ნოდარ ხადური: “ეკონომიკამ სრულად მოახდინა ადაპტირება გარე შოკების მიმართ“


მთავარი თემა

ნოდარ ხადური: “ეკონომიკამ სრულად მოახდინა ადაპტირება გარე შოკების მიმართ“

14 აგვ. 2015, 16:38:46

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც  ბიუჯეტის შესრულების ტენდენციებსა და გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზის კორექტირებიდან გამომდინარე, ბიუჯეტში განხორციელდა ცვლილებები. ცვლილებებმა დეფიციტის 3%-ის ფარგლებში შენარჩუნება უზრუნველყო. რასაც მიესალმა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამასთან, მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება.

_ 2015 წლის 7 თვის ფაქტიური მონაცემებით, თითქმის ერთი მილიარდი ლარით მეტია ბიუჯეტში მობილიზებული, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო გადასახდელების ნაწილში 580 მლნ ლარით მეტია ათვისებული 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, რაც მიუთითებს ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვის ტენდენციაზე;

2015 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ისევე როგორც წლის ბოლომდე ხარჯვის პროგნოზი, გამოირჩევა თანაბარი ხარჯვის ტენდენციით წინა წლებისგან განსხვავებით;
2015 წლის ბიუჯეტის გეგმის თანახმად, წელს, ისევე როგორც 2014 წელს მოხდება ბიუჯეტის დეპოზიტებზე ნაშთის დაგროვება;

2015 წელს საბიუჯეტო დახმარების სახით დონორებისგან მისაღები სახსრები თითქმის 50 მლნ აშშ დოლარით აჭარბებს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გასაწევ ხარჯებს, განსხვავებით გასული წლებისგან, როცა საგარეო ვალის მომსახურების ხარჯები აღემატებოდა უცხოური წყაროებიდან საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღებ შემოსავლებს;

სახაზინო სავალუტო ოპერაციებით იანვარ-ივლისის პერიოდში 81 მლნ აშშ დოლარით მეტი რესურსის მობილიზება მოხდა ბიუჯეტის ანგარიშებზე, ხოლო წლის ბოლომდე, მოხდება დამატებით 110 მლნ აშშ დოლარის დაგროვება;

გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და შეადგენს 1419 მლნ აშშ დოლარს (შემცირება შეადგენს 192 აშშ დოლარს);

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გასულ, რეკორდულ წელთან შედარებით ნაკლებია, თუმცა მაინც მაღალია 2012-2013 წლებთან შედარებით. 2015 წლის პროგნოზი შეადგენს 1186 მლნ აშშ დოლარს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროგნოზები ეყრდნობა კონკრეტულ, დაგეგმილ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებული აქვთ კომპანიებს;

მიმდინარე წლის მე-3 და მე-4 კვარტლებში, უცხოური ვალუტის ნაკადები პოზიტიური იქნება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს აჭარბებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საპროგნოზო მაჩვენებელი. ასევე დამატებით იქნება სხვა ფინანსური ნაკადები, _ განაცხადა ხადურმა.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა,  2015 წლის ბიუჯეტი გამოირჩევა ყველაზე თანაბარი ხარჯვით;  მაკროეკონომიკური საფუძვლები კურსის გაუფასურებისთვის არ არსებობს;  ეკონომიკამ სრულად მოახდინა ადაპტირება გარე შოკების მიმართ და  აღნიშნული ადაპტაციის პროცესში საბიუჯეტო პოლიტიკამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი.




 ახალი ამბები
  • ნატანებში მოკლული მამაკაცის შვილი ამ დრომდე არ ჩანსგუშინ, ნატანებში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცის შვილი აქამდე არ უპოვიათ. „გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, მამა-შვილი ფალავანდიშვილები ზემო ნატანებში, ჯაფარეულას უბანში, ძმასთან სტუმრად ჩამოვიდნენ. მოკლულის ძმას პატარა სახლი ეზოთი ცალკე აქვს და ძირითადად, ჩამოსვლის დროს, იქ იმყოფებოდნენ. ძმასთანაც მიდიოდნენ. ასე იყო ამჯერადაც. _ როცა გვიან ღამემდე არ გამოჩნდნენ, ძმამ ძმასა და ძმისშვილს ტელეფონზე დაურეკა. რაკი არ უპასუხა მამა-შვილმა, მერე მეზობელს დაურეკა და სთხოვა, იქნებ, შეხვიდე და ნახო, რა ხდება, არც ჩამოვიდნენ და არც ტელეფონზე მპასუხობენო. შესულა მეზობელი და უნახავს ეს საზარელი სურათი. შვილი კი იქ არ ყოფილა და არც აქამდე უპოვიათ. ზოგადად, ხალხი ამ მამა-შვილს, მშვიდ, უკონფლიქტო პიროვნებებად ახასიათებს, _ გვეუბნება წყარო.„გურია ნიუსი“ შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა. „მომხდარია მკვლელობა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ს.ს. კოდექსის 108-ე მუხლით“, _ გვითხრეს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდებანატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში უმასპინძლებს. სალომე ზურაბიშვილი ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. ალიანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების გასაშუქებლად ნატო-ს სათავო ოფისში დაშვება არ ექნებათ. ღონისძიების პირდაპირი ეთერი კი ნატო-ს ვებგვერდზე, სტრიმინგის ფორმატით გავრცელდება. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელს, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტ ... ...
  • საქართველოს ბანკი 4B-ს მომხმარებელს ახალ ბარათს სთავაზობს (R)22 იანვარი, 2020- საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. წარმატებული ბიზნესსაქმიანობისათვის საჭირო პირობების შექმნის მიზნით, ბანკი მომხმარებელს უნიკალურ, 4B ბარათს სთავაზობს. ახალი შეთავაზების ფარგლებში 4B-ს მომხმარებელი მიიღებს სპეციალურად მისთვის დამზადებულ 4B ბარათს, რომელიც VISA-სთან ერთად შეიქმნა. მისი მფლობელი ვიზა პლატინიუმის ყველა უპირატესობითა და სერვისით ისარგებლებს. ახალი ბარათის მეშვეობით ბიზნესი შეძლებს გადახდისა და განაღდების მაღალი დღიური ლიმიტით ისარგებლოს, მიიღოს ფასდაკლებები და შეთავაზებები საქართველოს ბანკის პარტნიორ ობიექტებში. მეტიც, პირადი კონსიერჟი 4B-ს მომხმარებელს სრულიად უფასოდ შესთავაზებს მხარდაჭერას ისეთი ყოველდღიური საკითხების მოგვარებაში როგორიცაა: ბიზნესმიმოწერა (ინგლისურ/რუსულ ენებზე), სასტუმროს, რესტორნის დაჯავშნა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ა.შ.„საქართველოს ბანკი მუდამ ცდილობს, მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული ახალი შესაძლებლობები შესთავაზოს. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი 4B ბარათი, რომელიც ბიზნესის წინსვლისა და განვითარებისთვის შეიქმნა. ახალი ბარათის მეშვეობით ბიზნესი უამრავი უპირატესობით შეძლებს სარგებლობას. ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა სწორედ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ბიზნესისთვის უნიკალური სივრცე - 4B შექმნა. ეს არის ადგილი, სადაც ბანკის პარტნიორ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით და გაეცნონ პარტნიორი კომპანიების მიერ მათთვის შექმნილ სპეციალურ შეთავაზებებს, მიიღონ საჭირო რჩევები და სასარგებლო ინფორმაცია. ახალ სივრცეში ბიზნესს პერსონალური ბანკირი ემსახურება. საგანმანათლებლო მიზნით კი, 4B-ის სტატუსის მქონე კლიენტებს ახალ სივრცეში უახლესი ბიზნესგამოცემებისა და ბიზნესლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობაც აქვთ. 4B ბარათზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: ... ...
  • ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული თავს ტაქსის მძღოლობით ირჩენს და ბინის ქირას ვერ იხდისდინამო თბილისის ვეტერანი ფეხბურთელები, გიორგი თავაძე და გიორგი ჭილაია დახმარებას ითხოვენ.   1981 წლის დინამოს ოქროს თაობის წარმომადგენლები, ფინანსურ მხარდაჭერის თხოვნით განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.   "საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის წევრები, ჩვენ - გიორგი (გია) თავაძე და გიორგი (გია) ჭილაია ვიყავით თბილისის დინამოს ფეხბურთელები. ვართ 1981 წლის 13 მაისის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალის გამარჯვებულები, ვართ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები, გვაქვს სახელმწიფოსგან მინიჭებული სპორტის რაინდის წოდება. დღეისთვის ვართ პენსიონრები, არ გაგვაჩნია საკუთარი საარსებო წყარო, ვართ უმუშევრები ათეული წლებია, არ მიგვიღია საცხოვრებელი ბინა და დღემდე ვცხოვრობთ ქირით. ძალიან გაგვიჭირდა, გთხოვთ ბიზნესმენებს, სპორტსმენებს, გულშემატკივრებს და უბრალოდ კეთილ ხალხს გულთან მიიტანოთ ჩვენი გასაჭირი. მიმღები გიორგი თავაძე საქ ბანკი GE63BG0000000498533795 თიბისი GE24TB7845245064300028 თითოეული გადმორიცხული ლარი გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს. მადლობას გიხდით თანადგომისა და სოლიდარობისთვის", _ ნათქვამია განცხადებაში.   adjarasport.com-თან საუბარში, გიორგი თავაძემ აღნიშნა, რომ დახმარების თხოვნით განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიას მიმართეს, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია: "თბილისის დინამოში როცა ვთამაშობდი, ბინის გარეშე დავრჩი. დაოჯახებული არ ვიყავი და 1-ოთახიანი ბინა უნდა მოეცათ. თასების თასის მოგების შემდეგ, იყო საუბარი, რომ ჩვენთვის კორპუსი აშენდებოდა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და დავრჩით მე და გია ჭილაია ბინის გარეშე.   დახმარების თხოვნით სამინისტროსაც მივმართეთ, მერიასაც და საერთოდ ყველას, ვისაც დახმარება შეეძლო, რათა არ ვყოფილიყავი ასეთ უბედურ მდგომარეობაში.   ყველაფერს ვაკეთებ, ტაქსის მძღოლად ვმუშაობ, რომ ქირის ფული გადავიხადო. განსაკუთრებით ზამთარში გვიჭირს და ფედერაციამაც რომ მიმატოვოს, ჩათვალეთ, რომ დაღუპული ვარ. წელიწადში ერთხელ თუ ვთხოვ და ქირის ფულით მეხმარებიან", _ გვითხრა გიორგი თავაძემ.   გიორგი თავაძე თბილისის დინამოს რიგებში 1979-82 წლებში თამაშობდა, ხოლო გიორგი ჭილაია თბილისური კლუბის ღირსებას 1975–1981 და 1984 წლებში იცავდა.   წყარო: ... ...
  • "ბუკნარს პატრონი არ ჰყავს!" _ როდის მოგვარდება პრობლემები სოფელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, ისევე, როგორც გურიის სოფლების უმეტესობაში, პრობლემები უხვადაა. ბუკნარში არსებული პრობლემების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა "გურია ნიუსთან" საუბრობს და მესიჯს უგზავნის ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიიქციონ. "გაზი არ გვაქვს, გზა არ გვაქვს. არ იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბუკნარში გზა რომ არაა? პირადად მე არ მიმიმართავს ამ მოთხოვნებით, მაგრამ თვითონ ვერ ხედავენ?!" _ გვეუბნება სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელსაც სახელისა და გვარის გამხელა არ სურს. სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები "გურია ნიუსთან" საუბრისას უგზოობასა და უწყლობაზე ამახვილებს ყურადღებას: "დაგვპირდნენ, რომ არჩევნებამდე გზას გააკეთებდნენ, მაგრამ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ. ორი გზა გვაქვს და არც ერთი არ ვარგა. ბუკნარის ცენტრი ასეთი უნდა იყოს? ქვენობანში გაზი შესულა, მაგრამ ჩვენთან ჯერ არაა. თუ ჭა არ აქვს ოჯახს ეზოში, ესე იგი, არც სასმელი წყალი აქვს. ბუკნარს პატრონი არ ჰყავს!" _ გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები ქალბატონი. ბუკნარის ცენტრში მდებარე მაღაზიის გამყიდველი, ტარიელ დოლიძე ამბობს, რომ მოსახლეობას მატერიალურად ძალიან უჭირს. პროდუქტის გაცემა მეზობლებზე ნისიად უხდება, რომლებიც ვალს ძლივს იხდიან: "ამ პანდემიის ფონზე, ხალხს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა _ ფული არ აქვთ, მაღაზიაში რომ რამე იყიდონ. ფასი ყველაფერზე გაიზარდა. თუნდაც, მინერალურ წყალზე _ მისი საბითუმო ფასი 80 თეთრი იყო და ლარზე ავიდა. ნისიად თუ არ მიეცი მეზობელს პროდუქტი, რას იზამ?! გადახდა კიდევ უფრო უჭირთ. წლების განმავლობაში შევსებული ნისიების რვეული მაქვს", _ გვეუბნება ტარიელ დოლიძე. როდის ექნება მოსახლეობას გაზი, როდის გაკეთდება გზა და როდის იქნება სოფელში წყალი _ ამ კითხვებით "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ბუკნარში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია, ოჯახებიც გამრიცხველიანებულია და ამჟამად მოსახლეობისთვის გაზის მისაწოდებლად საჭირო მოლაპარაკებები მიმდინარეობს: "ბუკნარში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია, ყველა ოჯახი გამრიცხველიანებულია. მიმდინარეობს გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიასა და ინვესტორ კომპანია "სოკარს" შორის, ქსელის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ მოლაპარაკება. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, დაიწყება გაზის მიწოდება მოსახლეობისთვის", _ გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. რაც შეეხება უგზოობის პრობლემას, მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება: "რაც შეეხება გზას, დასრულდა გზის მოასფალტების პროექტირება, ცენტრალური გზიდან ე. წ. "მეურნეობის" გავლით, სოფლის ცენტრამდე. სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება", _ გვითხრეს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....