"ამას თუ ჰქვია სიცოცხლე და ცხოვრება, - კი ბატონო!"

მთავარი თემა

"ამას თუ ჰქვია სიცოცხლე და ცხოვრება, - კი ბატონო!"

2015 აგვ 6 21:26:24

არაადამიანურ  და მძიმე სოციალურ  პირობებში, სიღატაკეში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი მიუსაფარი ოჯახი ცხოვრობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, ხუთ სულიანი ოჯახი ნალიის ქვეშ ცხოვრობს. ოჯახის უფროსი, პენსიონერი გულნარა შევარდნაძე, "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ რამდენიმე წელია ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, თუმცა დღესაც დახმარების დაპირების მოლოდინშია. ხუთ სულიანი ოჯახი, სადაც ერთი მცირეწლოვანია, მართლაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

"გურია ნიუსი" სოფელ ასკანაში აღნიშნულ ოჯახში მივიდა, სადაც მართლაც უმძიმესი ფონი დაგვხვდა.

უსახურ ქოხმახში, რომელსაც ადრე ნალიად იყენებდნენ,  ერთი ოთახია, სადაც დღეს ხუთი სული ღამეს ათევს, საჭმელს აკეთებს  და  ცხოვრობს.

მათ საცხოვრებელ ფიცრულს ერთი პატარა სარკმელი აქვს.  ოთახში ერთი მაგიდა და ერთი ძველი  ღუმელი დგას.

"უკიდურესი მდგომარეობა გვაქვს სახლში, არანაირი გასაქანი, არანაირი საცხოვრებელი პირობები ჩვენ არ გაგვაჩნია.  4 წელია გვპირდებიან,  რომ გამოგვიყოფდნენ ალტერნატიულ ფართს, მაგრამ არავინ პატრონი არ ჩანს.   ახალმა მთავრობამაც დაგვპირდა დახმარება.  ახლა გავიგეთ  მასალას მივცემთო.  ვართ ამ დაპირების მოლოდინში.

აი, აქ ვცხოვრობთ 5 სული, ჩემი ორი შვილი, რძალი და შვილიშვილი.  მხოლოდ  სოციალური დახმარება გვაქვს"_ ამბობს  გულნარა შევარდნაძე.

"სახლი დაგვეწვა 20 წელია და ასეთ პირობებში ვცხოვრობთ.  მეუღლეც გარდამეცვალა.  რა დღეშიც ვიქნებით,   წარმოიდგინეთ!  ეს იყო ნალია და შემოვაკედლეთ , შემოვჭედეთ."

შევარდნაძის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ასკანაში ბადრი ჯაველიძემ , მათი საცხოვრებელი პირობების შესახებ ცნობები არასწორად გადააგზავნა, რის გამოც ხელისუფლებამ მათ დახმარებაზე არ იზრუნა.

" გვითხრეს, თბილისში რომ გადააგზავნეს საბუთები,  სოფლის გამგებელს ისეთი ცნობა ჰქონდა დაწერილი,  რომ არ მიიღესო, რაღაც  არასწორად დაუწერია, შეეშალა  და ამის გამო შეფერხებულია ჩვენთვის დახმარების გაწევა"- ამბობს გულნარა შევარდნაძე. მისივე თქმით, ზამთარში საშინელ მდგომარებაში არიან:

"წვიმაში სულ თავზე გვაწვიმს. ზამთარში ვიყინებით, რადგან კედლები არ აქვს ამ ქოხს ფაქტიურად, არც ჭერი აქვს.  ზაფხულში კი თითქმის ქვეწარმავლებით არის სავსე.  აქ რომ წყალი ჩამოვა, ლოგინი წყლით ივსება. მტერს შეეცოდება აქ მცხოვრები, ვინც მისი თვალით არ ნახავს ჩვენს  მდგომარეობას,  არავინ  დაიჯერებს.

თუ რაიმე შესაძლებელია მოგვეხმარეთ!  ამას თუ ჰქვია სიცოცხლე, კი ბატონო  ვარსებობთ"_ ამბობს ხანდაზმული  პენსიონერი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის  წარმომადგენელი სოფელ ასკანაში ბადრი ჯაველიძე "გურია ნიუსთან" გულნარა შევარდნაძის ხუთ სულიანი ოჯახის  მძიმე სოციალურ და ყოფით პირობებს ადასტურებს:

"კი,  ბატონო ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, საცხოვრებელი სახლი არ ჰქვია იმას, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ.  დასურათებულია მათი საცხოვრებელი ოთახი,  მიწოდებული მაქვს ინფრასტრუქტურის სამსახურისთვის და ველოდებით დახმარებას.  უნდა გამოუყონ სხვა  საცხოვრებელი ფართი, იმიტომ რომ ის არ შეკეთდება, ახალია საჭირო"_ ამბობს ჯაველიძე.

ჩვენს კითხვაზე, დაწერა თუ არა ჯაველიძემ შეცდომით ცნობები აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით, გამგებლის წარმომადგენელი ამბობს:

"არა რას ამბობთ, არაფერი არ შემშლია.  როგორ შეიძლება რაიმე სხვა მიუთითო, იქ მცხოვრებლებზე რაიმე სხვანაირად შეიძლება იფიქრო? ტყუილია, შეიძლება ვინმემ მათ ისეთი ცნობა დაუწეროს, რომ კარგად და ნორმალურ პირობებში ცხოვრობენო? ნამდვილად არ ცხოვრობენ ნორმალურად, პირიქით უკიდურესად გაჭირვებულები არიან"_ ამბობს ჯაველიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი  მერაბ ჭანუყვაძე აღნიშნულ  ოჯახთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს. მისი თქმით,  გულნარა შევარდნაძის ხუთ სულიანი ოჯახი უსახლკარო ოჯახების სიაში იმყოფება.  მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ აუცილებლად დაეხმარება და ალტერნატიულ ფართს მალე შესთავაზებს.




 ახალი ამბები
  • პარლამენტარი ნინო წილოსანი აქციის მონაწილეებს: "ჰე, აბა რა ხდება?!"ხმაური და დაპირისპირება იყო ლანჩხუთის მერიის შესასვლელში _ აქციაზე შეკრებილი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები შენობაში შესვლასა და ნინო წილოსანისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდნენ. მათ შენობაში შესვლის საშუალება დაცვის თანამშრომლებმა და ადგილზე მობილიზებული პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. ნინო წილოსანი თავად ჩამოვიდა აქციის მონაწილეებთან: „ჰე, აბა, რა ხდება?!“ _ იკითხა დეპუტატმა და აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მზად იყო მათთან შესახვედრად. თუმცა აღმოჩნდა, რომ შენობაში შესვლის უფლებას მხოლოდ აქციის მონაწილეთაგან რამდენიმე პირს ჰქონდა, რასაც ხმაურიანი შეძახილები და დაპირისპირება მოჰყვა.   ... ...
  • აქცია პარლამენტარ ნინო წილოსანის ბიუროსთან _ "შენ მოგვატყუე!“ოპოზიციური სპექტრი ლანჩხუთში მერიის შენობასთან, სადაც  ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიურო მდებარეობს, აქციას მართავს  სლოგანით _ „შენ მოგვატყუე!“ შეკრებილები 14 ნოემბერს საკონსტუტიციო ცლილების პროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ.  კენჭისყრას 141 დეპუტატი ესწრებოდა, რომელთაგან 37-მა კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო, მათ შორის ნინო ... ...
  • ალეკო ელისაშვილი: "დანიშნონ ვადამდელი არჩევნები და უმტკივნეულოდ წავიდნენ ხელისუფლებიდან"„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა  მედიაკლუბ „კვირაში“ პრესკონფერენცია გამართა და პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების, ოპოზიციის გეგმების და რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ისაუბრა. როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ „კაპიკი სიტყვა არ დაიჯერება და თუ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, რევოლუცია გარდაუვალია“. „ძალიან დიდი ხანია, ხელი ჩავიქნიე „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილისთვის რჩევების მიცემაზე, მაგრამ ერთს კიდევ ვურჩევ _  დანიშნონ ვადამდელი არჩევნები და უმტკივნეულოდ წავიდნენ ხელისუფლებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებენ რევოლუციას, რაც გაცილებით მტკივნეული იქნება“, _ განაცხადა ელისაშვილმა.   ... ...
  • ევროკავშირს ელჩი ბიძინა ივანიშვილს ხვდებაამ წუთებში “ქართული ოცნების“ სათაო ოფისში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ბიძინა ივანიშვილს ხვდება. როგორც მედიისთვის ხდება ცნობილი, მთავარი თემა საუბრის პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩავარდნა ... ...
  • აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე 4 ადამიანი დააკავესაჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრებმა აქცია გამართეს და აჭარის მთავრობის სახლის პიკეტირება მოახდინეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით არიან: რეზო ხარაზი, გია ხალვაში, ბეგლარ ფუტკარაძე და ალექსანდრე მილორავა. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ენმ-ის წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი სთხოვს პოლიციის უფროსს, რომ წავიდნენ პოლიციის სამმართველოში და დაკავებულები გაათავისუფლონ. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, პოლიციის უფროსს აქვს უფლება გაათავისუფლოს დაკავებულები მანამ, სანამ საქმე სასამართლოს გადაეცემა, თუმცა პოლიციის უფროსი ამ წინადადებას არ დასთანხმდა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?