იქნება თუ არა მეორადი ჩარიცხვა

მთავარი თემა

იქნება თუ არა მეორადი ჩარიცხვა

2015 აგვ 27 17:23:58

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გაირკვა, რომ წელს 28 053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, თუმცა 18 ათასი ადგილი უნივერსიტეტებში ისევ თავისუფალია. მაღალქულიანი აბიტურიენტების ნაწილი კი, უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხა, რის გამოც ისინი მეორადი ჩარიცხვების დაშვებას ითხოვენ.

"გურია ნიუსს" "ჩაჭრილი" აბიტურიენტების ნაწილი დაუკავშირდა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მეორადი ჩარიცხვების დაუშვებლობის შემთხვევაში ისინი აქციების გამართვას აპირებენ.

"წელს ძალიან ბევრი მაღალქულიანი აბიტურიენტი დარჩა უნივერსიტეტს გარეთ, ხოლო თავისუფალი კი 18 000 ადგილია, არიან ბავშვები რომლებმაც 50% ზე მეტი ქულების რაოდენობა დააგროვეს და მაინც ვერსად ვერ მოხვდნენ. ძალიან გთხოვთ უბრალოდ ერთი პოსტო დაწერეთ, რომ დაუშვან მეორადი ჩარიცხვა. თორემ, ალბათ, ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდება ეს ყველაფერი. ბავშვები აქციების გამართვას გეგმავენ, რადგან განათლების სამინისტრომ სრულიად უსაფუძვლოდ დატოვა ისინი გარეთ", _ აცხადებს "გურია ნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელი.

თუმცა, გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მეორადი ჩარიცხვების დაშვება გამორიცხულია.

როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განმარტავს, აბიტურიენტებს მაქსიმალური შესაძლებლობები ჰქონდათ უნივერსიტეტებში მოხვედრილიყვნენ.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების ელექტრონულად შეტანის შესაძლებლობაც მისცეს, რომლის ვადაც 10 აგვისტოს ამოიწურა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ურჩევდა საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის დროს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სურვილით ეხელმძღვანელათ. ასევე ყურადღება მიექციათ უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებულ კოეფიციენტსა და საგანთა პრიორიტეტისთვის. ცენტრი აფრთხილებდა აპლიკანტებს, რომ მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელდებოდა.

"რეგისტრაციიდან დაწყებული თვეების განმავლობაში ჰქონდათ ვადა, რომ მათთვის სასურველი უნივერსიტეტები, ფაკულტეტები შეუზღუდავი რაოდენობით მიეთითებინათ. მათ ესდ არ გააკეთეს მანამ, სანამ ჩარიცხვების პროცესი არ განხორციელდა. ხომ არ შეიძლება მთელი  წლის განმავლობაში ამ პროცესში ვიყოთ ჩართულები. სამი წლის განმავლობაში ერთიდაიგივე კითხვას ვსვამ - ეს რატომ არ გააკეთეს? შარშანაც და შარშანწინაც ჩვენი ორგანიზაცია მეორადი ჩარიცხვების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. არიან აბიტურიენტები, რომლებიც სრულიად შეზღუდულ  რაოდენობას უთითებენ უმაღლესი სასწავლებლების, ზოგს ერთი უმაღლესი სასწავლებელი აქვს მითითებული და ზუსტად იცის, რომ იქ უნდა სწავლა და არა სხვაგან. რატომ არ უნდა ვცეთ პატივი ასეთ აბიტურიენტებს?

როდესაც მთელი წლის განმავლობაში აბიტურიენტებს ვთხოვდით კარგად დაფიქრებულიყვნენ, რამდენჯერაც უნდოდათ შეეცვალათ და გადაეკეთებინათ ფაკულტეტები და სასწავლებლები, ჩვენ კი მზად ვიყავით მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა მათი სურვილები, რატომ ხდება  ეს საკითხი აქტუალური პროცესის დასრულების შემდეგ? თუმცა, მათ სულაც არ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა. ახლა მოვიდა ჩემთან აბიტურიენტის მამიდა, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ბრალია, მე არ ჩავაწერინე უმაღლესი სასწავლებელიო. შეიძლება ორგანიზაცია  მთელი წლის განმავლობაში, 24 საათის განმავლობაში ჩარიცხვებით იყოს დაკავებული? იმის გულისთვის, რომ მამიდან ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინა?!  საერთოდაც, მომხრე ვარ იმის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს გადაწყვეტილება სად უნდა სწავლის გაგრძელება და არა მშობელმა, ბებია-ბაბუამ და მამიდამ", _ აღნიშნა მიმინოშვილმა და დასძინა, რომ ის მეორადი ჩარიცხვების კატეგორიულად წინააღმდეგია.

"გურია ნიუსი" განათლების და მეცნიერების სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც აღნიშნავენ, რომ მეორადი ჩარიცხვების საკითხი არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ წელს 28 053 აბიტურიენტიდან 6555-მა სხვადასხვა პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.  

 ყველაზე მეტი ადგილები ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეივსო. 

აგრარულ უნივერსიტეტში 420 ადგილი იყო და ყველა შევსებულია;  თავისუფალ უნივერსიტეტში 453 ადგილიდან 2 დარჩა ვაკანტური; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული 3881 ადგილიდან 225 ვაკანტური დარჩა;  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2667 ადგილიდან 208 ვაკანტური ადგილი დარჩა.




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...