რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე

მთავარი თემა

რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე

1 აგვ. 2015, 03:24:12

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მოადგილემ ანა დოლიძემ, რომელიც თანამდებობაზე 2015 წლის 15 მაისს დაინიშნა, პირველი დეკლარაცია შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მინისტრის მოადგილემ 20 ივლისს შეავსო, მისი ოჯახი თბილისში ორ ბინას ფლობს. დიდ დიღომში, გ. ბრწყინვალის 31 ნომერში, 80.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა ანა დოლიძის 100%-იან საკუთრებაშია.

თბილისში, მ. კოსტავას 42ა ნომერში, 140.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა კი, მის მეუღლეს ირაკლი კაკაბაძეს ეკუთვნის.

ანა დოლიძე ფლობს ასევე 2013 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანას "კია რიო"-ს.

რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობს, დეკლარაციის შევსების მომენტში ანა დოლიძეს თი–ბი–სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 5500.00 ლარი ჰქონდა; საქართველოს ბანკის ანაბარზე 40000.00 დოლარი; საზღვარგარეთ, ტდ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 2500.00 კანადური დოლარი; ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 11000.00 კანადური დოლარი; მეორე ანგარიშზე კი იგივე თანხა -  11000.00 კანადური დოლარი (1 კანადური დოლარი 1 ლარი და 75 თეთრია);

რაც შეეხება ირაკლი კაკაბაძის ანგარიშს, დეკლარაციის შევსებისას, მას  თი–ბი–სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 500.00 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის შემოსავლები, რომელიც მათ ერთი წლის განმავლობაში მიიღეს, ასე გამოიყურება:

ანა დოლიძემ, რომელსაც პროფესორის ხარისხი აქვს ლექციების კითხვიდან 102500.00 კანადური დოლარის ანაზღაურება მიიღო.

ირაკლი კაკაბაძემ კი, განდის ფონდის თავმჯდომარის პოზიციიდან, ასევე ლექციების კითხვიდან 20 000.00 ლარი მიიღო.

დეკლარაციის თანახმად, ოჯახს ოთხი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ყველა ხელშეკრულება ანა დოლიძის სახელზეა.

კერძოდ, 2013 წლის 13 ოქტომბერს დოლიძემ ავტომანქანის შესაძენად ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება 16 000 კანადური დოლარია. გასავლის სახით, დეკლარაციაში ამ ხელშეკრულების დადებისას 3300.00 კანადური დოლარია დაფიქსირებული.

ასევე, ანა დოლიძის სახელზეა ბინის ქირავნობისთვის დადებული ორწლიანი ხელშეკრულებაც, რომელიც მან  2013 წლის 15 ივნისს გააფორმა და ვადა 2015 წლის 30 ივლისს ამოეწურა. ხელშეკრულების ღირებულება 19800.00 კანადური დოლარია.

ანა დოლიძეს აქვს ასევე 3500-დოლარიანი კერძო ხელშეკრულება გაფორმებული ნივთების გადაზიდვა–გადაყვანისთვის.

 რაც შეეხება ფინანსურ ხელშეკრულებას, დოლიძემ 2013 წლის 1 სექტემბერს 11 000 კანადური დოლარის ასაღებად სასესხო  ხელშეკრულება დადო. დეკლარაციაში სესხის დასაფარად 4000.00 ლარის გასავალია დაფიქსირებული.

მინისტრის მოადგილის ხელშეკრულებაში ასევე დაფიქსირებულია შვილის, ანდრია კაკაბაძის მუსიკალური განათლების გადასახადი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში  3000.00 კანადური დოლარი იყო.




 ახალი ამბები
  • გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-25 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 21-22 სექტემბერს +24,+26, ხოლო 23-25 სექტემბერს +27, +29 გრადუსი ... ...
  • უცხოელ ბიზნესმენებს ფიზიკურად გაუსწორდნენ- ფაქტზე 4 პირია დაკავებულიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბ.ფ., 1998 წელს დაბადებული ზ.ა., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1994 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, "LEXUS GX"-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "CZ"-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო (R)აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში  გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით - 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი. თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება  მომენტალური პრიზით, მათ შორის:  PSP-ს, „ნიკორას" და" სუფთა სახლის" ვაუჩერებით (50 ლარამდე), ფულადი პრიზებით  - 50 და 100 ლარის ნომინალით, ინტერნეტ მეგაბაიტებით და  0%-იანი საკომისიო ტარიფით - ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ გადახდებზე. აქციის სუპერ პრიზს -  20,000 ლარს მიღებს ის ორი მომხმარებელი, რომელიც თიბისიში ფულად გზავნილს 3-ჯერ და მეტჯერ გაანაღდებს ან გაგზავნის. თიბისიში ფულადი გზავნილის განაღდება მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი: ·         ინტერნეტ და მობაილბანკიდან - www.tbconline.ge ·         ცხელ ხაზზე დარეკვით, ნომერზე - 032 2 272727 გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილილიდან და სერვის ცენტრიდან. თიბისიში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ და, გაგზავნონ შემდეგი საერთაშორისო გზავნილები: RICO GRAM, MONEYGRAM, ZOLOTAYA KORONA, WESTERN UNION, UNISTRAM , RIA, CONTACT,  ისრაელის გზავნილები World com finance. აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ... ...
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...