ანტისანიტარიისა და გარევაჭრობის პრობლემური ფაქტები ოზურგეთის ცენტრში

მთავარი თემა

ანტისანიტარიისა და გარევაჭრობის პრობლემური ფაქტები ოზურგეთის ცენტრში

2015 ოქტ 15 14:15:13

ოზურგეთში, თაყაიშვილისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე მრავალი სავაჭრო ობიექტია, სადაც მომუშავეთა პრობლემები ანტისანიტარიასა და სალარო-აპარატების პრობლემას უკავშირდება.

თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე #2 მაღაზიაში, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის, ქალბატონები მუშაობენ და სასურსათო პროდუქტით და ტანსაცმლით ვაჭრობენ. მაღაზიის გვერდით ოთხი სანაგვე ურნაა განთავსებული; იქვე სანიაღვრე არხია, რომელსაც ისინი საკანალიზაციო არხად მიიჩნევენ იმიტომ, რომ ადამიანები შიგ ყველაფერს ყრიან ან მის გვერდზე დაყრილი ნაგავი თავისით ცვივა არხში.

_ ეს ადგილი ყველაზე სუფთა უნდა იყოს და, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელად გვიქციეს. ქალაქის ცენტრია, თითქმის, მაგრამ რა? ძროხის თავები, ჩლიქები, ქათმის ბუნდღა და რა ვიცი, რას არ ყრიან აქ. ვაპროტესტებთ, მაგრამ ვინ გვისმენს? ძირითადად, სავაჭრო ცენტრ "მოდერნის" მიერ იყრება ნაგავი, თუმცა, საქონლის ძვლების და ტყავის ნარჩენები აგრარული ბაზრიდან მოაქვთ. პირდაპირ, ყარს აქაურობა, _ გვეუბნებიან მოვაჭრეები ვარდო ქორიძე, ეთერ ბასილია, მაკა მდინარაძე, შორენა ჟღენტი და დარეჯან გოლიაძე.

"ნაგავი ურნაში უნდა ჩაიყაროს და საკანალიზაციო თუ სანიაღვრე არხი უნდა არსებობდეს. ჩვენ ვითხოვთ, დაიხუროს ეს არხი _ ღია არ უნდა იყოს. ნაგვის ურნებში ლეშს არ უნდა ჰყრიდნენ. როგორც გამიგია, ძროხის დაკვლის დროს დატოვებულ უვარგის ნარჩენებს შესაბამისმა სამსახურმა უნდა მიხედოს. აქ, ქალაქის ცენტრში უნდა დაყარონ და აგვაყროლონ?" _ ამბობს დარეჯან გოლიაძე.

#2 მაღაზია და მიმდებარე მიწის მცირე ნაკვეთი, რომელზეც სანაგვე ბუნკერებია განთავსებული, კერძო პირს, სოფელ ბოხვაურის მკვიდრ ნოდარ გირკელიძეს ეკუთვნის. ის ამბობს, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ხელი უნდა შეუწყონ და ნაგვის ურნის დადგმისთვის თუ ადგილმონაცვლეობისთვის არ უნდა იდავონ. როგორც ჩვენი რესპონდენტი ქალბატონები ამბობენ, პრობლემის შესახებ საქმის კურსშია ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე.

_ ბეგლარ სიორიძე იყო ჩვენთან და თქვა, რომ თუ ადგილი, სადაც ნაგვის ურნებია განთავსებული, კერძო პირს ეკუთვნის, მას შეუძლია, ეს ურნები აქედან გაატანინოს. კი თქვა, მარა ვის ესმის? ვის მიაქვს? ადრე სავაჭრო ცენტრ "მოდერნის" წინ იდგა ეს ურნები. მერე აქ გადმოიტანეს და გვახრჩობენ ლეშის სუნით. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრალური ადგილია, უამრავი ხალხი დადის, არა ერთი სტუმარი გაივლის დღეში ასჯერ. როდემდე ვიყვიროთ, ნუთუ, ამაზე მეტად მოწესრიგება არ შეიძლება? _ ამბობს მაკა მდინარაძე.

რაც შეეხება ოზურგეთის აგრარულ ბაზარს, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და სავაჭრო სახეობებიც შერეულია, ე. წ. "გოჭების და შინაური ფრინველის დასაკლავ-შესაწვავი წერტიც" არსებობს. აქ მომუშავე ზვიად აბაშიძე ამბობს, რომ მათ ნარჩენების ჩასაყრელი ურნა უდგათ: "აგერ გვიდგას ნაგვის ურნა და გოჭს დავკლავთ თუ ინდაურს, ნარჩენებს აქვე ვყრით. ტყუილად ნურავინ ნურაფერს დაგვაბრალებს", _ გვითხრა მან.

ბაზარში განთავსებულ ცოცხალი პირუტყვით და ფრინველით მოვაჭრეთა მოზრდილ ფარდულშიც იგივე გვიპასუხეს: "აქვე დგას სანაგვე ურნები, თაყაიშვილის ქუჩაზე რა გვესაქმება?!" _ გვითხრეს მათ და საკუთარ პრობლემაზე გვიამბეს: _ ადრე გარეთ ვვაჭრობდით. ახლა ამ შენობაში შემოგვყარეს. თავზე არ გვაწვიმს, მაგრამ ვიხრჩობით. სცადეთ, ერთი საათით თუ გაძლებთ აქ, _ გვითხრეს მათ და ქალაქის მერი დაადანაშაულეს იმაში, რომ ღია ცის ქვეშ არ გააჩერა და "დახურულ ფარდულში შეყარა":

_ წვიმისგან კი ვართ დაცული, მაგრამ შუქი შიგ არ არის და ვენტილაცია, _ საყვედურობენ ქალბატონები, თუმცა, არც ერთი გვეუბნება საკუთარ გვარ-სახელს და ფოტოობიექტივსაც ერიდებიან, მაინც არაფერი გამოვაო.

_ ახალი ბაზარი შენდება და როგორც ამბობენ, ყველაფერი უმაღლესი სტანდარტების დაცვით მოეწყობა. მანამდე რას ითხოვთ?

_ ვითხოვთ, რომ სადაც ვიდექით, ისევ იქ დაგვაყენონ.

_ როგორ ფიქრობთ, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე დგომა, ზოგან მჭიდროდ, ზოგან _ მეჩხრად, შესაძლებელია? ბაზარსაც ხომ თავისი ფართი აქვს, რომელიც უკიდეგანო არ არის?!

_ სადაც ჩვენ ვიდექით, "გარაჟი" რომ არის ახლა იმ ადგილზე, ის შეიძლება? _ მიგვითითებენ ისინი საბარგო მიკროავტობუსების მწკრივზე, რომელიც აგრარული პროდუქტით მოვაჭრე ადამიანებს ეკუთვნით...

"გურია ნიუსმა" მიმართა ყველა იმ სამსახურს, ვის მიმართაც მოვაჭრეთა მიერ პრეტენზიები გამოითქვა.

ირინა ინარიძე, სავაჭრო ცენტრ "მოდერნის" დირექტორი: "სანაგვე ურნების შესაბამის ადგილზე განთავსება ქალაქის დასუფთავების სამსახურის პრეროგატივაა. ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა. სადაც დადგამენ, იქ გამოვიყენებთ. ამასთანავე, ჩვენ დასუფთავების გადასახადის სახით ყოველთვიურად 250 ლარს ვიხდით".

ქალაქ ოზურგეთის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი ვლადიმერ სალუქვაძე: "აღნიშნულ ტერიტორიაზე დგას ოთხი ურნა და მხოლოდ სავაჭრო ცენტრი "მოდერნი" კი არა, ამ ურნებით სარგებლობენ შუაგულ ქალაქში არსებული სხვა ორგანიზაციები და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ვინც ახლოს ცხოვრობს. ჯერ გეტყვით იმის შესახებ, რომ თითქოს ნაგავს წურავენ... ეს არასწორი ინფორმაციაა. ერთი ნაგავმზიდი 70 ასეთი ურნიდან აღებულ ნაგავს ითავსებს. დაპრესვა ხდება არა მარტო თაყაიშვილის ქუჩაზე, არამედ ყველგან, სადაც აიღებენ. ეს არის ნაგვის ნარჩენის გატანის ტექნოლოგიური პროცესი. რაც შეეხება სანიაღვრე არხს, აუცილებლად გავწმენდთ, რასაც აქამდეც ვაკეთებდით. მოვეკიდებით მეტი ყურადღებით. ვეცდებით, დავხუროთ, თუმცა, ერთხელ დავხურეთ, მაგრამ ჩატეხეს ცემენტის ფილები და შემდეგ გაიჭედა შიგ და უარესი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. ურნებს რაც შეეხება, მთავარია, თავსახური დაეხუროს, ღიად არ დატოვონ და სუნიც ნაკლებად იქნება. თითოეული ოჯახის და ახლომახლო მომუშავის ვალია, როგორც საკუთარს, ისე მიაქციონ ყურადღება ამ ტერიტორიას. ჩემი მხრივ, ყურადღებას გავაორმაგებ, რომ აქ ანტისანიტარია არ იყოს".

ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ "დღეისთვის ოზურგეთში მრავალი პროექტი ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთზეც მალე დაიწყება მშენებლობა _ იქ გათვალისწინებულია ტროტუარების დაგება და არხების ცხაურით დახურვა, მანამდე კი დასუფთავების სამსახურმა და ადგილობრივებმა თანაზომიერი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რომ სანიტარული ნორმები არ დაირღვეს".

თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე #1 მაღაზიაში მოვაჭრე ქალბატონები, რომლებიც ახლახან "რუსთავი-2"-ის გადაცემა "არჩევნის" რესპონდენტები იყვნენ და საკუთარ პრობლემებზე საუბრობდნენ, ჩვენთან საკუთარი ვინაობის დასახელებას ერიდებიან, ჟურნალისტების მიმართ კი საყვედურს გამოთქვამენ:

_ არავის იმედი არ გვაქვს. ვისაუბრე იმაზე, რომ "ოცნების" ქომაგი ვიყავი. დაპირებები დაპირებად დარჩა, თუმცა, "ნაციონალებს" რომ გაემარჯვათ, დამიჭერდნენ, იმდენს დავრბოდი,-მეთქი. წავიდნენ, მიაჭრეს, მოაჭრეს და დატოვეს, რაც უნდოდათ. არავის იმედი არ გვაქვს. ჩვენ განა ფუფუნებას ვითხოვთ? რამდენ მიტინგზე გვითხრა "ქართულმა ოცნებამ", რომ მცირე მეწარმეს გადასახადი არ ექნება, გაიცემა იაფი სესხი და ყველანაირი შეღავათი დაწესდებაო? სადაა ეს დანაპირები? საგადასახადო სამსახური დღემდე გვაჯარიმებს, სალარო აპარატებს გვთხოვენ, როცა ამ აპარატის შეძენის თავიც არავის აქვს. როცა სოფლიდან მოტანილს ვყიდი, სალარო აპარატში ფული როგორ გადავიხადო? გარკვეულ პერიოდში მაინც რომ გაეწიათ შეღავათი, როგორც გვპირდებოდნენ, არ შეიძლებოდა? ერთ-ერთი ბანკი ლარის კურსით სესხს არ გვაძლევს, დარღვევები გაქვთო და დოლარით თუ გინდათ, წაიღეთო. ლარს თუ ვერ ვიხდი, დოლარს გადავიხდი? ბანკების პოლიტიკა მისაღებია ამ ქვეყანაში?

_ გვითხარით ამ ბანკის სახელწოდება.

_ ერთი კვირის შემდეგ გეტყვით. ახლა დოლარით გვაძლევენ სესხს და იმასაც გაგვიჩერებენ. იძულებული ვართ, გამოვიტანოთ, ასეთი მჩაგვრელობითი დამოკიდებულების მიუხედავად, სხვა რა გზა გვაქვს?! სიკვდილი, მეტი არაფერი... ვერ ვიგრძენით სახელმწიფოსგან თანადგომა. იმდენი ზარალი გვაქვს, დამპალი თუ გაფუჭებული პროდუქტი უნდა გადავყაროთ, გვინაზღაურებს ვინმე? სახლში საჭმელად ნახევრად გაფუჭებული მიგვაქვს, რომ დანარჩენი გამოვიყენოთ. ესაა ცხოვრება? 200 ლარით უკვე დაგვაჯარიმეს. ვერანაირად ვერ გადავიხდი და უნდა მივყვე დინებას, _ გვეუბნებიან ქალბატონები, რომლებიც საგადასახადო სამსახურისგან შევიწროებულად თვლიან თავს და მშველელიც არსად ეგულებათ.

აბაშიძის ქუჩაზე მდგომი კიდევ ერთი გარემოვაჭრე ოჯახი, ცოლ-ქმარი პაპიძეებიც თავს საგადასახადო სამსახურისგან დაჩაგრულად მიიჩნევენ.

_ სახლიდან მოტანილ კივს ვყიდდი. ერთი კილოგრამი იყიდა ვიღაც ქალბატონმა. წასული არ მეგონა, მოვიდა და მითხრა, ქვითარი არ მოგიციაო. თან საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელი მოჰყვა და დამაჯარიმა. ასე ჩასაფრება შეიძლება? რომ მქონდეს, მაგათ ვალაპარაკებ? არ არის გლეხისთვის საშველი _ არც იაფი სესხი, არც შეღავათი! ადრე იძახდნენ, სალარო-აპარატის განვადებით შეძენა შეიძლებაო. ახლა არც ესაა შესაძლებელი. მოწესრიგდითო და თავი თუ აქვთ მოწესრიგებული? ამ ქვეყნის ხელისუფალი რომ პრემიას აიღებს ჩვენი შემხედვარე, იმას რაზე უნდა ველაპარაკო, მჯეროდეს მისი?! ხელისუფლებაში ჩემი ძმა რომ დაჯდეს, ჩემს ჭკუაზე ის არ ივლის. იმას კი არ ვითხოვ, ფუფუნებაში მაცხოვრე,-მეთქი. ჯერ თავი მოიწესრიგოს ჩვენმა ხელისუფლებამ და მერე მოგვთხოვოს ჩვენ წესრიგი. აი, ამას ვითხოვთ. თავიანთი ღიპების მეტი არაფერი ახსოვთ, _ გაბრაზებული ამბობს რამინ პაპიძე, რომელიც დანარჩენი ქალბატონების მსგავსად, 200 ლარით დააჯარიმა საგადასახადო სამსახურმა, თუმცა არ იცის, შეძლებს თუ არა გადახდას...

გარემოვაჭრეთა პრობლემის შესახებ "გურია ნიუსი" შემოსავლების სამსახურის ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსს კახა კოსტავას ესაუბრა:

_ იმ შემთხვევაში, თუ გარემოვაჭრე საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მოწეულ აგრარულ თუ სხვა პროდუქტს ჰყიდის და წარმოადგენს სოფლიდან შესაბამის ცნობას, თავისუფლდება გადასახადისგან. დანარჩენ შემთხვევაში, როცა ყიდულობს და მოგების მისაღებად ჰყიდის, ეს კანონი არ მოქმედებს. კარგად მესმის მათი წუხილი, თუმცა, კანონი მეტ გასაქანს არ გვაძლევს. მუდამ ვცდილობთ, მოველაპარაკოთ, რაღაც შეთანხმებას მივაღწიოთ, თუმცა, მეტი არ გამოდის. ახლა სალარო აპარატის განვადებით გამოტანის საშუალებაც არ არსებობს. ამიტომ რომ არ მოხდეს ინკასო, ყადაღა, გირავნობა, აუცილებელია, საქმე არ მივიდეს დაჯარიმებამდე, _ გვითხრა კახა კოსტავამ.




 ახალი ამბები
  • ახალი დეტალები ოზურგეთში მესაქონლეობის ფერმის აშენებასთან დაკავშირებითმესაქონლეობის ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია არა ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რკ “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს წარმოებას აპირებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000 ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, უცხოეთში. “გურია ნიუსი“ პროექტის დეტალებით დაინტერესდა. კოოპერატივი “გურული ნობათის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, ჩოლოქის ტერიტორიაზე (გურია-აჭარის საზღვართან) აუქციონზე გამოტანილი 7 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ მარტო მან არა. “ფული არ მეყო და სხვებმაც იყიდეს. მიწის ნაკვეთზე 2000-სზე მეტი ნერგი მაქვს დარგული, ხეხილის ბაღია. შემდეგ გადავწყვიტე მესაქონლეობის ფერმის გაკეთება. უკვე დაწყებული მაქვს პროექტის განხორციელება და ორ წელიწადში უნდა დავასრულო. მე კი მინდა ექვს თვეში ავაშენო, მაგრამ ასე, არ ხდება. მიწის ნაკვეთის გადმოცემას არ დააყენეს საშველი. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიტანე საქართველოს მთავრობაში პროექტი. იმის შემდეგ მესამე პრემიერი ჰყავს უკვე საქართველოს და როგორც იქნა მიწის ნაკვეთი გადმოგვცეს. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოვიგეთ. 20 დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ბრძანებას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა. მიწის ნაკვეთზე 15 კაცი მუშაობს ახლა,“ _ გვითხრა ზაქარეიშვილმა. ზაზა ზაქარეიშვილის თქმით, გურიაში ბიზნესის დაწყებამდე, ახალციხეში ჰქონდა  ფერმა. “150 სულამდე საქონელი მყავდა. მოხდა ისე, რომ ყველა ჩასვლამდე მცირდებოდა ამ საქონელის რიცხვი, ზოგს რა დაემართა და ზოგი კიდევ მგელმა დაჭამა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება ოზურგეთში,“_თქვა ზაქარეიშვილმა. ... ...
  • ზაზა ურუშაძე “ოსკარის“ მოპოვების შემთხვევაში გურული აქცენტით აპირებდა "გავიმარჯვეს" თქმასცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“ ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა. ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც. ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ? ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა. ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა. “მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ - გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ... ...
  • ილია მეორე: "უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ უცხოეთში წასვლას მამულისა და მიწის მიხედვა სჯობს. პატრიარქმა მღვდლებს სთხოვა, რომ მაგალითი მისცენ მრევლს, საკარმიდამო მიწები დაამუშაონ და ამით ხელი შეუწყონ სოფლის გაძლიერებას.  „დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.  მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,“_ განაცხადა ... ...
  • აფეთქება თბილისში-როგორია დაშავებულების მდგომარეობათბილისში აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 5 დაშავებულიდან 3  დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის დაშავებულებიდან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. აფეთქება თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" საღამოს მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ... ...
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ ჩოხატაურში წინაასაახალწლო სამზადისი  დაიწყო. საახალწლო განათებებს მუნიციპალიტეტის მთავარ ქუჩაზე უკვე ამონტაჟებენ. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რა თანხა დაიხარჯება წელს ბიუჯეტიდან საახალწლო სამზადისისთვის და რა ღონისძიებები იგეგმება_ ამ საკითხების შესახებ კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას ვესაუბრეთ. მერის თქმით, საახალწლო სამზადისისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი, რაც სხვადასხვა აქტივობას მოხმარდება. „საახალწლო სამზადისის ბიუჯეტი 25 000 ლარს შეადგენს. ეს თანხა დაიხარჯება  როგორც საახალწლო მორთულობების განახლებაზე, ასევე, სხვადასხვა აქტივობისთვის. წელსაც გვექნება ჩვენს მთავარ მოედანზე კონცერტი, ჩვენი შემოქმედებითი  ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ახალი წლის შეხვედრა დასრულდება ფეიერვერკით. საახალწლო ღონისძიებები გაგრძელდება შობის სადღესასწაულო დღეებშიც”, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს