"ჯოჯოხეთი" თუ "სამოთხე" - რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში

მთავარი თემა

"ჯოჯოხეთი" თუ "სამოთხე" - რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში

2015 ოქტ 13 00:19:19

პენიტენციური დეპარტამენტის გაუქმება, პატიმართა უფლებრივი მდგომარეობისა და პირობების გაუმჯობესება; რისკების მიხედვით კლასიფიკაცია და შესაბამის დაწესებულებებში გადანაწილება; პირველადი სამედიცინო დახმარება ყველა დაწესებულებაში; ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირება; კვების ახალი სტანდარტი; პაემნების რაოდენობის ზრდა _  ეს იმ მიღწევების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში სამი წლის განმავლობაში განხორციელდა. თუმცა, უფლებადამცველების ნაწილი ამბობს, რომ უწყებაში პრობლემები რჩება, რეფორმა კი, ნელი ტემპით მიმდინარეობს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა  სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში - პენიტენციური სისტემის მიღწევები და არსებული გამოწვევები, საზოგადოებას, მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას, დღეს  გააცნო.

"ჩვენ შევქმენით ახალი რეალობა, რომელიც თავიდან ბოლომდე, მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებთან ერთად, უწყების თითოეული თანამშრომლის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული", _ განაცხადა კახიშვილმა და დასძინა: "ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სისტემური დანაშაული არ ხდება ციხეებში".

"არ არის გამორიცხული და ლოგიკურიცაა, რომ ერთეულ შემთხვევებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი არ აქვს. სამინისტრო არც მალავს მსგავს შემთხვევებს", _ აღნიშნა კახიშვილმა.

"_ ინფრასტრუქტურული პროექტები, კვება, ჯანდაცვა - მნიშვნელოვანი პროგრესია; სამოქალაქო კლინიკებში რომ გადაგვყავს პატიმრები და პლასტიკურ ოპერაციებსაც კი ვუფინანსებთ, რომელსაც  არცერთი დაზღვევის პროგრამა არ უფინანსებს, ესეც პროგრესია. რაციონი რომ 12 მენიუსგან შედგება - პროგრესია. კვებაზე რომ გაზრდილია დაფინანსება, ესეც პროგრესია.  ასევე მივაღწიეთ რამდენიემ დაწესებულების გამოკლებით ევროპულ სტანდარტს კვადრატულ მეტრებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კმაყოფილებით უნდა ვუყუროთ იმას, რაც ხდება.

დავნერგეთ ახალი სისტემები, ძალიან მალე დავიწყებთ, იმ პატიმრების გაყვანას სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, რომლებსაც მუშაობის სურვილი ექნებათ და ინდივიდუალური კონტრაქტების დადებას იმისთვის, რომ დასაქმდნენ და ღირსეული ხელფასი მიიღონ. რატომ უნდა დავიქირავოთ რომელიმე ფირმა და გადავიხადოთ მეტი, როდესაც  გვყავს უამრავი ადამიანი, რომლებიც პროფესიას ფლობენ და მუშაობის სურვილი აქვთ. ისინი მიღებული ხელფასით ოჯახსაც კი უზრუნველყოფენ მატრერიალურად.

გარდა ამისა, ვიცით, რომ ციხეებში წლების განმავლობაში ხდებოდა სხვადასხვა ნაკეთობების დამზადება, თუმცა ეს გამოფენების ფარგლებს არ სცილდებოდა, ახლა ვამზადებთ საიტს, სადაც პატიმრების მიერ დამზადებული ნივთების გაყიდვა იქნება შესაძლებელი, თანხები კი ელექტრონულ ბარათზე გადაერიცხებათ", _ აღნიშნა კახიშვილმა.  

"_ვნერგავთ ელექტრონული მონიტორინგის სისტემას. დავიწყეთ არასრულწლოვანი მსჯავრდებულებით და დავასრულებთ სრულწლოვანი პატიმრებით. სადაც არ არის საჭიროება, რომ ადამიანი იჯდეს ციხეში, არ უნდა იჯდეს. ამისთვის ალტერნატული კონტროლის მექანიზმი ინერგება. ერთ-ერთი ძვირადღირებული სამაჯურები შევიძინეთ და დავნერგავთ.

ამასთანავე, საქართველოს მთავრობა მუშაობს ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების მექანიზმზე, სულ მალე წარმოადგენს საკუტარ მოსაზრებას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტს, სადაც რამდენიმე ეფექტური აღკვეთის ღონისძიების სახე დაემატება და ჩვენი სამინისტროს კონტროლის ქვეშ იქნება.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის სპეციალური ჯგუფის წევრებს მიეცემათ ციხეებში ფოტოგადაღების უფლება. ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული პოლემიკის და დისკუსიის საგანი. პარლამენტმა ამას მხარი დაუჭირა და სახალხო დამცველს 2016 წლიდან მიეცემა საშუალება თავად მსჯავრდებულის, ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანების ფოტოგრაფირების უფლება, ასევე მათი განთავსების და სანიტარულ-ჰიგიენური ადგილების ფოტოგადაღების უფლებაც. ერთია, რომ რეგულაცია არსებობს კანონში, მაგრამ მეორე, რომ წესები იყოს შემუშავებული, რადგან ეს ფოტოები იყოს საქმისთვის გამოყენებული და არა უაზრო პიარისთვის. ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ ბრძანების დახვეწაზე", _ აღნიშნა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმას "შთამბეჭდავს" უწოდებს უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარიც.

"ძალიან შთამბეჭდავი ცვლილებებია. ორი რამ არის, რაც აუცილებლად უნდა იყოს და ორივე წარმატებით ხორციელდება - ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა ღირსეულ პირობებში და წესრიგი. ორივე მიმართულებით წინსვლა აქვს უწყებას", _ აღნიშნა სუბარმა ჟურნალისტებთან სამინისტროს სამწლიანი ანგარიშის მოსმენის შემდეგ.

თუმცა, მიუხედავად სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგილი სიახლეებისა, უფლებადამცველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უწყებაში პრობლემები ჯერ კიდევ რჩება.

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ გაკეთებული ბევრია, თუმცა გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია.

"გაკეთებული საკმაოდ ბევრია, რადგან აქამდე ამ სისტემისთვის თავისუფლად შეიძლებოდა ჯოჯოხეთი დაგერქმია, ახლა მიდგომები შეიცვალა.

ეს "ჯოჯოხეთი" სჭირდებოდათ და ასეთით მართავდნენ ქვეყანას. ქვეყნის ხერხემალი სწორედ ეს იყო, არა პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო; ამ "ჯოჯოხეთიდან", ხდებოდა ყველა პრობლემის გადაჭრა - დაწყებული სამართლებრივი, ფინანსურ, ეკონომიკური, პოლიტიკურით; არჩევნებით, ასევე, ბიუჯეტის შევსებისთვისაც ი იყენებდნენ. დღეს  ეს ჯოჯოხეთური სისტემა მოიშალა და  ეს, რა თქმა უნდა, კარგია. ბევრი გაკეთდა, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ იქ ახლა სამოთხეა, მაგრამ რეალურად არის ადამიანური პირობები", _ აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

უფლებადამცველი უწყებაში არსებული პრობლემებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანს გამოყოფს და ამბობს, რომ უდო-ს კომისიის მუშაობა, რისკების მიხედვით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა დროულად განთავსება, ციხეების დაუსრულებელი რემონტი, ძველი კადრები, - ჯერ კიდევ პრობლემად რჩება.

"მესმის, რომ რეჟიმის მოთხოვნები, ადამიანური და არა "სადისტური" წესრიგი უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ ვხედავ, რომ კვლავ ძალიან პრობლემურია ვადამდე პირობით ადრე გათავისუფლების (უდო) საკითხი. რეალურად, ვადამდე პირობით ათავისუფლებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც 2-3 თვე აქვთ დარჩენილი. ეს კანონისმიერი მუშაობა არ არის, რადგან კანონში წერია, რომ თუ არის მძიმე დანაშაული ჩადენილი 2/3 უნდა ჰქონდეს მოხდილი, თუ ნაკლებადმძიმეა, ნახევარი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრები კი ¾-ის მოხდის შემდეგ გათავისუფლდებიან. სამინისტროში ამ საკითხს ძალიან ფორმალურად ეკიდებიან. გარდა ამისა, პატიმრებს, რომელთა საქმეებსაც განიილავენ, არც ნახულობენ. 300-400  პატიმრის საქმეს  როცა განიხილავენ, მესმის რომ ძნელია მათთან შეხვედრა, მაგრამ არცერთთან არ მიდიან. უბრალოდ, ქალღალზე დაწერილ მონაცემებს ამოწმებენ. კურიოზია ის ფაქტიც, რომ უდო- კომისიის გადაწყვეტილების მხოლოდ გაუქმების უფლება რომ აქვს მოსამართლეს. კომისია კი, ხელახლა საქმეს არ განიხილავს. ასაჩივრებს გადაწვეტილებას უზენაესში და ასე დროც გადის და საჭიროებაც აღარ არის ამ კომისიით პატიმრის გათავისუფლების. ამ საკითხზე ნალაპარაკები მაქვს მინისტრთან და უთქვამს, რომ შესაძლებელია, მთლიანად სასამართლოზე  გადავიდეს პატიმართა გათავისუფლების საკითხი და ეს კომისია გაუქმდეს. ეს გამოსავალი იქნება", _ აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

გარდა ამისა, ნიკოლაიშვილს მიაჩნია, რომ სისტემაში პრობლემად რჩება ძველი კადრების არსებობაც.

"მართალია მასობრივად არა, მაგრამ ისევ არიან ძველი კადრები. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ კვება და სამედიცინო მომსახურება გამოსწორდა, მოთხოვნილებებს მაინც ვერ აკმაყოფილებს. პატიმართა რაოდენობა თანდათან იზრდება, არ მცირდება. რეალურად, პრობლემა არის ის, რომ ამბობენ, ახლა ამ დაწესებულებას გავხსნით, ცოტა ხანში იმ დაწესებულებასო, სადაც რისკების მიხედვით განათავსებენ პატიმრებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.

მაგალითად, მე-7 დაწესებულება რომ არსებობს, ეს უკვე პრობლემაა.  როგორც სახალხო დამცველი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც დადგენილია. აქ სულ რამდენიმე ათეული პატიმარია და მათი გადაყვანა სხვა დაწესებულებაში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ესენი კი, ლაითურის გახსნას ელოდებიან, რომელიც ძალიან გვიან იქნება. მხოლოდ ჩონჩხია და 2 წელი მაინც დასჭირდება მის წესრიგში მოყვანას. მე-6 დაწესებულება აშენებულია, რემონტი მიმდინარეობს, სადაც პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ამ პატიმრების განთავსება, სულ რაღაც 40 ადამიანზეა საუბარი. ამაზე დიდი ხანია მიდის ლაპარაკი მაგრამ პრობლემა არ წყდება.

გარდა ამისა, მე-16 დაწესებულებაზე რომ თქვეს ხალხს ვასაქმებთო, კი ასაქმებენ, მაგრამ სულ რამდენიმე ათეული კაცია გადაყვანილი, მაშინ, როდესაც 1000-ზე მეტი ადგილია. ამბობენ, რომ დასაქმებისთვის ადგილები არა აქვთ, ამიტომ იქ პატიმრებს ტყუილად ვერ გადაიყვანენ, მიდგომა კარგია, მაგრამ რამდენიმე ათეული ადამიანის გადაყვანა საქმეს ვერ წყვეტს, მაშინ, როდესაც 1000-1500  ადამიანის ადგილი ცდება. უნდა მოახერხონ სამუშაო ადგილების შექმნა და დროშასავით გამოკიდებული არ უნდა ჰქონდეთ, რომ ე.წ. სამუშაო ზონა გავხსენითო. ძალიან ბევრი პატიმარი მიკავშირდება და გამოთქვამს სურვილს, გადასვლისას და მუშაობისას. მთავარია, რასაც ამბობენ სამინისტროში დროულად განხორციელდეს, რადგან ე.წ. რემონტები და გახსნები ძალიან გაიწელა", _ აცხადებს ნიკოლაიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლიაშვილი სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ გამჭვირვალობის თვალსაზრისით, სისტემა უფრო მეტად გახსნილია, ვიდრე წინა წლეში იყო.

"ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია სისტემაში. ჩვენ გვქონდა პობლემა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რაც მისასალმებელი და დასაფასებელია", _ აღნიშნა კლდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში, სოფელ ონჭიქედში სახლი დაიწვა_ რით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიქედში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება. „ჩვენი წარმომადენელი უკვე შეხვდა დაზარალებულლ ოჯახს. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად  დაეხმარება.  ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის გამოყოფაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უმეტესად ქუთაისში იმყოფება. „ოჯახში მამა იყო. შვილები ქუთაისში არიან, თვითონაც ხშირად ქუთაისშია. თუ თვითონ იტყვის, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში გავიყვანთ ქირით“, _ გვითხრა ... ...
  • სუს-მა თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა, 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს „პრიზმა“-ს დირექტორი გ.ნ, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლები გ.ჯ, ი.გ. და შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტი რ.კ. დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორი ნ.ბ. და საწარმოში გულგრილობის ფაქტზე შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერი თ.მ.  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქ ცაგერში, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „პრიზმა“-მ გაიმარჯვა. აღნიშნულ კომპანიასთან 2 714 143 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სპორტული კომპლექსის მშენებლობის დროს, შპს „პრიზმა“-ს დირექტორმა, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლების  დახმარებით,  დოკუმენტებში 177 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ყალბად დააფიქსირა შესრულებულად  და ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილ აღნიშნულ თანხას თაღლითურად დაეუფლა.  შპს „პრიზმა“-ს დირექტორს თაღლითობაში დახმარება გაუწია  შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტმა, რომელმაც მის მიერ შედგენილ დასკვნაში არარსებული სამუშაოები შესრულებულად აჩვენა. თავის მხრივ, შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორმა, რომელსაც სამუშაოების შესრულების პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა ევალებოდა და შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერმა, რომელიც  საანგარიშგებო დოკუმენტებს ადგენდა, დოკუმენტებში არარსებული სამუშაოები შესრულებულად დააფიქსირეს. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შპს „პრიზმა“-სთან დადებული ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები სხვა კომპანიის მიერ დასრულდა. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას ვადით  6-დან 9 წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს",_ წერია გავრცელებულ ... ...
  • ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მცდელობა ბათუმშიშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში ედება. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა პირს, ვინც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ასევე, „სუბოქსინის“ 9 აბი და ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციის მიერ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“. კ. ჟ.-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ შემცველი 21 აბი, 6 შეკვრა „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი, „სუბოქსინის“ 17 აბი და ნატეხები, ერთჯერადი საინექციო შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი ხსნარით და ელექტროსასწორი, მის ზედაპირზე არსებული „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების ფლობისთვის 1 პირი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 90 აბი და ,,ESCORT-2008-MAGNUM“-ის მოდელის პისტოლეტი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ... ...
  • ჩინეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს კორონავირუსის სიმპტომები არ დაუფიქსირდათ ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ დაუფიქსირდათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან სპეციალური თვითმფრინავით ჩამოვიდნენ, რის შემდეგაც შეამოწმეს. „შემოსვლისას თითოეულ მათგანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ასევე იქ იყვნენ კლინიცისტი ექიმები. თითოეულმა მათგანმა შეავსო თვითმფრინავში ყოფნისას გარკვეული კითხვარი, თუ სად იმყოფებოდნენ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, იყვნენ თუ არა შეხებაში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან. ეს ადამიანები გადაყვანილები იქნებიან ორკვირიან კარანტინში, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, გამოიყო შესაბამისი ფართი, სადაც მათ ორი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ დაკვირვებები.  გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. ხაზს ვუსვამ, არც ერთს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ახასიათებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩაითვალა საჭიროდ, რომ მათ ორი კვირა უნდა გაატარონ კარანტინში შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“,_ განაცხადა გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, თუ ორი კვირის განმავლობაში რომელიმე მათგანს დაეწყება რესპირაციული სიმპტომები, მაშინ მათ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...