ერთი ონკანი და ერთი საპირფარეშო _ 28 ოჯახს!

მთავარი თემა

ერთი ონკანი და ერთი საპირფარეშო _ 28 ოჯახს!

24 იან. 2012, 06:25:45

"გურია ნიუსთან" ამ პრობლემებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შევარდნაძის ქუჩაზე არსებული საერთო საცხოვრებელში მცხოვრებლები საუბრობენ.

ოზურგეთში, შევარდნაძის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელ ბინებში 28 ოჯახი ცხოვრობს, აქედან 25 _ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონეა. აქვე ცხოვრობენ მარტოხელა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მრავალშვილიანი ოჯახები. იქაურების თქმით, 28 ოჯახს ერთი საერთო ონკანი და ერთი საპირფარეშო აქვს. თუმცა, წყალი, როგორც ისინი ამბობენ, თვეში სამ ან ოთხ დღეს მოდის.

როგორც მოსახლეობამ "გურია ნიუსს" უთხრა, რამდენიმე წელია, მათი საცხოვრებელი ბინა ავარიულ მდგომარეობაშია _ სახურავი შესაკეთებელია, ბინას ძირიც გამოთხრილი აქვს და სადაცაა წაიქცევა. არ აქვთ მოწესრიგებული წყლისა და კანალიზაციის პრობლემა და გზა. მათი თქმით, არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას დახმარებისთვის, თუმცა, რეაგირება არ ყოფილა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ამ ბინის მცხოვრებლებს მხოლოდ გარე განათების პრობლემა ჰქონიათ და ისიც მოუგვარებიათ, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკრეტულ პასუხს ვერავინ იძლევა, როდის და როგორ დაეხმარებიან აღნიშნული ბინის მცხოვრებლებს.

_ ეს სტატია რომ დაიწერება, სააკაშვილი გაიგებს? გვინდა, მიშამ გაიგოს ჩვენი გასაჭირის შესახებ. ესენი ყურადღებას არ გვაქცევენ, იქნებ გააგებინოთ და მოგვეხმაროს. ოზურგეთის ხელისუფლებისთვის თუ წერთ მარტო, არაფერი არ გამოვა, აზრი არ აქვს, არაფრად ჩაგვაგდებენ მაინც _ მათ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვახსენდებით. მაშინ აწრიალდებიან, მაგრამ წელს კი ვიცით, რასაც გავაკეთებთ, _ ამბობდნენ ეზოში გამოსული მცხოვრებლები.

_ ძალიან გაჭირვებულები ვართ. არც წყალი გვაქვს და არც კანალიზაცია. გზა ნახეთ, რა დღეშია _ შემოიყვანეს გაზი, გადათხარეს ყველაფერი, და ისე დაგვიტოვეს. ბავშვები კისრამდე ტალახში დადიან. გაწვიმდება და შეგეშინდება ღამის გათევა, ახლა წაიქცევა ბინა და შიგ მოვყვებითო, მაგრამ ღმერთი გვიცავს და ყოველი დღე ასე გვითენდება, ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ, არ ვიცი.

_ ქარი და წვიმა რომ იქნება, მაშინ მოდით. ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ ცოლებს აცხოვრებენ ასეთ მდგომარეობაში? მათი შვილები გაუძლებს ასეთ პირობებს?

_ რამდენიმეჯერ შევევედრეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, დაგვხმარებოდნენ. ინფრასტრუქტურის სამსახურში დაგვპირდნენ დახმარებას, თუმცა, არაფერი. საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილიც საქმის კურსშია, იცნობს ჩვენს პრობლემებს, მაგრამ რა მერე? ახალი გამგებელი არ გვინახავს, პირადად მას არ შევხვედრივართ, მაგრამ ჩვენი გაჭირვების შესახებ ინფორმირებული როგორ არ იქნება?! ყველამ ყველაფერი იცის. აქვე, ახლოს ცხოვრობს გამგებლის მოადგილე, ლადო ქვილორია. არ იცის, რა მდგომარეობაში ვართ? ძალიან რომ შევაწუხეთ, როგორც იქნა, მოვიდნენ გამგეობის თანამშრომლები და გვითხრეს, მხოლოდ ერთ ბინას გადაგიხურავთო. ერთი ბინა რატომ უნდა გადაიხუროს, სხვამ რა დააშავა?! სხვას არ უნდა ნორმალურად ცხოვრება? საახალწლოდ დაეხმარნენ ისეთ ოჯახებს, რომლებსაც არ უჭირთ, ჩვენნაირებს კი _ არა! ასე უყურადღებოდ ეს კუთხე და უბანი რომაა, არსად არ იქნება. თუ მიშამ არ გაიგო, არაფერი არ გამოვა. არავინ ხმას არ მისცემს მაგათ არჩევნებზე!

_ არანაირი ცხოვრების პირობები არ გვაქვს. 28 ოჯახი ცხოვრობს ამ ეზოში. გვაქვს ერთი ონკანი და არ გვაქვს კანალიზაცია, წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ვიქნებით?! _ ამბობენ შეწუხებული მცხოვრებლები.

"გურია ნიუსთან" საუბარში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ასეთ კომენტარს აკეთებენ: _ 2012 წლისთვის, ქალაქსა თუ დაბებში, დაგეგმილია გარკვეული რაოდენობის ბინების გადახურვა და გზების შეკეთება. თუმცა, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, სად და რომელი ბინა გადაიხურება. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2011 წლის ბოლოსკენ, შესაბამისი სამსახურის მიერ, შევარდნაძის ქუჩის მცხოვრებლებთან იყო შეთანხმება, რომ გადაიხურებოდა ერთი ყველაზე დაზიანებული სახლი, რაზედაც მოსახლეობისგან უარი მივიღეთ, რადგან ისინი ყველა ბინის გადახურვას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც იმ დროისთვის არ იყო, თუმცა ამას ექნებოდა მასიური ხასიათი და გაგრძელდებოდა, _ გვითხრეს გამგეობაში.

რადგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი, რომელიც ერთ დროს არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდა და დემოკრატიის განვითარებისთვის იბრძოდა, ახლა კი კომენტარს არ აკეთებს, მას "გურია ნიუსმა" ოფიციალურად პრესსამსახურის მეშვეობით მიმართა:

_ ბატონო ალეკო, ოზურგეთში, შევარდნაძის ქუჩაზე მდებარე, ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებში, ცხოვრობს 28 ოჯახი. აქედან 25 ოჯახი სოციალურად გაჭირვებულის სტატუსის მქონეა, ასევე აქ ცხოვრობენ მარტოხელები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მრავალშვილიანი ოჯახები. რა იცით ამ ბინის მცხოვრებთა შესახებ და გასცნობიხართ თუ არა მათ პრობლემებს? ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია მათი გასაჭირის შესახებ. თქვენი მხრიდან იყო დაპირება, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, მხოლოდ წინასაარჩევნოდ. პრობლემები კვლავ გადაუჭრელია და მათი ცხოვრების პირობები _ გაუარესებული. დაგიკონკრეტებთ მათ უმთავრეს პრობლემებს: წყალი და კანალიზაცია, გზის მოუწესრიგებლობა, საერთო საცხოვრებელი ბინების სახურავის შეცვლა.

საკრებულოს თავმჯდომარის, ალეკო მამეშვილის ოფიციალური პასუხი ასეთია: _ მინდა გითხრათ, პირადად ვიცნობ მათ, მაქვს კარგი, მეგობრული ურთიერთობა მათთან. ესენი არიან არაჩვეულებრივი ადამიანები, კარგად ვიცი თითოეული მათგანის გულისტკივილსა და გასაჭირის შესახებ. არა ერთხელ ვყოფილვარ მათთან და ადგილზე გავცნობივარ პრობლემებს. ისინიც მოდიოდნენ ჩემთან საკრებულოში. მათ ჰქონდათ გარე განათების პრობლემა, რომელიც უკვე მოვუგვარეთ. მინდა გითხრათ, რომ ქალაქში არ უნდა არსებობდეს არც ერთი უბანი, სადაც ადამიანები მიტოვებულებად იგრძნობენ თავს.

აქ კი, კომენტარი მართლაც ზედმეტია!




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls