საბილიარდო - გასართობი თუ “ურჩი პირების გასამართლების“ ადგილი

მთავარი თემა

საბილიარდო - გასართობი თუ “ურჩი პირების გასამართლების“ ადგილი

2015 მაი 10 18:51:45

"გურია ნიუსის" წყაროს  ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერიამ საბილიარდოს გაკეთება გადაიფიქრა, ამის მიზეზად კი ის მძიმე სოციალური ფონი სახედება, რომელიც რეგიონშია.

შეგახსენებთ, რომ საბილიარდოს მოსაწყობად ბიუჯეტიდან   49 000 ლარი იყო გამოყოფილი.

"ბილიარდი ჩვენი ახირება არ გახლავთ, სპორტის ეს სახეობა ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ გადავწყვიტეთ ოზურგეთელებისთვის თავშეყრისა და თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა მიგვეცა. ამ მიზნით გამოვყავით თანხა - 47 735 ლარი ბიუჯეტიდან. საბილიარდო რუსთაველის ქუჩაზე მოეწყობა. ეს ადგილი გამოიყენება როგორც სპორტის ამ სახეობისთვის, ასევე, ახალგაზრდული ღონისძიებების ჩასატარებლად". _აღნიშნული კომენტარი 2015 წლის 28 აპრილს გააკეთა ქალაქ ოზურგეთის მერიამ, ოზურგეთში საბილიარდოს გაკეთებასთან დაკავშირებით.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ოზურგეთის  მერიამ საბილიარდოს მოწყობის პროექტის შესადგენად,  არქიტექტურულ და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე 1 270 ლარიანი ტენდერი 2015 წლის 26 მარტს გამოაცხადა. საბილიარდოს მოწყობა კი 47  735 ლარი  დაჯდება, რომელიც ქალაქ ოზურგეთში რუსთაველის ქუჩაზე განთავსდება, სადაც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახურია განთავსებული.

ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ საბილიარდო აღარ გაკეთდება არც ქალაქის მერიაში  და არც საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე არ ადასტურებენ.

საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე აღნიშნავს, რომ  ვინაიდან ატყდა აჟიოტაჟი, რომ არ სჭირდება ქალაქ ოზურგეთს საბილიარდო და რატომ უნდა დაიხარჟოს 47 000 ლარი ამაში, ამიტომ გადაწყვიტეს ალტერნატიული ვარიანტის მოძებნა. შესაბამისა,  საბილიარდო გარემონტებულ შენობაში მოეწყოს, რომლის წესრიგში მოყვანას შედარებით ნაკლები თანხა დასჭირდება.

"ვიმსჯელებთ და რომელიც უკეთესი ვარიანტი იქნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ქალაქ ს ნამდვილად სჭირდება ჰქონდეს ბილიარდი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ბილიარდის მოთამაშის თხოვნა იყო, გაკეთებულიყო, მით უმეტესად, რომ ბილიარდს ოზურგეთში გააჩნია დიდი ისტორია, ამიტომ იქნა საზოგადოების აზრი გათვალისწინებული, ჯერჯერობით ტენდერი არ გამოცხადებულა, უბრალოდ პროექტის სახით არის გაკეთებული, ჩვენ არ ვართ მობილიზებული იმაზე, რომ გინდა თუ არა ამდენი თანხა დაიხრჯოს, თუ კი ალტენატიული ფართი გამოჩნდება, სადაც ნაკლები თანხა დაჯდება, მე არ ვარ წინააღმდეგი"_აღნიშნავს კობალაძე.

ასე არ ფიქრობენ ოპოზიცონერი დეპუტატები. საკრებულოს დეპუტატი, "დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თამარ ნადირიძის განცხადებით, ხალხის ფულით გაკეთებული საბილიარდო მერის მეგობრებისა და არაფორმალური მხარდამჭერი ჯგუფის ერთგვარი ბაზა გახდება, სადაც მოხდება სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტა დ ასევე რაც მთავარია აქვე მოხდება სხვადასხვა გარჩევები და ურჩი პირების "გასამართლება".

"საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების დაფიქსირების შემდეგ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მერია აპირებს საბილიარდოს ადგილმდებარეობის შეცვლას, მაგრამ ცვლის კი ეს რაიმეს? რა მნიშვნელობაა სად და რომელ ადგილზე გადავყრით ორმოცდაათი ათას ლარს. როგორც ამ, ისე სხვა შემთხვევაში არანაირი საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ ჩატარებულა, შესაბამისად გასარკვევია თუ საზოგადოებას არ ეკითხება მერი რაში დახარჯავს ფული, მაშინ ვის ეკითხება და თუ ეკითხება მაშინ გასარკვევია ვინ არის ეს ხალხი. ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერის განცხადებით ქალაქ ოზურგეთში ყველაფერი რიგზეა გამოდის, რომ ქართული ოცნება ეთანხმება ან მისთვის სულერთია რას მოიმოქმედებს ქალაქის მერი. ვინაიდან მერიის მხრიდან ოფიციალური განმარტება - საბილიარდოზე ორმოცდაათიათასი ლარის ხარჯვის აუცილებლობაზე არ გაკეთებულა და ასევე არ არსებობს მისი საჭიროების დასაბუთება,  მიმაჩნია, რომ თანხის დაზოგვის მიზნით ელესას დაშლა და ამ ფულით საბილიარდოს გაკეთება რბილად, რომ ვთქვათ არასერიოზული გადაწყვეტილებაა, თუ არ ჩავთვლით იმ სერიოზულ საფრთხეს რომელიც მოაქვს ხალხის ფულის მერის პირადი ინტერესებით ხარჯვას და საბიუჯეტო სახსრების საჯარო ინტერესების საზიანოდ გამოყენებას", _ აღნიშნავს თამარ ნადირიძე.

ნადირიძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საბილიარდო დაკეტილი სივრცე იქნება და ის "ქუჩური გარჩევებისთვის" თავის მოყრის ადგილი გახდება, უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე და აღნიშნავს, რომ დაგეგმილია, ახალგაზრდებისთვის ბილიარდის წრის შემწავლელი კურსები, რომელიც უფასო იქნება, დანარჩენი მოქალაქეებისათვის, იქნება ჩვეულებრივი საბილიარდო, რომლებიც მინიმალურ  გადასახადს გადაიხდის, ამავე დროს ჩატარდება ტურნირები.

რაც შეეხება ქალაქ ოზურგეთის მერიის პოზიციას, აქ ასეთ განმარტებებს აკეთებენ:

"ადგილის შეცვლის ამბავი, რომ საბილიარდო ადგილს იცვლის, არის იდეის დონეზე, ანუ ის რომ საბილიარდო შეიძლება სხვაგან გაკეთდეს, ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ რაც შეეხება იმ პროექტს, რომ რაზეც ტენდერია გამოცხადებული, თანხა ჯერჯერობით გადახდილი არ არის, მაგრამ თუ გადაწყდა რომ საბილიარდო ადგილს შეიცვლის, ამ შემთხვევაში იმ პროექტს სხვა საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ, ამიტომ ეს თანხა, რომ ტყუილად წყალში გადაიყაროს ასე არ არის, გამოვიყენებთ აუცილებლად."




 ახალი ამბები
  • ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - განათლებისა და თანასწორობის ცენტრმა ოზურგეთში ახალ პროექტი დაიწყო ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც არასამთავრიბო ორგანიზაცია განათლებისა და თანასწორობის ცენტრი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმცირესობების წარმომადგენლებისთვის დემოკრეტიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების შეთავაზება და სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობა. 15 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატი მოიცავდა დისკუსიას თემაზე: რამდენად ახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია. დისკუსიაში  მუნიციპალიტეტში მომქმედი პოლიტიკური პარტიებთან:  პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება  ,,ევროპული საქართველო“, პარტია  ,,სამართლიანობისთვის“, პოლიტიკური პარტია ,,ლეიბორისტული (შრომის) პარტიასთან“  ერთად მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ოზურგეთის საარჩევნო ოლქის წევრები და ჟურნალისტები. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები დემოკრატიულ ღირებულებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობაზე. პროექტი ნოემბრის ბოლოს დასრულდება და  არა ერთ აქტივობას პირდება ... ...
  • სემეკმა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი დაამტკიცასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესები დაამტკიცა. წესის საფუძველზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში დადგინდება, თუ რამდენად სრულყოფილად ასრულებს კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისათვის საჭირო დანახარჯების წარმოშობის, დასაბუთების, გონივრულობის და  სათანადოდ აღრიცხვის კუთხით. სატარიფო რეგულირების პროცესში სემეკი ითვალისწინებს კომპანიის მიერ წარმოდგენილ, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შედგენილ აუდიტის ანგარიშს, რომლითაც აუდიტორის მიერ დადასტურებულია კომპანიის ყველა სახის დანახარჯი და არა ამ დანახარჯის მიზანშეწონილობა კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისთვის. „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ კი ადგენს პრინციპებს, კონკრეტულ რეგულირებად საქმიანობასთან დანახარჯის კავშირისა და მისი გონივრული ოდენობით განსაზღვრის შესახებ.  ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეჩვიდმეტე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, ისაუბროს პროფესიული მარცხის შესახებ, დრო სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროს. Fuckup Nights Tbilisi არის სივრცე, სადაც მონაწილეები ისმენენ ბიზნესისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, განიხილავენ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც გაფუჭდა, საუბრობენ პროდუქტზე, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.  Fuckup Nights Tbilisi-ის წლევანდელი სპიკერები იყვნენ:  ლაშა ანთაძე, Shelf Network-ის დამფუძნებელი. Shelf არის ბლოქჩეინ სტარტაპი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ნივთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და ტარდება სინქრონული აუქციონი ან ვაჭრობა. 2018 წელს სტარტაპმა მოიპოვა $1.6 მილიონი ინვესტიცია.  მარიამ რუსიშვილი, QuickCash AI-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. QuickCash AI ღრუბლოვანი ბიზნეს ბანკინგის მაღალტექნოლოგიური ალგორითმული პლატფორმაა (www.lightspeed.ge), რომელიც ემსახურება მცირე და საშუალო კომპანიების კრედიტუნარიანობის ონლაინ შეფასებას. 2019 წელს კომპანია EMERGING EUROPE AWARDS-ზე, ლონდონში  საუკეთესო სამეულში, როგორც წლის ინოვაციური ინიციატივა მოხვდა.  კრისტინა ავსარქისოვა, მუსიკოსი, რომელიც ცნობილია როგორც Dudey.  ის არის მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რომელმაც house-მუსიკის მიმართულების სინთეზი მოახდინა გოთურ სიმღერასთან, ტექსტებთან და ცოცხალ ვოკალთან.  წარუმატებლობის კიდევ ერთი ისტორია გააზიარა დამსწრეებთან სანდრო გაბელიამ, Metro Production-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა.  Fuckup Nights Tbilisi-ის სცენა ღიაა მათთვის, ვინც არ უშინდება ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. Fuckup Nights -ის სცენამ 16 შეხვედრის დროს უკვე უმასპინძლა სტარტაპებს, არქიტექტორებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს, უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს, რომლებმაც წარუმატებლობის საკუთარი ისტორია გააზიარეს.  Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს.  ... ...
  • რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებშიCSR- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნეს მოდელში ინტეგრირებული თვითრეგულაციის ფორმაა. სოციალური პასუხისმგებლობა კი მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის. ეს განსაკუთრებით დიდი ბიზნესის წარმომადგენლების პრ საქმიანობას ეხება. უფრო პატარა კომპანიები ხშირად მთელი პროცესის მაგივრად მხოლოდ ცალკეულ საქველმოქმედო აქციებს მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის,  ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას. CSR კვირეულის ფარგლებში, ქორთიარდ მარიოტში  კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი ბიზნესების გამოკვლევა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით. კვლევა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაინახოს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მოქმედ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში ამ თვალსაზრისით. ორგანიზაციული სტრუქტურა და კორპორაციული პასუხისმგებლობა, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის/აქტივობების დაგეგმვის, აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესი, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რეპორტინგი და საქმიანობის/აქტივობების გაშუქება, ადამიანის უფლები და შრომითი უფლებები,  გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა, კორუფციასთან ბრძოლა, ქველმოქმედება, სპონსორობა, სხვადასხვა სფეროს განვითარების მხარდაჭერა, პარტნიორობა საჯარო და არასამთავრობო სექტორთან_ ეს ის რამდენიმე ძირითადი ნაწილია, რისგანაც კვლევის კითხვარი შედგებოდა. რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებში_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის ფარგლებში 1000-ზე მეტი, მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის  კომპანია გამოიკითხა. „გამოვიკვლიეთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა, კორპორაციული მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, შრომის უფლებების სტანდარტების მიმართულებით რას საქმიანობენ კომპანიები, გარემოს დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა. მათ შორის, გამოვიკვლიეთ ამ მიმართულებებით რა ღონისძიებებს ახორციელებს კომპანია პარტნიორულად სხვა კომპანიებთან ან არასამთავრობო სექტორთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან. გარკვეული შედეგები დაიდო ამ კუთხით. ერთის მხრივ კომპანიების 26%-მა თქვა, რომ მათ აქვთ გათვალისწინებული კორპორაციული პასუხისმგებლობა სტრატეგიულ დონეზე და ყურადღებას აქცევენ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. 26% ძალიან მცირეა, მაგრამ ამ მიმართულებით გასულ წლებში უფრო ცუდი მდგომარეობა იყო. რაც შეეხება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, კომპანიების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი არა მხოლოდ ითვალისწინებენ ადამიანების უფლებების სტანდარტებს, არამედ თავიანთ კონტრაქტორებს სთხოვენ, რომ სტანდარტები გაითვალისწინონ. გამოვიკვლიეთ, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები რამდენად არის გათვალისწინებული კომპანიების შიდა დოკუმენტებში და საქმიანობაში, ბავშვთა შრომის საკითხები, ასევე გამოვიკვლიეთ გაერთიანების თავისუფლება და სხვა. მდგრადი განვითარების დღის წესრიგის  შესრულების საკითხიც  იქნა გამოკვლეული და კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომ მდგრადი განვითარების პირველ ორ მიზანზე ახდენს ზეგავლენას ძირითადად საქმიანობით, რომელიც არის სიღარიბის დაძლევა და შიმშილის აღმოფხვრა“,_ ამბობს ზურაბიშვილი. როგორც „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორი ამბობს,  კორპორაციული პასუხისმგებლობა არის ძალიან მრავალმხრივი და ამიტომაც  ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე გამოწვევები არსებობს. ადამიანის უფლებების სტანდარტების სტატისტიკური მონაცემები არის ძალიან დაბალი. კომპანიებში ხშირად არ არსებობს საჩივრის მექანიზმები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლენას ხელს უშლის. „რამდენი კომპანია ახორციელებს, რამდენ კომპანიას აქვს პოლიტიკის დონეზე დანერგილი ეს სტანდარტები, რამდენად ახორციელებენ იმის მონიტორინგს ნამდვილად ხორციელდება ის, რაც გაწერილია დოკუმენტში. რამდენად არსებობს საჩივრის მექანიზმები ამ მიმართულებით. ხშირად კომპანიებში არ არსებობს საჩივრის მექანიზმები იმისთვის, რომ გამოვლინდეს ადამიანის უფლებების დარღვევები. შრომის უფლებების დარღვევების სტანდარტების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სტანდარტები არის უკვე საკანონმდებლო დონეზე გაწერილი. მაგალითად, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და შრომითი ზედამხედველობის მენეჯერის არსებობა კომპანიაში მსხვილი ზომის საწარმოების დიდ ნაწილშიც კი არ არის ეს საკითხი გათვალისწინებული“,_ ამბობს ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი ასევე კომპანიებში ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. „მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვა საკანონმდებლო დონეზე გვაქვს გათვალისწინებული, დიდი რაოდენობა კომპანიების ამბობს, რომ ამ საკითხზე ისინი არ მუშაობენ და არანაირ ნაბიჯს არ დგამენ იმისთვის, რომ გარემოზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეთ“,_ ამბობს ... ...
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმეპარლამენტში, სადაც, ამ წუთებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, პაატა სილაგაძის მოსმენა მიმდინარეობს, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა „თიბისი ბანკის“ საქმეს  პაატა სილაგაძე, რაზეც მან უპასუხა, რომ ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო. „საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, _ აღნიშნა სილაგაძემ, რომლის განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სილაგაძე არის პირველი კანდიდატი, ვინც თქვა, რომ ტელევიზორს უყურებს. "უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმე“, _ ასე უპასუხა გოგორიშვილის რეპლიკას ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...