როგორ ვაქციოთ დავა შეთანხმებად

მთავარი თემა

როგორ ვაქციოთ დავა შეთანხმებად

22 მაი. 2015, 00:05:50

სასამართლო მედიაცია, რომელიც მხარეების მორიგებას სასამართლო პროცესების გარეშე აწარმოებს, ახალ ეტაპზე გადადის. უახლოეს მომავალში მედიაციის ნებაყოფლობით პროცესს, სავადებულო მედიაციაციაც დაემატება, რითაც, პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ სასამართლოს განტვირთვის პროცესში მედიაციის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

დღეს, მართლმსაჯულების სახლში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის საპილოტე პროექტის შუალედური ანგარიშის, სამომავლო გეგმებისა და საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციის პრეზენტაცია შედგა.
ღონისძიებას მოსამართლეთა კორპუსის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

პრეზენტატორებმა თავიანთ გამოსვლებში ყურადღება გაამახვილეს მედიაციის პროექტის მიმდინარეობაზე, პრაქტიკაში გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებსა და მათი მოგვარების გზებზე. საუბარი შეეხო, ასევე, პროექტის მნიშვნელობას სასამართლოს პროცესუალური დავებისგან განტვირთვის თვალსაზრისით, სასამართლო მედიაციის სამომავლო განვითარებისა და ცნობადობის ამაღლების საკითხებს.

გამოითქვა მზაობა, სავალდებულო მედიაციის ამოქმედების თაობაზე, რაც გულისხმობს განსაზღვრული კატეგორიის დავების (პირველ ეტაპზე სამეზობლო და საოჯახო დავები) მედიაციისთვის გადაცემის ვალდებულებას.

საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრთან.

მემორანდუმების ფარგლებში, ორგანიზაციები აპირებენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ მედიაციის საპილოტე პროექტის შემდგომი განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის.

როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, მედიაციის პროექტი ამოქმედებიდან, 2014 წლიდან, დღემდე 40-მდე საქმეა განხილული, აქედან ნახევარზე მეტი დადებითად გადაწყდა, რაც შეეხება 8 საქმეს, ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, საპილოტე პროექტში ჩართული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პროცესის განვითარების ტემპით კმაყოფილები არ არიან და დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვენ.

"თუ სახელმწიფოს მიერ, პროცესში მეტი ჩართულობა არ იქნება, განვითარება ვერ მოხერხდება", _ აცხადებენ ისინი.

გარდა ამისა, სასამართლო კორპუსი ადვოკატთა მეტად გააქტიურებასაც ითხოვს. როგორც პროექტის შუალედური ანგარიშის წარდგენისას მოსამართლე თეა ხამხაძემ განაცხადა, მედიაციის პროცესს წინააღმდეგობები აქვს, ერთ-ერთ მიზეზად კი, ადვოკატთა მხრიდან წინააღმდეგობა დაასახელა.

"მოსამართლის გადატვირთულობის შესამსუბუქებლად მედიაცია ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია, თუმცა, მოსამართლეს დიდი დრო ეკარგება მხარეებისთვის მედიაციის უპირატესობის ახსნისას. არადა, სასამართლოში მოსვლამდე, ადვოკატმა უნდა აუხსნას მხარეს, რა უპირატესობა აქვს დავის მედიაციის საშუალებით გადაწყვეტას. ადვოკატების ნაწილი კი  ამ პროცესს ეწინააღმდეგება. იყო შემთხვევა, როდესაც, მედიატორმა ადვოკატმა თავად თქვა მედიაციის პროცესზე უარი. მხარეების უარი კი, ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ მათ მედიაციის უპირატესობების შესახებ არ იციან", _ განაცხადა ხამხაძემ და დასძინა, რომ მხოლოდ მოსამართლე პროცესს ვერ დააჩქარებს, თუ ეს სახელმწიფოს სურვილიც არ იქნება.

ადვოკატების ნაწილი რომ მედიაციის პროცესის წინააღმდეგია, ეს ადვოკატმა-მედიატორმა ირაკლი კორძახიამაც აღნიშნა, როგორც მან განაცხადა, ადვოკატები ფიქრობენ, რომ მას მედიაცია ბიზნესს წაართმევს.

"ასე ფიქრობდნენ სხვა ქვეყნებშიც, თუმცა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ადვოკატს მედიაციის პროცესის დადებითად გადაწყვეტა საქმეების მოზიდვაში ეხმარება, შესაბამისად, მის ბიზნესზე დადებითად აისახება და წინსვლის პერსპექტივაც აქვს", _ განაცხადა კორძახიამ.

რაც შეეხება მედიაციის პროცესს, კორძახიამ მედიატორის უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიატორს რიგ შემთხვევებში მოსამართლეზე მეტი უპირატესობა აქვს.

"მაგალითად, მხარეებთან ნდობაში შესვლა, კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება მედიატორის უპირატესობაა, რაც მოსამართლეს არ შეუძლია. თუმცა, მოსამართლეს მხარეების თვალში მედიატორზე მეტი ავტორიტეტი აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, პროცესში მოსამართლის მონაწილეობაც. თუ მოსამართლე აუხსნის მხარეებს, რომ მორიგება მედიაციის გზით შესაძლებელია, მხარეებიც უფრო მეტი ნდობით იქნებიან მედიატორის მიმართ განწყობილები", _ აღნიშნა კორძახიამ.

თავის მხრივ, დღევანდელ შეხვედრაზე, პროექტში მონაწილეობისთვის, მზადყოფნა გამოთქვა ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენელმა, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ირაკლი ყანდაშვილმა.

"ჩვენი  მზადყოფნის მაგალითი დღეს გაფორმებული მემორანდუმია. ამასთანავე, ადვოკატთა ეთიკა, თითოეულ ადვოკატს ავალდებულებს, რომ  მხარეს მედიაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. პროცესის კიდევ უფრო გასააქტიურებლად, მუდმივად გვაქვს გაცნობითი შეხვედრები ადვოკატებთან", _ აღნიშნა პრეზენტაციისას ყანდაშვილმა.  

გარდა შუალედური ანგარიშის წარდგენისა, მართლმსაჯულების სახლში დღეს ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის - "საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციის"  პრეზენტაციაც შედგა, რომლის ხელმძღვანელმა, ლაშა კალანდაძემ აღნიშნა, რომ "ჩვენ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს წარსულის ნაცვლად აქცენტი მომავალზე გააკეთონ".

რა არის მედიაცია და ვინ არიან მისი მონაწილეები

მედიაცია - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდია, რომელიც მიმართულია ნებისმიერი სახის კონფლიქტის გადაჭრაზე მოლაპარაკებების გზით.

მედიაციისას  გადაწყვეტილებას იღებენ თვითონ მხარეები. თავად მედიატორი კი არის ნეიტრალური, დამოუკიდებელი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ეხმარება მხარეებს დიალოგის წარმართვაში, ცდილობს მხარეთა რეალური ინტერესების გამოვლენას და ორივე მხარისათვის ოპტიმალური და მისაღები შედეგის მიღწევას.

მედიაციის პროცესი სრულიად კონფიდენციალურია. მედიატორსა და მხარეებს არ აქვთ უფლება გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი მედიაციის მიმდინარეობისას გახდა.

მედიაციის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს მნიშვნელოვან შეღავათებს სახელმწიფო ბაჟის კუთხით. კერძოდ ნაცვლად 3%-ისა, რომელსაც მხარე იხდის დავის სასამართლოში (მხოლოდ პირველ ინსტანციაში) განხილვისას, მედიაციის შემთხვევაში მხარეს 1%-ის გადახდა უწევს, საიდანაც გადახდილი თანხის 70% უკან უბრუნდება, თუკი დავა შეთანხმებით დასრულდა.

გარდა ამ შეღავათებისა, მედიაციაში მხარეებს არ უწევთ ძვირადღირებული მტკიცებულებების მოპოვება და წარმოდგენა, ვინაიდან მედიაციაში საქმე ეხება არა რაიმეს დამტკიცებას, არა სამართლებრივი პოზიციების გამყარებას, არა გამარჯვებას მეორე მხარის დამარცხების ხარჯზე, არამედ საკუთარი ინტერესების გაჟღერებას, ერთმანეთის მოსმენას და მშვიდობიანი გზით პრობლემის მოგვარებას.
მედიაციის პროცესში მიღწეული შეთანხმება შეიძლება დამტკიცდეს სასამართლოს მიერ და ამგვარად დაექვემდებაროს აღსრულებას.

თუ მედიაციის პროცესი ვერ დასრულდება მხარეთა სასურველი შედეგით, ხდება შეჩერებული სასამართლო პროცესის კვლავ განახლება და საქმე განიხილება სასამართლოს მიერ.

მედიაციის განმავლობაში მხარეთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს არ აქვთ არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა სასამართლო წარმოებისთვის.

სასამართლო მედიაცია შეიძლება განხორციელდეს სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. ამასთან, თუ სასამართლოში დავამ შეიძლება სამი ინსტანცია მოიაროს, მედიაცია მხოლოდ "ერთინსტანციური" პროცესია.

უახლოეს მომავალში სასამართლო მედიაციის სავალდებულო პროცესი დაიწყება. პროექტის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ საწყის ეტაპზე სავალდებულო მოდიაციას თვეში მინიმუმ 10 საქმე გადაეცეს. საპილოტე რეჟიმი კი, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

რაც შეეხება მედიატორებს, ამჟამად სასამართლო მედიაციას 15 კვალიფიციური  მოქმედი მედიატორი ჰყავს. ხორციელდება მედიაციის შეთანხმების აღსრულების მონიტორინგიც.

მედიაციის საპილოტე პროექტი, 2014 წლიდან,  ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში  ფუნქციონირებს.




 ახალი ამბები
  • უბედური შემთხვევა აცანაში: მოჭრილმა ხემ მამაკაცი იმსხვერპლაგუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, 68 წლის გივი ქინქლაძეს ხე დაეცა. “გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ხეს მამაკაცი თავად ჭრიდა, რა დროსაც ხის მოჭრილი ნაწილი მას დაეცა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.“გურია ნიუსი“ თანაუგრძნობს გარდაცვლილის ... ...
  • "როგორ არ დაგვინდო პანდემიამ" _ ჩოხატაურში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალაჩოხატაურში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, _ სამძიმარის პოსტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "მედალფას" ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი და  სოფელ ზოტის ექიმი ელისო სიხარულიძე ავრცელებს. "სამძიმარს გეუბნებით ყველას... ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს, მთელ სოფელს, განსაკუთრებით ოჯახს,მეუღლეს, შვილებს, შვილისშვილებს, დედმამიშვილებს, სანათესაოს... გუშინ იური გიორგაძე... დღეს აკაკი ირემაძე...მეც ვიღებ სამძიმარს თქვენთან ერთად...მიჭირს, ძალიან მიჭირს, როგორც ექიმს და როგორც მათ ახლობელ ადამიანს...როგორ არ დაგვინდო პანდემიამ....უფალი გაანათლებს მათ სულებს", _ წერს ელისო სიხარულიძე... როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას ელისო სიხარულიძემ აღნიშნა, პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. "მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ყოველდღიური კონტაქტი და სწრაფად მოხდა ჰოსპიტალიზაცია, მძიმე თანმდევი დაავადებების გამო, დადგა ლეტალური შედეგი", _ გვითხრა ელისო ... ...
  • ტრაპზონთან ავტოავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლათურქეთში, ქალაქ ტრაპზონთან ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპული სატვირთოს მძღოლი იყო, _ - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში. დაღუპული ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ... ...
  • წლის საუკეთესო მოხალისე ოზურგეთელი თაზო ჯოჯუა გახდა5 დეკემბერს, მოხალისეობის საერთაშორისო დღეს ,,წლის საუკეთესო მოხალისის’’ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ! კონკურსი ჩატარდა მასშტაბური მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით ახორციელებს. სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებულები პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოავლინეს: ღასან ხალილმა - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში; თინათინ მესხმა - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ დირექტორმა; რევაზ ჩარკვიანმა - ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა. გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების და ახალგაზრდების ჯგუფიდან შეირჩა, ჯილდო 5 თემატიკის შესაბამისად გადანაწილდა. მაშ ასე, ჩვენი კონკურსის გამაჯვებულები არიან: განათლება - ანა სიხაშვილი - თბილისი, 18 წლის; ნიკოლოზ წიკლაური - თბილისი, 22 წლის; მარიამ ბეშიძე - თბილისი, 16 წლის კულტურა და შემეცნება: სალომე შველიძე - თბილისი, 20 წლის, თამაზ ჯოჯუა - გურია, სოფელი ასკანა, 14 წლის; სოციალური სფერო: ანა კუპრავა - თბილისი, 15 წლის; ჯესიკა მეიტიევა - ქარელი, დაბა აგარა, 20 წლის; სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება: ალეკო ქვრივიშვილი - თბილისი, 25 წლის, ბარბარე მელიქიძე - თბილისი, 15 წლის მოხალისეობის განვითარება: სალომე ვარამიშვილი - თბილისი, 18 წლის, ნათია ჭელიძე - ხულო, აჭარა, 16 წლის; იურის რჩეული - ნიკოლოზ ლობჟანიძე - თბილისი, 14 წლის; ფანარა მეხტიევა; გარდაბანი, სოფელი ვახტანგისი, 22 წლის; ნანა გვარიშვილი - ქედა, აჭარა, 18 წლისმარიამ ქეცბაია, თბილისი, 16 წლის; ვიქტორია არაქელიანი, თბილისი, 16 ... ...
  • „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, ბარიერგადალახული პარტიები იმ ძალებს, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, საკუთარ მოთხოვნებს აცნობენ. კერძოდ, შეხვედრაზე განიხილება მოთხოვნები, რომლებიც გუშინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ფასილიტატორ ელჩებს წარუდგინეს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი არჩევნები, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება. „ჩვენთვის აუცილებელია, რომ ოპოზიციური ერთობა იყოს ძალიან მტკიცე. პოზიციების გაცვლა-გამოცვლას რაც შეეხება, ჩვენ აქამდეც მუდმივი კოორდინაცია გვქონდა სხვა პარტიებთან. განსაკუთრებული საკითხების განხილვა დღეს არ იგეგმება“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ კონსენსუსი მოიძებნა და ყველა ბარიერგადალახული პარტია შეჯერდა ერთ პოზიციაზე. „მოთხოვნები მოიცავს სამ მიმართულებას: არჩევნების საკითხი, საარჩევნო ადმინისტრაცია და კოდექსი და პატიმრების თემა. რა თქმა უნდა, უფრო ჩაშლილია ყველაფერი პუნქტობრივად და ამაზე უკვე მოლაპარაკება შეიძლება“, - აცხადებს ჩიხლაძე. „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის, რომ ოპოზიცია ამდენი ხანი ესაუბრება ხელისუფლებას, ეს ძალიან დიდი კომპრომისია, ვინაიდან 31 ოქტომბერს ხელისუფლებამ გადალახა ყველანაირი წითელი ხაზი. „ოპოზიციის მოთხოვნები კომპრომისულად მიმაჩნია, ვინაიდან მე უფრო მკვეთრი პოზიცია მქონდა. მაგალითად, საერთოდ არ უნდა გველაპარაკა რიგგარეშე არჩევნებზე, ვინაიდან არჩევნები ერთმნიშვნელოვნად გაყალბდა და უნდა მოგვეთხოვა ხელახალი არჩევნები. პროცედურულად, როდესაც კანონი ირღვევა და არჩევნები ყალბდება, ამ შემთხვევაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ მესმის, რომ აუცილებელი იყო კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა“, - აცხადებს ბურჯანაძე. მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...