სასაფლაოს შეურაცხყოფისთვის ბრალდებული პროკურატურის მოთხოვნით გაათავისუფლეს

მთავარი თემა

სასაფლაოს შეურაცხყოფისთვის ბრალდებული პროკურატურის მოთხოვნით გაათავისუფლეს

20 მაი. 2015, 19:30:42

ოზურგეთში, ერთ-ერთ სოფელში, დაახლოებით, 30 ოჯახს რამდენიმე დღის წინ, დამსხვრეული, ტალახიანი ფეხებით მოსვრილი, შეურაცხყოფილი, ამოთხრილი  საფლავის ქვები და განადგურებული, საფლავები დახვდათ.

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც, შსს-ს ინფორმაციით, ფსიქიკურად აშლილობის მქონეა. თუმცა, დანაშაულში ბრალდებული "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნულს უარყოფს და ამბობს, რომ ის სასაფლაოზე არ ყოფილა. 

"დაკავებულია ერთი პირი, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულია და პროკურატურის გადაწყვეტილებით გავათავისუფლეთ. ამ ეტაპზე პროკურატურის გადასაწყვეტია, რა სახის სასჯელს გამოიტანს ამ დანაშაულთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, მას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანენ ",_ აღნიშნეს შსს პრესსამსახურში.

პირი, რომელსაც ბრალად საფლავების შეურაცხყოფა ედება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები, 31 წლის  გ.ტ.-ძეა.

"გურია ნიუსი" დანაშაულში ბრალდებულის სოფელში იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცის მეზობლები  მის უდანაშაულობაზე საუბრობენ. დანაშაულს უარყოფს თავად ბრალდებულიც. 

"ძალიან კარგია, რომ დაინტერესდით და  ნახავთ, სადაც ცხოვრობს, არაა  მაგის გამკეთებელი და თან მარტო, მაგას არ იზამდა, ვერ იზამდა. იქ ისეთი რამეებია გაკეთებული, გამორიცხულია მისი გამკეთებელი იყოს. ლოგინი არ აქვს, არც საჭმელი, არც სასმელი, ერთი ბეტონის ქოხი აქვს. ეს ბავშვი არის სამკურნალო, უპატრონობით კვდება, არავის არ აწუხებს, სიგარეტს თუ მოითხოვს  ხანდახან. მატარებლის სადგურზე ზის და ვინმე თუ წაიყვანს იმუშავებს და საჭმლის ფულს  შოულობს. სასაფლაოს როგორ  გეკადრება? რაც სასაფლაოზე მოხდა, ამას ის და თან მარტო არ და ვერ გააკეთებდა", _ აცხადებენ მეზობლები.

გ.ტ-ს მეზობლები დახმარებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და ეკლესიას სთხოვენ.

"ჩვენთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს მაგას, გარიყულია. პატრონობა უნდა, იქნება მიაქციოთ ყურადღება. ამ უბანში ცხოვრობს და არავისთვის არაფერი მოუპარავს. თავისთვის  არის, არავის აწუხებს. ასანთი რომ დაჭირდება, ბოდიშის მოგიხდის და ისე გთხოვს. შეშას უჩეხავს ხალხს და  და აჭმევენ სამელს.

რამდენჯერ მოვიდა სოციალური სამსახური და არ დამხვდა სახლში და ვერ დავუნიშნავთ დახმარებასო, - იძახიან. ეს სამართალია? იქნებ დაეხმარონ.

პატრულს მოჰყავს ხშირად, როცა ნასვამს ნახულობენ არ ტოვებენ გზაში, ისეთები აკეთებენ სიგლახეს ფულში რომ ცურავენ ეს  გაჭირვებული საჭმელს თუ გთხოვს, იმისიც ერიდება.

რამდენჯერ მიტირია პური ვერ მივეცი,  უსინათლო ქალი ვარ, გზაზე რომ გამოვალ, რამე ხომ არ გიჭირს რუსიკო დეიდაო უთქვამს, აგერ ვართ მეზობლები დედა, ჯოხის  ნატეხი არ გადმოუტანია არავისგან, დედა გარდაცვლილი ჰყავს, უდედობით მოკვდა, მამამისმა არ მიაქცია ყურება.  ყველას  გვეცოდება.

არ შეგვაწუხებს არავის, გზაზე აცდენილია უპატრონობით. ერთხელ ციხეში იჯდა. ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ბიჭია. გამიგონია, გზააცდენილი გზას დადგომია, წაიყვანონ ათასი მამაოა, ამოიყენონ გვერდით, ამუშაონ, საჭმელი აჭამონ, არ შეიძლება? ეკლესიებია, მთავრობამ მიხედოს ასეთ გაჭირვებულს, სასაფლაოზე თუ მივიდა და ქვა გატეხა, ჩვენ მაშინ მეზობლებს თავს არ გაგვიტეხავდა? "ბატონოს" გარეშე არ დაგელაპარაკება", _ გვითხრეს მეზობლებმა.

"გურია ნიუსი" დაზარალებულებსაც ესაუბრა, რომლებიც გამოძიების შედეგს ეჭვქვეშ აყენებენ.

ერთერთი დაზარალებულის შორენა ხელაძის თქმით, მისი ნათესავების სასაფლაოზე წარწერა იყო დატოვებული, პიროვნებამ კი, რომელიც შსს-მ ბრალდებულად ცნო, წერა-კითხვა არ იცის.

"ჩვენს სასაფალოზე იყო წარწერა დატოვებული. ამ ბიჭის მეზობლები კი ამბობენ, რომ მან  წერა-კითხვა არ იცის. თუ წერა კითხვა არ იცის, მაშინ როგორ დატოვა ეს წარწერა? ვერაფერს ვერ გეტყვით, მე ეჭქვეშ ვაყენებ ამ ამბავს", _  გვითხრა ხელაძემ.  

ამავე თემაზე:

ბარბაროსულად შეურაცხყოფილი საფლავები ოზურგეთში- ფოტორეპორტაჟი




 ახალი ამბები
  • ჩოხოსანთა სადროშოს წევრებმა სამტრედიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს 26 მაისის დილით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრები ქალაქში შეიკრიბნენ, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ლიტურგიას დაესწრნენ, რომელიც დეკანოზმა ანტონმა ჩაატარა. აღნიშნული იქნა დამოუკიდებლობის დღე და მოხსენიებული- საქართველოს კეთილდღეობისთვის შეწირული მამულიშვილები. მოგვიანებით, ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრებმა დიდების მემორიალთან გადაინაცვლეს, სადაც სანთლები დაანთეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის დაღუპული რაინდების სახელზე. ,,დღევანდელი დღე გამორჩეული ღირსებისა და პატივის მატარებელია თითოეული ქართველისთვის, რადგან სწორედ ამ დღეს მიოპოვა ერმა სანუკვარი დამოუკიდებლობა.  ეს დღე სიამაყის განცდასთან ერთად უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს“, _ სააგენტოსთან საუბარში თავისი ემოცია გამოხატა საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრმა, ქეთევან ჭელიძემ. ,,ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ სამშობლოს მომავალი კეთილდღეობისთვის დაღუპულ გმირებს და განსაკუთრებულად აღვნიშნეთ მათი დიდი ღვაწლი, რის საფუძველზეც ჩვენ დღეს დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ",_ ,,გურია ნიუსთან" საუბარში 26 მაისის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშოს წევრმა, კობა ... ...
  • დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეადიდი ქართველი მამულიშვილისა და   საქართველოს ეროვნული გმირის  მერაბ კოსტავას დაბადების დღეც არის, რომელსაც დღეს 81 წელი შეუსრულდებოდა.  მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას თაოსნობით დაიწყო 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც მთელი ქართველი ერი შეუერთდა, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა. მერაბ კოსტავამ დიდი  წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ... ...
  • ვისი სახელის მინიჭებას ითხოვენ „ნაციონალები“ ლანჩხუთის პირველი სკოლისთვის„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის საკრებულოში მოქმედი ფრაქცია იიციატივით გამოდის, რომ ქალაქის №1 საჯარო სკოლას მიენიჭოს ნოე ჟორდანიას სახელი. „საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დავაყენებთ, რომ ის იწოდებოდეს როგორც ლანჩხუთის №1 ნოე ჟორდანიას სახელობის საჯარო სკოლა, ვინაიდან ნოე ჟორდანიამ საწავლა სწორედ ამ სკოლიდან დაიწყო“, _ ამბობს ოპოზიციური ფრაქციის წევრი კახა ასკურავა და იმედოვნებს, რომ  საკრებულო ერთიანი იქნება ამ ინიციატივის განხორციელებაში. ... ...
  • ჩოხატაურში დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღინიშნამსოფლიოში არსებულ კოვიდ 19-თან დაკავშირებული პანდემიიდან გამომდინარე ჩოხატაურში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღინიშნა. მცირე ღონისძიებას, რომელიც ხელოვნების სასახლის წინ გაიმართა, გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ანსამბლმა "ამაღლებამ" საქართველოს ჰიმნი შეასრულა, რის შემდეგაც საზოგადოებას ერისთვის მნიშვნელოვანი დღე გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ და ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ მიულოცეს. _ "უპირველესად, სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რითაც მნიშვნელობანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 26 მაისი არის ქართველი ხალხის ერთიანობის დღე. ეს დღე ჩვენია და დღეს, პანდემიიდან გამომდინარე, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე. კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს, _ თქვა ზურაბ ნასარაიამ. _ მიუხედავად იმისა, რომ დღეს 26 მაისი შედარებით მოკრძალებულად აღინიშნა ჩოხატაურში, ეს დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ჩვენმა ქვეყანამ ბევრს გაუძლო, ბევრი გადაიტანა, მაგრამ ქართველი ხალხის გენში კოდირებული თვითგადარჩენის ინსტიქტი მუდამ იღვიძებდა, ყველაფერს უძლებდა. ასეა ახლაც, მსოფლიო პანდემიის დროსჩვენმა სახელმწიფომ აჩვენა ორგანიზებულობის განსაკუთრებული ნიმუში. ეს ძალიან საამაყოა და ყველას, ვინც ამაყობს დღევანდელი დღით, ვულოცავ დღეს. "ღმერთო, მამული გვიცოცხლე", _ თქვა ირაკლი კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი ... ...
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?