მიწა, რომელსაც მოსახლეობა ითხოვს, იპოთეკითაა დატვირთული

მთავარი თემა

მიწა, რომელსაც მოსახლეობა ითხოვს, იპოთეკითაა დატვირთული

2015 მაი 21 21:10:55

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მოსახლეობის ერთი ნაწილი "გეოპლანტისგან" და "Vanrik agro group"-ისგან მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ დაბრუნებას მოითხოვს და ამ მოთხოვნით, თითქმის, ყოველ კვირას, ლაითურში საპროტესტო აქციები იმართება.

"გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ შპს "გეოპლანტი" თანახმაა, მოსახლეობას მიწის ნაკვეთი გადასცეს, ერთი კვადრატული მეტრი _ 58 თეთრად.

ჩვენ, ამ საკითხთან დაკავშირებით გურიის ყოფილი გუბერნატორს და ახლა "გეოპლანტის" დირექტორს მიხეილ ჭკუასელს ვესაუბრეთ, რომელიც პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ოზურგეთში იმყოფებოდა.

_ ბატონო მიხეილ, ლაითურში მიწის ნაკვეთების ერთი ნაწილი მაშინ გაიყიდა, როცა თქვენ თქვენი გურიის გუბერნატორი იყავით...

_ კი, ასე იყო, მაგრამ გუბერნატორი არ ყიდის მიწას _ მიწას ყიდის სახელმწიფო.

_  არ მითქვამს, რომ გუბერნატორი ყიდის მიწებს; თქვენი გუბერნატორობის დროს იცოდით თუ არა, რა ფასად გაიყიდა მიწის ნაკვეთები ლაითურში?

_ გუბერნატორს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, ცოდნოდა, რომელიმე მიწის ნაკვეთი რა ფასად იყიდებოდა. მიწის ნაკვეთებს ყიდდა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება კანონიერებაში, შეუძლიათ დაამტკიცონ. ეჭვი არ მეპარება, რომ რომელიმე კომპანიას მიწის შეძენისას კანონი არ დაურღვევია.

_ რა ფასს სთავაზობს "გეოპლანტი" ლაითურელებს, თუკი სიმართლეს შეესაბამება ჩვენ ხელთ არსებული  ინფორმაცია, რომ მიწის ნაკვეთები იყიდება?

_ მოდით, დავაზუსტოთ: ეს მიწა არის კერძო საკუთრებაში. ამ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე ფიზიკური პირები არიან შეჭრილები, მიტაცებული აქვთ და უკანონოდ ამუშავებენ მას.

_ თუ მიტაცებული აქვთ ეს მიწის ნაკვეთები, მაშინ რას ითხოვენ ახლა?

_ ახლა, რაც აქვთ მიტაცებული, იმაზე ამბობენ, ჩვენიაო, ეს კი არ შეესაბამება სიმართლეს.

_ ანუ დაკანონებას ითხოვენ?

_ ახლა ითხოვენ, რომ ეს მიწის ნაკვეთები იყოს მათი. ჩვენ ორი წლის წინ შევთავაზეთ, რომ ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ მობრძანდეთ და ამ მიწაში გადაიხადოთ გარკვეული თანხა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ამ მიწების ყველა ნაკვეთი ბანკში იპოთეკითაა დატვირთული. ბევრი მათგანი მოვიდა, გადაიხადა და გადაიფორმა.

_ ორი წლის წინ რა ღირდა ლაითურში ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი?

_ არ მინდა შემეშალოს, მაგრამ დაახლოებით იყო 35 თუ 37 თეთრის ფარგლებში.

_ ახლა, როგორც ლაითურები ამბობენ, 58 თეთრად იყიდება.

_ დიახ, 58 თეთრია თუ რაც არის, ეს დადგინდება, იმიტომ, რომ თითოეული კვადრატული მიწა, რაც არის იპოთეკით დატვირთული, არის კონკრეტული სესხის ქვეშ. ეს სესხი კომპანიას აქვს აღებული და შეფასებულია აშშ დოლარში. ძალიანაც რომ მინდოდეს ეს მიწა თუნდაც 35-37 თეთრად მივცეთ ვინმეს, ვერ მივცემ, რადგან იპოთეკითაა დატვირთული; თუ იპოთეკა არ მოიხსნება, ამ ადამიანებს ვალდებულება და, შესაბამისად, პრობლემაც გადაჰყვებათ. მე მოქალაქეების  ნაწილთან მქონდა შეხვედრა, მოველაპარაკეთ, თუმცა, სამწუხაროდ, შემდეგ იმ ადამიანმა, ვისაც ვესაუბრე, მოველაპარაკე, აბსოლუტურად განსხვავებულად წაიღო ამბავი. ამის შემდეგ ჩამოვედი ოზურგეთში, შევხვდი ამ ადამიანებს  (ის ბატონი აღარ მობრძანდა!) და ვისაც ველაპარაკე, ყველამ შეგნებულად გაიგო, რაც ვთქვით.

_ ბატონო მიხეილ, რამდენმა ადამიანმა შეისყიდა ორი წლის წინ ლაითურში მიწის ნაკვეთები?

_ ზუსტი სტატისტიკა არ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები, 15-17 კაცი მაინც იქნებოდა, რომელმაც თავის დროზე გადაიხადეს 35-37 თეთრი კვადრატულ მეტრ მიწაში.




 ახალი ამბები
  • ერთად დავეხმაროთ ძმებს დედის გადარჩენაში _ მაიასთვის დავამარცხოთ ლეიკემიაქართველი ძმების _ ნიკა და რატი ქართველიშვილების შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის _ ისინი, დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმები ასე ცდილობენ მისი მკურნალობის თანხის შეგროვებას. ამჟამად, ძმები ბათუმში არიან და როგორც გვითხრეს, სეზონის დასრულებამდე ზღვისპირა კურორტზე იმუშავებენ. ნიკა ქართველიშვილის თქმით, დედის ოპერაცია, რომლისთვისაც საჭირო თანხა ჯერ არ აქვთ, 5 სექტემბერს არის დაგეგმილი. "გარკვეული თანხა მოგვიგროვდა, თუმცა, ჯერჯერობით, მთლიანი თანხის შეგროვება ვერ მოვახერხეთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს თანხა შევაგროვოთ. როგორც იცით, თბილისიდან ადამიანები დასასვენებლად არიან წასულები და მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ მე აჭარაში წამოვსულიყავი და აქ გამემგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. დედასთან ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი. ის საბრძოლო განწყობაზეა, შემართებით არის, ჩვენი იმედი აქვს... თავიდან არ ვეუბნებოდით, რომ ასე ვცდილობთ ფულის შეგროვებას, თუმცა შემდეგ სადღაც უნახავს რეპორტაჟი ჩვენს შესახებ და ძალიან მადლიერია ყველა ადამიანის, ისევე, როგორც ჩვენ მადლიერები ვართ, მათი ვინც კი ამ ხნის განმავლობაში გვეხმარება“, _ - განაცხადა ნიკა ქართველიშვილმა. ძმები ქართველიშვილების დახმარების სურვილის შემთხვევაში მათი აბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი GE28თB7739345064300013 საქ.ბანკი GE95BG0000000161310779 მიმღები: რატი ქართველიშვილი პ/ნ 01019072195.მაგთის და ბილაინის აბონენტებისათვის: ... ...
  • გვაქვს ფული და "რუსთავი 2"-ზე უკეთესი შენობა, აწი ხვეწნას არ ვაპირებ - ნიკა გვარამიარუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გუნდს მიმართავს. მისი თქმით, მას ჰყავს ინვესტორები და აქვს ფული, ასევე, რუსთავი 2-ზე უკეთესი შენობა. "მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთჩვენთან ერთადთავისუფლება ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", _ წერს ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:20 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა ... ...
  • ჟურნალისტების პროტესტი - კურიერი ეთერში არ გადის“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს ეთერში არ გასულა. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. გავრცელებული ინფორმაციით, 3 საათზე რ2 ის გენერალურ დირექტორს, მაყურებლისთვის უნდა მიემართა, თუმცა, ბოლო მომენტში, პაატა სალიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი ამბები არცვებ გვერდზე ქვეყნდება. ამ ფორმით ჟურნალისტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვნენ გადაღებაზე. ისინი ასევე აპროტესტებენ საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ. "რუსთავის 2"- ს ჟურნალისტები ტოვებენ, გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, ტელეკოპანია დატოვეს პატა იაკობაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ეკა გაგუამ და მაია ლომიძემ. ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ  გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე "ინტერესთა კონფლიქტის" მოტივით ... ...
  • 23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R) 23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.     მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15  ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  “საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...