გარემოს დაცვის მინისტრმა "გურია ნიუსის" შემოთავაზება მიიღო

მთავარი თემა

გარემოს დაცვის მინისტრმა "გურია ნიუსის" შემოთავაზება მიიღო

2015 მაი 21 15:26:27

ჩოხატაურში ჩამოსულ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ერთი "უცნაური ამბავი" უთხრა _ გურიაში, კონკრეტულად კი ჩოხატაურში, ყველაზე ნაკლები ტყემალი გვაქვსო. ისიც მოახსენა, რომ ტყემლის ხეები მოსახლეობამ ზამთარში, შეშისთვის მოჭრა.

არც თემურ ჭკუასელს და იქ მყოფ სხვა ადამიანებს არ უთქვამთ, რომ ამის მიზეზი ხე-ტყის ჭრასთან დაკავშირებით არსებული პრობლემებია. არც ის უთქვამთ მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩოხატაურელები დიდი ხანია ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ _ ხან წერილობით, ხან აქციებით. თუმცა, მათი პრობლემა პრობლემად რჩება.

"გურია ნიუსი" ამ თემაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ახალდანიშნულ მინისტრს გიგლა აგულაშვილს ესაუბრა.

 "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აგულაშვილი ადასტურებს, რომ მოსახლეობას რესურსებთან ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვს და პრობლემის მოგვარების გზებსაც გვიმხელს:

_ ბატონო გიგლა, მოსახლეობას დიდი ხანია სამასალე მერქნის მოჭრის საშუალებას არ აძლევენ. ეს პრობლემა განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებს _ ზოტსა და სურებს აწუხებს, სადაც ხის მოჭრის 20-წლიანი ლიცენზია ერთ კომპანიას მისცეს რამდენიმე წლის წინ... ადამიანებს სახლები ენგრევათ და არ აძლევენ უფლებას, რომ სახლის შესაკეთებელი მასალა დაამზადონ...

_ პრობლემა არ არის ლოკალური ხასიათის. ვფიქრობ, რომ მოლოდინები, რაც ჰქონდა ჩვენს მოსახლეობას 2012 წლიდან, რა გამოწვევაც იყო ჯერ კიდევ მაშინ, ჯერ ისევ გამოწვევად დარჩა. პრობლემას ვხედავ იმაში, რომ მთელ საქართველოში, მოქალაქეებს რესურსებთან ხელმისაწვდომობა ნაკლებად აქვთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხე-ტყე არ იჭრება და მათ შორის _ უკანონოდ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქ კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ახლა, ერთ-ერთ რეგიონში მიმდინარეობს პილოტპროექტი, რომელმაც შეიძლება მთელი საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს მოსახლეობას ახალი მოდელი. მე ვიცნობ ამ პროექტს და პრინციპების დონეზე ვიზიარებ იმ ვერსიას, რომ პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაცია უნდა მოხდეს ტყეში ჭრასთან დაკავშირებით. ამდენი გაფანტულობა ხელს უწყობს უკანონო ჭრებს. მზად ვარ, მაქსიმუმ ერთ თვეში ახალი კონცეფცია შევთავაზო საზოგადოებას განხილვისთვის და ამ კონცეფციის შემადგენელი ნაწილი იქნება ის წუხილი, რომელზეც თქვენ მიუთითებთ _ ერთის მხრივ, მოსახლეობა იყოს უზრუნველყოფილი, როგორც საშეშე მასალით ზამთარში გათბობისთვის, ასევე, სამშენებლო ან ხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის გამოსაყენებლად. მეორე მხრივ, უნდა შევქმნათ დამატებითი ღირებულების მოდელი _ ის, რომ ქვეყნიდან არ გადიოდეს მორები, აქ შეიქმნას საწარმოები, შესაბამისად _ სამუშაო ადგილები და შევქმნათ პროდუქტები.

_ ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმო არის ჩოხატაურში, თუმცა, სამწუხარო რეალობაა, რომ სვანეთიდან უწევთ მასალის ჩამოტანა ჩოხატაურელებს და არა მარტო მათ, რადგან გურიაში ხე-ტყე ძალიან ძვირია. ხომ არ აპირებთ იმ ხელშეკრულების გადახედვას, რომლის თანახმადაც, "გურია ჯ. ფ"-ს 20-წლიანი იჯარით მისცეს ჭრის უფლება? დაზუსტებით არავინ იცის, რა წერია იმ ხელშეკრულებაში, რადგან უამრავი მოთხოვნის მიუხედავად, არ მოგვაწოდეს იმ მიზეზით, რომ საიდუმლოა. ჩვენი ინფორმაციით, იმ ხელშეკრულებაში ბევრი საინტერესო დეტალია _ სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწყობა, ადგილობრივების დასაქმება, რომელიც არ სრულდება...

_ მე არ ვარ ინფორმირებული ამ ხელშეკრულების თაობაზე, მაგრამ დავინტერესდები. ეს არ არის მხოლოდ ერთი ხელშეკრულება _ მოსახლეობაში არის უკმაყოფილება ბევრ მსგავსს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სანამ ამ ხელშეკრულების პირობებს არ ვნახავ, მანამდე ძნელია, რაიმე დასკვნა გამოვიტანო. თუმცა, ესეც არის ერთი საკითხი, რომელიც ამ სატყეო რეფორმის კონცეფციის პროცესში შესწავლილი და განხილული უნდა იქნას და ჩატარდეს მონიტორინგი, სრულდება თუ არა პირობები. ამავე დროს, ერთი საკითხია ხელშეკრულება რამდენად კარგია, მეორე საკითხია რამდენად არსებობს შესაძლებლობა ხელშეკრულების შეცვლის. მაგალითად, სითი პარკთან დაკავშრებით ეს პრობლემები ჰქონდა ქალაქის მერია, რადგან, საკმაოდ რთული მუხლები იყო ჩადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლისთვის. და მესამე საკითხი არის ის, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ხელშეკრულება შეწყდეს; ამიტომ, შესწავლის სტადიაზე უნდა გადავიდეთ.

_ ბახმაროს შესახებაც გკითხავთ. შვეიცარიელმა ექსპერტებმა 2007 წელს არაოფიციალური დასკვნა დადეს, რომლის თანახმადაც ბახმაროში აუცილებელია სანიტარული ჭრები. ამ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნაძვები დაავადებულია და აავადებს ამონაყარ ტყეს. ჩვენთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ბახმაროს განვითარებაზე ისაუბრა და პირობა მოგვცა, რომ ამ უნიკალურ კურორტს ხელისუფლება სათანადო ყურადღებას მიაქცევს, მაგრამ ექსპერტების დასკვნას თუ გავითვალისწინებთ, განვითარება არ მოხერხდება, თუ ეს პრობლემა არ იქნა შესწავლილი. დაინტერესდებით თუ არა ამ მნიშვნელოვანი საკითხით?

_ მთელ საქართველოში არის უკვე ეს პრობლემა _ წიწვოვანების დაავადება და ის ღონისძიებები, რომელიც ტარდებოდა, ან ტარდება და დაგეგმილია, ყოველთვის ეფექტიანი არ არის, რადგან მთელ მსოფლიოში არსებულ ამ გამოწვევას, ჯერ-ჯერობით, პასუხი ვერავინ გასცა. ამიტომ, ახლა სანიტარული ჭრები ბორჯომში დავიწყეთ. წლებია, ეს არ გახორციელებულა. სანიტარული ჭრები იქნება გამოსავალი და ამავე დროს ჩანაცვლება წიწვოვანების ფოთლოვანებით იქ, სადაც შერეული ნარგავები შეიძლება გაშენდეს. ბახმაროს თემაზე ზუსტად არ მაქვს ახლა ინფორმაცია, თუმცა, აუცილებლად დავინტერესდები, გავერკვევი და მე მგონი ერთნაირ ფორმატში გადავწყვეტთ ამას, _ გვითხრა აგულაშვილმა.

"გურია ნიუსმა" მინისტრს იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოსახლეობა გამოყოფილი ტყეკაფების ათვისებას იმ მიზეზით ვერ ახერხებს, რომ მიუვალი ადგილებია.

ამ ინტერვიუს შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელშიც ვკითხულობთ:

"ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, გურიის რეგიონისთვის 2014 წელს გამოიყო ტყეკაფები ხელმისაწვდომ ტერიტორიებზე (მისასვლელი გზა არსებობს) და შესაბამისად მოსახლეობას მერქნული რესურსების (პირველი, მეორე ხარისხი) ათვისების პრობლემა არ გააჩნდა.

2014 წელს პირველი ხარისხის (სამასალე) მერქანი გამოყოფილი იყო 463 კუბური მეტრი; მოსახლეობამ აითვისა მხოლოდ 4,5 კუბური მეტრი.

2014 წელს მეორე ხარისხის (საშეშე) მერქანი გამოყოფილი იყო 5803 კუბური მეტრი."

როგორც პრესსამსახურში განგვიმარტეს, ეს ინფორმაცია სატყეო სამსახურის მიერ იქნა მიწოდებული.

 სატყეო სააგენტოს ადგილობრივი სამსახურის ინფორმაციას, რომ გამოყოფილ ტყეკაფებთან მისასვლელი გზები არსებობს, კატეგორიულად არ ეთანხმება მოსახლეობა:

_ წლების წინ, როცა ჩოხატაურში ბევრი ლიცენზიანტი იყო და ხე-ტყის მოპოვება პრობლემას არ წარმოადგენდა, გაუვალ ადგილებში გაიყვანეს გზები. არავის უფიქრია, რომ ტყეკაფები იმ გზებთან ახლოს მიეცათ. უმრავლეს შემთხვევაში, მისასვლელი გზა არ არსებობს. საჭამიასერელ კაცს რომ სამებაში გამოუყოფენ ადგილს, სადაც გზა პრაქტიკულად არ არის, რა სახსრებით უნდა ჩამოიტანოს? ტყეკაფები ისე გამოყვეს, ადგილები არც კი უნახავთ. ეს ეხება, როგორც სამასალე მერქანს, ასევე _ საშეშეს. რამდენჯერ ვთხოვეთ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება, გარემოს დაცვის სამინისტროსაც მივწერეთ, მაგრამ უშედეგოდ. არავის დაუთვლია, რა ჯდება ასეთი ტყეკაფებიდან შეშის თუ სამასალე მერქნის გამოტანა. ყიდვა უფრო იაფია, თუმცა, ყიდვის საშუალება ამ გაჭირვებულ მოსახლეობას არ აქვს. ამიტომაცაა, რომ ეზოებში ხე აღარ დაგვრჩა, _ ამბობენ ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გვითხრეს, ამ საკითხზე მოკვლევას დაიწყებენ. უფრო მეტიც გიგლა აგულაშვილმა "გურია ნიუსის" შემოთავაზება მიიღო _ უახლოეს ხანში მინისტრი გურიას ესტუმრება და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნობა:

_  საკითხის ადგილზე შესწავლა მნიშვნელოვანია. ასევე, გასარკვევია, ახლო მდებარე ტყეებში არის თუ არა რესურსი. ვფიქრობ, არსებითადაა შესაცვლელი მიდგომა: ეროვნულმა სატყეო სააგენტომ განსხვავებული და უფრო მოქნილი სერვისები უნდა შესთავაზოს მოსახლეობას. დეტალებს მალე გაცნობებთ. რაც შეეხება "გურია ჯ.ფ."-სთან დადებული ხელშეკრულებას, შესაძლოა გასაჯაროვდეს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გარემოს დაცვის მინისტრმა.




 ახალი ამბები
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...
  • „ვითხოვთ სამართალს“ _ აქცია ავტობანის მშენებლობაზე ლანჩხუთში, სუფსის მოსახლეობამ ავტობანთან დაკავშირებით აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ თანხა, რომელიც სახელმწიფომ მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ გადაუხადა მიზერულია და საკითხით დაინტერესებას პრემიერ მინისტრს თხოვენ. სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ. საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც "ფოთი-გრიგოლეთის" 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, "გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია. „ჩვენი კერძო საკუთრება (მიწის ნაკვეთები) მიზერულ ფასებად მუქარითა და იძულებაში ჩაყენებით დაგვათმობინეს. დღემდე ვითხოვთ სამართალს, გენპროკურატურასაც მივმართეთ საქმის ჯეროვანი გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ 11 თვეა იძიებენ და ახლა ირკვევა, რომ საქმე შესასწავლად სუფსის პოლიციისთვის გადმოუგზავნიათ. დიდი ალბათობით თანამდებობის პირებმა მიითვისეს ჩვენი კუთვნილი სოლიდური თანხები და ამიტომაც ეტყობა საქმის ჩაფარცხვის სურვილი აქვთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა გუჯაბიძე. ხათუნა გუჯაბიძის თქმით, ფართობების კომპენსირების თანხის თაობაზე სუფსის მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. „ჩვენ ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით მივაწოდეთ გია ვოლსკისა და თეა წულუკიანს, დაგვპირდნენ საკითხით დავინტერესდებითო, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. წულუკიანი მაშინ  დაგვპირდა, რომ საქმეს გენპროკურატურისგან გამოითხოვდა და პასუხს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მეშვეობით შეგვატყობინებდა, ბევრჯერ მოვიკითხეთ მერიაში მინისტრისგან გამოგზავნილი პასუხი, მაგრამ დღემდე არააფერი ჩანს“-  ამბობს ხათუნა გუჯაბიძე. მიწის იმ მესაკუთრეები,  რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში, საკუთარ პრეტენზიებს „გურია ნიუსთან“ საუბარში აფიქსირებენ: -"მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. "ნაოჩვანი"), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის განხორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ "ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა.  ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. "ლოტში", რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. ზოგან 25-60 ლარი ერთ კვ, მეტრში, ზოგან კი 40-დან 120 ლარამდე“, _ ამბობს მიღებული კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობა და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას ... ...
  • საზარელი ტრაგედია ვანში - 26 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლავანში, სოფელ მუქედეში 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ავთანდილ გუბერიძის განცხადებით,სუიციდის ფაქტი 16 თებერვალს მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზიზეზი, უცნობია.  შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...