მოსამართლე - არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც ამ ხელისუფლებას არ აწყობს

მთავარი თემა

მოსამართლე - არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც ამ ხელისუფლებას არ აწყობს

2015 მაი 11 23:16:53

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეცვლის შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, რომ სასამართლოს სისტემაში რეფორმა უნდა გატარდეს, თუმცა, შეეხება თუ არა რეფორმა მოქმედ მოსამართლეებს, ჯერჯერობით, უცნობია.

რა პრობლემებია სასამართლო სისტემაში, დგას თუ არა რეფორმის გატარების აუცილებლობა და რაშია გამოსავალი - ამ და სხვა საკითხებზე „გურია ნიუსი“ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ომარ ჯორბენაძეს ესაუბრა.

_ ბატონო ომარ, 17 წელია სასამართლო სისტემაში ხართ და კარგად იცნობთ შიგნით მიმდინარე პროცესებს. საიდან დაიწყო თქვენი კარიერა?

_ 1998 წელს, როდესაც მოსამართლეთა გამოცდები გამოცხადდა, პირველივე გამოცდა ჩავაბარე. თუმცა, მაშინ მცდელობა იმისა, რომ სასამართლო სისტემა ერთი გამოცდით შეცვლილიყო ვერ შესრულდა, რადგან გაცილებით მეტი მოსამართლე სჭირდებოდა ქვეყანას, ვიდრე 32 მოსამართლე. ამიტომ გამოცდები რამდენჯერმე ჩატარდა. 1999 წლის მაისიდან დღემდე ვმუშაობ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თავიდან 10 წლის ვადით ამირჩიეს, ეს ვადა 2009 წელს ამომეწურა, თუმცა, კონკურსში განმეორებით მივიღე მონაწილეობა და ამავე წლის შემოდგომაზე წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ დამნიშნეს. მაშინდელი არსებული წესით მიმამაგრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თუმცა, წალკაში ერთი დღეც არ მიმუშავია. ასეთი უცნაური წესი იყო, გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებდა. წალკაში რომ ვყოფილვარ დანიშნული, რამდენიმე თვის შემდეგ გავიგე; ეს არც ვიცოდი. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მივლინებული მოსამართლეების უმრავლესობას ეს წესი გაუუქმეს და იმავე ვადით, 2019 წლამდე, დამნიშნეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

_ ანუ, თქვენი მოღვაწეობის პერიოდში ხელისუფლება  მესამედ შეიცვალა.. საუბრობდნენ იმაზეც, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლად ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას..

_ დიახ, სამი ხელისუფლების ცვლილების მომსწრე ვარ, თუმცა ეს ცვლილებები მოსამართლეზე არ უნდა მოქმედებდეს. ჩემს ცხოვრებაში არცერთი შავი ლაქა არ არის და ვერც იპოვნიან. არ მაინტერესებს რას ფიქრობს ჩემზე პრეზიდენტი, პრემიერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ა.შ. მოსამართლე ვარ იმიტომ, რომ  კანონის ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი და ვალდებული იყვნენ დავენიშნე. ამიტომაც ვერავინ ვერ გამიბედავდა რამის თხოვნას. ვერავინ იტყვის, რომ ჩემზე გავლენა მოუხდენია. ნებისმიერს დავუპირისპირდები. მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო ჩემი კავშირების გამოყენება, ეს არასოდეს გამიკეთებია.

_ რამდენიმე თვის წინ, თქვენმა ძმამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ნინო გვენეტაძის, მერაბ ტურავასა და დავით სულაქველიძის სასამართლოდან გაშვების შესახებ გადაწყვეტილება თქვენს მიერ დაიწერა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მას თავისი თვალით აქვს ნანახი ეს ყველაფერი. რას იტყვით ამის შესახებ და გქონდათ თუ არა რაიმე შეხება  „მეამბოხე მოსამართლეების“ საქმესთან?

_ ვადასტურებ, რომ 2007-2008 წლებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრი ვიყავი. ეს ის პერიოდია, საბჭოში გენერალური პროკურორიც რომ შედიოდა, ასევე პარლამენტის წევრებიც. თუმცა, საბჭოს წევრებს შორის ფუნქციები განაწილებული იყო. ამასთანავე, ვიყავი სადისციპლინო საბჭოს წევრიც. ჩემთან ერთად საბჭოში იყვნენ მოსამართლე და არამოსამართლე წევრები. მათ შორის, ნინო კალანდაძე, ნიკა გვარამია, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კალანდაძე, დეპუტატი ირინა ქურდაძე და ა.შ. ამ პერიოდში რამდენიმე საქმის განხილვა მომიწია, მაგრამ არცერთი საქმე დავით სულაქველიძის, ნინო გვენეტაძის და მერაბ ტურავას მიმართ არ განმიხილავს. მაგრამ თუ ეს ქალბატონ ნინოს, ან ვინმეს სჯერა, ეს მისი პრობლემაა. ის გადაწყვეტილებები, რაც სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიერ იყო მიღებული, ყველა იმ წევრმა მიიღო, რომლებიც ხელს აწერენ. სულ არ მაინტერესებს არც ჩემი ძმის აზრი და არც ნინო გვენეტაძის, ჩემს შესახებ. ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ნინოს, მაგრამ რატომ წარმოუდგენიათ, რომ ის მოსამართლეთა დირექტორია? ის არის ადმინისტრაციული ფუნქციის მატარებელი პირი, რომელსაც არავითარი უფლება არა აქვს რაიმე მითითება მომცეს. თუ კანონს დავარღვევ, არსებობს პროცედურები და დამსაჯონ.  ჩემი ძმის გამოსვლებს მას შემდეგ არ აღვიქვამ სერიოზულად, რაც დამაბრალა. ის დაახლოებით 4 თვის განმავლობაში თაღლითობის ბრალდებით იჯდა ციხეში და თქვა, რომ თითქოს მე დავაჭერინე. ამის შემდეგ, მასთან ურთიერთობა საერთოდ არა მაქვს. იმ პერიოდში ფეხზე ძლივს ვიდექი ავადმყოფობის გამო. არ ვიცი რა მიზანს ისახავს მისი განცხადებები. ეს არის ტყუილი.  

თუმცა, ძალიან ბევრი მოსამართლე, პროკურორი და გამომძიებელი  ჩემს აზრს იზიარებდა და იზიარებს ახლაც. იმიტომ კი არა, რომ მე ვინმეზე ზეგავლენას ვახდენ, არამედ იმიტომ, რომ ჩემი გადაწყვეტილებები დასაბუთებული იყო. არც იმას ვმალავ, რომ მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ აზრს, დღესაც ასეა. თუმცა, არცერთ კონკრეტულ საქმეზე არცერთი მოსამართლისთვის პასუხი არ გამიცია. 2007 წელს საბჭოს დაკომპლექტების წესი შეიცვალა, წევრთა რაოდენობა შემცირდა და საბჭოს გარეთ აღმოვჩნდი. ჩემთვის არც დანიშვნა უკითხავთ წინასწარ და არც საბჭოდან გამოშვება.

_თქვენ მიმართ თუ მიმდინარეობდა დისციპლინური დევნა?

_რამდენჯერმე ჩემს მიმართაც იყო დისციპლინური დევნა აღძრული, მაგრამ არცერთხელ არ მითქვამს ეს. არა მაქვს უბრალოდ უფლება დისციპლინური დევნის მასალები გავასაჯაროო და გადაწყვეტილებები გაგაცნოთ, მაგრამ ზუსტად იმ  პერიოდში, როდესაც ქალბატონი ნინო გაათავისუფლეს, ჩემს მიმართაც იყო დისციპლინური დევნა დაწყებული.

_ ცოტა ხნის წინ, ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენთან დაკავშირებით გამოქვეყნდა სტატია - მოსამართლე, რომელსაც ყველაზე დიდი დანამატი, 10 ათასი ლარი აქვს აღებული. მაშინ ჩვენთან საუბრისას განაცხადეთ, რომ ეს თანხა მკურნალობისთვის გჭირდებოდათ და ამიტომ თქვენ მიმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს...

_ რამდენიმე საკითხს დავაზუსტებ. 2005 წლიდან ხელფასი და დანამატი ელექტრონულ ბარათზე მერიცხება და ყოველდღე არ ვამოწმებ როდის რა რაოდენობის თანხა მაქვს. არც 2014 წლის იანვარში შემიმოწმებია. ისე არ გამიგოს საზოგადოებამ, რომ იმდენი ფული მაქვს, არ ვითვლი. ჩემი თქვენთან მოსვლის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ არავინ გაკეთა განმარტება, თუ  რისთვის მივიღე დანამატი. მიმაჩნია, რომ ასე მშრალად ინფორმაციის მოწოდება, რომ მოსამართლე ომარ ჯორბენაძემ 10 ათასი ლარი მიიღო დანამატის სახით, არ შეიძლება. ეს არის არასრული ინფორმაცია. გაცემისას აუცილებლად უნდა იყოს მითითებული თანხის გაცემის საფუძველი და მიზნობრიობა. ამის ვალდებულება დეპარტამენტს აქვს. როგორი სახითაც თქვენ ინფორმაცია მოგაწოდეს, ამ სახით ინფორმაციის გაცემა ან ვიღაცის უვიცობის ბრალია, ან მიზანმიმართული ქმედება, რასაც თითქმის გამოვრიცხავ. თუ ვინმეს იმის წარმოჩინება უნდოდა, რომ მე ძველი ხელისუფლების პატივისცემით ვსარგებლობდი, მაშინ 2007-2008-2009 წლებში რატომ მაქვს აღებული დანამატის სახით 450 ლარი? 2007 წლიდან დღემდე დაახლოებით 15 ათასი ლარის დანამატი მაქვს აღებული, არავის ჯიბეში ფულს არ ვითვლი, მაგრამ საუბარი ერთჯერადად 40 ათასი ლარის გაცემაზეც იყო გარკვეულ თანამდებობის პირებზე. თქვენი ინტერესი ლეგიტიმურია, ვის რამდენი დანამატი მიეცა, ამის მოთხოვნის საფუძველი გაქვთ. მით უმეტს, თუ გაჩნდება რაიმე ეჭვი, რომ ეს შესაძლოა, ამ დანამატის მიღება, რაიმე კონკრეტულ საქმეს უკავშირდებოდეს. რაც შეეხება ჩემთვის ჩარიცხულ თანხას, როგორც უკვე გითხარით, მკურნალობისთვის გამოვიყენე. მძიმე დაავადება მაქვს, რომლის სამკურნალო აპარატურა საქართველოში არ არის, ამიტომ კონსულტაციებისთვის საზღვარგარეთ წასვლა მიწევს. ახლაც მაქვს თანხა მოთხოვნილი, თუ მომცეს, წავალ სამკურნალოდ.

_ მასალას თან ერთვოდა თქვენივე დეკლარაციებიც, სადაც ერთ დეტალზე, თქვენს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე იყო საუბარი, რომელიც 2014 წლის დეკლარაციაში აღარ გეწერათ...

_ 1989 წლის 19 აპრილს ხულოს რაიონში სტიქიური უბედურება, მეწყერი მოხდა. მე და ჩემი ოჯახი გადმოგვასახლეს საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში, სადაც ამჟამად ორი სახლია,  ერთში ჩემი უფროსი ძმა ცხოვრობს ოჯახით, მეორეში ჩემი უმცროსი და და მამაჩემი ცხოვრობდა. ვინაიდან, მე იქ ჩავდიოდი, თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ დეკლარაციაში ეს სახლიც მიმეთითებინა, რომელიც მთავრობისგან უსასყიდლოდ გადმოგვეცა. მაგრამ როგორც ამიხსნეს, საკუთრება ითვლება მხოლოდ ის ქონება, რომელიც საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული.  ეს სახლი საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული და არავის სახელზე არ იყო გაფორმებული. დღემდე სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდა. ამიტომ მითხრეს, რომ ამ სახლს დეკლარაციაში ტყუილად ვწერდი და ამით კანონსაც კი ვარღვევდი ფაქტობრივად. ამიტომ, 2014 წლის დეკლარაციაში ეს სახლი არ მეწერა, თუმცა, ამ წლის დეკლარაციაში, იქედან გამომდინარე, რომ სახლი უკვე ჩვენი კერძო საკუთრებაა, აუცილებლად ჩაიწერება.

რაც შეეხება ბინას, რომელიც 2014 წლის დეკლარაციაში გამოჩნდა და ჩემი შვილის სახელზეა გაფორმებული, განვმარტავ - თბილისში საცხოვრებელი სახლი არ მაქვს. არცერთხელ, არცერთი თეთრი, საცხოვრებლის ბინის ქირისთვის (მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებს აქვთ ამის უფლება) იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან არ მიმიღია, რადგან ქირის გარეშე ვცხოვრობდი ჩემი ცოლისდის ბინაში, რომელიც 1995 წლიდან საბერძნეთში ცხოვრობს. შარშან გადავწყვიტე, მშენებარე კორპუსში შემეტანა თანხა, თუმცა, იმის გამო, რომ სესხს არცერთი ბანკი არ მაძლევდა საკუთრების გარეშე, ჩემმა ცოლისდამ ბინა ჩემი შვილის სახელზე გააფორმა და სესხის გამოსატანად გამოვიყენეთ. თუმცა, სესხის გამოტანის შემდეგ ბინა ისევ ჩემი ცოლისდის სახელზე გადავაფორმეთ, ამიტომ დეკლარაციაში არ გამოჩნდება. რაც შეეხება ბანკიდან მიღებული კრედიტს, 35 ათას ლარს, ეს დეკლარაციაში ასახულია.

_ რამდენად უზრუნველყოფილები ხართ მოსამართლეები ანაზღაურებით? ბატონო კოტე კუბლაშვილი ამას თავის დამსახურებად მიიჩნევდა...

_ ბატონო კონსტანტინე რას თვლიდა თავის დამსახურებად, არ ვიცი, მაგრამ მოსამართლეების ხელფასის მატება, ნამდვილად ამ ხელისუფლების დამსახურებაა. შესაძლოა, ბატონმა კონსტანტინემ და იუსტიციის საბჭომ საკითხი დააყენა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დღევანდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება.

ყოველთვის მრცხვენოდა უბრალო ადამიანებთან მეთქვა, რამდენი იყო ჩემი ხელფასი. როდესაც მოსამართლედ დავინიშნე, 1999 წელს, ჩემი ხელფასი 525 ლარი იყო, მაშინ, როდესაც პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია 175 ლარს იღებდა. ამის შემდეგ ხელფასი 2 000 ლარი გამიხდა, მაშინ, როდესაც პენსიონერს 10 ლარი ჰქონდა პენსია. ახლა მით უმეტეს მრცხვენია, როდესაც ჩემი ხელფასი 4 ათასი ლარია დაქვითვის გარეშე. ამას ემატება კვარტალური დანამატი 4 ათასი ლარის ოდენობით. საბოლოო ჯამში კი უბრალო მოქალაქემ შეიძლება მიიჩნიოს, რომ მე ძალიან დიდ თანხას ვიღებ ამ თანამდებობიდან. თუმცა, რეგიონში ყველაზე დაბალანაზღაურებადი სასამართლო გვყავს. 1999 წლამდე მოსამართლის ხელფასი 28 ლარი იყო. შეიძლება ასეთი მოსამართლის 28 ლარად ეცხოვრა? ყველა მათგანი არღვევდა კანონს რაღაც ფორმით.

_ კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხოთ, მოსამართლეთა საპენსიო უზრუნველყოფას, რაც იუსტიციის სამინისტროს ახალი კანონპროექტით უნდა დარეგულირდეს...

_ ამ კუთხით ძალიან ცუდი პოზიცია აქვს სასამართლოსაც და სახელმწიფოსაც. პრეზიდენტს, პარლამენტის წევრს როგორც კი უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, სამუდამო პენსია ენიშნება, მოსამართლეებს - არა. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გათანაბრებული სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, როცა ეს საკითხიც მოგვარდება. ყველა ხელისუფლება ყველა ქვეყანაში ცდილობს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოპოვებას, კანონიერი და უკანონო გზებით. თუ ეს მთავრობა  მოსამართლეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონს არ მიიღებს, ეს სასამართლო ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდი იქნება. მოსამართლე, რომელიც საპენსიო ასაკამდე სასამართლოს დატოვებს მშიერი რჩება. ბოლო დროს შემუშავებული კანონპროექტი ითვალისწინებს პენსიის დანიშვნას მხოლოდ იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც ახლა დაინიშნენ.

ცალკე თემაა, მოსამართლის პენსია რამდენი უნდა იყოს, მაგრამ ის 160 ლარიც კი არ ექნება საპენსიო ასაკამდე. შეიძლება მოსამართლემ არ იკადროს სხვა გზებით ფულის შოვნა, მაგრამ ეჭვი გაჩნდება, რომ ბოლო პერიოდში მაინც, როდესაც 10-წლიანი ვადა ამოეწურება, იცის, რომ სახლში წასვლის შემთხვევაში მშიერი დარჩება და მაამებლურ გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლებისადმი, რომ მერე  ხელახლა დანიშნონ. მაგრამ თუ ეცოდინება, რომ ის ღირსეულ პენსიას მიიღებს, მაშინ უფრო თამამად მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც ამ ხელისუფლებას არ აწყობს; დანიშნონ ნორმალური პენსია და წავლენ ისინი თავისი გადაწყვეტილებითაც. თუმცა, ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე მოსამართლის დამოუკიდებლობა არ არსებობს.

_ეს ცუდი არ იქნება სახელმწიფოსთვის ?შესაძლოა, მათთვის სასურველი მოსამართლეები დანიშნონ...

ეს უკვე სხვა საკითხია. ვთვლი, რომ პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება ავტომატურად არ უნდა იწვევდეს სასამართლოს ცვლილებებსაც. მე ყველა მთავრობას შემოვრჩი. შევარდნაძის დროიდან დღემდე. არ ვამბობ, რომ ხელუხლებელი ვარ, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებები ყოველთვის საკმარისად არის დასაბუთებული.

_ ანუ ამბობთ, რომ მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია?

_ ყველა მოსამართლის სახელით ვერ ვისაუბრებ, მხოლოდ ჩემი შემთხვევა შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ხელისუფლების მიერ მოსამართლეზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას, ეს შესაძლოა ორი გზით მოხდეს, პირდაპირი ზეწოლით, დარეკვით და ა.შ. ან „კანონიერი ზეწოლის“ გზით, როდესაც მოსამართლეს უფლებებს წაართმევ და  პროკურატურას გადასცემ, გეყოლება მორჩილი სასამართლო. დაახლოებით, ამ სიტუაციაში აღმოჩნდა სასამართლო 2010-2011 წლებში და ამ სიტუაციაშია დღემდე. ვივარაუდო, ეს ხელისუფლება ფიქრობს, რომ მოსამართლეებს მაშინ დაუბრუნებს იმ უფლებებს, რაც ადრე ჰქონდათ, როდესაც მისი მორჩილი სასამართლო ეყოლება?!

_ ამის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან ჩანს?

_ არცერთი სიტყვა, რომელიც კოდექსში დატოვა წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა და ადეიშვილმა, არ შეცვლილა, მოსამართლეთა ფუნქციების გაზრდის თვალსაზრისით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ბერკეტებს იტოვებს ხელისუფლება. თუნდაც იმას, რომ  2002 -2003 წლებში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს მოქმედებდა მოსამართლეთა  18-თვიანი გამოსაცდელი  ვადით დანიშვნა.  თუმცა, 2003 წლის 26 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება (თავმჯდომარე მოსამართლეები ბესარიონ ზოიძე, მომხსენებელი მოსამართლე ავთანდილ აბაშიძე, ჯემალ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი), რომლითაც არაკოსტიტუციურად ცნეს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა. გადაწყვეტილებაში საუბარი არ იყო კონკრეტულ ვადაზე. ზოგადად, გამოსაცდელი ვადით დანიშვნა მიიჩნიეს არაკონსტიტუციურად. „საკოსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონმდებლობიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე; ანუ ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის პრეზიდენტი და პარლამენტი ვალდებული იყო ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შეესრულებინა და გაუქმებულიყო მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა. მაშინ მართლაც გაუქმდა მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა, მაგრამ 2010 წელს, კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილება და მართლმსაჯულების თავში ჩაწერეს, რომ მოსამართლე ინიშნება უვადოდ; თუმცა, იქვე მიაწერეს, რომ მოსამართლე შეიძლება გამწესდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადით, რითაც, დღეს ყველა მოსამართლის დანიშვნა ხდება. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება, რაც ჩემი აზრით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. საკონსტიტუციო გადაწყვეტილების „შესრულება“ იმით, რომ კონსტიტუციაში არაკონსტიტუციური ჩანაწერი გააკეთო, კანონდარღვევაა. მოსამართლე თანაბარ დონეზე უნდა იყოს დაყენებული პარლამენტის წევრთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. თუ პარლამენტის წევრს უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება ვადის ამოწურვის შემდეგ, ასევე უნდა იყოს მოსამართლის შემთხვევაშიც. 17 წლის განმავლობაში დაახლოებით 7 ათასამდე საქმე მაქვს განხილული, თითოეული ჩემი გადაწყვეტილების თითოეულ სიტყვაზე ვაგებ პასუხს.                                                                                                                                                        

_ რა არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

_ გამოსავალი ის არის, რომ პარლამენტმა თავისი ნებით შეცვალოს კონსტიტუცია; კონსტიტუცია არ ავალდებულებს ვინმეს გამოსაცდელი ვადით  დანიშვნას, ეს უფლებამოსილებაა, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დატოვონ ჩანაწერი, მაგრამ არ გამოიყენონ; ან საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდეს სარჩელი და ამ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვონ. მე არა ვარ გამოსაცდელი ვადით დანიშნული, ამ მუხლის სუბიექტი არ გახლავართ, თუმცა სხვა მოსამართლეებს ხომ ამით პრობლემები შეექმნებათ?!  წინა ხელისუფლების დროსაც ხშირად ისმოდა და ახლაც ისმის, რომ ხელისუფლებაში ვართ და რასაც გვინდა იმას ვიზამთო; ეს არის დემოკრატიის ყველაზე უმთავრესი პრინციპის დარღვევა. წინა ხელისუფლებამ გააკეთა საკონსტიტუციო გადაწყვეტილების იგნორირება და ახალი ხელისუფლებაც იგივეს აგრძელებს.

_ გარდა იმისა, რომ კანონი და კონსტიტუცია ირღვევა, კიდევ რა საფრხეებს ხედავთ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნაში?

_ ეს პირდაპირ ეხება მოსამართლის დამოუკიდებლობას. რატომ უნდა აწყობდეს რომელიმე ხელისუფლებას მოსამართლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნა? გამოსაცდელი ვადით დანიშვნა ბუნებრივად შეიცავს საშიშროებას, რომ  ამ ვადით დანიშნული მოსამართლე, რომლის მუშაობის შედეგებიც უნდა შეჯამდეს და დასკვნა დაიდოს, კარგად გაიარა ეს ვადა, თუ ცუდად, სხვანაირად შეეცდება, რომ შემმოწმებელ ორგანოებთან ასიამოვნოს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც პრობლემა არ გახდება მისი დანიშვნის პროცესში. მოსამართლე პოლიტიკურ ცვლილებებზე არ არის დამოკიდებული და ხელისუფლებაში ვინც არ უნდა მოვიდეს, ის არ იცვლება, რადგან სამუდამოდაა დანიშნული. მეორეა მოსამართლის ფინანსური დამოუკიდებლობა და მოსამართლე უზრუნველყოფილი უნდა იყოს პენსიით. თუ მოსამართლეს ხელფასს არ მისცემ, ის კორუმპირებული გახდება, აქ მარტო ქრთამის აღება არ იგულისხმება, ვგულისხმობ მეგობრობით, ძმაკაცობით, ახლობლობით, ზეწოლით მიღებულ გადაწყვეტილებებს. ყველა ეს რისკი გაცილებით იზრდება, გამოსაცდელი ვადის პერიოდში.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...