"ინდმეწარმეების და მიკრომეწარმეების დისკრიმინაცია ხდება"

მთავარი თემა

"ინდმეწარმეების და მიკრომეწარმეების დისკრიმინაცია ხდება"

2012 თებ 25 08:23:20

"მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ დაიბეგრება, ანდა რომელზეც არ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები განსაზღვრის შესახებ" _ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელს არ შეეძლება მისი საქმიანობიდან მიღებული საქონლის თუ მომსახურების გამოყენება სხვა რეჟიმით დასაბეგრ საქმიანობაში.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ ოზურგეთში მდებარე სალონებისა და თონეების მეპატრონეები და დამქირავებლები ფიქსირებულ გადასახადებთან დაკავშირებით. ისინი ფიქსირებული გადასახადის შემოღებას არასამართლიანად მიიჩნევენ.

თონეების მეპატრონეების ნაწილი ფიქსირებული გადასახადის შემოღებას, რომლის ოდენობა თვეში, საშუალოდ, ერთ თონეზე 100 ლარი იქნება, სამართლიანად მიიჩნევს და "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სალარო აპარატს ფიქსირებული გადასახადი ურჩევნიათ. თუმცა, რა რაოდენობის იქნება გადასახადი და თუ შეძლებენ მის გადახდა, ეს მეორე საკითხია.

სხვა მოსაზრება აქვთ სილამაზის სალონების მეპატრონეებს: _ ვერანაირად ვერ შევძლებთ გადახდას, მაქსიმალურად შემცირდება სალონების რაოდენობა. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ბევრ ფულს ვშოულობთ, მაგრამ ძალიან ცდება. ფიქსირებული გადასახადი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, რა თანხასაც ამბობენ, იმას ნამდვილად ვერ გადავიხდით. ასე ცხოვრება მართლაც შეუძლებელია _ ინდმეწარმეების და მიკრომეწარმეების საშინელი დისკრიმინაცია მიმდინარეობს, _ გვითხრეს ერთ-ერთ სალონში.

ს. ო., ერთ-ერთი სალონის მეპატრონე: _ საქმის კურსში ვარ, თუმცა, არ ვიცი, როგორ განისაზღვრება ეს გადასახადები. ძნელია, ოზურგეთის პირობებში მაღალი გადასახადის გადახდა.

ერთ-ერთ თონეში მომუშავე გია დოლიძე ამბობს, რომ სალარო აპარატს ფიქსირებული გადასახადი ურჩევნია; _ ჩემი აზრით, სალარო აპარატებს ფიქსირებული გადასახადი აჯობებს, გადაიხდი და მორჩა, თუმცა, რა თანხა იქნება განსაზღვრული და რამდენად შევძლებთ გადახდას, სხვა საქმეა.

_ ჩვენ ისედაც არ გვაქვს მუშაობა, არ გვყავს კლიენტები და გადასახადის გადახდას ნამდვილად ვერ შევძლებთ, _ გვითხრეს ქალაქ ოზურგეთის ერთ სალონში.

საუბრისას, განსაკუთრებული პროტესტი მამაკაცების სალონში დასაქმებულებმა გამოთქვეს: _ დაიხურება სალონები. ისედაც არ გვაქვს მუშაობა, ჩვენს უფროსს ვერ ვუხდით გადასახადს და მთავრობას კიდევ რაღა უნდა მივცეთ?

აუცილებლად გავაპროტესტებთ _ როგორ გადავიხდით თვეში 50 ლარს?

_ ვერანაირად ვერ შევძლებთ მუშაობას. ესაა მიკრომეწარმეები გათავისუფლდებიან გადასახადებისგანო? უარესს აკეთებენ? დაიხურება სალონი. ისედაც ყოველდღიური ხარჯები და თვეში უამრავი გადასახადები გვაქვს. როცა სახელმწიფოს იყო სალონები, გადასახადები ოფიციალურად შეგვქონდა, მაგრამ ისინი გვამარაგებდნენ და ხელფასებს გვიხდიდნენ. ახლა სალონები კერძო პირის არის და ჩვენ მას ვუხდით გადასახადს. კიდევ მთავრობას უნდა მივცეთ? _ წუხან "გურია ნიუსთან" საუბარში სალონში მომუშავე სპეციალისტები.




 ახალი ამბები
  • თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლათბილისში, ხის სახელოსნოს შენობაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი შენობის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ... ...
  • საქართველომ დემოკრატიულ ღირებულებებს გადაუხვია- კონგრესმენის წერილი პრემიერსკონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის. წერილში კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადახვევისა და ეკონომიკური გაუარესების გამო, შეშფოთებულია და აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა თავისუფლების ტოლფასია. კონგრესმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულება შეწყვიტოს და ამბობს, რომ ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში სამართლიანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარადგინა. „ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარებიის, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, რომელიც დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ წუხილსა და ამასთან დაკავშირებული პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე შეშფოთებას ეხებოდა. მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიაღწია, ბოლო წლების განმავლობაში, დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან. მეტიც, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ მან ახლახანს დახურა ფართო ქსელი ანგარიშებისა, რომლებიც პარტია "ქართულ ოცნებასთან" იყვნენ დაკავშირებულები და როგორც აღმოჩნდა, ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური განწყობები, განსაკუთრებით, აშშ-ის წინააღმდეგ. ასეთი გაუარესებადი გარემო იმაზეც აისახა, რომ როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა ზედიზედ ორი, ყოველწლიური საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგრესირებად მტრულ ქმედებებზე დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ წუხილებს ასახავდა. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, ბოლო ორი წელია საქართველოს ხელისუფლებას კონგრესში დიდი სიფრთხილით უყურებენ. იმ უარყოფითი ტრენდიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტრენდის შეჩერების ხელშესაწყობად, გაიზარდა შეშფოთება და ასევე მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე რეფორმის შესახებ ამ მოწოდებას ვუერთდები და ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარვადგინე, რომლის მიზანიც, საქართველო მოქმედი ამერიკული კომპანიების დაცვაა. იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთებაზე, რომელიც ეხება საფრთხეს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, რომელსაც ქართველი ხალხი ასე ძლიერ იმსახურებს," _ წერს ... ...
  • "ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები"_ჩხარტიშვილი ივანიშვილებზელეიბორსტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს, ივანიშვილების ოჯახისგან შემოწირულობების მიღებაზე უარი თქვან, რადგან ისინი ეკოდამნაშავეები არიან. "მივმართავ ავსტრალიის ხელისუფლებას და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, არ მიიღოთ შემოწირულობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან, რადგან ისინი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები არიან,"_ განაცხადა ... ...
  • პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცადღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით  საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა ... ...
  • უდუმაშვილი:მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები  შედეგს ვერ გამოიღებს, რომ  არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს,  აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას მძიმე გაზაფხული ექნება. „ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთ ჩიხში შეიყვანონ ეს მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ითქვას, არ გამოვიდა ეს მოლაპარაკება და არც ერთი ვარიანტი არ აწყობთ კომპრომისული. ბუნებრივია, თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“,- განაცხადა უდუმაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩცევნები ხელისუფლება მაინც დამარცხდება. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომელთა ორგანიზებითაც, რამდენიმე შეხვედრა უკვე ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...