რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრის ახალი მოადგილე

მთავარი თემა

რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრის ახალი მოადგილე

2015 მაი 15 19:23:18

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს დავით ებრალიძეს, ქონებრივი დეკლარაცია ფინანსთა სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ, 2013 წელს აქვს შევსებული.

დეკლარაციის მიხედვით, ებრალიძე ფლობს ბინას ბაკურიანში, რომლის ფართობის 30 კვ.მ-ია. ასევე, 105.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას თბილისში, ედიშერ მაღალაშვილის ქუჩაზე.

მიწის ნაკვეთს  მცხეთაში, ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც - 5000.00 კვ.მ.-ია.

გარდა ამისა, მისი მეუღლის, მედეა ქვრივიშვილის საკუთრებაშია 330.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე.

ოჯახი ასევე ფლობს ორ ავტოფარეხს - მედეა ქვრივიშვილის საკუთრებაშია ავტოფარეხი რამიშვილის ქუჩაზე, რომლის ფართობი - 32.00 კვ.მ.-ია, ხოლო დავით ებრალიძის საკუთრებაშია 15.00 კვ.მ.-ის ფართობის ავტოფარეხი ედიშერ მაღალაშვილის ქუჩაზე.

დეკლარაციის შევსების მომენტში, დავით ებრალიძის მეუღლის საკუთრებაში იყო მსუბუქი ავტომანქანა ჰიუნდაი  (გამოშვების თარიღი 2010).

 რაც შეეხება მინისტრის მოადგილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას, მისი საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურებოდა:

რესპუბლიკა ბანკში ებრალიძის მიმდინარე ანგარიშზე  10000.00 დოლარი იყო, „ბაზის ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 4000.00 ლარი, ხოლო „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 6950.00 ლარი.

რაც შეეხება მინის მეუღლის ფინანსურ მდგომარეობას, მედეა ქვრივიშვილის მიმდინარე ანგარიშზე რესპუბლიკა ბანკი  13 793.00 დოლარი,  რესპუბლიკა ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 1 586.00 ევრო, ხოლო,  რესპუბლიკა ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 5300.00 ლარი იყო.

გარდა ამისა, დეკლარაციის შევსებისას, დავით ებრალიძეს ნაღდი ფულის სახით 65000.00 დოლარი ჰქონდა.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დავით ებრალიძე სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, საიდანაც ფინანსური შემოსავლებიც აქვს მიღებული.

კერძოდ, დავით ებრალიძეს შპს „ებრალიძე და კომპანიიდან“(საქართველო, თბილისი, ნ. რამიშვილის 5ბ) დირექტორობის პერიოდში 2900.00 ლარი აქვს მიღებული.

ამავე კომპანიიდან პარტნიორობის პერიოდში, 13562.00 ლარი;

შპს „ტვ ინსაიდიდან“ (თბილისი, რამიშვილის 5ბ), რომლის პარტნიორიც იყო,  9904.00 ლარი;

კს „ებრალიძე და კომპანიიდან” (თბილისი, რამიშვლის 5ბ) კი, 2500.00 ლარი.

რაც შეეხება ებრალიძის მეუღლის შემოსავლებს სამეწარმეო საქმიანობიდა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მედეა ქვრივიშვილმა კს „ებრალიძე და კომპანიიდან“ სადაც მას თანაშემწის პოზიცია ეჭირა, 1000.00 ლარი მიიღო.

გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ დავით ებრალიძემ ბინის გაქირავებიდან  8100.00 ლარის შემოსავალი აიღო.

გარდა ამისა, დავით ებრალიძემ მშენებარე ფართის შესაძენად ნასყიდობის ხელშეკრულება დადო, რომლის ღირებულება 21000.00 დოლარია. თუმცა, ვალდებულების შესრულებამდე ხელშეკრულება დარეგისტრირებული არ არის.

ოჯახი არ ფლობს ძვირადღირებულ ნივთებსა და ფასიან ქაღალდებს.

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მოდგილეები დღეს სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა. 




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...