რას სთხოვს ზოოპარკის დირექტორი საზოგადოებას

მთავარი თემა

რას სთხოვს ზოოპარკის დირექტორი საზოგადოებას

26 ივნ. 2015, 20:40:14

თბილისში, სტიქიის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა არა მარტო საქართველოს, მსოფლიოს მედიის ყურადღება მიიპყრო. ჯერ კიდევ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს სტიქიის ზონებიდან ნარჩენების და ნაგვის გასატანად. სამ დაკარგულ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. რაც შეეხება ცხოველებს, ერთი ვეფხვი კვლავ იძებნება, აფთრის ლეში კი, რამდენიმე დღის წინ ზოოპარკის ტერიტორიაზე იპოვეს.

ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ზოოპარკის ადმინისტრაციას  დაკარგული და დახოცილი ცხოველების შესახებ, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, რამაც მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, რა მდგომარეობაა ახლა ზოოპარკში,  -  ამ და სხვა საკითხებზე "გურია ნიუსი" ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა:

_ სტიქიის შემდეგ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რა ეტაპზეა გამოძიება და რამდენჯერ დაგკითხათ სამართალდამცავებმა?

_ მხოლოდ ერთხელ დამკითხა პროკურატურამ, მას შემდეგ მე აღარავის შევუწუხებივარ. თანამშრომლებთან გასაუბრება მიმდინარეობდა და რამდენიმე დღის წინ აქაც იყვნენ პროკურატურიდან მოსულები. იმედია, ყველაფერი გაირკვევა უშუალოდ პროკურატურის მიერ.

_ იღებდა თუ არა ზოოპარკი  მონაწილეობას იმ ცხოველების აღწერაში, რომელიც დახოცილები იპოვეს ან დახოცეს?

_ ზოოპარკი ნაწილობრივ ამას აკეთებდა, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით  ინფორმაცია ჩვენ სხვადასხვა წყაროების საშუალებით მოვიპოვეთ. როგორიც  იყო ტელევიზიის მიერ გადაღებული კადრები, სხვების მოწოდებული ინფორმაცია და ა.შ. სამწუხაროდ, არ გვქონდა საშუალება, რომ ყველა ცხოველი გადაგვემოწმებინა, რამაც გამოიწვია შეცდომა.

_ არც იმ ცხოველებზე გქონდათ ინფორმცია რომლებიც ზოოპარკის გარეთ იყვნენ?

_ აქაც იყო გარკვეული პრობლემები. ის ვეფხვიც, რომელმაც ადამიანი იმსხვერპლა მოკლულ ცხოველებში იყო მითვლილი. არ მინდა გავუსწრო წინ მოვლენებს. როგორც იცით, გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი ცხადი გახდება.

_ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია იმანაც, რომ ზოოპარკმა არ გამოაქვეყნა იმ ცხოველების სია, რომელიც სტიქიამდე გყავდათ. რატომ არ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია და რა გიშლიდათ ხელს?

_ ამ სიტუაციაში ნამდვილად არ ვფიქრობდით, რომ ასეთი სიის გამოქვეყნება საჩქარო იყო. ეს სია გვაქვს და რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ კიდეც. ასევე არსებობს ორგანიზაცია International Species Informacion System ( ISIS)  და პროგრამა ZIMS-ი, სადაც ეს მონაცემებია ატვირთული. ამ პროგრამაზე ყველა გაწევრიანებულ ზოოპარკს აქვს წვდომა.

_მხოლოდ ზოოპარკებს? ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია ნახოს ეს მონაცემები?

_ ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია გაწევრიანდეს, მიიღებს პროგრამაში შესასვლელ კოდს და ნახავს მონაცემებს. სტიქიის შემდეგ აღარც კომპიუტერები გვქონდა არც არაფერი, რომ გვენახა ეს ინფორმაცია და ჩამოგვეტვირთა.  მართალი გითხრათ, არც ვიცი, რატომ მიენიჭა ასეთი ყურადღება არსებული ცხოველების ნუსხას, თორემ ამას ყოველდღე გამოვაქვეყნებდით. ყველა ეს ინფორმაცია გადაცემულია ხელისუფლებისთვისაც. 

რაც ზოოპარკში გვყავდა, ეს ცხოველები ისედაც გარკვეული იყო. ერთადერთი ვარკვევდით, დაღუპული ცხოველების რაოდენობას. ამიტომ პირველ რიგში ამ ინფორმაციის შეგროვებას  ვცდილობდით. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან დატვირთულები ვიყავით.  თითქმის მთელ საქართველოში გვიწევდა  გადაადგილება და არც იყო იმის შესაძლებლობა რომ ეს  ინფორმაცია აგვეტვირტთა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ადრე უნდა გაგვეკეთებინა, რამაც  მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

_ ეხმარებით თუ არა სამძებრო სამუაოებში ხელისუფლებას?

_ ვმუშაობთ ხელისუფლებასთან ერთად. თითქმის ყველა იმ ადგილზე ვიყავით გასული, საიდანაც ინფორმაცია შემოდიოდა, რომ ცხოველი ნახეს. ყველა ინფორმაცია, რომელიც საეჭვო იყო ჩვენს მიერაც იქნა გადამოწმებული. საეჭვოში ვგულისხმობ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ან ცხოველის კვალი ან ლეში იყო ნაპოვნი. თუმცა, სამწუხაროდ, არცერთი მათგანი არ დადასტურდა.

_ ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთ ვეფხვს ვეძებთ?

_ დიახ, მხოლოდ ერთი ვეფხვი იძებნება; უსურიის, მუქი წითელი.

_ რა ნაწილია ზოოპარკის გასასუფთავებელი და რამდენად მაღალია ალბათობა, რომ ვეფხვიც ამ ტერიტორიაზე იპოვოთ?

_ ჯერ კიდევ  არ არის ვოლიერების ნაწილი გახსნილი. საკმაოდ დიდი ნაწილია ტერიტორიის გასასუფთავებელი. ძალიან ინტენსიურად მიდის მუშაობა, თუმცა რამდენი ხანი დაჭირდება გასუფთავებას, არ ვიცი. კატასტროფული მდგომარეობაა. რაც შეეხება ალბათობას, რომ ვეფხვი შეიძლება ამ ტერიტორიაზე იყოს, არის, თუმცა, რამდენად მაღალია ეს ალბათობა, რთული სათქმელია.  ცხოველი იმყოფებოდა ღია გალიაში, რაც სტანდარტზე უფრო მაღალი დამცავობით ხასიათდებოდა. ძალიან ბევრ  ქვეყანაში ასეთი ცხოველები მხოლოდ ელექტრო ღობის შიგნით იმყოფებიან. ჩვენ კი გვქონდა სტანდარტების შესაბამისი და კიდევ უფრო მაღალი გისოსები, რომელზეც სხვათაშორის ძალიან ბევრი გვედავებოდა, რატომ იყო ამდენად მაღალი და არა ჩვეულებრივი. სანდიაგოს  ზოოპარკში, სადაც ვოლიერები არ არის მხოლოდ ელექტრო ღობეებია. ჩვენთან ეს ცოტა რთული გასაკეთებელი იყო ტექნიკური  თვალსაზრისით, ამიტომ გვქონდა გისოსები. თუმცა,  ამ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ აქ ვართ, არცერთი ცხოველი ზოოპარკის ტერიტორიიდან არ გასულა, სანამ არ გაივსო წყლით ეს ტერიტორია და მინიმუმ 15 მეტრის სიღრმის  წყალი არ დადგა, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. ასე რომ, ეს იყო აბსოლუტური მოულოდნელობა, სტიქია, რაც ჩემი ბრალი არ არის.

გარდა ამისა, ვოლიერს ჰქონდა კიდევ ერთი დამცავი, გისოსის თავი იყო გადმოკეცილი იმდენად, რომ ცხოველს მისგან თავი ვერ დაეღწია. ვეფხვისთვის ეს უარყოფითი დახრილობაა და ის ვერ შეძლებს, აქედან ამოძრომას; გარდა ამისა, იყო სპეციალური ელექტროსადენი, რომელშიც 10 ათასი ვოლტის სიმძლავრის ელექტროენერგია გადიოდა. ეს გადაულახავი წინააღმდეგობაა ცხოველისთვის, მაგრამ წყალი რომ დადგა ზოოპარკში და დენი გაითიშა, ცხოველებმა ვოლიერის ზემოდან წყლის ნაკადზე გადასვლა შეძლეს.

_ ზოოპარკის ამ ტერიტორიაზე  აღდგენა შესაძლებელია?

_ აქ აღდგენას აზრი არ აქვს. თავიდან უნდა აშენდეს, ამიტომ არა მგონია, ზოოპარკი ისევ აქ დარჩეს. საბოლოოდ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების პოზიციაა, რომ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე აშენდეს ახალი ზოოპარკი, სადაც გაცილებით უფრო კარგი პირობებია. მინდა გავახსენო საზოგადოებას, რომ ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო, როდესაც ზოოპარკის გადატანაზე დაიწყო საუბარი რამდენიმე წლის წინ. ძალიან ბევრი ე.წ. ექსპერტი გამოჩნდა მაშინ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს იდეალური ტერიტორია იყო ზოოპარკისთვის და თბილისის ზღვაზე გადატანა არ შეიძლებოდა. მაშინაც ვამტკიცებდი და ახლაც ვამბობ, რომ ეს არ იყო ზოოპარკისთვის შესაბამისი ადგილი.

არის იმის საშუალება, რომ ცხოველები რომლებიც ახლა ზოოპარკის ტერიტორიაზე არიან უკვე გადაიყვანოთ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე?

_ არა, იქ ჯერჯერობით ვოლიერები არ არის. სასწრაფო სამუშაო გვაქვს, რომ ის ვოლიერები ავაშენოთ. საზოგადოების ფუნქციაც ის არის, რომ დაგვეხმარონ, რომ იქ ავაშენოთ ვოლიერები და იქ გადავიყვანოთ ცხოველები და არა ხელი შეგვიშალონ მუშაობაში. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ჩვენს მხარეს არის.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოოპარკის თანამშრომლები, რომლებიც სტიქიისას დაიღუპნენ, არა წყალდიდობით, არამედ ცხოველების მიერ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალნენ...

_ ეს ინფორმაცია ტყუილია. არცერთი მათგანი დაზიანებული არ იყო ცხოველისგან, დაიხრჩვნენ. მათ შესაბამისი ექსპერტიზაც ჩაუტარდათ. ძალიან ადვილი გადასამოწმებელია, ეს რომ გადაამოწმოთ, სიცრუის მთელი ჯაჭვი ცხადიბ გახდება. ტყუილია ის ინფორმაციაც, რომ  თითქოს ისინი ცდილობდნენ ვოლიერები გაეღოთ ცხოველებისთვის. ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამის გაკეთება ასეთ ხანმოკლე დროში, როდესაც წყალი წამებში იმატებდა. იქ ფეხზე გაჩერებაც შეუძლებელი იყო, არათუ შენობის ბოლოში გასვლა, გასაღებების აღება და შემდეგ ცხოველებისთვის ვოლიერების გახსნა. ვოლიერები საკმაოდ რთული გასაღებია. ეს არ არის ჩვეულებრივი კარები. ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ, არც მათ უცდიათ ეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ზოოპარკის თანამშრომლის ვალდებულება სწორედ ცხოველებზე ზრუნვაა... მტაცებელ ცხოველს ვერანაირად ვერ გადაარჩენ. ის დაგლიჯავს იმას, ვინც კარებს გაუღებს. როცა მშვიდ მდგომარეობაში არიან და ვეფერებით, მაშინაც სახიფათოები არიან. სწორედ დისტანციის დარღვევის გამო დაზიანდა ქალბატონი გულიკო. ცალხელა ქალი, რომელიც ახალი გამოსული იყო საავადმყოფოდან, როგორ შეძლებდა გალიების გაღებას. ერთი მამაკაცი 72 წლის იყო, ძლივს დალასლასებდა, ჯანმრთელიც არ იყო, ყოველდღე სასწრაფო აკითხავდა, როგორ შეძლებდნენ ამის გაკეთებას? რა უნდა ვუწოდო  იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ, არ ვიცი, აღმაშფოთებელია...

_ როდის ექნებათ ბავშვებს ზოოპარკი?

_ არ ვიცი... მივიღეთ უამრავი შემოთავაზება, არა მარტო ზოოპარკებისგან, სხვადასხვა პიროვნებებისგანაც, რომ ცხოველებით მოგვამარაგებდნენ. მაგრამ ჩვენ EAZA-ს წევრობის კანდიდატები ვართ, რომელიც ზოოპარკების კურატორი ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაციაა. გარდა ამისა, მას აქვს  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექცია. ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი ცხოველის მიღებას, EAZA-ს თანხმობის გარეშე. ცხოველებს მხოლოდ EAZA-ს სივრციდან მივიღებთ.




 ახალი ამბები
  • „ახლა კარგად ვარ“ : გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი ავარიის შემდეგ გვპასუხობსოზურგეთში, ავტოსაგზაო ავარიის შედეგად, გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი, პაატა ლომთაძე დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით,   სამაშველო სამსახურის ავტომანქანა და ცემენტმზიდი ერთმანეთს შეეჯახა, რაც ცემენტმზიდის მიზეზით  მოხდა.  პაატა ლომთაძე, რომელსაც ფეხის არეში ჰქონდა დაზიანება,   საავადმყოფოში გადაიყვანეს. _ახლა კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა, ცოტა ხნის შემდეგ გესაუბრებით,  _ თქვა „გურია ნიუსთან“ გურიის სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ... ...
  • აბიტურიენტებმა გამოცდაზე „შეცურეს“- რა ხდება ფოთშიუამინდობის გამო ფოთის საგამოცდო ცენტში შესვილისას აბიტურიენტებს პრობლემები შეექმნათ. როგორც etaloni.ge-ს ერთ-ერთმა აბიტურიენტის მშობელმა განუცხადა, მისმა შვილმა და სხვა აბიტურიენტებმა გამოცდაზე „შეცურეს“. მშობლის თქმით, მისი გოგონა ფეხშიშველი და მთლიანად სველი შევიდა ტესტირებაზე. ასე, რომ აბიტურიენტებს ფაქტობრივად დატბორილ ქუჩაში, წყალში გავლის შემდეგ მოუხდათ ტესტების დასაწერად შესვლა. ცნობისთვის, ძლიერი წვიმის შედეგად ფოთში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. სტიქიის გამო, გადაადგილება უჭირდათ, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. წყალმა შეაღწია ... ...
  • ბახმაროს გზაზე ავტომობილი ხიდიდან გადავარდაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე. სოფელ ქვაბღასთან ავტომობილი, რომლითაც ერთი ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...
  • "ხდება ტრაგედიის გამოყენება"- პრემიერი შაქარაშვილის საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცდახა, რომ სახელმწიფოს და პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა ხდება ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით. „როდესაც მე ვსაუბრობ, რომ პოლიტიკურ შეფერილობას, სამწუხაროდ, იძენს ჩვენს ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევები, სწორედ ამას ვგულისხმობ. მეგობრებო, მიმდინარეობს გამოძიება. თუ კითხვები მიჩნდება მე ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დასრულებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა ახლა, ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას. გამოძიება რომ დასრულდება და გამოძიების შედეგი რომ იქნება, შემდგომ შეიძლება უკვე ამ გამოძიების ყველა მხრიდან შეფასება, მაგრამ ის რაც ახლა ხდება, სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ეს ყველაფერი. ყველანაირ ფასეულებებს მიღმაა,“- განაცხადა პრემიერმა. ... ...
  • "ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის გამო, არის მცდელობები"- გახარიასაქართველოს  პრემიერ-მინისტრმა  აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების სავარაუდო შემცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც პრემიერმა განაცხადა, ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის გამო, არის მცდელობები, რომ უცხოელი პარტნიორები ჩათრეულნი იყვნენ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. „ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. მათი მხრიდან გამოხატული თითოეული საკითხი ჩვენთვის ყურადსაღებია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამიტომ, პროცესია ეს. სამწუხაროდ, ეს პროცესი, ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო, არის მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩათრეულნი იყვნენ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში, ეს არის ცუდი, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა, ქვეყანას ვნებს. ახლა ყველა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. უნდა გვესმოდეს, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები ჩვენი საერთო მიზანია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამაზე. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ეს ოპოზიცია იქნება, თუ მმართველი პარტია, ყველამ ერთად, ღირსეულად, დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. მოგეხსენებათ, რომ, ჯერჯერობით, ესაა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვესმის ის პუნქტები, რომელიც იქ ჩამოთვლილია, ქვეყანა, საქართველო, ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმაც ძალიან კარგად იციან. ის წინასაარჩევნო მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა და პოლიტიკური დაძაბულობა, როგორც ჩანს, გარეთაც გადის, მაგრამ, მოგეხსენებათ, ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილების მიღების შემდგომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...