რა სიხშირით უნდა ხვდებოდეს დეპუტატი ამომრჩეველს

მთავარი თემა

რა სიხშირით უნდა ხვდებოდეს დეპუტატი ამომრჩეველს

21 სექ. 2015, 15:52:21

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მცხოვრები შაქრო ახალაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები უფრო მეტად უნდა ხვდებოდნენ ამომრჩეველს.

 _ ჩვენს დეპუტატთან, ზვიად კვაჭანტირაძესთან შეხვედრაზე არ ვყოფილვარ. ვფიქრობ, რომ სოფელში უნდა ჩამოვიდეს და დაინტერესდეს ხალხის ცხოვრებით. ჩვენთან, სოფელში, არც გაზია, არც _ წყალი... ბევრი პრობლემაა. გაგვაცნოს, რა გააკეთა ამ სამი წლის განმავლობაში, მხოლოდ ტელევიზორში ხომ არ უნდა ვხედავდეთ დეპუტატს?! _ გვითხრა შაქრო ახალაძემ. 

ავთანდილ ცეცხლაძე, სოფელ ლიხაურის მკვიდრი: _ ახლა თქვენ ხართ დეპუტატი თუ რა? ნამდვილად არ მინახავს ჩვენი დეპუტატი. კანონის ფარგლებში კი უნდა ხვდებოდეს ხალხს, მაგრამ არ გამიგია, ხვდება თუ არა ის მის ამომრჩეველს. 

ოზურგეთელი ელიკო ტრაპაიძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ თუ დეპუტატი შეხვდება ამომრჩეველს, მისი პრობლემის გადაჭრა უნდა შეეძლოს:

 _ ყველაფრის იმედი დაკარგული მაქვს. თუ კი შეხვდება მოსახლეობას, მაშინ ჩვენი პრობლემებიც უნდა მოაგვაროს, მარტო შეხვედრას რა აზრი აქვს?! ხალხის გულისტკივილს უნდა იზიარებდეს, _ თქვა ტრაპაიძემ. 

ნუნუ ნიკოლაიშვილის თქმით, იგი დეპუტატს მხოლოდ მედიიდან იცნობს: "გაზეთებიდან ვიცი, რომ, როდესაც ჩამოდის, ხვდება მოსახლეობას. ასევე, ხშირად ესწრება სხვადასხვა სახის ღონისძიებას. მე, პირადად, მასთან შეხვედრაზე არ ვყოფილვარ."

ნუნუ სანიკიძე ამბობს, რომ დეპუტატის შესახებ მისი ახლობლებისგან და მეზობლებისგან იცის.

"არასდროს შევხვედრივარ. ამბობენ, რომ კარგი პიროვნებაა, მაგრამ მე არ მინახავს. არასდროს არ მქონია იმის საჭიროება, მასთან მივსულიყავი და დახმარება მეთხოვა".

კითხვით, რამდენად ხშირად უნდა ხვდებოდეს მაჟორიტარი დეპუტატი ამომრჩეველს, "საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველოს" სამოქალაქო ჩართულობის კოორდინატორს, გიორგი თოფურიძეს მივმართეთ.

"პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პლენარული სხდომების მომდევნო კვირის სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი განკუთვნილია პარლამენტის წევრების ამომრჩეველთან შეხვედრებისთვის", _ გვითხრა გიორგი თოფურიძემ. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ", პარლამენტის წევრების ბიუროებიდან მოწერილ პასუხებზე დაყრდნობით, მოამზადა სტატისტიკური მონაცემები მაჟორიტარებისადმი მიმართვიანობის შესახებ.

როგორც ამ ორგანიზაციის 2012-2013 წლების ანგარიშში იყო აღნიშნული, "ამჯერადაც ზეპირი მიმართვიანობა აჭარბებს წერილობითს. კონკრეტულად, ყველაზე მეტი წერილობითი მიმართვა ჰქონდათ შემდეგ მაჟორიტართა ბიუროებს: იოსებ ჯაჭვლიანი _ 878; ზურაბ აბაშიძე _ 552; ეკა ბესელია _ 449; გურამ მისაბიშვილი _ 317; შალვა შავგულიძე _ 314. რაც შეეხება ზეპირი მიმართვიანობის მაჩვენებლებს, აქ ასეთი თანმიმდევრობა შეინიშნება: სოსო ჯაჭვლიანი _ 4 500-ზე მეტი; ზურაბ აბაშიძე _ 2500; ზვიად კვაჭანტირაძე _ 1 200; მურმან დუმბაძე _ 1 012; ვალერი გელაშვილი _ 1 000-მდე. ყველაზე მეტი ზეპირი მიმართვა გამოიკვეთა იოსებ ჯაჭვლიანის ბიუროში, მას მოსდევს ზურაბ აბაშიძის ბიურო. სოსო ჯაჭვლიანის ბიუროს წინა წლის მაჩვენებელიც, ზეპირი მიმართვიანობის კუთხით, საკმაოდ მაღალი იყო და 5 000-ს აჭარბებდა. რაც შეეხება წერილობითი ფორმით მიმართვას, ამ მხრივ, ყველაზე მეტი წერილობითი განცხადება მიიღო სოსო ჯაჭვლიანის ბიურომ (878 განცხადება). ბიუროს პასუხების ნაწილში ნაჩვენებია ერთიანი, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი მიმართვიანობა. ყველაზე მეტი მიმართვა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით) ჰქონდათ შემდეგ მაჟორიტართა ბიუროებს: სოსო ჯაჭვლიანი _ 5 378; ზურაბ აბაშიძე _ 3 052; ზვიად კვაჭანტირაძე _ 1 364; შოთა ხაბარელი _ 1 343; ეკა ბესელია _ 1 249.

მაჟორიტარ პარლამენტის წევრთა ბიუროების ეფექტიანი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი. ამ მიზნით, შესაძლებელია, ჩატარდეს მოსახლეობის (მისი გარკვეული ჯგუფის) გამოკითხვა, ასევე, მოქალაქეთა განცხადებების, საჯარო შეხვედრების შედეგების შესწავლა და არსებული პრობლემების მარკირება. მოსახლეობის პრობლემებზე ინფორმაციის ფლობა აუცილებელი კომპონენტია მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების შედეგიანად გასახორციელებლად. მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებიდან წარმოდგენილი 51 ინფორმაციიდან 14-ში არ ჩანდა, რომ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის კვლევას ან მოსახლეობის გამოკითხვას. წარმოდგენილ 14 პასუხში პრობლემის კვლევასთან დაკავშირებით, არაფერია მითითებული (კვლევა ან საერთოდ არ ჩატარებულა, ანდა პასუხები არ დაფიქსირდა). ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე მიღებული პასუხებიდან შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა: უმუშევრობა; კომუნალური და ინფრასტრუქტურული საკითხები (წყალი, გაზი, ელექტროენერგია, გზები); სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანი და ავარიული სახლები; საკუთრების დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემები; სამედიცინო საჭიროებები; დევნილთა განსახლება; სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება; შშმ პირებისთვის ხელშეწყობის გაუმჯობესების მოთხოვნა".

საქართველოს პარლამენტის წევრის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის ბიუროს პრესსამსახურის წარმომადგენლის ნინო კუკულაძის თქმით, საანგარიშო პერიოდში (2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე)  შემოსული წერილების უმეტესობა სოციალური ხასიათისაა. 

_ მოქალაქეები მოგვმართავენ შეწყვეტილი სოციალური დახმარების აღდგენის, მკურნალობის დაფინანსების, გზის რეაბილიტაციის, წყლის სისტემის აღდგენის, ბუნებრივი აირის შეყვანის და ა. შ. მოთხოვნებით. დეპუტატის შუამდგომლობები იგზავნება, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე, სხვადასხვა სამინისტროში. ზვიად კვაჭანტირაძის შუამდგომლობების უმეტესობა კმაყოფილდება. საანგარიშო პერიოდში დეპუტატის ბიუროში შემოსულია 165 განცხადება, აქედან დაკმაყოფილებულია 131 განცხადება. დაკმაყოფილებული განცხადებების უმეტესობა ჯანმრთელობის (ოპერაცია, მედიკამენტები) დაფინანსებას ეხება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დეპუტატის შუამდგომლობის საფუძველზე ერთ მოქალაქეს გაეწია რეაბილიტაციის კურსის ჩასატარებლად 4000 ლარის ოდენობის  დახმარება.

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიერ 1 200 მოქალაქეს გაეწია ზეპირი კონსულტაცია,  _ გვითხრა ნინო კუკულაძემ. 

"გურია ნიუსმა" საქართველოს პარლამენტის დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს რამდენიმე კითხვით მიმართა.

_  ბატონო ზვიად, თქვენი აზრით, რამდენად ხშირად უნდა ხვდებოდეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი საკუთარ ამომრჩეველს?

_ შეძლებისდაგვარად, რაც ხშირად, მით უკეთესია.

_  ჩვენ მიერ გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ დეპუტატი ხშირად უნდა ხვდებოდეს სოფელში ამომრჩეველს და ინტერესდებოდეს მათი პრობლემებით.

_ თქვენი რესპონდენტების აზრს ვეთანხმები.

_ ბატონო ზვიად, თქვენ ხშირად არ ხვდებით ამომრჩეველს. რა არის ამის მიზეზი? 

_ ორგანიზებულ მიღებას ბოლო ორი-სამი თვეა, ვერ ვახეხებ. ამის უმთავრესი მიზეზი  საზღვარგარეთ მივლინებებია. როგორც იცით, ვხელმძღვანელობ ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს და ამავე დროს, ვარ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. სამუშაოს ძალიან დიდი დრო მიაქვს, თუმცა, არასწორია იმის თქმა, რომ ამომრჩევლებს ხშირად არ  ვხვდები. მე მუდმივი და უშუალო კონტაქტი მაქვს ამომრჩევლებთან. ამ კონტაქტს ჩემი ბიურო უზრუნველყოფს. ხაზგასმით ვამბობ _ არც ერთი მომართვა არ რჩება რეაგირების გარეშე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რეაგირება იყოს პროდუქტიული და ამომრჩევლებს დავეხმაროთ ყველა გზით, რაც ჩვენს ძალას არ აღემატება.

_ ბოლოს როდის შეხვდით ამომრჩეველს და რა საკითხებზე გქონდათ საუბარი?

_ ბოლოს ამომრჩევლების ჯგუფს შევხვდი 15 სექტემბერს. მანამდე კი ოზურგეთის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის ერთწლიანი მუშაობის ანგარიშგების დღეს. ამ შეხვედრებზე სხვადასხვა ყოფით პრობლემებზე იყო საუბარი და ზოგიერთი კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის გზებს ვეძებთ. 

წლის ბოლოსთვის ვაპირებ ფართო შეხვედრის ორგანიზებას ოზურგეთელებთან, სადაც არა მხოლოდ დღემდე გაწეულ საქმიანობაზე, არამედ ქვეყნის წინაშე მდგარ სხვადასხვა საჭირბოროტო  საკითხებზე გვექნება საუბარი, _ თქვა ზვიად კვაჭანტირაძემ.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...