შეღებილი "საჯდომები", ბულდოზერით მოსწორებული ასფალტი და 52 183-ლარიანი სპორტული კომპლექსი

მთავარი თემა

შეღებილი "საჯდომები", ბულდოზერით მოსწორებული ასფალტი და 52 183-ლარიანი სპორტული კომპლექსი

2012 იან 12 10:20:26

2010 წლის 19 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ხელშეკრულება გააფორმა ინდმეწარმე შალვა სიხარულიძესთან 40 000 ლარზე. ხელშეკრულების თანახმად, სიხარულიძეს დაბა ჩოხატაურში, ბენდელიანის ქუჩაზე, მინი სპორტული კომპლექსი უნდა მოეწყო. იმავე წლის 12 აგვისტოს, ხუნდაძე სიხარულიძეს ისევ უფორმებს ხელშეკრულებას, ამჯერად 12 183 ლარზე, რამდენიმე თვის წინ გაკეთებული მინი სპორტული კომპლექსის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპისთვის.

დღეს, ამ მინი სპორტულ კომპლექსს, მხოლოდ ღობე და ფეხბურთის კარი "ამშვენებს". უსწორმასწორო მოედანზე, ყოველი გაწვიმების დროს, წყლის გუბეები დგება. როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, ეს ე.წ. სპორტული კომპლექსი, რომელზეც საერთო ჯამში 52 183 ლარი დაიხარჯა, სხვა სახით არასდროს უნახავთ:

_ ერთი წელიც კი ვერ გაძლო საღებავმა. თავდაპირველად, ახალ შეღებილი კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ დღეს რა მდგომარეობაშიცაა, თავად ხედავთ. სპორტული კომპლექსი თუ ერქვა, თქვენგან გავიგე. ჩვეულებრივი მოედანია, რომლის გაკეთება არჩევნების წინ დაიწყეს და მალევე დაასრულეს, _ გვითხრა ბენდელიანის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც ვინაობის გამხელას "პრობლემების" თავიდან აცილების მიზნით მოერიდა.

ხუნდაძემ 2010 წლის 30 ნოემბერს ინდმეწარმე დავით ცინცაძესთან ხელშეკრულება 2 890 ლარზე გააფორმა _ კომერციული გაერთიანება "მომავლის" და სპორტული სკოლის ეზოს შემოღობვაზე. ეს ის ადგილია, რომელიც რამდენიმე ხნის წინ, იუსტიციის სამინისტროს მიერ გარემონტდა და შენობაში საჯარო და სამოქალაქო რეესტრთან ერთად, არქივიც არის განთავსებული. რაც შეეხება ღობეს, მის მაგივრად, რამდენიმე მეტრ სიგრძეზე, მხოლოდ დაბალი ე.წ. სარებია შემოვლებული, რომელიც შეღებილიც კი არ არის.

იმავე ინდმეწარმესთან, 2010 წლის 20 მაისს, ხელშეკრულება ნოდარ დუმბაძის სკვერის კეთილმოწყობისთვის გაფორმდა 6 331 ლარზე. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ცინცაძეს "მიწის შემოზიდვისთვის" 435 ლარი დასჭირდა, "ხის "რეიკებით" საჯდომების შესაცვლელად" _ 286 ლარი, "გრანიტის ფილების შესაცვლელად" _ 188 ლარი, "ბორდიურების შეღებისთვის" _ 2 740, "ხის საჯდომების ზეთოვანი საღებავით შესაღებად" _ 188 ლარი. ცემენტისთვის ინდმეწარმემ 360 ლარი დახარჯა, მასალების ტრანსპორტირებისთვის _ 864 ლარი, ხოლო მიწის ხელის იარაღებით მოსასწორებლად _ 265 ლარი. ერთადერთი, რაც დღეს ნოდარ დუმბაძის სკვერში თვალში მოგხვდებათ, რამდენიმე კვადრატულ მეტრზე დაგებული ქვაფენილია. ხის ძელსკამები, რომელსაც ხელისუფლება რატომღაც "საჯდომებად" მოიხსენიებს, რამდენიმეა, ზოგი მათგანი დამტვრეულია და საღებავის კვალი ალაგ-ალაგ ეტყობა.

ყველაზე მსხვილი ხელშეკრულება 2010 წელს, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, შპს "გურია კომპანისთან" არის დადებული _ 57 031 ლარზე. ამ თანხაში კომპანიას დაბის კეთილმოწყობის სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დაბაში შეკეთდა ხიდები, დემონტაჟი ჩაუტარდა ძველს, შეიღება და ფილები დაიგო მოაჯირებზე, შეიღება ბორდიურები... შეღებილი ბორდიურები დაბაში დღეს რთული მოსაძებნია, რადგან, პრაქტიკულად, არ არსებობს. ჩოხატაურის შემოსასვლელი ხიდის გასწვრივ კი, მოაჯირი დიდი ხანია არ არსებობს, რაც ავტოავარიების რისკს ზრდის. მით უმეტეს, რომ ამ ადგილზე საბავშვო ბაღი და სკვერი მდებარეობს, სადაც პატარები ხშირად თამაშობენ.

შპს "გურია კომპანისთან" 2010 წლის 16 მარტს კიდევ ერთი ხელშეკრულებაა გაფორმებული, ამჯერად 24 853 ლარზე. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ამ თანხაში კომპანიამ ჩოხატაურის ცენტრალური სტადიონის ნაწილობრივი რემონტი ჩაატარა და შეღება "საჯდომები"(?!). მართალია, ამავე აქტით, ყველაფერი კარგადაა და სამუშაოები საუკეთესოდ არის შეფასებული, მაგრამ რეალობა სულ სხვაა _ ფეხბურთელების გასახდელში რამდენიმე შეღებილი ფიცარია კედელზე მიჭედებული. შეღებილი "საჯდომები", რომლებშიც სკამები იგულისხმება, გატეხილი და საღებავი აქერცლილია, მიუხედავად იმისა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, "საჯდომები" ზეთოვანი საღებავით შეიღება.

წარმოდგენილ ხელშეკრულებებში და მიღება-ჩაბარების აქტებში იმდენად ბევრი შეღებილი "საჯდომი" შეგხვდა, რომ დავინტერესდით, რა ჯდება რეალურად ერთი "საჯდომის" შეღებვა. ამიტომ, ჩოხატაურის გამგებელს ოფიციალურად მივმართეთ და ვთხოვეთ, დაეკონკრეტებინა რამდენი "საჯდომი" შეიღება 2010-2011 წელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რა ფერის და რა მარკის საღებავებით შეიღება ისინი და რა ღირს ერთი "საჯდომის" შეღებვა. წერილზე გვიპასუხეს, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი წინა წერილებში გაგვცეს (ხელშეკრულებებს და მიღება ჩაბარების აქტებს გულისხმობდნენ, რომლებშიც შეღებილი "საჯდომების" რაოდენობა მითითებული არ არის. თუმცა, საერთო ჯამში, შეღებვის ღირებულება საკმაოდ დიდ თანხას აღწევს).

რაც შეეხება წლევანდელ წელს, 12 ივლისს, გამარტივებული შესყიდვის წესით, ხელშეკრულება გაფორმებულია შპს "არტი"-სთან. თანხა 2 685 ლარია და ეს თანხა კომპანიას დაბა ჩოხატაურში საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე ავტოსადგომის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის გადასცეს. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოეწყო ჰორიზონტალური მონიშვნა, გაკეთდა საგზაო ნიშნები, აღდგა წყალგამტარი არხი და ტერიტორია მოსწორდა ბულდოზერით.

ადგილზე მისულები ყველაზე მეტად იმან გაგვაოცა, რომ ბულდოზერით დაგებული ასფალტი აქვთ მოსწორებული(?!). რაც შეეხება საგზაო ნიშნებს, ზოგან არის, ზოგან არა, ზოგან კიდევ კედელზეა გაკრული.

ჩვენს მიერ გამოკითხული ჩოხატაურელების უმრავლესობა ამბობს, რომ პროექტები მხოლოდ არჩევნების წინ, ხმების მისაღებად კეთდება. არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მთავრობა საკუთარი ხალხისთვის ყველაფერს აკეთებს. თუმცა, ფაქტია, რომ ის თანხები, რომლებიც ხელშეკრულებებშია მითითებული, შესრულებულ სამუშაოების ღირებულებას საკმაოდ აჭარბებს.




 ახალი ამბები
  • შვიდ ბავშვში ერთი წონანაკლული იბადება_ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაყოველ შვიდ ბავშვში ერთი ნაკლები წონით იბადება_აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს 20 მილიონზე მეტი ბავშვი ნაკლები წონით დაიბადა, რაც 2 500 გრამზე ნაკლებ წონას გულისხმობს. წელიწადში მსოფლიოში 2.5 მილიონი ახალშობილის 80% ნაკლები წონის გამო იღუპება. ის მცირეწონიანი ბავშვები კი ვინც გადარჩებიან გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე დგანან, როგორიცაა განვითარების და ფიზიკური ჯანმრთელობის  პრობლემები, მათ შორის, დიაბეტი და კარდიოვასკულური დაავადება. დაბალი დაბადების წონის შემცირება მოითხოვს გლობალურ სტრატეგიას, რომელიც უნდა შეიცავდეს დედის კვების გაუმჯობესებას, ორსულობის დროს ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა ჰიპერტონული დაავადება. სიკვდილიანობის, ავადმყოფობის და შეზღუდული შესაძლებლობების  შემცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება ახალშობილებში თუ ხელმისაწვდომი იქნება იაფი და სათანადო ჯანდაცვა. ... ...
  • კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესაკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა. კომისია კმაყოფილია ბაზრის კვლევის შედეგებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა. შეგახსენებთ, რომ საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და მასშტაბური კვლევა დაიწყო. როგორც კომისია აცხადებდა, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამ დაადასტურა. სწორედ კვლევის და კომპანიებთან აქტიური მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა აიღეს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან, მობილური მომსახურებების არჩევანის მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან. ამის მიუხედავად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედების მცდელობას კვლავ ექნება ადგილი, კომისიას იმაზე მკაცრი რეაგირება ექნება, ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოხდა და კანონით მინიჭებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს მომხმარებლების უფლებების დასაცავად. კვლევის შედეგად კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და ხმოვან საცალო მომსახურეობაზე არსებული ზედა ზღვრული 24 თეთრიანი ტარიფი გააუქმა. კომუნიკაციების კომისია, როგორც ეს არაერთხელ აღუნიშნავს დარწმუნებულია, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების ყველაზე სწორი გზა საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციაა. მოგეხსენებათ, რომ ფიქსირებული საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, კომისია აქტიურად მუშაობს, კერძოდ, 2017 წლის 7 სექტემბერის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისთვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვნად შემცირდა მაგისტრალური არხებით მომსახურების საბითუმო ტარიფები. 2019 წლის 15 იანვრიდან მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებს საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მცირე და საშუალო ოპერატორების დაშვების ვალდებულებაც დაეკისრათ. ასევე, კომისიამ საცალო ბაზარზე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა. ყველა ეს გადაწყვეტილება სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს საშუალო და მცირე ოპერატორების განვითარებას, რის შედეგად გაიზრდება კონკურენცია, რაც ერთის მხრივ ხარისხს გაზრდის, მერეს მხრივ კი ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ფიქსირებული ინტერნეტს, ამ სეგმენტში კომისიას კვლევა ჯერ არ დაუსრულებია, ვინაიდან მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სეგმენტზე კვლევა გაგრძელდება და კომისია საერთაშორისო გამოცდილ კონსულტანტებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, იმისთვის, რომ საცალო მომსახურების ცვლადი და ფიქსირებული დანახარჯების განცალკევებისა და გაანგარიშების მოდელი შეიმუშაოს, რომლის საშუალებითაც, ოპერატორის მიერ ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების მომგებიანობის საკითხი შეფასდება. რაც შეეხება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარის რეგულაციას, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების მომსახურება „კავკასუს ონლაინის“ და „სილქნეტის“ ქსელის ტექნიკურად დასაშვებ ნებისმიერ წერტილში იქნება უზრუნველყოფილი, აქამდე კი ამ მომსახურების მიღება პატარა ოპერატორებისთვის მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი. ამავე გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან მცირე და საშუალო ოპერატორებს საშუალება ექნებათ ერთ მბ/წმ-ზე 50 თეთრად ჰქონდეთ წვდომა ამავე კომპანიების ქსელში განთავსებულ „YouTube“-ის, „Google“-ის და სხვა საერთაშორისო ვებ-გვერდების ქეშირებულ კონტენტზე. ამავე ტარიფით კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ პატარა ოპერატორების მათ ქსელში და მათთვის ხელმისაწვდომ სხვა ოპერატორის ქსელში განთავსებულ ადგილობრივი ინტერნეტის რესურსებთან დაშვება. კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების მიზნით და 2019 წელს ამ მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ... ...
  • საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა (R)საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა. გიორგი ჭიჭინაძემ დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და განმარტა რომ საქართველოში ამოქმედებული რეფორმა ქვეყანას შემდეგ სარგებელს მოუტანს: ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა საპენსიო ასაკში, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება, მსხვილი საინვესტიციო კაპიტალის ბაზრის შექმნა, ადგილიბრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და სტიმული მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. სახელმწიფო ელექტროსისტემის დასაქმებულების შეკითხვები საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებას, საპენსიო დანაზოგებზე დარიცხულ სარგებელს, თანხების დაბრუნების პირობებსა და ინვესტირების რისკების საკითხებს შეეხო. პრეზენტაციის შემდეგ, კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ყველა შეკითხვაზე მიიღეს პასუხები და ისინი ვისთვისაც სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, გააგრძელებენ ... ...
  • ოზურგეთში სავალუტო ჯიხურიდან ფული მოიპარეს _ მხილებული არიან არასრულწლოვნებიგუშინ ოზურგეთში გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე 4 არასრულწლოვანი ამხილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 არასრულწლოვანი ქურდობის ფაქტზე ამხილეს. მხილებული არიან: 2002 წელს დაბადებული რ.კ., 2005 წელს დაბადებული რ.მ., 2003 წელს დაბადებული რ.ბ. და 2004 წელს დაბადებული ჯ.ქ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნებმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს. ოთხივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. სოფელ წყალწმინდაში ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.​ ​​ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...

არქივი

ზაფრანი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რაციონში ხორცის არარსებობა ქალს აბერებს

ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...