სოფელ ბახვის პრობლემები

მთავარი თემა

სოფელ ბახვის პრობლემები

26 ოქტ. 2015, 17:19:53

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბახვი, ოზურგეთიდან 12 კილომეტრით არის დაშორებული. სოფელ ბახვის ტერიტორიულ ერთეულში სამი სოფელი _ ქვედა ბახვი, ბახვი და მშვიდობაური შედის. მოსახლეობა ბახვის ცენტრამდე მისასვლელ გზას არ უჩივის, თუმცა, მათი თქმით, სოფელში, ე.წ. "თავკობულის" უბანში გაზი ჯერ არ არის, ასევე ცუდ მდგომარეობაშია გზა და რაც ყველაზე მთავარია, ამ უბანს წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი საათით მიეწოდება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში უწყლობის პრობლემა წლების განმავლობაში დგას. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ყოველ წელს აკეთებენ წყალგაყვანილობის სისტემას, თუმცა, სამუშაოები უხარისხოდ ტარდება და პრობლემა მუდამ გადაუჭრელია.

რუსუდან საღინაძე: "პრობლემების მეტი რა გვაქვს. გაზი ამდენი ხანია არ გამოგვიყვანეს, შეშა ჩვენ არ გვაქვს, აქ ტყე არ არის ახლოს, რა უნდა ვქნათ ამ ზამთარში, არ ვიცით. წყალი დილით მოვა ადრე და 9 საათამდე უნდა მოვასწროთ ჭურჭლების ავსება, თორემ მერე წყდება.

სახლში მცირეწლოვანი ბავშვები მყავს, სამუშაო არსად  არის, ოჯახის წევრები არ მუშაობენ. მხოლოდ ჩემი პენსიის იმედზე ვართ, შემოსავალი მხოლოდ თხილის გაყიდვისგან გვაქვს. ჩაის ფაბრიკა მთლად განადგურებულია, თორემ ქალებს კი გვქონდა სამუშაო, ლუკმა-პურს მაინც ვშოულობდით. გაზის შემოყვანა დაწყებულია, იძახიან _ დღეს იქნება, ხვალ იქნებაო, ახლა ისიც გვითხრეს, რომ ბახვის მოსახლეობამ 400 ლარის ნაცვლად გაზის სახლში შეყვანისთვის  700 ლარი უნდა გადაიხადოსო. საიდან მოვიტანოთ 700 ლარი?" _ ამბობს რუსუდან საღინაძე და მოსახლეობაში ძველი და ახალი ხელისუფლების მხრიდან შიშის სინდრომზეც საუბრობს:  "მეუღლე გარდაცვლილი მყავს, 20 წლის შვილი წინა ხელისუფლების დროს სამხედრო სამსახურში იყო და იქედან ჩამომისვენეს, შინაგან ჯარში მსახურობდა და მომიკლეს. ვერ გამოვიძიე საქმე, ვინ მოკლა, არავის ყურადღება არ მოუქცევია მაშინ. ცუდს ან საწინააღმდეგოს იტყვი და გადაგეკიდებიან. პატარები მყავს, მეშინია. რომ ვამბობდი, ჩემი შვილის მკვლელი მომინახეთ,-მეთქი, მითხრეს, თუ არ გაჩერდები, მეორესაც მოგიკლავენო. ამნაირი მთავრობა გვყავდა ადრე. ახლაც მეშინია, სანდო არავინ არაა. დღეს, მგონი, უარესი მდგომარეობაა. უნდა გეშინოდეს რამის თქმა, მეზობელი მეზობელს ვერ დაელაპარაკება, ერთი სააკაშვილისკენაა, მეორე _ ივანიშვილისკენ. იჩხუბო უნდა ან გაჩერდე პირში წყალი ჩაიგუბო".

ლიანა ნიკოლაიშვილი: "ჩვენი უდიდესი პრობლემა გაზის შემოყვანაა. დაიწყეს კიდეც, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ 700 ლარი უნდა გადაიხადოთო. იძულებულები ვართ, გადავიხადოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ამ გაჭირვებულ ხალხს რა პასუხს გასცემენ ამ არჩევნებზე, არ ვიცი"

ნანი წულაძე: "გზა აქ არ არის, არც გაზია, თავს პენსიით ვირჩენთ. თხილი გვაქვს და ის არის ჩვენი შემოსავალი. წყალი არაა _ ესაა ყველაზე უარესი და უდიდესი პრობლემა"

ჟუჟუნა ანდღულაძე: "კალაძე ამბობდა ტელევიზიით, გაზი ყველას ოჯახში შევაო. ჯერ თქვეს, 400 ლარი  ეღირებაო და ახლა 700 ლარს გვთხოვენ. რას ნიშნავს ეს? საერთოდ თუ იქნება წყალი ისე, როგორც ადრე? ისე, ყველაფერი კი "აგვისრულა" "ოცნებამ" რაც დაგვიპირდა და კი მიიღებს ამ საარჩევნოდ ჩვენს პატივისცემას. მეოთხე წელიწადს ჯიბეებით იგრძნობთ უკვე წინსვლასო და კი ვიგრძენით _ დაგვიცარიელდა ჯიბეები, ელემენტარულად იმის როგორ არ რცხვენიათ, პენსია 10 ლარით რომ მოგვიმატეს? "

გია შუბლაძე: "წყალი ხანდახან გვაქვს, გაზი არაა, გზა არაა, სამუშაო არაა. არანაირი უკეთესობა არ ჩანს!"

 "გურია ნიუსი" სოფელ ბახვში ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრებლების საყოფაცხოვრებო პირობებითაც დაინტერესდა _ მათი უმეტესობა სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება

აშოტ სატვალდიევი: "24 წლის ვხდები, ვარ უმუშევარი. მყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, ასევე მცირეწლოვანი დედმამიშვილები, რომლებსაც ჩემი იმედი აქვთ. სოციალური დახმარება გვქონდა და რამდენიმე თვე იმის გამო შეგვიჩერეს, რომ თურქეთში გადავედი სამუშაოდ, აბა, აქ რით ვარჩინო ოჯახი? როგორ ვუპატრონო  სამ არასრულწლოვანს? ელემენტარულად, იმის საშუალება არ მაქვს, რომ ბავშვებს სკოლაში 50 თეთრი გავატანო, რომ შესვენებაზე რამე ჭამონ. ნახევრად მშივრები არიან. მე თუ სადმე ფიზიკურ სამუშაოს ვნახავ, ვმუშაობ ქირაზე. რამდენიმე წლის წინ ფერადი ლითონის ქურდობაზე დამიჭირეს. სახლში მშივრები რომ ვიყავით, მოვიპარე და  საჭმელი ვიყიდე. აღარ მინდა ასეთი ცხოვრება,  გამოსავალი კი არ გვაქვს,

დედა მყავს, მამა უგზო-უკვლოდ დაკარგულია აგვისტოს ომის მერე და ვერსად მის გზა-კვალს ვერ მივაგენით".

ანზორ პაქსაძე: "ცხრა სული ვცხოვრობთ სახლში. გვაწუხებს უფულობა, შიმშილი. ჩვენი ყველაზე მეტი პრობლემა უმუშევრობაა. თავს პენსიით ვირჩენთ. საჭმელს მაშინ ვჭამთ, თუ სადმე ფიზიკურად ვიმუშავებთ. არჩევნების პერიოდში სტიქიამ სახლს სახურავი მოაძრო.  დაგვპირდნენ, რომ გადახურავდნენ, თუმცა, იმის მერე დიდი დრო გავიდა. აუცილებლად არჩევნები უნდა იყოს, რამეს რომ შეგვპირდნენ მაინც? ყურადღებას არავინ გვაქცევს, ამ სოფელს თუ ჰყავს საერთოდ პატრონი?"

ლამარა რატჩენკო: "ჩვენ თუ არ გვეკუთვნის სახლის გადახურვა, აბა ვის უნდა დაეხმარონ? ჭერიც ამ ზამთარს ვერ გაუძლებს. ტრაგედია რომ მოხდეს, მაშინ ხომ  შეწუხდებიან?! ჩვილი ბავშვები ცხოვრობენ ამ სახლში. ამას წინათ რომ ძლიერად წვიმდა, ჩამოვარდა ერთი ხე ჭერიდან და ძლივს გადავრჩით. ნახეთ, თუ შეიძლება აქ ცხოვრება? საფრთხე ემუქრებათ ბავშვებს", _ ამბობდნენ ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრებლები.

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს სოფელ ბახვში გოჩა შარაშენიძეს დაუკავშირდა, რომელმაც მოსახლეობის მიერ ჩვენთან საუბრისას გაჟღერებული ყველა ინფორმაცია დაადასტურა და სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა: "გაზის შემოყვანასთან დაკავშირებით ვესაუბრე კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც მითხრეს, რომ არის გაურკვევლობა, მაგრამ 400 ლარზე მეტი არ დაჯდება გაზის შეყვანა მოსახლეობაში.  ჯერ ოფიციალურად არ არის გადაწყვეტილი, ზუსტად რამდენი დაჯდება. ვუთხარი, მოსახლეობამ ზედმეტი რატომ უნდა გადაიხადოს,-მეთქი, და მიპასუხეს, რომ ფასები ჯერ  ჩამოსაყალიბებელია, _ ამბობს შარაშენიძე და წყლის პრობლემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს: "წყალთან დაკავშირებით მართლაც პრობლემებია. მოსახლეობას მაქსიმალურად მიეწოდება იმ რაოდენობის წყალი, რისი შესაძლებლობაც არის. 600-ტონიანი რეზერვუარი ივსება, რომელიც მთელ სოფელს მიეწოდება მანამ, სანამ  არ დაიცლება, მაგრამ მილებია გახეთქილი, _გვითხრა სოფლის რწმუნებულმა.

შიდა გზების შესახებ შარაშენიძე ამბობს, რომ მოსახლეობამ ცოტა თავი თუ არ შეიწუხა, ისე არაფერი გამოვა:

_ გზები კი ცუდ დღეშია ნამდვილად, მაგრამ მოსახლეობამ ცოტა უნდა შეწუხდეს და რამე გააკეთოს. ამ წყალდიდობამ მაინც სულ ჩამორეცხა ეს გზები, მალე დაიწყება მოხრეშვა. ჩემ მიმართ უკმაყოფილებას თქვენთან გამოთქვამენ _ ერთად წავიდეთ და ვნახოთ, რომელიმე ჩემზე ცუდს თუ გეტყვით, გავცემ პასუხს.

_ ბატონო გოჩა, ჩაის ფაბრიკის ბინების მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი სახლი მძიმე მდგომარეობაში და სასწრაფოდ გადახურვას საჭიროებს.

_ ჩაის ფაბრიკის ბინები არ არის მუნიციპალიტეტის ქონება _ თავად ფაბრიკას ეკუთვნის. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ. გვყავდა კიდეც კომისია ამოყვანილი, მაგრამ ქონება რადგან ჩვენი არ არის, ამიტომ ამის უფლება არ გვაქვს. ჩვენია მხოლოდ მიწა, თორემ აქამდე იქნებოდა გადახურული, _ გვითხრა სოფლის რწმუნებულმა.




 ახალი ამბები
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...
  • დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ შესაძლებელია- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი. „მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, - განაცხადა ... ...
  • მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს- გამყრელიძე გენადი ონიშენკოს„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის ... ...
  • პაატა იმნაძე: კონდიციონერის გამოყენება საშიშიაოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ნება დართული არ იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა ... ...
  • პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობასდეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე - მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში. „ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ანუ, მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით“, - განმარტა ბექა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?