აქცია ჩოჩხათში _ "ჩვენი არჩეული ხარ და ჩვენვე გადაგირჩევთ!"

მთავარი თემა

აქცია ჩოჩხათში _ "ჩვენი არჩეული ხარ და ჩვენვე გადაგირჩევთ!"

21 მაი. 2015, 17:00:55

ოთხშაბათს, 20 მაისს,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მოსახლეობამ წინასწარ დაანონსებული საპროტესტო აქცია გამართა, რომლის ერთადერთი მიზანი იყო ადგილობრივი  ხელისუფლებისგან მიეღოთ კონკრეტული პასუხი, თუ როდის დაიწყება სუფსა-ჩოჩხათი-გულიანის 11-კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოები.

მოსახლეობასთან შესახვედრად სოფელში მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და სოფლის მაჟორიტარი ალექსანდრე სარიშვილი მივიდნენ. იქაურები გუბერნატორის სტუმრობასაც ელოდნენ, თუმცა, ამაოდ.  

დაახლოებით დღის ორი საათი იქნებოდა, როცა აქცია დაწყებულად გამოცხადდა და იქ შეკრებილებს სიტყვით სოფლის მკვიდრმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ომარ ხუციშვილმა მიმართა:

"ჩვენი შეკრების ერთადერთი მიზანი, მივიღოთ პასუხი კითხვაზე, როდის დაიწყება სუფსა-ჩოჩხათი-გულიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა, ანუ როდის დავინახავთ ამ გზაზე ტექნიკას და მასთან მომუშავე  ნიჩბიან კაცს. გვინდა, ხელმძღვანელობისგან გავიგოთ სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი, რომელიც, თუ ჩვენთვის მისაღები იქნა, ხომ კარგი, თუ არადა შემდგომ გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ.

ამ გზამ ხალხი დააავადმყოფა, ჩემი ჩათვლით. მანქანასთან ერთად, მწყობრიდან გამოსულები ვართ ადამიანებიც. ყველა დღე რომ ამ გზაზე გაივლი, კარგი არაფერი დაგემართება _ 11 კილომეტრის გავლას ერთ საათზე მეტი სჭირდება. ყველა დღე რომ ასეთ დღეში ხარ, რა ჭკუაზე დადგები ადამიანი?!"

კითხვაზე პასუხის გაცემა მუნიციპალიტეტის პირველ პირს, ზაზა ურუშაძეს მოუხდა, რომლის თქმითაც, პროექტი მზადაა და გაიარა სამხარაულის ექსპერტიზა. მთლიანი სამუშაოები მოიცავს  ოთხი მილიონ 436 ათას  ლარს და იგი ეტაპობრივად ჩატარდება: 

"ერთ შესწორებას შემოვიტან _ ეს გზა 11 კი არა, 13 კილომეტრია  (ამაზე მოსახლეობამ რეპლიკები მოაყოლა, როდის გახდა 13, ასჯერ გვაქვს გაზომილი და 11 იყო, საინტერესოა, ორი კილომეტრით რამ დააგრძელაო). აქ იმიტომ ვარ მოსული, რომ ზუსტად გითხრათ, რა როგორ იქნება. ვიცი, რომ  დაპირება გზის გაკეთების თაობაზე მანამდეც არსებობდა. მე როცა ჩავერთე ამ საქმეში, იმის შემდეგ ერთი დღე არ გასულა, რომ მე თბილისში წავსულიყავი და ამ საქმეზე არ მეზრუნოს _ დამერწმუნება თქვენი სოფლის დეპუტატი ალეკო სარიშვილი.   კონკრეტულად  როცა წავიდა საუბარი, რომელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით რომელი საკითხი იყო პრიორიტეტული, ყველგან ვამბობდი, რომ სწორედ ამ გზის მშენებლობა იყო პრიორიტეტი. ჩვენ გზის დაპროექტება  შარშან დავიწყეთ, რაც ოთხ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. პროექტი სრულყოფილია, გაიარა სამხარაულის ექსპერტიზა, რომელმაც დადო დადებითი დასკვნა და ახლა წარდგენილი გვაქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ეს არის გარდამავალი პროექტი _ თავიდან ვვარაუდობდით, რომ სამი მილიონი ლარი იქნებოდა საკმარისი, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ოთხი მილიონ 436 ლარია საჭირო. ეს რეაბილიტაცია კი არა, არამედ ახალი გზის მშენებლობა იქნება _ გაკეთდება ახალი ჯებირები, ხიდები, ბორდიურები, სარკეები. მოკლედ, ეს იქნება მაღალი დონის გზა. ყველა საქმის კურსშია _ პრემიერი, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები.  ირაკლი ღარიბაშვილს ოზურგეთში ყოფნისას კიდევ ერთხელ ვთხოვე, რომ დაჩქარდეს ამ საქმის დაწყება. მან პირობა მომცა, რომ ორწელიწადნახევარში გზა ჩოჩხათში გაკეთდება.

10 ივნისისთვის გამოვაცხადებთ ტენდერს, რასაც სამი დღე დასჭირდება. წელს 900 ათასი ლარით დაიწყება სამუშაოები,  მომდევნო წელს ორმილიონნახევარი დაიხარჯება კიდევ. პირობას გაძლევთ, რომ გზა აუცილებლად გაკეთდება, ამის პასუხისმგებელი ვართ ჩვენ, ხელისუფლება. ნურავინ ნუ იფიქრებთ, რომ ასე იოლი მოსაგვარებელია ეს საკითხი. არც იმას აქვს მნიშვნელობა, დღეს მოაწყობდით თუ არა ამ აქციას _ ეს გზა მაინც გაკეთდებოდა. ერთი დღე არ გასულა, რომ ამ თემაზე არ გვეზრუნოს", _ განუცხადა შეკრებილებს გამგებელმა.

 მოსახლეობამ გამგებლის პასუხი მოისმინა, თუმცა, შიგადაშიგ პროტესტის გრძნობა მაინც იგრძნობოდა და რეპლიკებიც უხვად იყო _ ისინი აქცენტს ხელისუფლების მიერ უხვად გაცემულ შეუსრულებელ დაპირებებზე აკეთებდნენ და ამიტომაც ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ ეს პროექტიც მორიგ ცრუ დაპირებად დარჩებოდა. მათ გამგებელს რამდენიმე თვის წინ სოფელ სუფსაში გაცემული პირობაც შეახსენეს და  გააფრთხილეს, თუ ახლაც იგივე განმეორდება, მაშინ პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავენ: "თქვენ სუფსაშიც მოგვეცით პირობა, რომ დაიწყებოდა გზის მშენებლობა, მაგრამ რამდენი თვე გავიდა მას შემდეგ? თუ 15 ივნისიდან არ დაიწყება სამუშაოები, ცენტრალურ მაგისტრალს და რკინიგზას გადავკეტავთ", _ ცხარობდნენ აქციის მონაწილე ქალბატონები.

"კარგით, ბატონო, გადაკეტეთ, დემოკრატიაა, მაგრამ რომ დაიწყოს მშენებლობა, მე ამისთვის რა ვქნა? ეს განვლილი დრო პროექტზე ტენდერის გამოცხადებასა და  უშუალოდ პროექტის გაკეთებას დასჭირდა. ისე მუქარითა და შანტაჟით ვერაფერს მივაღწევთ. ახლა ღრმაღელემ რომ 15-კილომეტრიანი ასფალტიანი გზა მოგვთხოვოს, რა უნდა ვქნათ? რისი შესაძლებლობა გვაქვს, არ უნდა გავითვალისწინოთ? არ გაკეთებულა არაფერი?", _ ამ არგუმენტებით იგერიებდა გამგებელი აქციის მონაწილეებს.

"რა უნდა ქნათ და უნდა გაუკეთოთ! როცა ხელისუფლებაში მოდიოდით და დაპირებებს იძლეოდით, მაშინ გქონდათ შესაძლებლობა და ფული ჯიბეში გედოთ? ამხელა თემია, ამდენ სოფელს ჭირდება გზა, იარეთ ამ გზით  და ნახავთ, რა ჭკუაზე დადგებით.  თქვენ ამბობთ, შანტაჟი არ გვინდაო. რას ქვია შანტაჟი?! ხელისუფლების პირდაპირ ვალდებულებაა, გააკეთოს გზა. წასასვლელი არსად გვაქვს და ვერ მივდივართ, თორემ შეხედეთ, ვინაა აქ შეკრებილი _ ახალგაზრდობა აღარ შემორჩა სოფელს, ყველა გარბის.  სად არის დეპუტატი თემურ ჩხაიძე, რომელიც უამრავ დაპირებებს იძლეოდა, მაგრამ თითი არ გაუნძრევია?! საერთოდ ცოცხალია?!

ჩვენი გაჭირვება ისაა, რომ ცხვრებივით  ხელისუფლებას ყველაფერზე  თავს ვუქნევთ. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი შრომის შედეგს. მოდიხართ საარჩევნოდ, იძლევით დაპირებებს, არჩევნებზე მხარი დაგიჭირეთ და აგირჩიეთ. არ შეიძლება ხალხის ასე აბუჩად აგდება _ არაფერი არ გაკეთებულა ამ ხნის მანძილზე. გაზის გამოყვანასაც დაგვპირდით, მაგრამ... ჩვენი არჩეული ხარ და ჩვენვე გადაგირჩევთ", _ არ ცხრებოდნენ ჩოჩხათელები.

გამგებელს იმ დღეს ყველა იმ საყვედურის მოსმენა მოუხდა, რაც სოფლის მოსახლეობას ამ ხნის განმავლობაში დაუგროვდა.

"გაზის შემოყვანა დაწყებულია ურეკიდან, ჯერ წყალწმინდა-გრიგოლეთში შემოვა და ასე მოყვება თანდათან. ჩოჩხათს ხომ არ გადავახტებით?!  გზის შესახებ კი პროექტი უკვე დამტკიცებულია და მას აღარავინ მიატოვებს. თანხის გამოყოფის საკითხი 22 მაისს მთავრობის სხდომაზე განიხილება", _ თქვა გამგებელმა.

ომარ ხუციშვილმა დაბეჭდილი პროექტი კარგად შეათვალიერა და ყალბი არ უნდა იყოსო, თქვა. საბოლოოდ, მან გამგებელს პირობა ჩამოართვა, რომ თუ პირველი ივლისიდან სუფსა-ჩოჩხათი-გულიანი გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები არ დაიწყება, მაშინ ისინი "მსოფლიოს გააგებინებენ ამ ამბავს და გაცილებით რადიკალური და ფართომასშტაბიანი აქციასაც გამართავენ".




 ახალი ამბები
  • ტემპერატურის კლება და მატება _ როგორი ამინდია მოსალოდნელიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 14-17 აგვისტოს +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 აგვისტოს +26, +31 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს შედარებით აგრილდება და ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 18 აგვისტოდან ისევ +26, +31 გრადუსამდე დათბება. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 აგვისტოს +30, +32 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, 18 აგვისტოს კი +29, +31 გრადუსამდე ... ...
  • ოზურგეთში მომხდარი ავტოავარიის დეტალები: „ტყემლის ხემ ორი სიცოცხლე იხსნა“13 აგვისტოს, ოზურგეთში მუნიციპალიტეტის სოფლების ოზურგეთისა და ნასაკირალის საზღვარზე მომხდარი ავტოავარიის დროს, რის შესახებაც უკვე ვწერდით, ერთ-ერთ უბანში მსუბუქი ავტომანქანა, ამოყირავების შემდეგ,  იქვე მცხოვრები მოქალაქის ეზოში  გადავარდა. _ამ ტყემლის ხემ ორი ახალგაზრა ბიჭის სიცოცხლე იხსნა. ტყემალი ძლიერი მერქანის მქონე მცენარეა და ადვილად არ ტყდება. ღმერთმა დაიფარა, _  გვითხრეს აქ მცხოვრებლებმა, როცა ადგილზე მივედით. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ოზურგეთის პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. გვითხრეს, რომ  ავტომანქანა ხის ვარჯსა  და ტოტებში  ისე იყო გაჭედილი, შიგ მყოფი ბიჭების ამოყვანა გაჭირვებით მოხერხდა. უფრო უარესი, ფატალური შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო, თუ ხე მოტყდებოდა_ სამიოდე მეტრში, დაბლა,  ოჯახის  პატარა ტბაა, რომელიც, ეტყობა,  პატრონს  საგანგებოდ აქვს მოწყობილი. _იმ წყალში რომ ასე ცხვირით ჩარჭობილიყო ეს მანქანა, ხომ დაიხრჩობოდნენ.  ეს რა უბედურებას გადავრჩით. მანქანას ვინ დაეძებს - ღელავდნენ ადგილობრივები. როგორც შემდეგ დავაზუსტეთ, ახალგაზრდებს სასწრაფო დახმარების  მანქანით საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდათ.  თუ როგორია დღეისთვის ორი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა,   ახლობლები ამბობენ, რომ მათ მოტეხილობები არ აქვთ, მცირე დაზიანების გარდა,  არ დასჭირდათ საავადმყოფოში გადაყვანა და სასწრაფო დახმარების მანქანა უკან წავიდა. შსს  პრესსამსახურიდან, მომხდარის შესახებ,  „გურია ნიუსთან“ ასეთი  კომენტარი  გააკეთეს: „ამ ავარიის დროს მძიმედ არავინ დაშავებულა და არც საავადმყოფოშია ვინმე გადაყვანილი.  გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ... ...
  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯარუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებული  ნ.ა. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 04 თებერვალს, ნ.ა. გარდაბნის რაიონში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 154,4242 გრ. ნარკოტიკულ საშუალება  „ჰეროინს". სამართალდამცავებმა ნ.ა. 2020 წლის 4 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • საქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში სწავლას კიდევ სამი ქართველი სტუდენტი გააგრძელებსსაქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში 3 რჩეულ სტუდენტს დიდ ბრიტანეთში სწავლას სრულად უფინანსებს. 2020-2021 სასწავლო წლის ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული კანდიდატები უკვე გამოვლინდნენ. ესენი არიან: ლანა აჩელაშვილი; ლევან ფავლენიშვილი და  მარიამ კვარაცხელია. ლანა  ბრისტოლის უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით (სასწავლო ტექნოლოგიები და საზოგადეობა) სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას. ლევანი ედინბურგის უნივერსიტეტში დაეუფლება მაგისტრის ხარისხს საოპერაციო კვლევების განხრით. მარიამი კი ბრაიტონში, სასექსის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. საქართველოს ბანკი სამივე სტუდენტის სრულ ხარჯებს (უნივერსიტეტის გადასახადს, მგზავრობის ღირებულებას, ვიზის საფასურს, სტიპენდიას, რაც მოიცავს საცხოვრებელი ადგილის ქირასაც) დაუფინანსებს. ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამასთან საქართველოს ბანკი უკვე მეშვიდე წელია თანამშრომლობს და სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. “მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარში დავუდგეთ ქართველ სტუდენტებს და უმაღლესი ხარისხის განათლება მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. საქართველოს ბანკსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის პარტნიორობა 2013 წელს გაფორმდა და ბანკის მხარდაჭერით ინგლისში  სასწავლებლად უკვე 20 რჩეული სტუდენტი გაემგზავრა. ჩვენ არ ვჩერდებით და კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განათლების მხარდაჭერას, რაც  ჩვენთვის უცვლელი პრიორიტეტია“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, ჩივნინგი 1983 წელს დაარსდა. ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის სტიპენდიანტები მსოფლიოს 118 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილები, დღესდღეობით კი ჯამში 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია. მაღალი ხარისხის განათლების მსურველებისათვის 2021-2022 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება 2020 წლის 3 სექტემბერს დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - www.chevening.org/georgia/ ... ...
  • სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...