სკანდალური შეხვედრა გუბერნიაში _ ვინ ვისზე და რატომ ახდენს ზემოქმედებას

მთავარი თემა

სკანდალური შეხვედრა გუბერნიაში _ ვინ ვისზე და რატომ ახდენს ზემოქმედებას

2015 სექ 3 14:18:15

გასულ ორშაბათს, გურიის გუბერნატორის მოადგილის, სოსო ერქომაიშვილის კაბინეტში  გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრას სუს-ის თანამშრომელი ირაკლი ანდღულაძეც ესწრებოდა.

"გურია ნიუსის" კორესპონდენტის, გიორგი გირკელიძის კითხვაზე _ რა თემაზე იმართებოდა შეხვედრა, რომელსაც სუს-ის წარმომადგენელი ესწრებოდა, ერქომაიშვილმა აღნიშნა, რომ "ჩვეულებრივი, სამუშაო შეხვედრა იყო", თუმცა, რატომ ესწრება "ჩვეულებრივ სამუშაო შეხვედრას" სუს-ის წარმომადგენელი, უპასუხოდ დატოვა. 

შეხვედრაზე, რომელიც 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩვენს კორესპონდენტებს _ გიორგი გირკელიძეს და ჟანა მეგრელიშვილს დასწრების საშუალება არ მისცეს.

უფრო მეტიც, ჩვენი მცდელობა, რომ ოთახში მყოფი ადამიანები დაგვეფიქსირებინა, ერქომაიშვილმა მასზე "ზეწოლად" (?!) შეაფასა.

"არ ვიცი, რამდენიმე ხანი უნდა დამელოდოთ, კომენტარს შემდეგ გავაკეთებ. ზეწოლას ნუ გვიკეთებთ, როცა რაიმე  სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, მასში ჩაჭრა ეჭვის ფაქტად აღიქმება _ ფსიქოლოგიურად ცუდია. ვერ შეგიშვებთ ოთახში. შევთანხმდეთ, რომ კომენტარს მერე გავაკეთებ.  ნუ ცდილობთ, ასეთი ფორმით ზეწოლა მოახდინოთ ამ საქმეზე", _ ამბობდა ერქომაიშვილი.

დაახლოებით, 4 საათის გასვლის შემდეგ, ერქომაიშვილი კაბინეტიდან გამოვიდა და გაგვიცხადა,  რომ გველოდებოდა გუბერნიის შენობის დარბაზში. ჟურნალისტები რამდენიმე წუთით ერქომაიშვილის კაბინეტის კართან დავრჩით _ კაბინეტიდან სუს-ის მაღალჩინოსანი ირაკლი ანდღულაძე გამოვიდა და უსიტყვოდ დატოვა მისაღები.

"მოგეხსენებათ, რომ გურიის ფეხბურთის ფედერაციაში დაძაბულობაა _ გამგეობის წევრებმა საპროტესტო აქცია  გამართეს გურიის ფეხბურთის ფედერაციის შენობის წინ. ფედერაციის ხელმძღვანელი არ გამოეხმაურა ამ აქციას. გამგეობის წევრებმა, მათი მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების შემდეგ მომართეს გუბერნიას. ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია _ ჩვენ ნებისმიერ ადამიანს ვხვდებით, ვუსმენთ და ვცდილობთ, გადავჭრათ საჭირბოროტო საკითხები.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. აქედან გამომდინარე, ფედერაციის გამგეობის წევრები მობრძანდნენ გუბერნატორთან და გუბერნატორმა დამავალა ამ ბატონების მიღება, მათთან გასაუბრება და სიტუაციაში გარკვევა. ამის შემდეგ, ეს ბატონები მოვიდნენ ჩემთან. შევეცადეთ, დავკავშირებოდით გურიის ფედერაციის ხელმძღვანელს. ამ მცდელობის შემდეგ, შედეგი, სამწუხაროდ,  არის არადამაკმაყოფილებელი _ გურიის ფედერაციის ხელმძღვანელი არ გამოეხმაურა ჩვენს გამოძახილს.

ამასთან დაკავშირებით, გურიის ფედერაციის გამგეობის წევრები აპირებენ განცხადების გაკეთებას, რომელსაც თქვენ მალე გაეცნობით", _ თქვა ერქომაიშვილმა პრესკონფერენციაზე და სუს-ის მაღალჩინოსნის შეხვედრაზე დასწრების მიზეზები განმარტა:

"რაც შეეხება უშიშროების თანამშრომელის დასწრებას შეხვედრაზე, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, პროცესი, და მეტი არაფერი. ჩვენ ვხედავთ რაღაც არასწორ ნაბიჯებს ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ განცხადების გაკეთებას.

ამ საქმეში იმიტომ ჩავერიე, რომ გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრები და პრეზიდენტი დაკავშირებოდნენ ერთმანეთს, რასაც 4 საათის განმავლობაში ამაოდ ველოდით",_ განაცხადა ერქომაიშვილმა.

ერქომაიშვილის თქმით, "გამგეობის წევრებზე არავითარი ზეწოლა არ გახორციელებულა და ისინი მოქმედებენ დამოუკიდებლად".

თუმცა, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გავიგეთ, ხელისუფლებამ სუს-ის თანამშრომლის თანდასწრებით გამგეობის წევრებს პირდაპირი მითითება მისცა, რომ გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე, ნებისმიერ ფასად უნდა გადააყენონ. ებრალიძეს რევაზ არველაძის სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას არ პატიობენ.

ჩვენი წყაროს მტკიცებით, რეგიონული ფედერაციის წევრებს გუბერნიაში იურიდიული კონსულტაციებიც ჩაუტარეს და უთხრეს, რომ ებრალიძის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება არასწორია.

_ არ ვიცი, რა წერია დებულებაში. არ წამიკითხავს. უბრალოდ, ჩვენ, ფედერაციის წევრებს გვაინტერესებს, რატომ მიიღო ებრალიძემ ერთპიროვნული გადაწყვეტილება და რატომ არ დაგვეკითხა ჩვენ. სწორედ, ამ საკითხში ვთხოვეთ დახმარება გურიის გუბერნატორს, რომელმაც მის მოადგილესთან გადაგვამისამართა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შეხვედრიდან გამოსულმა გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა ბენო თავბერიძემ.

თავბერიძის თქმით, მისთვის უცნობია იმყოფებოდა თუ არა შეხვედრაზე სუს-ის თანამშრომელი:

_ ვერაფერს გეტყვით, სახეზე არ ვიცნობ და როგორ გითხრათ, _ განმარტა თავბერიძემ და მასზე და მის კოლეგაზე ზეწოლა კატეგორიულად უარყო.

თუმცა, ასე არ ფიქრობს კახა ებრალიძე, რომლის განმარტებით, გუბერნიიდან მას არავინ დაკავშირებია: "შემიძლია გაჩვენოთ ჩემი ტელეფონი _ ჩემთან არავის დაურეკავს და არც შეხვედრა მოუთხოვია. "გურია ნიუსის" საშუალებით გავიგე, რომ მსგავსი შეხვედრა მიმდინარეობდა. ასევე, თქვენს ვებგვერდზე წავიკითხე ფედერაციის ერთ-ერთი წევრის, ბენო თავბერიძის კომენტარი, სადაც ის ამბობს,რომ დებულებას არ იცნობს.

სამწუხაროა, რომ მათ არ იციან წესდება, რომელშიც გარკვევით წერია, რომ გამგეობის წევრებს არა აქვთ უფლება, სხვა უწყებას, ან სხვა თანამდებობის პირს მიმართონ პრეტენზიით, გარდა ფეხბურთის ფედერაციისა.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არც ერთი შეხვედრა ჩემთან არ შეთანხმებულა და არც ტელეფონით დამკავშირებია ვინმე.

ფაქტია, რომ ზეწოლა არსებობს გამგეობის წევრებზე. ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს _ მეორეს. რამდენიმე დღის წინ, გურიის ფედერაციაში მოსულები ამბობდნენ, რომ მერაბ ჟორდანიას უჭერდნენ მხარს, დღეს ამბობენ, იმის გარკვევა გვინდა, ჩვენს დაუკითხავად რატომ წარადგინა არველაძე. თვითონაც ვერ გარკვეულან, რა უნდათ.

ჩემი გადაყენება სურთ? _ კი, ბატონო, გადამაყენონ, მაგრამ  რა უფლებით? ან რატომ გადამაყენებენ, რეზი არველაძე რომ წარვადგინე? _ აი, ამიტომაა აუცილებელი წესდების წაკითხვა. მათ ამის უფლებაც არ აქვთ. მე გამოვედი და ჩამოვთვალე ის საქმეები, რაც ფეხბურთის ფედერაციასთან, ზვიად სიჭინავასთან და რეზი არველაძესთან ერთად განვახორციელე. ახლა მათაც თქვან, რის გამო სურთ ჩემი გადაყენება, _ გვითხრა ებრალიძემ.

ამ სკანდალურ  შეხვედრაზე, რომელიც "გურია ნიუსის" საშუალებით გახდა ცნობილი, კომენტარი ფეხბურთის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. მათ შორის, ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებმაც.

_ საერთოდ, ჩარევების წინააღმდეგი ვარ. ბოლო დროს ბევრი რამ გახდა მიუღებელი. უპირველესად, ეს ფეხბურთის ფედერაციის ქმედებებს ეხება. მან აბსოლუტურად ყველა კანდიდატს უნდა მისცეს საშუალება, რომ საარჩევნო კამპანია თანაბარ პირობებში წარმართოს. ყველა სუბიექტი უნდა შეხვდეს კანდიდატებს და არჩევანი მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს, _ აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

რევაზ არველაძემ კი "გურია ნიუსის" ჟურნალისტთან, გოჩა ჯანაშიასთან საუბრისას განმარტა, რომ გურულებს გაკეთებულ საქმეებზე გურიაში სტუმრობისას მოუყვება:

_  გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რა არჩევანიც გააკეთა, ეს იყო სრულიად ლეგიტიმური და მას ამის სრული უფლება ჰქონდა. რატომ გააკეთა ეს არჩევანი და რატომ ჩათვალა მან განვლილი პერიოდის შეფასების შემდეგ ასე, ამაზე თავად კახამ უკვე ბევრი ისაუბრა და ამით ეს თემა დავხუროთ.

რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის საფეხბურთო კლუბი "გურია” და მთლიანად გურიის რეგიონი, ამას რომ ჩამოვალ, ადგილზე გეტყვით.  რაც შეეხება გუბერნიას, ბუნებრივია, მიმაჩნია, რომ ასეთი საკითხები იქ არ უნდა წყდებოდეს. არ შეიძლება სხვამ დააყენოს კიდევ ახალი კანდიდატურა. ყველამ ჩვენ-ჩვენი მომხრეები რომ მოვძებნოთ, ამით რა გამოვა? ყველა გადაწყვეტილებას ჰყავს, როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგები, სხვასაც  შეუძლია   მომხრეები შეკრიბოს და ატეხოს ერთი ამბავი. მე, პირადად, მოწადინებული ვარ, რაც შეიძლება, ადვილად გადაწყვეტის საშუალება მიეცეს ყველა ხმის მიმცემს.

მაინტერესებს, კარგის გარდა რა გავაკეთე გურიაში? მინდა, ეს კითხვა დავსვა. საერთოდ, რასაც ვაკეთებ, ამას, უპირველესად, ქვეყნის სიყვარულით ვაკეთებ და რა გზაც გავიარე აქამდე, ყველაფერი ამ სულისკვეთებით მოვახერხე. თანაც ეს მხოლოდ ჩემით შევძელი და არავინ მიკვალავდა გზას. ჰოდა, მინდა, რომ ჩემი ცოდნით და გამოცდილებით, კიდევ ბევრი ვაკეთო ის საქმე, რაც ჩემთვის უცხო ნამდვილად არაა”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას არველაძემ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის ამ კომენტარს განცხადებით გამოეხმაურა საფეხბურთო კლუბ "გურიას" პრეზიდენტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე:

_ საინტერესოა, რას გულისხმობს ბატონი არველაძე? ფედერაციაში მისი ყოფნის დროს "გურია" არაერთხელ დაზარალდა. გავიხსენოთ, თუნდაც, არაობიექტური მსაჯობა, რომლის გამო, ჩვენ მოსაგები თამაშები წავაგეთ. ერთ-ერთი ასეთი იყო თამაში "შუქურასთან", სადაც მსაჯმა აშკარად წაგვართვა მოგების შანსი.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა თამაშის ამსახველი ვიდეო მასალაც, ამ ფაქტს რეაგირება ფედერაციის მხრიდან არ მოჰყოლია. ამავე დროს, სწორედ, არველაძის ფედერაციაში ყოფნის დროს "გურია" რამდენჯერმე დაჯარიმდა. ქართული ფეხბურთის საქმე რომ უკან მიდის, ეს უკვე აშკარა და თვალშისაცემია.

ლანჩხუთისთვის, ისევე როგორც დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, რთულია უმაღლეს ლიგაში გუნდის შენახვა. სწორედ ეს უნდა იყოს გათვალისწინებული ფედერაციის მხრიდან. პირიქით, "გურია" რამდენჯერმე დაჯარიმდა, რამაც ფინანსური ზარალი მოგვიტანა. ისიც გვინდა გკითხოთ _ ისედაც ფინანსურად შეჭირვებულ გუნდს ქულების დაკლებითა და ეროვნული ჩემპიონატიდან გამოთიშვით რომ გვემუქრებიან, თქვენთვის რამდენად მისაღებია?

ქართული ფეხბურთი რომ არ ვითარდება, ეს უკვე აშკარაა. ცხრა წლის მანძილზე წარმატების ნაცვლად, უკუსვლა გვქონდა. საინტერესოა, ყოფილ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის მხოლოდ ერთ ქვეყანას რომ გაუსწრებ და ისიც არასაფეხბურთოს, რამდენად გაქვთ მორალური უფლება, რომ რაიმეზე პრეტენზია განაცხადოთ?

დღეს რომ ასეთ დღეშია ეროვნული ჩემპიონატი და სანაკრებო დონე, ამაზე პასუხს ვინ აგებს? ისიც ხომ პარადოქსია, რომ ისეთ დამსახურებულ გუნდს, როგორიც "გურიაა", არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვს. რამდენჯერმე დავაყენეთ ეს საკითხი ფედერაციის წინაშე, მაგრამ ამაოდ.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბი "გურია" და მე, როგორც პრეზიდენტი, არ ვერევით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, ჩვენ გვსურს, სასიკეთო და ძირეული ცვლილებები ქართულ ფეხბურთში, რაც აუცილებელია და რაც ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით", _ აღნიშნავს ურუშაძე.

ურუშაძის ამ განცხადებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია რევაზ არველაძეს, რომელიც ამ დღეებში საარჩევნო კამპანიით და პრეზენტაციითაა დაკავებული.




 ახალი ამბები
  • თელავში მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომობილოლი ჯერ ამოტრიალდა ,შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ კონდოლთან, რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო და იგი მსუბუქად დაშავდა. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ... ...
  • კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა (R)კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით, „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნისა და ოჯახის ექიმებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მედიკოსთა საჭიროებები, მათი მზაობისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს. გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაციის სახით მიაწოდა იმ პრევენციების შესახებ, რომელიც მედპერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში. გარდა სამთავრობო ცხელი ხაზისა 144, სამივე მუნიციპალიტეტში რეგიონული ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, სადაც თავს იყრის თითოეული მაცხოვრებლის დაფიქსირებული კითხვები, რომლებზეც ოპერატიულად ხდება რეაგირება. შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა, მმართველი პარტიის ინიციატივას ხელფასების 1/3-ის StopCov-ის ფონდში ჩარიცხვის შესახებ გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა. „ახალი კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და სოლიდარობა გამოვხატეთ მოქალაქეების მიმართ. გურიის რეგიონში 1 500 - მდე ოჯახის დახმარება იგეგმება და ბიუჯეტის ფარგლებში მათ შესაბამისი დახმარება გაეწევა. მათ შორის იქნებიან სოციალურად დაუცველები, იქნებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამით ვინც სარგებლობს, 70 წელს გადაცილებული ადამიანები და ისინი ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი და ვუერთდებით „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის წამოწყებას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხას გადავრიცხავთ და ამ დიდ საქმეში ჩვენს წვლილს შევიტანთ“. ... ...
  • "ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა" _ ტურძელაძეთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა.  როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი განმარტავს, გარდაცვლილ ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა. ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისას პაციენტს კუნთები მთლიანად ჰქონდა განლეული. „ეს პაციენტი 31 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გადმოიყვანეს უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში და ჩვენთან, მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი. ჰქონდა სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკამრისობა. პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა, ჰქონდა სეფსისი, სეპტიური შოკი და ბოლოს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა და პაციენტი ამით დაიღუპა თანდართულ კორონავირუსთან ერთად. აღნიშნულ პაციენტს კახექსია ჰქონდა. მან 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო, როცა ჩვენთან მოვიდა, კუნთოვანი შრე მთლიანად განლეული ჰქონდა და პაციენტი ძალიან გამხდარი იყო, მისი წონა ალბათ, 10-15 კილოზე მეტი არ იქნებოდა. ასეთი იყო ეს პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში და დღემდე ჩვენ ამ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით. დღეს, დილით, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა“, - განაცხადა ტურძელაძემ. წყარო: ... ...
  • „მაინც და მაინც კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო?“დღეს, დილიდან, გურიის ქუჩაზე, ჩვეული ხმაური და ხალხმრავლობა აღარ იყო -  აკრძალეს გარევაჭრობა  და დაიხურა ოზურგეთის აგრარული ბაზარი. ბაზრის კარებთან, ასევე გურიის ქუჩაზე აქტიურად პატრულირებდა პოლიცია, თითოეულ მოქალაქეს  წესრიგისკენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებნენ მერიის ზედმხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე იყო ბაზრის დირექტორად წოდებული, შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,   სოსო სიხარულიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,  ირაკლი სირაძე. „გურია ნიუსი“ ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, არაერთ   მოვაჭრეს  და რიგით მოქალაქეს  ესაუბრა. ჩვენთან საუბარში   დაზარალებულად და უფლებაშელახულად მიიჩნევენ თავს ის მოქალაქეები, რომლებიც, დიდი ხანია, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობენ, არიან ინდ.მეწარმეები, აქვთ     თავიანთი მაღაზიები და კონკრეტულ ლოკაციაზე თავად კი იცავნენ წესრიგს, თუმცა მთლიანად ბაზრის ტერიტორია დიდია და იქ  ხალხის მოძრაობაზე და მის კონტროლზე უნდა ეზრუნა დირექციას. ლია გოგუაძე: _  ვმუშაობ ბაზრის  შიდა ტერიტორიაზე არსებულ მარკეტში,  რომელსაც „ჭარხალაშვილის მაღაზია“ ჰქვია.  გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ უნდა შეგვეჩერებინა მუშაობა. რა ვქნა ახლა, სად წავიღო ეს შემოტანილი ხორცი,  კვერცხი და სხვა მრავალი სასურთო  პროდუქტი.  პენსია მაქვს თუ ხელფასი? რაღა კორონას მოვუკლივართ და რაღა შიმშილს? ასე ადვილია? თამარ მუხაშავრია,  მზევინარ შავაძე, მოვაჭრეები:  მოვიდნენ და წადითო, გვითხრეს. სად წავიდეთ? ამ პროდუქტს რა ვუყოთ-თქო, გაჭირვებულებს დაურიგეთო, ერთმა პოლიციელმა გვითხრა. ჩვენზე გაჭირვებული  ვინაა, დაყუდებული ვართ დილიდან საღამომდე ლუკმა პურისთვის. _მაინც და მაინც  კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო? დაიკეტა და ახია. დაასუფთაონ, მოაგვარონ ყველა პრობლემა, დააყენონ მეთვალყურეები, როგორც მარკეტებშია და ნახონ, თუ არ მოგვარდება პრობლემა, _  გვითხრეს რიგითმა მოქალაქეებმა ნინო მჟავანაძემ , მზია ლომჯარიამ, მარიკა ვასაძემ. _ ეს არის სამთავრობო გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაზე ძალიან გვწუხებს ამ ადამიანების ბედი. მარტო ესენი არ კარგავენ   შემოსავალს. თუმცა, ღმერთმა გვაშოროს და მკვდრების  გატანას, ამ სანოვაგის  გატანა სჯობს ახლა. შესაძლებელია,  გაიტანონ სოფლებში და დისტანციის დაცვით გაყიდონ. ყველამ  რაღაც  უნდა ვიღონოთ, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ  ირაკლი სირაძემ. კითხვაზე, როდის შეიძლება გაიხსნას  ბაზარი ან სანამდე იქნება  დაკეტილი, ასეთი კომენტარი გააკეთა: _ვერ გეტყვით,  ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, სიტუაცია დაკვირვების ქვეშაა. ვნახოთ, თუ ყველაფერი როგორც საჭიროა ისე მოწესრიგდება, მალე გაიხსნება. დაზუსტებით  ვერაფერს გეტყვით. იქვე მდგომმა ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ, რომელიც მდუმარედ აკვირდებოდა სიტუაციას, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო წლების და თვეების მანძილზე, „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა ოზურგეთის აგრარულ ბაზარში არაერთი  პრობლემის, ძირითადად კი საორგანიზაციო საკითხების, სანიტარიული პირობების  დარღვევის გამო, რასაც არასდროს მოჰყოლია მნიშვნელოვანი რეაგირება. უმეტესად ისმოდა პასუხები, რომ ეს არის კერძო საკუთრება და ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ორგანიზებული  ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პარტია„ქართული ოცნების“ დეპუტატები შეიკრიბნენ. როგორც აქ თქვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში,  პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. _ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს," ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აგრეთვე, საკრებულოს ქართული ოცნების თითოეული წევრი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით 70 ოჯახს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ. ეს გახლავთ ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებით გვჭირდება, _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. _ აქვე მსურს გამოვეხმაურო, ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებს: საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. გამომდინარე იქედან რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამასთან ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს პარტია “ქართული ოცნების” გუნდს, დანამატების გაცემის საკითხი და ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა განხილული ან გაზიარებული. საკრებულოს უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს!" - თქვა დავით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...