როდის დაიწყებს ფუნქციონირებას ოზურგეთის მეოთხე ბაღი?

მთავარი თემა

როდის დაიწყებს ფუნქციონირებას ოზურგეთის მეოთხე ბაღი?

2015 სექ 14 22:32:27

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება. ნიკო  ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე # 4 საბავშვო ბაღი, სხვა ბაღებისგან  განსხვავებით, ფუნქციონირებას იმავე შენობაში ვერ დაიწყებს, ამის მიზეზად   გაურემონტებელი შენობა სახელდება. "გურია ნიუსს"  ბაღის აღსაზრდელთა მშობლები დაუკავშირდნენ და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ პროტესტი გამოთქვეს. მათი განცხადებით, ბაღმა ფუნქციონირება ნაქირავებ ბინაში უნდა განაგრძოს, ამისთვის კი სახელმწიფომ ყოველთვიურად 500 ლარი უნდა გადაიხადოს.

" ამ ეტაპზე ბაღი დახურულია. დაგვპირდნენ, რომ წელს სამზარეულოს მაინც გაარემონტებდნენ.  ახლა აღმოჩნდა, რომ ამასაც აღარ აკეთებენ, დიდი თანხებია საჭირო  და არ გვაწყობსო. 2016 წლის ბიუჯეტში ჩავსვამთ და მთლიანად გაუკეთდება  ბაღს რემონტიო"_ ამბობენ "გურია ნიუსთან"  4  საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები:

"ჯერ  გვპირდებოდნენ,  მაისში დავასრულებთ სასწავლო პროცესს,  ამ სამ თვეს გამოვიყენებთ და გავარემონტებთო.  მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია...  ბევრჯერ გამოვხატეთ პროტესტი.  დაგვპირდნენ, რომ სამზარეულოს აუცილებლად გაგირემონტებთო,  მაგრამ როგორც  ხედავთ, ესეც არ გააკეთეს".  მშობლების თქმით, ბაღი წინა წელს უნდა გარემონტებულიყო, მაგრამ მისთვის   გამოყოფილი თანხებით,  სხვა ბაღი  გარემონტდა:

"სხვა ბაღი გაარემონტეს ამ  ფულით.  მთელი ზაფხული ისე გავიდა, რომ  ამბავიც არ უკითხავთ,  85 ბავშვი   ფეხებზე დაიკიდეს.   მასწავლებლებით და ბაღის თანამშრომლებით  კმაყოფილები ვართ, ასეთ დანგრეულ შენობაში სისუფთავე და ყურადღება არ გვაკლია. თუ არ გაარემონტეს,  ალბათ დაიხურება ბაღი და ეს მასწავლებლებიც დარჩებიან უმუშევრები,   ამდენი ბავშვი კი - ბაღის გარეშე.  სად წავიყვანოთ ბავშვები? ისედაც გარეუბანია, აქ  სხვა ბაღი ახლოს არ არის.   პირადი კეთილდღეობისთვის ხომ აქვთ ფული?

 პატარებს  მეტად არ უნდა მიაქციონ  ყურადღება? რამდენ ხანს იქირავებენ სხვა სახლს? ან რატომ უნდა დაიხარჯოს ამდენი ფული ბიუჯეტიდან ქირაში? ეს არაა ორმაგი ხარჯვა?  აქვეა რამდენიმე მრავალბინიანი სახლი, ამდენი ქუჩის მაცხოვრებელი, რატომ უნად შეყარო ნაქირავებში, როცა ამხელა ბაღის შენობაა? "_ გამოთქვამენ  პროტესტს მშობლები.

# 4 საბავშვო ბაღის მენეჯერი მარიკა ღლონტი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მშობლების პროტესტი  სამართლია:

"მე  ვიცი, რომ 2016 წლის ბიუჯეტშია ჩასმული ბაღის  მთლიანი რეაბილიტაცია.  იმედია,  გაკეთდება.  ამ ეტაპზე გვიქირავეს კერძო სახლი და ყოველთვიურად 500 ლარს გადაიხდის სახელმწიფო.  სამზარეულო უნდა გაკეთებულიყო,   შესაბამისად ხარჯთაღრიცხვაც გაკეთდა, მაგრამ  გადაიდო მისი გარემონტება., რადგან ჩათვალეს, რომ ეს დამატებითი ხარჯი იქნებოდა" - ამბობს მენეჯერი.   ის მიიჩნევს, რომ  ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე # 4 საბავშვო ბაღის ფუნქციონირება  აცილებელია.

"ამაზე საუკეთესო ეზო არასად  არის, შენობას აქვს რამოდენიმე  შესასველი, საძინებელი,   სამზარეულო...  ასეთი ტიპიური  ბაღის შენობა რამოდენიმე  იქნება საქართველოში. ადრე ეს შენობა 280  ბავშვზე იყო გათვლილი,   სამი კორპუსისგან შედგება,  რაიონში პირველი ბაღი იყო.

მშობლების პროტესტი სამართლიანია, მე მათ ვეთანხმები და იმედი მაქვს, რომ კიდევ არ გაიწელება  ამ ბაღის რეაბილიტაცია. ქალაქ ოზურეგთში თითქმის ყველა ბაღია გაკეთებული ამის გარდა"_ გვითხრა ბაღის მენეჯერმა.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააღმზრდელო -საგანმანათლებლო ცენტრის მენეჯერი ეკა ნინიძე მეოთხე საბავშო ბაღთან დაკავშირებით  ამბობს, რომ შენობა  აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა, რის გამოც,  არ მოხდა აღნიშნულ ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება:

"ბაღი რომ რეაბილიტაციას საჭიროებს,   ერთი შეხედვითაც ჩანს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, შენობაში სააღმზრდელო პროცესი არ გაგრძელდეს.  აქამდე გვქონდა ბინა ნაპოვნი, თუმცა იმ ბინაზე ვეღარ შევთანხმდით.  ვეძებთ კერძო სახლს, რომ ვიქირაოთ და  დროებით გადავიყვანოთ ბავშვები."- ამბობს ეკა ნინიძე.

 კითხვაზე, რატომ არ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული ბაღის რეაბილიტაციის საკითხი, სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი გვპასუხობს, რომ მომავალი გაზაფხულისთვის,  პრობლემა უკვე მოგვარებული უნდა იყოს:

"ბაღის რემონტს სააღმზრდელო ცენტრი  ვერ გააკეთებს.  ეს არც ჩვენს კომპეტენციაში შედის და არც ამისთვის  საჭირო თანხები  გვაქვს. სამწუხაროდ, წელს ვერ მოესწრო ბაღის გარემონტება, მაგრამ  მომავალი გაზაფხულისთვის იგეგმება  და პრობლემაც გადაიჭრება.

 გადაწყვეტილი იყო სამზარეულო გაკეთება,  მყავდა კიდეც სპეციალისტები მიყვანილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შენობა კიდევ უფრო ცუდ მდგოამორებაშია, ვიდრე აქამდე იყო.  იმ  ავარიულ ოთახებში,  მე და  ქალაქის მერმა არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად ბავშვების  გაჩერება.   ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ისინი ნაქირავებ ბინაში გადაგვეყვანა"_ამბობს ნინიძე.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...