“ცხრა წელი ურეკში არაფერი არ კეთდებოდა“ - კახა კალაძე

მთავარი თემა

“ცხრა წელი ურეკში არაფერი არ კეთდებოდა“ - კახა კალაძე

9 ივნ. 2015, 23:32:44

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკისა და  შეკვეთილის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობის პროექტი,  რომლის  ღირებულება 63 მილიონ ლარს შეადგენს, იწყება.

ადგილობრივი ხელისუფლების პირების განცხადებით, 5 მილიონი ლარის ღირებულების მასალა და დანადგარები უკვე ადგილზეა.

"ტურისტული სეზონის დაწყებამდე  წყალმომარაგების გარე ქსელის და სატუმბი დანადგარების მოწყობა უნდა მოესწროს,  სეზონის დასრულებისთანავე კი,  სამშენებლო კომპანია დაბა ურეკისა და შეკვეთილის შიდა ტერიტორიების დაქსელვას დაიწყებს", _ ამბობენ გურია ნიუსთან" ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა, ასე არ ფიქრობენ დაბა ურეკის მცხოვრებლები და სასტუმროს მეპატრონეები.

მათი თქმით, სახელმწიფომ წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციისთვის შარშან მილიონები ჩადო, თუმცა პროექტი არ განხორციელდა. 

გზა, ტროტუარი, წყალი, კანალიზაცია, გაზი _ ინფრასტრუქტურის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტები ურეკში ჯერ კიდევ არ არსებობს. გადაუჭრელი პრობლემები, საკურორტო - ტურისტული თვალსაზრისით, უდიდესი პოტენციალის მქონე დაბა ურეკს წლების განმავლობაში აქვს.

9 ივნისს, ურეკის ცენტრში გაზიფიცირების სამუშაოებთან დაკავშირებით ჩამოსულ ვიცე-პრემიერ საგანგებოდ დაყენებული ტრაქტორები და მუშები დახვდა. აქვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, დაბა ურეკში მხოლოდ სეზონზე იწყება გზის გადათხრა და რეალურად არაფერი არ კეთდება.

"შარშან გადათხარეს   წყლისთვის გზა, ზუსტად ამ დროისთვის, ამოგვახრჩვეს მტვერში, წყალი კიარაა, ის სჭირდებოდათ მაშინ და როგორც ჩანს ჩამოწერეს ფული, წელს გაზიფიცირება იწყებაო, სეზონზე გადაგვითხარეს მთელი ურეკი და  გაზი მაინც არ იქნება. ხომ შეიძლებოდა დაეწყოთ შემოდგომაზე, ზამთარშიც შეიძლებოდა ისეთი ამინდები იყო, გაზაფხულზეც და ახლა დაიწყეს სეზონზე, ამას რა ჰქვია? სამჯერ გადათხარეს უკვე აქაურობა, გზა  რა სანახავია, ჩააკერეს ასფალტი მხოლოდ, სასწაული გვჭირს ამ ურეკში, განუკითხაობაა",  _ აცხადებენ ურეკში მცხოვრებლები.

"როგორ უნდა ჩამოვიდეს აქ ტურისტი, ეს აგდება არაა? აუტანელი მდგომარეობაა, პატრონი არ ჰყავს,  სამარცხვინო ამბავი გვჭირს ურეკში მცხოვრებლებს, ერთი ისაა, რომ პლიაჟი დასუფთავებულია და ნაგავი გატანილია, სხვა თქვენი თვალითაც ნახავთ არ მდგომარეობაა, გადათხრილი, მტვრიანი, ვის აქვს მაგათი იმედი? ელემენტარული მოწესრიგება არ შეიძლება ზღვის სეზონზე?  რას აკეთებენ თვითონ არ იციან, ფულის შეჭმა უნდათ და იმიტომ ხდება ეს ყველაფერი ცალ -ცალკე, თორემ ხომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ერთად გაეკეთებინათ? მობილიზაცია მოეხდინათ? არა, გადათხარეს შარშან წყალი შემოგვყავსო და ჯერაც არ არის გაკეთებული. რა არის გასახსნელი, რას ხსნის ვიცე პრემიერი? იმას, რომ ის რომ გაზი  გვექნება?  შემოდგომაზე გვექნება კი, ესეც საკითხავია? რაღაცა ისე უცებ მოთხარეს, არ მაქვს იმედი, აქ მოვა დამსვენებელი? გაგიჟებულები ვართ" , _ ამბობს " გურია ნიუსთან"  ურეკის მკვიდრი, რომელიც სახელისა და გვარის გამჟღავნებას საჯაროდ ერიდება.

ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე კი ამბობს, რომ ის მილები, რომელიც შარშან  ჩაყარეს მიწაში უფუნქციოდაა.

"ჩაყარეს  და არის, განისვენებს მოკლედ რომ ვთქვათ, ჯერ არ იციან წყალი საიდან უნდა წამოვიდეს და არის მიწაში, დევს, ამ სახელმწიფოს ფული გადახდილი აქვს, ასი ათასობით ლარი  და ეს მილები უფუნქციოდაა, განუკითხაობაა. როგორ შეიძლება ძვირადღირებული მილები ჩაყარო მიწაში და წყალი ჯერაც არ იყოს გაშვებული? ყრის მიწაში, რატომ, როცა პროცენტს იხდის სახელმწიფო?

ანალოგიური სიტუაციაა გაზთან დაკავშირებით.  გადაითხარა ყველაფერი და წყალი წელს დამსვენებელს  მაინც არ ექნება, აბა რა ჰქვია ამას? საზოგადოების მოტყუება? თვალის ახვევა? სახელმწიფო დებს, მაგრამ ვიღაცა საბოტაჟს ეწევა, დამსვენებელი დაგვცინის. ორმოები როგორი ამოვსებულია ნახეთ ერთი, ორი თვე გვაქვს სეზონი და ისიც ასეთ მდგომარეობაში? ამით სარგებლობს სხვა რეგიონები, დამსვენებელი გადადის აჭარაში გაწვიმდება და დენიც არ არის, ურეკს არც წყალი აქვს, არც გაზი, არც კანალიზაცია" , _ ამბობს სასტუმროს მეპატრონე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ წყალის სარეაბილიტაციო სამუშაოები, აზიის ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა განახორციელოს,  მისი თქმით მიმდინარეობს მშენებლობა, 15 ივნისს კი, წყალმომარაგების გარე ქსელის მონტაჟი დაიწყება.

ჩვენს კითხვაზე, რას იტყვიან მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით, რომ მათ წყალი წელსაც არ აქვთ, გობრონიძე განმარტავს, რომ

მოსახლეობას წყალი წელს ვერ ექნება, რადგან ეს არის 63 მილიონიანი პროექტი, რომელიც არ შეიძლება ერთ წელიწადში დასრულდეს, ის სამ წელს მოიცავს.

"ეს პროექტი ხორციელდება აზიის ბანკის დაფინანსებით, დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია, შემსრულებელი კომპანია კი მათ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, ჩვენ მუნიციპალიტეტი არ ვერევით ამ საქმიანობაში საერთოდ, გამორიცხულია ჩვენი ჩართულობა" _აღნიშნავს გობრონიძე.

რაც შეეხება გზის დროებით შეკეთებას, გობრონიძის თქმით ასფალტის ჩაკერება განხორცილდა, რადგან  სანამ არ დასრულდება გაზიფიცირებისა და წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მანამდე დროებით მოხდა ორმული შეკეთება, როცა დასრულდება აღნიშნული პროექტები,მაშინ  გაკეთდება კაპიტალურად"_აღნიშნა გობრონიძემ. მისივე თქმით  3 კილომეტრიანი გზის ორმული შეკეთებისთვის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 25 ათასი ლარია გამოყოფილი.

აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით " გურია ნიუსთან" კომენტარი გააკეთა ვიცე პრემიერმა კახი კალაძემ, რომელიც ურეკში გაზიფიცირების მიმდინარე  სამუშაოების მოსანახულებლად იყო ჩამოსული.

ჩვენს კითხვაზე, რატომ  ხდება ურეკში გზების გადათხრა ყოველ სეზონზე, რაც დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევს, კალაძე გვპასუხობს:

"ცხრა  წელი ურეკში არაფერი არ გაკეთებულა, არ კეთდებოდა, ახლა ხორციელდება საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები.  რაც შეეხება გაზიფიცირებას, დასრულდება სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში, ეს პირიქით იმისთვის კეთდება, რომ ხელი არ შევუშალოთ დამსვენებლებს, გაზიფიცირების დასრულების შემდეგ დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომ ორჯერ არ მოხდეს გაკეთებული ასფალტის გადათხრა, წყლის პროექტი არის უზარმაზარი პროექტი, რომელიც 60 მილიონზე მეტი ღირს, ეს მარტო ურეკის წყალმომარაგებას არ მოიცავს, ეხება ოზურგეთსაც, მაგრამ მე მქონდა საუბარი ამის შესახებ და ვიცი,  რომ წარმატებით მიმდინარეობს, არსებობს გეგმა და იმის მიხედვით  ხორციელდება სამუშაოები" , _ აღნიშნა კალაძემ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 467 754 ლარად ბორბლიან ექსკავატორს შეიძენსოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 467 754 ლარად ბორბლიან ექსკავატორს და ერთ ერთეულს JCB 4CX-ზე თავსებადი დამატებითი მოწყობილობას _ მულჩერს შეიძენს. გამოცხადებული ტენდერის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია _ შპს “ თეგეტა კონსტრაქსშენ ექვიფმენთ“ მონაწილეობდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შესყიდვის სავარაუდოდ ღირებულებად 519 30000 ლარი ქონდა დასახელებული, მაგრამ საბოლოო ჯამში აღნიშნულმა შპს-მ უფრო ნაკლები თანხა დაასახელა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელშეკრულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს “ თეგეტა კონსტრაქსშენ ექვიფმენთ“-ს შორის არ არის ... ...
  • ოზურგეთში საახალწლო გარე განათებისთვის და სხვადასხვა საჭირო მოწყობილობებისთვის 25 045 ლარი დაიხარჯებაუკვე ცნობილია, რომ საახალწლო ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში განსათავსებელი საახალწლო გარე განათებისთვის  და სხვადასხვა საჭირო მოწყობილობებისთვის 25 045 ლარი დაიხარჯება. ჩატარებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში წერია, რომ “დანდიმ“ სატენდერო წინადადების ყველაზე დაბალი ღირებულება შესთავაზა (აღსანიშნავია, რომ ის კონკურენტის გარეშე მონაწილეობდა ტენდერში და სწორედ ის ფასი დადო, რამდენი მერიას ჰქონდა შეთავაზებული). “სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობისა და სათადარიგო ნაწილების (საახალწლო გარე განათებების შესყიდვა. შესყიდვისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (NAT200017478) სატენდერო წინადადების ყველაზე დაბალი ღირებულებით, 25 045 ლარით, სატენდერო წინადადება წარმოდგენილია შ.პ.ს. „დანდი“-ს (ს/კ 401951991) მიერ. შ.პ.ს. „დანდი“-ს (ს/კ 401951991) მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან“, _ წერია ოქმში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ 25 045 ლარად იყიდის მანათობელ სტრინგს, მანათობელ მილს, ნაძვის ხის სტრინგს, ადაპტორს (მილის დამაერთებელი „შტეკერი“), საიზოლაციო ლენტს, სამაგრ „ჟგუტს“ _ „ტაისებს'', სახვევ მავთულს, პროჟექტორს, გარე განათების სტრინგს ნათურებით, ხელოვნური ნაძვის ხის ტოტებს და ელექტრო ... ...
  • საახალწლოდ განწყობისთვის ლანჩხუთში 20 000 ლარი დაიხარჯებასაახალწლო აქსესურებსა და ქალაქის მორთულობაზე ლანჩხუთში ამ ეტაპზე 20 000 ლარი დაიხარჯება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ელექტრონული ტენდერი არ დასრულებულა. ვინ მოემსახურება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს და ვინ მოიგებს ტენდერს ეს რამდენიმე დღეში გახდება ... ...
  • მოირთვება თუ არა ჩოხატაურის ქუჩები საახალწლოდტრადიციულად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრში ნაძვის ხისა და ქუჩების საახალწლოდ მორთვა იგეგმება, ამ ეტაპზე უცნობია თუ რა თანხა არის გამოყოფილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. “მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა. იგეგმება ნაძვის ხისა და ქუჩების საახალწოდ მორთვა, თუმცა, ეს მოხდება შეზღუდული რესურსებით", _ გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იამზე ... ...
  • შსს-ს ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა- პროკურატურის განცხადება2020 წლის 28 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან  გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და 4 პირის სხეულის დაზიანება გამოიწვია. „გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული „ტოიოტა ჰაილუქსი"-ს მოდელის ავტომანქანა, რომელსაც  ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ. მართავდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან  გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 234-ე კმ-ზე, შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ „ფორდ ტრანზიტ"-ის მარკის  მიკროავტობუსს, რის შემდგომაც შეჯახების ინერციით მიკროავტობუსი შეეჯახა გზაზე მოძრავ სატვირთო ავტომანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ფორდ ტრანზიტის" მძღოლი შ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსის მგზავრმა ნ.ჯ.-მ, „ტოიოტა ჰაილუქსი"-ს მძღოლმა ა.დ.-მ და მისმა არასრულწლოვანმა მგზავრებმა ზ.დ.-მ და გ.დ.-მ.  დაშავებულები ჯანმრთელობის მძიმე  მდგომარეობის გამო,  მკურნალობას  საავადმყოფოში განაგრძობენ. გამოძიების დაწყებისთანავე, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადაუდებლად შემოწმდა „ტოიოტა ჰაილუქსი"-ს მძღოლი ა.დ, რომელიც აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, გამოძიების მიერ მისგან ნიმუშის სახით აღებული იქნა სისხლი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე  ავტოტექნიკური და ავტოსაგზაო ექსპერტიზები,  ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მძაღოლის ბრალეულობის დასადგენად. ასევე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...