სტადიონის ყოფილი დირექტორი: “თუ დამნაშავე ვიყავი, რატომ მომთხოვა გაჩუმება, თანამდებობის სანაცვლოდ? “

მთავარი თემა

სტადიონის ყოფილი დირექტორი: “თუ დამნაშავე ვიყავი, რატომ მომთხოვა გაჩუმება, თანამდებობის სანაცვლოდ? “

2015 ივნ 12 21:50:49

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის   ცენტრალური სტადიონის ყოფილმა დირექტორმა მურთაზ აბაშიძემ გურიის ახალ გუბერნატორს გია სალუქვაძეს ოფიციალური წერილით 29 მაისს მიმართა და მასთან პირადად შეხვედრა მოითხოვა. აბაშიძის თქმით, გუბერნატორმა მასთან პირადი შეხვედრის სურვილი არ გამოხატა და ასევე ოფიციალურად უპასუხა.

 განცხადებაში,  რომელსაც კოლექტიური წერილის სახე აქვს, აღნიშნულია:

“ბატონო გია, ვეტერან მეომართა ერთმა ჯგუფმა გადავწყვიტეთ მოგახსენოთ, რეალურად რა ხდება ოზურგეთის რაიონში. 9 წლის განმავლობაში ვებრძოდით კრიმინალურ ბანდას, ადგილობრივი  ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ იჩენს ჩვენს მიმართ, პირიქით, არც დახმარება, არანაირი დასაქმება ჩვენთვის არ არსებობს.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების ჩათვლით ყველა უბედურებამ ჩვენს კისერზე გადაიარა. 3 წლის  უკან ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ იმედი ჩაგვისახა, რომ სიტუაცია ქვეყანაში და მათ შორის ოზურგეთშიც შეიცვლებოდა, მაგრამ კიდევ  ერთხელ მოვტყუვდით, ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ არ დაასაქმა “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მეტიც სამსახურიდან გამოუშვა მურთაზ აბაშიძე, რომელიც პირნათლად ასრულებდა მასზე  დაკისრებულ მოვალეობას. აბაშიძე სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების საფუძველზე დაითხოვეს. დაზარალებულმა ორჯერ გაასაჩივრა და ორივეჯერ  სასამართლომ გამართლებულად სცნო. ქალაქის მერი   მოსამართლის გადაწყვეტილებას არ სცნობს.  სტადიონის  დირექტორის განთავისუფლების შემდეგ,    “ქართული ოცნების“ კიდევ   4 მხარდამჭერი  გაათავისუფლა სამსახურიდან  და მათ ადგილზე მიიყვანეს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ფეხბურთთან არანაირი შეხება არ აქვს.  ისინი ბეგლარ სიორიძის ახლობლები და მხარდამჭერები, ყოფილი „ნაციონალები“ არიან.  ჩვენ ვეტერანი მეომრები გთხოვთ დროულად იქნას გამოძიებული ეს საქმე, თუკი თქვენ სურვილი გექნებათ ჩვენთან შეხვედრის მოვალთ და ყველაფერს მოგახსენებთ. ჩვენ,  ვეტერანი მეომრები,  თუ კი სამართალი არ აღსდგება,  მივმართავთ რადიკალურ ზომებს.  კიდევ  ერთხელ გიმეორებთ, ჩვენ ვართ კანონმორჩილები.  სისხლი და ოფლი ვღვარეთ და თუ ქვეყანას დასჭირდება,  მზად ვართ  ეს კიდევ გავაკეთოთ.   იმედია ჩვენს თხოვნას რეაგირების გარეშე არ დატოვებთ“ _ აღნიშნულია კოლექტიურ წერილში.

მურთაზ აბაშიძე “ გურია ნიუსთან“ აღნიშნავს, რომ გურიის გუბერნატორმა მასთან შეხვედრის სურვილი არ გამოხატა და წერილს ასევე ოფიციალურად უპასუხა:

“ ბატონო მურთაზ, თქვენი 2015 წლის 29 მაისის კოლექტიური განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ 2015 წლის 4 ივნისს კორესპონდენციით (#412) მივმართეთ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, მოეწოდებინათ ინფორმაცია განცხადებაში მოყვანილ გარემოებებთან დაკავშირებით.

საპასუხო 2015 წლის 8 ივნისის წერილით  გვეცნობა, რომ შრომითი საქმიანობისას ჩადენილი უხეში დარღვევების გამო, ა(ა).ი.პ. “ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონი“ -ს დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდით 2014 წლის 2 დეკემბერს.

„საქართველოს ორგანული კანონის “ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  თანახმად,  დანიშვნა-განთავისუფლება მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით _ დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.

ამასთან, ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წერილით გვეცნობა, რომ თქვენი სამსახურში აღდგენის საქმის განხილვა მიმდინარეობს ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ხსენებულიდან გამომდინარე სასამართლო პროცესის დასრულებამდე, შეზღუდულნი ვართ გავატაროთ სარეკომენდაციო ხასიათის ქმედითი ღონისძიებები შუამდგომლობის სახით“.

გურიის გუბერნატორი ასევე უგზავნის აბაშიძეს ოფიციალურ წერილს, რომელიც გუბერნიას ქალაქ ოზურგეთის მერიამ მიწერა:

„2015 წლის 4 ივნისის  წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ რომ ა.(ა.) ი.პ.  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორი მურთაზ აბაშიძე შრომით საქმიანობისას ჩადენილი უხეში დარღვევის გამო დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2014 წლის 2 დეკემბერს.

2014 წლის 26 დეკემბერს ბ. მურთაზ აბაშიძემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა, მისი განთავისუფლების  შესახებ ქალაქ ოზურგეთის მერის 2014 წლის 2 დეკემბერს გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ   2015 წლის  18 თებერვლის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მურთაზ აბაშიძის სარჩელი და ბათილად სცნო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება.

მერიას მიაჩნია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, სასამართლომ სწორად (ობიექტურად) არ შეაფასა და სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერიამ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს 18. 02. 2015 წლის   გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. დღეის მდგომარეობით,  საქმე წარმოებაში მიღებულია და ველოდებით სასამართლოს სხდომის ჩანიშვნას.

აღნიშნულ განცხადებას ხელს ბეგლარ სიორიძე აწერს.

სტადიონის ყოფილი დირექტორი “ გურია ნიუსთან“ მერის მხრიდან მის გადაბირებაზეც საუბრობს. მისივე თქმით,   მას  ღამის 11 საათზე დაურეკეს და მერთან ბეგლარ სიორიძესთან შეხვედრა სთხოვეს.

შეხვედრა ღამით,  მერის სამუშაო ოთახში შედგა. სიორიძემ მას გაჩუმების სანაცვლოდ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი შესთავაზა, რაზეც აბაშიძემ უარი განაცხადა.

“ველოდებოდი  გუბერნატორიდან კონკრეტულ პასუხს, რომ შემხვდებოდა, გამესაუბრებოდა, დაინტერესდებოდა ამ საკითხით, თუმცა მივიღე სხვა შედეგი, გაწბილება, რაც ცუდ რამეზე  მიგვანიშნებს.

25 აპრილს მიმართა ბეგლარმა სასამართლოს, სადაც ალბათ უთხრეს, რომ ვერ მოიგებდა ამ პროცესს და ამ პიროვნებასთან მორიგდიო, 27 აპრილს კი ღამის 11 საათზე მან ჩემთან შეხვდრა მოითხოვა.

თუ დამნაშავე ვიყავი, რატომ მოისურვეს ჩემთან შეხვედრა ღამის 11 საათზე? რატომ მომთხოვა გაჩუმება თანამდებობის სანაცვლოდ? თუ არ მეკუთვნოდა რატომ ჩამერიცხა ხელფასი 2000 ლარის ოდენობით? “ _ ამბობს აბაშიძე.

ქალაქ ოზურგეთის მერი  მურთაზ აბაშიძის ბრალდებებს უარყოფს, ხოლო შეხვედრას და თანამდებობის შეთავაზებას ადასტურებს. მერის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთია:

ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ქალაქის მერიისა და ....-ების მხრიდან თანამშრომლები პარტიული ნიშნით არც ინიშნებიან და არც თავისუფლდებიან. სამსახურში მიღების ან დათხოვნის დროს ჩემთვის აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელი პარტიის მხარდამჭერია. ხოლო ვინც ‘’ქართულ ოცნებას’’ გაწეულ ღვაწლს აყვედრის, ამ პარტიის მტერი სწორედ ის არის. გაუგებარია სტადიონის რომელ ოთხ თანამშრომელზე და ჩემს ახლობლებზეა საუბარი, დააკონკრეტოს ბატონმა მურთაზმა, ვისზე საუბრობს.

რაც შეეხება აბაშიძესთან შეხვედრის ფაქტს, გამომდინარე იქედან, რომ მურთაზ აბაშიძეს არ გააჩნია მენეჯერული თვისებები და არ არის საკმარისად კომპეტენტური დირექტორის პოსტისთვის, შევთავაზე დირექტორის მოადგილის პოსტი. თუმცა მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. სასამართლომ ობიექტურად არ შეაფასა გარემოებები. შესაბამისად, ქალაქის მერიამ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 18.02.2015 წლის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. დღეის მდგომარეობით საქმე წარმოებაში მიღებულია და ვიმოქმედებთ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად“ _ აღნიშნავს ქალაქ ოზურგეთის მერი.

რატომ არ გამოთქვა გურიის გუბერნატორმა მურთაზ აბაშიძესთან შეხვედრის სურვილი და დაინტერესდა თუ არა ის საკითხის შესწავლით, გუბერნატორი გვპასუხობს, რომ თუ კი ვინმეს მასთან შეხვედრის სურვილი აქვს, ის მზადაა ყოველ ოთხშაბათს მიიღოს მოქალაქეები.

“ დღეში ჩემთან შემოდის ძალიან ბევრი განცხადება,  ასე ზეპირად არ მახსოვს ვინ არის მურთაზ აბაშიძე.  რაც შეეხება ჩემთან შეხვედრის სურვილს, კი ბატონო, გადაეცით, რომ აუცილებლად შევხვდები და მოვუსმენ,  მოვიდეს“ - განაცხადა გუბერნატორმა.




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...