს დაუჭერს.

რაც შეეხება ქართველ პოლიტიკოსებს, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით აქ კონკრეტულ მოსალოდნელ შედეგებზე არ საუბრობენ, თუმცა მთავრობის მეთაური იქვე დასძენს, რომ არ უნდა იყოს მოლოდინი - რიგის სამიტის მეორე დღესვე უვიზო მიმოსვლა გვექნება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით კი, რიგის სამიტზე ხელისუფლება შუალედურ დადებით გადაწყვეტილებას ელოდება. დადებით იმპულსებს ელოდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც.

რიგის სამიტთან და მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ ოპოზიციაში. როგორც "გურია ნიუსთან" საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმცირესობა ყველა ფორუმზე ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის მიღებას მხარდაჭერას უცხადებდა, დიდი ალბათობით, რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციის კუთხით არანაირი წინსვლა არ იქნება.

კანდელაკის თქმით, ამის განმაპირობებელი მიზეზები როგორც საგარეო ფაქტორებში, ასევე შიდა პროცესებშიც უნდა ვეძიოთ.

"ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მთავრობას, რომელმაც იმპლემენტაციის პროცესში სათანადოდ ვერ იმუშავა. მნიშვნელოვან დედაქალაქებში ამ მიმართულებით კამპანია არ წარმართა 
ამ პროცესს ხელი არ შეუწყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა დევნამ და კრიმინალის გაზრდამ. განსაკუთრებით კი ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლების რამდენიმე გამჟღავნებულმა კავშირმა მთავრობასთან", _ აღნიშნავს დეპუტატი.

რიგის სამიტიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობა არ აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ლევან მიქელაძის ფონდის აღმასრულებელ დირექტორ დავით ზალკალიანსაც.

როგორც ის "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, ამის მიზეზს ევროპელი პარტნიორებისგან და სხვადასხვა დედაქალაქებიდან გაჟღერებული მესიჯები აძლევს.

"ყველას სურვილი და მათ შორის ჩემიც, როგორც საქართველოს რიგითი მოაქალაქის, არის ის, რომ ქვეყანამ რიგის სამიტზე მაქსიმალური შედეგი მიიღოს. ეს კი  პირველ რიგში,  საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებით უნდა გამოიხატოს. ასევე, რიგის სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით.

სასურველი იქნება, რომ რიგის სამიტის დეკლრაციაში სათანადოდ იყოს ასახული კონმფლიქტებთან ჩვენი ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულება.

ამ სამი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ეს იქნება მაქსიმუმი, რისი მოლოდინიც მე და მთლიანად ქართულ საზოგადოებას აქვს.

მაგრამ სამწუხაროდ ის ინფორმაციები, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან და სხვადასხვა დედაქალაქებიდან მოგვდის, ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს", _ აღნიშნავს ზალკალიანი და დასძენს, რომ იმ მცირე დროში, რაც სამიტამდეა დარჩენილი, ქართულმა დიპლომატიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მიზანს მივაღწიოთ.

როგორც ზალკალიანი ამბობს, 21-22 მაისს გასამართ რიგის სამიტზე საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის, აუცილებელი იყო ქვეყანას ის საშინაო დავალება კარგად შეესრულებინა, რომელიც ევროკავშირმა დააკისრა.

"პირველ რიგში, ხელისუფლებას ის საშინაო დავალება უნდა შეესრულებინა კარგად, რომელიც დააკისრეს, რათა შემდეგ ხელი არავისკენ გავიშვიროთ, რომ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაზე ევროპის დედაქალაქებში პოლიტიკური ნება არ იყო.  მათ ყველანაირი საბაბი უნდა გამოვაცალოთ იმისთვის, რომ ჩვენთვის არასასურველი შედეგი არ მივიღოთ.

ვგულისხმობ იგივე საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ პროცესებსა და შიდაპოლიტიკური მიმდინარეობებს,  რომელიც ასახული იქნება ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედება", _ აღნიშნავს ზალკალიანი.

საშინაო დავალება და ანგარიშები

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,  ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველომ 2013 წლის თებერვალში მიიღო და ის ოთხი ბლოკისგან შედგებოდა - დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრიული პასპორტების ჩათვლით; საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები.

თითოეულ ბლოკში, თავის მხრივ, ორი ფაზაა. პირველი ფაზა საკანონმდებლო ჩარჩოს და დარგობრივი პოლიტიკის რეფორმას მოიცავდა, ხოლო მეორე − აღნიშნული რეფორმის განხორციელებას.

რაც შეეხება გეგმის მიმდინარეობას, მას არასამთავრობოების მიერ გასული წლის მაისში ჩატარებული კვლევები დადებითად აფასებდა. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს მოცემული დროისთვის ევროკავშირის 31 მოთხოვნიდან  13 სრულად ჰქონდა შესრულებული,  11 მეტწილად  6 სანახევროდ შხოლო 1 მოთხოვნა მეტწილად არ იყო შესრულებული.

თვითონ ევროკომისიის მიერ საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მეორე ანგარიშში კი ნათქვამი იყო, რომ საქართველომ შეასრულა სავიზო დიალოგის პირველი (საკანონმდებლო) ფაზის მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას შეუძლია შეუდგეს სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებას. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა თბილისში  შემფასებელი მისია.

როგორც დავით ზალკალიანი ვარაუდობს, სწორედ ამ უკანასკნელ ანგარიშს უნდა ეყრდნობოდეს ბოლო პერიოდში ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული არასასიამოვნო განცხადებებიც.

თუ რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციის საკითხი დადებითად არ გადაწყდა...

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს თავდაპირველად ჰქონდათ მოლოდინი, რომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის დასრულება ვილნიუსის სამიტამდე მოხდებოდა, მოგვიანებით  ამ თარიღმა 2014 წლის დასაწყისამდე გადაიწია, შემდეგ, როგორც მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ამბობდა, 2015 წლის ბოლოსთვის ან ყველაზე გვიან, 2016 წლის დასაწყისისთვის საქართველო ნებისმიერი მოქალაქე, შენგენის ზონაში ვიზის გარეშე  გადაადგილებას შეძლებდა. დღეის მდგომარეობით კი პოლიტიკური სუბიექტები თამამად საუბრობენ იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დროში კიდევ უფრო გაიწელება.

გარდა იმისა, რომ არსებობს მოლოდინი რიგის სამიტიდან საქართველომ პოზიტიური და ხელშესახები ვერაფერი მიიღოს, უკვე აქტიურად ისმის შეკითხვაც - თუ საქართველოს რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციის საკითხში პროგრესი არ ექნება, ევროპული მოლოდინებით გადაღლილი საზოგადოების ფონზე, ხომ არ მოძლიერდებიან პრორუსული ძალები, რომლებიც აქტიურად დაიწყებენ იმის პროპაგანდას, რომ საქართველოსთვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება უფრო მომგებიანია.

ანალიტიკოსები, მოვლენების მსგავს განვითარებას დასაშვებად მიიჩნევენ, თუმცა, განსხვავებული პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმცირესობაში.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიორგი კანდელაკი "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, ქვეყანაში პრორუსული განწყობის გაზრდის პერსპექტივა არ არსებობს.

"მიუხედავად იმისა, რომ ამას მთავრობა ხელს უწყობს და პრორუსულ ძალებს ხელისუფლებაში თანამდებობებიც აქვთ, მიზეზთა გამო - მათ შორის იმიტომ, რომ ევროპული არჩევანი ძალიან ღრმაა, ამას, რა თქმა უნდა, პერსპექტივა არ აქვს", _ აღნიშნავს დეპუტატი და არგუმენტად უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მოჰყავს, რომლის ფონზეც ქართულ საზოგადოებას ნათელი მაგალითი აქვს იმისა, რომ რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა ანომალია არ ყოფილა, რომ  საქართველო-რუსეთის ცუდი ურთიერთობების მიზეზი რუსეთია და არა საქართველო.

სტატისტიკა

საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით წასული საქართველოს მოქალაქეთა რიცხი ძალიან მაღალია. ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტოს Eurostat-ის ოფიციალური მონაცემებით, 2011 წელს ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით 7,060 საქართველოს მოქალაქემ მიმართა (2010 წელს 6,865 იყო და ამ მაჩვენებლით საქართველოს მეთოთხმეტეა წინ კი ძირითადად ისეთი ქვეყნები არიან როგორებიც ავღანეთი, რუსეთი, პაკისტანი, ერაყი, სომალი, ნიგერია, ირანი სირია, ბანგლადეში და შრილანკა არიან). მაშინ, როდესაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში მყოფი სერბეთიდან ეს რიცხვი  - 13, 980; ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიიდან - 5,545; ალბანეთიდან - 3,060; ბოსნია და ჰერცეგოვინიდან 2,595, ხოლო მონტენეგროდან 630 ადამიანს შეადგენდა.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით სამეულში არიან ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ლატვია, ლიტვა, საბერძნეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი.

2010 წლის ოფიციალური მონაცემებით, შენგენის სივრცის ვიზების მოთხვონაზე უარის თქმის მაჩვენებლით, საქართველო ლიდერი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რიცხვი 15.1% შეადგენდა, მაშინ, როდესაც სომხეთის შემთხვევაში იმავე წლის მონაცემი 10,8%, აზერბაიჯანისთვის - 5,0%, ბელარუსისთვის 0.96%, მოლდოვასთვის - 6,9%, უკრაინისთვის კი 3.4% იყო.

ამავე თემაზე: ვიზალიბერალიზაციის საკითხი ბუნდოვანი ხდება, საქართველო კი ნატო-ს კარზე კაკუნს აგრძელებს

როგორ ასრულებს საქართველო ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს




 ახალი ამბები
  • „ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და არჩევნებზე დასრულდება _ რატი იონათამიშვილი„ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და როგორც ჩანს, აჩევნებზე დასრულდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა. იონათაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაშიც ისარგებლებს და ეს ნათელი მაგალითი იქნება, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა. „რაც შეეხება ინტერპელაციას - მიუხედვად იმისა, რომ ეს საპარლამენტო ზედამხედველობისთვის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას შინაარსობრივად წარმართავენ. თუმცა, რასაკვირველია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევითაც ისარგებლებს და ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ ... ...
  • მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლამუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა _ დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ. მერიის ზედამხველობის სამსახურმა მუნიციპალური ტრანსპორტის შეამოწმა მზაობა, რამდენად აკმაყოფილებს ის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება. მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა შეზღუდულია, მათ შორის ფეხზე დგომა და სავალდებულოა პირბადის ტარება. დღედაინ ასევე მუშაობა განაახლა ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა, სადაც ყველა საჭირო წესია დაცული, ტერიტორია და გაშლილი სივრცე კი საშუალებას იძლევა, რეკრეაციულ ზონაში ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანი შევიდეს. ადგილზე გაკონტროლდება სოციალური დისტანცირების ... ...
  • ჩოხატაურში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგადღეს დილიდან ჩოხატაურში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად უნდა ჩაუტარდეს, სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე, ტრანსპორტში იკრძალება მგზავრების ფეხზე დგომა და შეზღუდულია მგზავრთა ... ...
  • ოზურგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ყველა სოფლის მიმართულებით დაიწყოოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დღეიდან, შიდასარაიონო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრობა აღდგა ყველა სოფლის მიმართულებით. ავტოსადგურის დირექტორი,  შალვა ორაგველიძე „გურია ნიუსთან“ ასეთ კომენტარს აკეთებს: _ტრანსპორტი, ჩვეულებრივად ყველა სოფელში იმოძრავებს ადრინდელი სარეისო გრაფიკის მიხედვით. დავიცავთ მითითებულ წესებს. კერძოდ, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ყველა ტანსპორტის დეზინფექცია ჩატარდება, რასაც თითოეული მძღოლი შეასრულებს.  ასევე, დეზინფექცირება ჩაუტარდება ავტოსადგურს. სადეზინფექციო ხსნარს ჩვენ თვითონ გადავცემთ. _ბატონო შალვა,  მგზავრების ფეხზე დგომა  დასაშვები იქნება? _არა. მხოლოდ ადგილების მიხედვით დასხდებიან. ასევე,  უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც მგზავრებს, ისე მძღოლს. თუ ვინმე არ შეისმენს, ფეხზე დადგება ან პირბადეს არ გაიკეთებს, მძღოლი არ წავა სარეისო მიმართულებით. ამიტომ არჩევანი იქნება თითოეულ მგზავრზე. ასევე, კარგად უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს ფანჯრები. _ზოგ სოფელში არის სამგზავრო ტრანსპორტი, რომლის ფანჯრები არც იღება და არც იკეტება. მხოლოდ საფარად არის ჩასმული. _ამას  გადავამოწმებთ და სანამ არ მოაწესრიგებს, არ მივცემთ მოძრაობის საშუალებას. _მგზავრობის ღირებულება ხომ არ გაზრდილა? _არა. მძღოლს უფლება ეძლევა, რამდენი ადგილიც აქვს ტრანსპორტში, იმდენი მგზავრი გადაიყვანოს. შეზღუდვა არ არის, რომ მხოლოდ ორი ან სამი მგზავრით იაროს. ამიტომ არც ფასი გაზრდილა. ჯერი ჩვენზეა, როგორც დავიცავთ რეგულაციებს, შედეგიც ისეთივე გვექნება, - გვითხრა ... ...
  • გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რევანშს შეეცდება„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს გარკვეულ რევანშს შეეცდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა. „პარლამენტში პრემიერი მოსვლა კარგია, იგი მესამედ კიდევ მოვა. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ ასეთ ვითარებაში შედეგები გვიჩვენებს, რომ საქმიანობა, რომელიც მთელმა სამთავრობო გუნდმა გაწია ეფექტური იყო“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?