ხელისუფლება თანხებს ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე ზოგავს

მთავარი თემა

ხელისუფლება თანხებს ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე ზოგავს

2010 დეკ 14 12:58:26

მათ შორის, სოლიდური დაფინანსებით სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება "მომავალი" გამოირჩეოდა _ თითქმის ნახევარმილიონიან ბიუჯეტს არაკომერციული იურიდიული პირი დამოუკიდებლად ხარჯავს, თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, გამოყოფილი თანხის ნახევარზე მეტი ხელფასებს ხმარდება.
მიმდინარე წელს, რამდენიმე ბაღს რემონტიც ჩაუტარდა და როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გვარწმუნებდა, ყველაფერი შესანიშნავად იყო. სწორედ ამიტომ, სიტუაციის გადასამოწმებლად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების _ ბუკნარის, ქვენობნის, ბასილეთის, ხიდისთავის და ერკეთის ბაღებს ვესტუმრეთ.
ბუკნარში სასიამოვნო გარემო და სისუფთავე დაგვხვდა. ბაღში ერთი შერეული ჯგუფია, საწოლები ძველია, თეთრეული _ მშობლების მოტანილი. პრობლემებიც ბლომად აქვთ _ სახელურმოტეხილი ფინჯნები, არასაკმარისი სკამები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ აქვთ მაცივარი. ბაღის დირექტორის, ნათელა თავდიშვილის განმარტებით, 5 თვეა, უმაცივროდ მუშაობენ და ამის შესახებ საქმის კურსშია ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი. ბუკნარის საბავშვო ბაღში გვითხრეს, რომ მალფუჭებად პროდუქტს სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიაში ინახავენ.
მაცივარი არც ქვენობნის საბავშვო ბაღში აქვთ; ახლაგარემონტებულ კედლებს საღებავი უკვე ეცლება; მოუწესრიგებელია სველი წერტილები. იქ მისულებს გვითხრეს, რომ მაცივარზე და სველ წერტილებზე მნიშვნელოვანი შენობის რემონტი იყო, რადგან დაზიანებული სახურავიდან წვიმა ჩადიოდა.
ბასილეთის საბავშვო ბაღს სველი წერტილი ეზოში აქვს. ბაღის გვერდით მდებარე, ახალგარემონტებული შენობა, როგორც გვითხრეს, სამზარეულოსთვის არის განკუთვნილი, თუმცა, იქ მხოლოდ ცარიელი კედლები დაგვხვდა:
_ გამოაცხადეს, ციკლონი იქნებაო. შეგვეშინდა(?!) და ძველ შენობაში გადავიტანეთ ისევ(?!), _ განგვიმარტა ბასილეთის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა ინგა მჟავანაძემ.
მაცივარი არც ხიდისთავის საბავშვო  ბაღში აქვთ. სველი წერტილები, რომლებიც ეზოშია განთავსებული, საკმაოდ მოუწესრიგებელია. ბაღის გამგის თქმით, ისეთი მალფუჭებადი პროდუქტი, როგორიც არის კარაქი, ხორცი და ა.შ. პირადად მას ჩოხატაურიდან მოაქვს.
_ იმდენი ხელფასი კი მაქვს, რომ ჩოხატაურში ყოველდღე წავიდე და დავბრუნდე _ მაგისთვის დამატებითი ხარჯი არ მჭირდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ხიდისთავის საბავშვო ბაღის დირექტორმა ნანი გოგიბერიძემ.
ერკეთის საბავშვო ბაღში კი სავალალო მდგომარეობა დაგვხვდა _ ჭერი, საცაა ჩამოვარდება, ხოლო ერკეთელების თქმით ე.წ. ბოსელზე მიშენებული სამიოდე ოთახი გამოუყენებელია. საბავშვო ბაღის დირექტორის თქმით, ახალი შენობის მოთხოვნა მათ გააკეთეს და ეს ოთახებიც ამიტომ აშენდა, თუმცა, იმის გამო, რომ ბოლომდე არ გარემონტდა, ვერ სარგებლობენ.
_ მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ხელი არაფერზე მომიწერია, _ გვითხრა ბაღის გამგე ნელი ჯინჭარაძემ.
არადა, ამ ოთახების რემონტი 8 000 ლარი დაჯდა. ეს რომ წყალში გადაყრილი ფულია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გიორგაძემაც დაგვიდასტურა:
_ ერკეთის საბავშვო ბაღი საერთოდ უქმდება, _ გვითხრა გიორგაძემ.
_ რატომ?
_ როგორც მითხრეს, ერკეთის საბავშვო ბაღში 12 ბავშვია, როცა ჯგუფის რაოდენობის მინიმუმი 25 აღსაზრდელია. არ არის გამორიცხული, ბაღი ქვემო და ზემო ერკეთის შუაში გადმოვიდეს და მისი მომსახურებით ორივე სოფელმა ისარგებლოს. ამ საკითხზე ახლა ვმუშაობთ.
_ ბატონო გია, თუკი უქმდება, რა საჭირო იყო 8 000 ლარის დახარჯვა უფუნქციო ობიექტზე?
_ 8 000 ლარად ის გაკეთდა, რისი საშუალებაც იყო.
_ ჩვენ ხუთ საბავშვო ბაღს ვესტუმრეთ და არსად არ იყო მაცივრები.
_ ბაღებს რა მოთხოვნაც ჰქონდათ, ის გაუკეთდათ.
_ რა მოთხოვნა ჰქონდათ?
_ ინფარსტუქტურის მოწესრიგება სურდათ.
_ და თქვენ ფიქრობთ, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია? ქვენობნის საბავშვო ბაღში რამდენიმე თვის წინ დამთავრდა რემონტი და საღებავი უკვე გაფუჭებულია. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ არცერთ საბავშვო ბაღს მოწესრიგებული სველი წერტილი არ აქვს.
_ მასეთი რამ ჩვენ არ გვინახავს.
_ ჩვენ ვნახეთ და გადავიღეთ კიდეც.
_ მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ბაღებისთვის მაცივრების შეძენა.
_ მიმდინარე წელს რატომ არ შეუძინეთ? ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე გააკეთეთ ბიუჯეტის ეკონომია?
_ ბაღები არასამეწარმეო იურიდიული პირები არიან და ბიუჯეტსაც დამოუკიდებლად განკარგავენ, _ გვითხრა გიორგაძემ.
ბიუჯეტს თავად რომ განკარგავს, ამას სააღმზრდელო დაწესებულება "მომავლის" დირექტორი ნინო ბარამიძეც ადასტურებს. მისი თქმით, ერთბაშად ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია:
_ ჩვენი ორგანიზაცია სამი წელია, რაც ჩამოყალიბდა და ერთად ყველაფერს ვერ შევძლებდით. თანდათანობით ყველაფერს ვიზამთ.
_ სამი წლის განმავლობაში მაცივრების შეძენა ვერ მოახერხეთ?
_ ხიდისთავში და ერკეთში ჰქონდათ მაცივრები და ახლახან გაუფუჭდათ. ჩვენც მრავალჯერ მოვითხოვეთ მაცივრების შეძენა და მომავალი წლის ბიუჯეტში ეგ საკითხი გათვალისწინებულია.
_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გვითხრა, რომ თქვენს მიერ მაცივრებზე მოთხოვნა არ გაკეთებულა?
_ როგორ არა, ყველა უწყება საქმის კურსში ჩავაყენეთ. საკრებულოს კომისიაზეც დავსვით ეს საკითხი და როგორც გითხარით, მომავალი წლის იანვრიდან ეს პრობლემა ყველა საბავშვო ბაღს მოუგვარდება.
_ ქალბატონო ნინო, როგორც გავიგეთ, ერკეთის საბავშვო ბაღი უქმდება...
_ არ ვიცი. თქვენგან გავიგე პირველად.
_ ეს ინფორმაცია გამგებელმა მოგვაწოდა.
_ გუშინ (საუბარი ჩაწერილია 10 დეკემბერს. რედ.) მეც ვნახე გამგებელი, მაგრამ არაფერი უთქვამს. ვფიქრობ, ამის შესახებ მეც უნდა ჩავეყენებინე საქმის კურსში. მეც ხომ უნდა მცოდნოდა?
_ ამის შესახებ ჩვენ ვერაფერს გეტყვით... ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბაღებში მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა...
_ მე ყოველ კვირას დავდივარ ბაღებში და ყველა მისი მძიმე წერტილი ვიცი. უმაცივრობა ჩვენი პრობლემაა, თუმცა მომავალ წელს მოგვარდება. 2001 წლის ბიუჯეტში სველი წერტილების მოწესრიგებაც იგეგმება. ერთბაშად ყველაფერს ვერ შევძლებთ. ნელ-ნელა კი ყველაფერი მოგვარდება, _ აღნიშნა ბარამიძემ.
როგორც გავარკვიეთ, ჩვენს მიერ მონახულებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლების უმეტესობამ არ იცოდა, რომ ბაღებში მაცივრები არ ჰქონდათ:
_ ყველა ბაღში უნდა იყოს მაცივარი. რისკის ფაქტორი ნებისმიერ მომენტში არსებობს _ ყველა პროდუქტი _ შესაბამისი ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. ბაღის ასაკის ბავშვებს განსაკუთრებული კვება სჭირდებათ და მათი საკვების შესანახად მაცივარი აუცილებელია. მით უმეტეს, რომ ახლა ზამთრისთვის უჩვეულო სითბოა. დაუშვებელია, ბიუჯეტი ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე დაიზოგოს. სხვა რამეზე უნდა გაკეთდეს ეკონომია და არა ჩვენი შვილების, ჩვენი მომავლის ჯანმრთელობაზე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას პედიატრმა ვახტანგ გაჩეჩილაძემ.




 ახალი ამბები
  • “საქართველო სხვა პლანეტის კუნძული არ არის“ - გიორგი კეკელიძესაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ადამიანებს. “გუშინ მცირე გასვლა მომიხდა თბილისს გარეთ, მეზობელ რეგიონში გარდაუვალ საჭიროებაზე - საკუთარი კოტეჯიდან აუცილებელი ნივთები წამოვიღე. ჰოდა, იმ გზაზე, ცხადია, ადრეც ხშირად გამივლია - მაშინ დიდწილად ცარიელი იყო სოფლის ქუჩები. გუშინ კი - ადამიანები დიდ ჯგუფებად ბირჟებზე იდგნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ (მგონი საგანგებოდ), არაყს სვამდნენ. მეგობრებო! ურთულესი თვე გველის. სულ მცირე - ორი კვირა. კიდევ ერთხელ და უმორჩილესად გთხოვთ - მოიკრიბეთ ძალა და დარჩით სახლში. ევროპა და ამერიკა წალეკა კორონავირუსმა, მთელი თაობა შეიწირა! საქართველო სხვა პლანეტის კუნძული არ არის, ამას გადაურჩეს: ტალღები იქნება - ძალიან მალე! მაგრამ ცუნამს უნდა გადავურჩეთ! თავისუფლების, ხეტიალის, ადამიანების სიყვარულში მე არ გეჯიბრებით, მაგრამ მერწმუნეთ, ვერც თქვენ შემეჯიბრებით. ძალიან, ძალიან გთხოვთ, თბილისსა თუ თბილისს გარეთ - ან სახლში დარჩით ან დისტანცია დაიცავით. ქარავანი დაძრულია და თუ ასე გააგრძელებთ, აქლემი აქაც დაიჩოქებს!“ - წერს გიორგი ... ...
  • თენგიზ კალანდაძე: საკარანტინო ზონიდან შემოსული პროდუქტი არაა საშიშისაკარანტინო ზონიდან, მარნეულიდან და ბოლნისიდან პროდუქციის გატანა არ შეფერხებულა. იქ მიმდინარეობს რძის, ფრინველისა და კვერცხის, ფქვილის წარმოება, ეს პროდუქცია ჩვეულებრივად გამოდის ამ რაიონებიდან. არანაირი განსაკუთრებული დამუშავება ამ პროდუქტს არ სჭირდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ „დილის შოუში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ განაცხადა. „მარაგებთან დაკავშირებით სამინისტროში პირველივე დღიდან შეიქმნა შტაბი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და უშუალოდ მინისტრი კურირებს. ჩვენ დავიწყეთ მარაგების შესწავლა, რა მარაგებია საბითუმო ბაზებში, საცალო ვაჭრების ქსელში, რა მოლოდინები გვაქვს და ა.შ. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ არანაირი პრობლემა მარაგებთან დაკავშირებით არაა. ამის ძალიან ნათელი მაგალითია ის, რომ იმ ორ დღეში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მოსახლეობამ გარკვეული პროდუქციის მომარაგება დაიწყო, გაჩნდა მარკეტებში რიგები, მაგრამ ეს კრიზისული პერიოდი ძალიან მარტივად გადავიტანეთ, დახლებზე დეფიციტი არ შექმნილა და ჩვენი შტაბი მუდმივად აკონტროლებს როგორც მარაგებს, ასევე იმას, რომ ფასები არ იზრდებოდეს“, - განაცხადა კალანდაძემ. მისივე თქმით, საკარანტინო ზონიდან შემოსული პროდუქტი არაა საშიში და მას განსაკუთრებული დამუშავება არ სჭირდება. „იმ ქვეყნებში, რომლებმაც პიკი გადაიარეს, მათ შორის ჩინეთში სურსათით ვაჭრობა არ შეჩერებულა. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთმა უკვე გახსნა თავისი საწარმოები და დაიწყო ექსპორტი. ასევე ჩვენთან, საკარანტინო ზონიდან, მარნეულიდან და ბოლნისიდან პროდუქციის გატანა არ შეფერხებულა. იქ მიმდინარეობს რძის, ფრინველისა და კვერცხის, ფქვილის წარმოება, ეს პროდუქცია ჩვეულებრივად გამოდის ამ რაიონებიდან. არანაირი განსაკუთრებული დამუშავება ამ პროდუქტს არ სჭირდება. სასურველია, კარგად გავრეცხოთ ხილი, ბოსტნეული და ნებისმიერი სხვა პროდუქტი, და ეს ყოველთვის ასე უნდა დამუშავდეს“, - აღნიშნავს თენგიზ კალანდაძე. ... ...
  • "რთულია მშვიდად უყურო ამ ყველაფერს და გადადარებას ელოდო"მელი თურმანიძე 14 წელია იტალიაში, მილანში მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. როგორც მელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, იტალიაში ჩასვლისას უფროსი ვაჟს 4 წელი არ ჰქოდა შესრულებული, უმცროსი კი იქ შეეძინათ. _ რა მდგომარეობა არის ამ ეტაპზე იტალიაში? _ მდგომარეობა კრიტიკულია. ლომპარდიის რეგიონი ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია იტალიის ტერიტორიაზე და ჩვენ ამ ეპიცენტრში ვიმყოფებით.  სერიოზული სისწრაფით იმატებს დაავადებულთა რაოდენობა. დღეს ყველაზე დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვქონდა (ინტერვიუ ჩაწერილია 28 მარტს). რთულია მშვიდად უყურო ამ ყველაფერს და გადადარებას ელოდო. _  მელი, იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რა მდგომარეობაში არიან ქართველი ემიგრანტები? _ საერთო პრობლემა ყველას ერთნაირად ეხება, განურჩევლად ეროვნებისა ან  სოციალური მდგომარეობისა. საჭიროების შემთხვევაში აბსოლუტურად ყველას ექნება ერთნაირი დახმარება, მიუხედავად იმისა, იტალიის მოქალაქეა, თუ ემიგრანტი, ლეგალურად ცხოვრობს ქვეყნის ტერიტორიაზე, თუ არა!  მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა წესის გათვალისწინება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მოითხოვს და მაქსიმალური მცდელობა იმისა, რომ არ აღმოვჩნდეთ საავადმყოფოში. რთული წარმოსადგენი არაა, რა მდგომარეობაა საავადმყოფოებში. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები გვარწმუნებენ, ჯერ კიდევ მართვადია მდგომარეობა, მაინც არაა რთული წარმოსადგენი, რა პირობებში უწევთ მუშაობა ათასობით ადამიანის გადასარჩენად. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბევრი ქართველი ემიგრანტი სამუშაოდან დაითხოვეს, რამდენად სიმართლეა არ ვიცი, რადგან საპირისირო ცნობები მაქვს. ნებისმიერი ეროვნების ადამიანს, რომელიც მომვლელად ცხოვრობს, ისე უწევს კარანტინში ყოფნა, როგორც  ყველას. ისინი აღარ გამოდიან დღისით გარეთ, ვეღარ იყენებენ თავისუფალ ორ საათს და კვირა დღესაც ატარებენ ოჯახში. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც საათობით მუშაობდნენ ოჯახებში,  დათხოვნილები არიან დროებით, როგორც  ყველა და როგორც კი აღდგება ნორმალური მდგომარეობა, ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაოს. მართალია უშემოსავლოდ დარჩენილი ადამიანების ყოფა უფრო რთულია, მაგრამ ყოველ ქალაქში არის ქართული სათვისტომოები და ზრუნავენ მათზე მაქსიმალურად. ჩვენს ქალაქში,- მილანში არის “მილანის ქართული სამრევლო“, ჩვენი წინამძღვარი მამა კირიონ მაჩაიძე აკეთებს შესაძლებელზე მეტს.  არსებობენ  ქართველი ოჯახები, რომლებიც უსასყიდლოდ სთავაზობენ უსახლკაროდ დარჩენილ თანამემამულეებს თავშესაფარს. რამდენადაც ვიცით, მამა კირიონმა,  საქართველოში წამოსვლის მსურველთა მოთხოვნით საელჩოსაც მიმართა, მაგრამ   ახლა რთული დრო უდგას მთელს მსოფლიოს და  სამწუხაროდ იოლი არაფერია.   _იტალიის ხელისუფლება გეხმარებათ თუ არა?  _ ბონუსები, რომლებიც გამოიყო ხალხის დასახმარებლად, გავრცელდა  ლეგალურად მომუშავე ემიგრანტებზეც.  ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერად  მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს შემუშავებული კანონები იპოთეკურ სესხებზე, ელექტრო ენერგიისა, თუ გაზის მოხმარების  საფასურებზე. ჯანდაცვის სისტემისთვის კი, როგორც უკვე გითხარით, მნიშვნელობა არ აქვს ავადმყოფის სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას. იტალია თანაბრად ზრუნავს ნებისმიერ დედამიწელზე, რომელიც მის ტერიტორიაზე იმყოფება. _  თუ გაქვთ იტალიის საელჩოსთან კონტაქტი  და რამდენად ხშირად მიმართავთ მათ? _ მე პირადად არ მაქვს საელჩოსთან კავშირი, დამოუკიდებლად ვახერხებ მოვიგვარო პრობლემები და ვთვლი, რომ არ უნდა შევაწუხო, თუმცა საჭირო დროს მეიმედება.   ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტია, ვინც არ იცის იტალიური, არ იცის როგორ მოიქცეს, ამიტომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საელჩო აქტიურად ეხმარება მათ. ხშირად ვრცელდება  საელჩოსთან დასაკავშირებელი ნომრები და თხოვნა, რომ დაავადების შემთხვევაში სასწრაფოდ მივმართოთ საელჩოს, ისინი შუამდგომლობენ საავადმყოფოებთან. სამწუხაროდ, ქვეყანაში გამოცხადებულმა კარანტინმა, ბევრი უსაბუთოდ და შავად მომუშავე ადამიანი დატოვა სარჩოს გარეშე, რასაც მათი ქუჩაში გამოსვლა მოყვება ალბათ, აქა იქ უკვე გამოჩნდნენ და დიდი სიფრთხილე გვმართებს. მიუხედავად კარანტინისა, ბევრი ჩვენგანი იძულებულია გარეთ გავიდეს. ჩემი მეუღლე, ჩემი და მუშაობენ, ისე როგორც ბევრი სხვა ადამიანი. მომვლელებს უწევთ გამოსვლა, სხვაგან თუ არა, აფთიაქში მაინც. მეც მიწევს ყოველდღიურად გასვლა, რომ მოვიკითხო ორი მოხუცი, რომელთაც გარეთ გამოსვლა არ შეუძლიათ, ისინი მეუბნებიან რა სჭირდებათ  და მე მათთვის მიმაქვს.  სწორედ მათგან მომავალს თავს დამესხა ახალგაზრდა მამაკაცი, თანხისა და ტელეფონის წართმევის მუქარით, ტელეფონი ხელში მეჭირა, მაგრამ არ მივეცი, მან კი შეშინების  მიზნით ქურთუკში  შემალული დიდი სამზარეულოს დანა ამოიღო და დამემუქრა, საბედნიეროდ ჩემს ყვირილს გამოეხმაურნენ ადამიანები სახლებიდან, უყვიროდნენ, თუ არ შეეშვები პოლიციას გამოვიძახებთო, შეშინდა და გაიქცა. გუშინვე საჩივარი შევიტანეთ პოლიციაში. აღმოჩნდა, რომ დღის განმავლობაში ჩემს გარდა ორ ქალს შეეტანა საჩივარი იგივე  აღწერილობის ადამიანზე. პოლიცია აქტიურად იძიებს საქმეს,  ჩვენს ტერიტორიაზე მოიმატა პოლიციის მანქანების პატრულირებამ.  მართალია, ადგილობრივი პოლიცია აქტიურად მოძრაობს ქუჩებში, მაგრამ საშიშროება მუდამ არსებობს და თუ კარანტინი დიდხანს გაგრძელდება, საშიშროებაც იმატებს. ძალიან მადარდებს იმ ადამიანთა ბედი, რომლებიც ასე მძიმე პერიოდშიც კი იძულებულები არიან გამოვიდნენ სახლებიდან და სამუშაოზე წავიდნენ. მათზე არავინ საუბრობს, ისინი ყოველთვის ჩრდილში დგანან, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ბევრი ფაბრიკა და დაწესებულება, რომელიც ვერ დაიკეტა ქვეყნის კეთილდღეობის მიზნით, როგორც კონტი ამბობს, ამ ადამიანების ზურგზე მუშაობს. სწორედ ამ ადამიანებზე ხმის მიწვდენის მიზნით გავავრცელე ინფორმაცია სოციალურ ... ...
  • იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი "გოლდის" მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. ... ...
  • მეუფე გრიგოლი: ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოსფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გვიან ღამით ფოთის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. მეუფე გრიგოლის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა, საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს ეკლესიაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდება. მან აღნიშნა, რომ შეიძლება ადამიანებმა ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლონ არა იმის გამო, რომ ვინმე უკრძალავთ, არამედ ღვთის გამო, დაიცვან საკუთარი თავიც და სხვაც. მისივე თქმით, პრობლემები, რაც არის საქართველოში, შესაძლოა, იოლად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს საფრთხეების სწორად გააზრებაში და კარგი იქნება, ეს საფრთხეები უმსხვერპლოდ გადავლახოთ. „ზიარებაზე განსხვავებული აზრი არსებობს სასულიერო პირებს შორისაც. ეს საკითხი ცალკეულად ვერ გადაწყდება. სინოდზე უნდა გადაწყდეს. ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან და არა პირიქით“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...