შესთავაზა თუ არა შსს–ში დანიშვნა კონტრდაზვერვის ყოფილმა უფროსმა თავის ბიძაშვილს

მთავარი თემა

შესთავაზა თუ არა შსს–ში დანიშვნა კონტრდაზვერვის ყოფილმა უფროსმა თავის ბიძაშვილს

4 სექ. 2015, 22:47:16

რამდენიმე დღის წინ,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები ვასილ გობრონიძის კუთვნილ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

ვასილ გობრონიძე, როგორც ის   "გურია ნიუსთან"  ამბობს,   "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო,  2012 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ ერთ-ერთი ზონის კაპიტანი იყო, ასევე კოორდინატორიც.

როგორც ადგილობრივები   ამბობენ, საკუთარი ავტომანქანა  გობრონიძემ თავად დაწვა, რასაც გობრონიძე კატეგორიულად  უარყოფს და ავტომანქანის  დაწვის ფაქტს პირად ანგარიშსწორებას უკავშირებას:

"ჩემით  ამას როგორ გავაკეთებდი? ახალი საბურავები უკეთია მანქანას, 800 ლარი გადავიხადე საბურავებში და 500 დოლარიანი მაგნიტოფონი მქონდა   შიგნით.  ხალხი რას ამბობს,  არ ვიცი.   რატომ დაუწვეს საკრებულოს თავმჯდომარეს ბორჯომში მანქანა, ისიც მან დაწვა თავისით? მე შეიძლება წმინდანი არ ვიყო, მაგრამ სოფელში პირადი მტერი არ მყავს.  უბრალოდ მე მაქვს  700 კაციანი სია, ოზურგეთში  ადმინისტრაციულ შენობაში "ნაციონალების" დასაქმებათან დაკავშირებით. ეს სია მე  მაქვს    ჩიპზე"– ამბობს გობრონიძე."

"გურია ნიუსის"  წყაროს ინფორმაციით, ვასილ გობრონიძეს გაჩუმების სანაცვლოდ, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ მანქანის ჩუქება დაჰპირდა, რაც კატეგორიულად უარყო დავით დარჩიამ:

"მანქანის ფული მქონდეს,  ჩემს შვილს ვუყიდდი.  ვასიკომ თქვა დამპირდაო? არ დაიჯეროთ, იდეაშიც არ ყოფილა,  წარმოდგენა არ მაქვს,  ვინ გაავრცელა ეს ჭორი, ტყუილია"– ამბობს დარჩია.

ვასილ გობრონიძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოზურგეთის სამსახურის ყოფილი უფროსის ზაზა გობრონიძის ბიძაშვილია, თუმცა "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით,  მათ შორის ამ ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობაა. ვასილ გობრონიძემ თავის ბიძაშვილს ზაზა გობრონიძეს თანამდებობაზე დანიშვნაში დახმარება სთხოვა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბიძაშვილებს თავიდანვე სურდათ  შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსობა, რაც  არ მოხდა. ზაზა სხვა თანამდებობაზე დაინიშნა, ვასილ გობრონიძე კი ჯერჯერობით კვლავ უსამსახუროდაა.  სწორედ ეს გახდა ბიძაშვილებს შორის ურთიერთობის გამწვავების მიზეზი, მეტიც როგორც ვასილ გობრონიძე   "გურია ნიუსთან" აცხადებს,  მისი ბიძაშვილი  ავტომანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით  არც კი შეხმიანებია.

"ზაზა გობრონიძე ამ საქმესთან დაკავშირებით არც კი შემხმიანებია,  გავლით ყოფილა და მანქანა   უნახავს. ჩვენ არ გვიჩხუბია, არც ზედმეტად  შევლაპარაკებივართ ერთმანეთს, უბრალოდ ის მის გზაზეა,  მე ჩემს გზაზე ვარ.  ზაზა  დამპირდა და შემომთავაზა რაღაცა სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროში და მე არ დავთანხმდი "- ამბობს გობრონიძე.

რაც შეეხება იმას, რომ ვასილ გობრონიძეს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტი სურს,  არ უარყოფს და აღნიშნავს:

"რა აზრი აქვს,   მინდა თუ არა პოლიციის უფროსობა? პოლიციის უფროსობა რომც მინდოდეს და გამიშვან მაგ თანამდებობაზე,   აქ ვერ ვიმუშავებ, რადგან თითქმის ყველა   "ნაციონალი"  ზონდერია.   აბა მითხარით,  რომელია "ქართული ოცნების" წევრი ან მხარდამჭერი?  თუ იქნება ჩემი გუნდიდან ჩემს გვერდით ვინმე,  ვინც 2012 წლის არჩევნებზე იბრძოდა ჩემთან ერთად, კი ბატონო წავალ ამ თანამდებობაზე,  მაშინ პოლიციის უფროსად კი არა შეიძლება დამლაგებლადაც კი წავალ  ჩემს გუნდთან ერთად" – აღნიშნავს გობრონიძე და პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს:

"ყოველდღე მატყუებენ, ექსპერტიზის პასუხია ჩამოსული და არ მაჩვენებენ. გამომძიებელმა მითხრა გუშინ, საღამოს გაგაცნობო. დღეს დავურეკე და  არ პასუხობს,  არც  უფროსი პასუხობს   ტელეფონს   და ასე მიშლიან ნერვებს.  დღეს უნდა ყოფილიყო ვიდეო ფირების ჩანაწერები. დამპირდნენ განახებთო და მემალებიან, ექსპერტიზის  პასუხი მაინტერესებს.  შეიძლება გავაფრინე და  ეს მანქანა მისით დაიწვა?  დღევანდელ დღესაც ვაცლი და ხვალიდან ვნახოთ, ბოლო -ბოლო ჩემით გამოვიძიებ მაგ საქმეს. რა უნდა მაგის გამოძიებას, ბანკი გაქურდეს ნატანებში,  მთელმა სოფელმა იცის ვინ გაქურდა და პოლიცია არ იჭერს. აბა თქვენ განსაჯეთ, ბანკი გაღებულია კოდით, გატეხილი კი არ არის, ანუ კოდით გაიხსნა სეიფი, ეს რას ნიშნავს?  გახსნა იმან, ვინც იცოდა კოდი.

ახლა დავურეკე პროკურორს, რომელმაც მითხრა რომ დასკვნაში წერია, რომ მანქანას ცეცხლი ნავთობპროდუქტებისგან გაუჩნდაო.  ეს იმას ნიშნავს, რომ განზრახ დამიწვეს.

მაგათ სად მორჩებათ ჩემთვის მანქანის ფული, დარჩია ისე ვნახე 5 წუთით და უბრალოდ წუხილი გამოხატა ამ ფაქტთან დაკავშირებით" –გვითხრა გობრონიძემ.

შსს გურიის სამხარეო მთავარი  სამმართველოს უფროსის კობა ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.  

  ინფორმაციას      თანამდებობებზე  ახლობლების  დანიშვნის  შესახებ,   შსს კონტრდაზვევის დეპარტამენტის ოზურგეთის სამსახურის  ყოფილი უფროსი ზაზა გობრონიძე, 'გურია ნიუსთან' უარყოფს:

 "არავისთვის არაფერი   შემითავაზებია!"

– ბატონო ზაზა, თქვენს ბიძაშვილს, ვასილ გობრონიძეს შესთავაზეთ თუ არა შსს–ში  ერთ–ერთ დანამდებობაზე დანიშვნა?

–უკაცრავად, გადასხმას ვიკეთებ, ბოდიში. - გვითხრა გობრონიძემ.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...