როგორ გავთხოვდეთ 100-ლარად

მთავარი თემა

როგორ გავთხოვდეთ 100-ლარად

27 ოქტ. 2015, 03:28:24

რას აქცევს ყურადღებას მამაკაცი ქალთან შეხვედრის დროს? რა არის მთავარი პირველ შეხვედრაზე? როგორ ავირჩიოთ ღირსეული მამაკაცი? რა ნაბიჯები გადავდგათ რომ თავი შევაყვაროთ? - გასათხოვარ და ბედნიერების მსურველ ქალბატონებს ტრენინგ-ცენტრი "ბედნიერი ქალი", 100-ლარად, ტრენინგზე ეპატიჟება.

პოსტმა, რომელიც სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გაჩნდა, დიდი დაინტერესება გამოიწვია. რას გულისხმობს ტრენინგკურსი, რა პრაქტიკულ და თეორიულ მასალას შეასწავლიან ტრენინგის მონაწილეებს და ჩატარდება თუ არა მსგავსი ტრენინგი მამაკაცებისთვის, - ამ თემებზე "გურია ნიუსი" "ბედნიერი ქალის" ტრენერს მაია ჩადუნელს ესაუბრა.

_ ქალბატონო მაია, რამდენი ხანია, რაც თქვენი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა და საიდან გაჩნდა ტრენინგის იდეა?

_სულ რაღაც ორი დღეა, რაც ორგანიზაცია დაარსდა. არ გვეგონა, თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა ამ ტრენინგის გამოცხადებას. ჩვენ ეს გავაკეთეთ უფრო შინაური წრისთვის, მეგობრებისთვის, მეგობრის მეგობრებისთვის და ისეთი ამბავი ატყდა, რომ ვფიქრობთ, გავიშლებით და დიდ მასშტაბებზე გადავალთ.

_  რას გულისხმობს ტრენინგის კურსი?

_ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ყველაფერმა. პრაქტიკული კურსები, ანუ ვარჯიშები მოიცავს როგორ ვისწავლოთ გაღიმება, რომ არ ვიყოთ ხელოვნური. პრაქტიკაა ღიმილი, ჟესტები, მიმიკა, როგორი უნდა გვქონდეს ვარცხნილობა, მაკიაჟი, თუ მესიჯს მოგწერს მამაკაცი, რომელსაც აინტერესებთ, რამდენ ხანში უნდა უპასუხოთ, პირველმა უნდა დაურეკოთ თუ არა; ასეთი პრაქტიკული ვარჯიშები გვექნება.

_ტრენინგს ქართული გამოცდილებიდან გამომდინარე აკეთებთ, თუ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას ეყრდნობით?

_ მსგავსი ტრენინგები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მაქვს გავლილი. ჩამოვედი საქართველოში და გამიჩნდა იდეა, რომ აქაც ჩავატარო იგივე ტრენინგი, რომ ჩვენი ქალბატონები უფრო ბედნიერები გავხადოთ.

_ ეს გარკვეულწილად ფსიქოლოგიური კურსია?

_რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიაზეც ვმუშაობთ, რომ უფრო პოზიტიურად აღიქვან ადამიანებმა ბევრი რამ, უფრო ქალურები და ნაზები გახდნენ. არ იყვნენ ისეთი აქტიურები, რაც ახლა სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოშია. ქალი უფრო აქტიური გახდა, მამაკაცი პასიურია.

_რომელი ქვეყნის გამოცდილებას ეყრდნობით და არის თუ არა ქართული რეალობა შესწავლილი?

_ქალის ბედნიერებაზე ტრენინგს პირველად საქართველოში ჩავატარებ, მაგრამ თავად ვატარებდი მსგავს ტრენინგებს გერმანიაში, უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში და ა.შ. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა თემაზე გვქონდა ტრენინგები. ამ ტრენინგებს მე თვითონ ვესწრებოდი უკრაინაში და ყაზახეთში.

_ როდის იწყება ეს ტრენინგები და რა ხანგრძლოვობისაა კურსი?

_ტრენინგი ორდღიანია და ტარდება დღეში 5 საათით. 12-დან 5 საათამდე. პირველი ტრენინგი შაბათ-კვირას ჩატარდება და 5-6 ქალბატონი მიიღებს მონაწილეობას. გვინდა ეს იყოს ოჯახური სიტუაცია, ინდივიდუალური მიდგომა ადამიანებთან.  ვმუშაობთ უკუკავშირზე, შედეგებიც ძალიან გვაინტერესებს. დასაწყისისთვის ასე გადავწყვიტეთ, მერე ვნახოთ რა იქნება.

_ აღნიშნეთ, რომ ბოლო პერიოდში ქალები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და მამაკაცები პასიურები გახდნენ. რას გულისმობთ ამაში და ხომ არ აპირებთ მსგავსი ტრენინგების ჩატარებას მამაკაცებისთვის?

_ იმხელა გამოხმაურება მოჰყვა მამაკაცების მხრიდან ამ ტრენინგის ანონსს, რასაც ნამდვილად არ ველოდებოდით. დღეს უკვე რამდენიმე მამაკაცმა დარეკა, ძალიან უნდათ ასეთი ტრენინგების გავლა. ალბათ, ვიფიქრებთ, მამაკაცებისთვისაც ჩავატაროთ, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ ქალბატონებისთვის ვიმუშავებთ.

_რამდენი ადამიანია ამ ეტაპისთვის კურსის გავლის მსურველი?

ამ მომენტისთვის მსურველი 674 ადამიანია. თუმცა ტრენინგი მხოლოდ 5-6 ქალბატონისთვის ჩატარდება.

_ რა კრიტერიუმებით აარჩევთ ამ 5-6 ქალბატონს?

_ ჯგუფებად უნდა დავყოთ მონაწილეები. შევარჩევთ ასაკობრივ ჯგუფს. აქცენტს ვაკეთებთ 25-დან 55-წლამდე ქალბატონებზე. თუმცა, ცოტა პატარა რომ იყოს ან ცოტა დიდი 55 წელზე, პრობლემა არც ამაში იქნება. რაც შეეხება თავად ტრენინგების ჩატარების დროს, თავიდან გვინდოდა მხოლოდ შაბათ-კვირას ყოფილიყო, თუმცა მოთხოვნაა იმხელა, კვირის სხვა დღეებში ჩატარებაზეც ვფიქრობთ.

_ რა საჭიროებებს ასახელებენ ქალები, რომლებაც სურვილი გამოთქვეს თქვენს ტრენინგს დაესწრონ, უფრო ბედნიერებაზე კეთდება აქცენტი თუ გათხოვებაზე?

_რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ქალი თავისთავად შეიძლება იყოს ბედნიერი, 99%-ში ქალის ბედნიერება მაინც გათხოვება, ოჯახის შექმნა, ბავშვის გაჩენაა. ქალი იმისთვისაა დაბადებული, რომ ოჯახი შექმნას. ამ მიმართულებით მივდივართ. ქალების აქტიურობა და კაცების პასიურობა მთელს მსოფლიოში იქამდე მიდის, რომ ძალიან ბევრი მარტოხელა და უბედური ადამიანია. ჩვენ გვაქვს ფსიქოლოგიური ტრენინგიც, როგორ გავხდეთ ბედნიერები. პოზიტიურად როგორ შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას და რაში ვეძებოთ ეს პოზიტივი.

_ თქვენი დაკვირვებით, რა ასაკიდან მიიჩნევენ ქალები თავს გაუთხოვრად?

_ 28 წლის ზემოთ, ქალები თავს უკვე გაუთხოვრად მიიჩნევენ, თუმცა სინამდვილეში, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.

_ ორი დღე საკმარისია იმისთვის, რომ ქალებს ასწავლოთ როგორ იყვნენ ბედნიერები?

_ორი დღე ძალიან ცოტაა, მაგრამ საფუძვლის ჩასაყრელად და დავალებების მისაცემად, რაც მან შემდეგ უნდა გააკეთოს, ამისთვის საკმარისია. ვმუშაობთ უკუკავშირზე, ანუ რა შედეგები მიიღო იმ ადამიანმა, რომელსაც ჩვენი ტრენინგი აქვს გავლილი.

_ ანუ, სტატისტიკურ მონაცემებს აწარმოებთ?

_აუცილებლად გვინდა სტატისტიკის წარმოება. როცა რაღაცას აკეთებ, უნდა იცოდე რა შედეგი მოიტანა ამ საქმიანობამ.

_ ტრენინგის პროგრამაში გიწერიათ, რომ ასწავლით ქალბატონებს როგორ უნდა გათხოვდნენ. შეგიძლიათ, პატარა მინიშნება მაინც გააკეთოთ, როგორ შეიძლება ამას მიაღწიონ?

_ყველა ამ კითხვას მისვამს, მაგრამ ერთი კონკრეტული რამის გაკეთება საკმარისი არ არის. დაწყებული იქედან, როგორ გამოვიყურებით, რომ ვულგარულები არ უნდა ვიყოთ; ასევე, არ უნდა ვიყოთ უხეში, აქტიური, ამას ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. სანამ თქვენ რაიმეს თქმას დააპირებთ, მამაკაცი რომ გიყურებთ, მას უკვე შექმნილი აქვს დაახლოებითი პორტრეტი, ვისთანაც საუბარს აპირებს. ჟესტებს, მიმიკას, ხმის ტემბრს, რა თემებზე ესაუბრებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ განვიხილავთ იმას, რა თემებზე შეიძლება მამაკაცს ესაუბრო და რაზე არ უნდა ესაუბროთ.

_ამას კონკრეტული ჩარჩოები აქვს? ადამიანები ხომ ინდივიდუალურები არიან?

_გეთანხმებით, რომ ყველა ინდივიდუალურია და ამას ორ დღეში ვერ მოვიცავთ, მაგრამ უკუკავშირიდან გამომდინარე, შესაძლოა, შეიქმნას ჯგუფი, ტრენინგის კურსები ვინც გაიარა იმ ადამიანებისგან  და ვისაუბროთ რა შედეგები მიიღეს და რა საჭიროებებს ხედავენ კიდევ.

_ გყავთ ქართველი მამაკაცების კონტინგენტი შესწავლილი, მათ რა ინტერესები აქვთ?

_ გვაქვს კაცების კლასიფიკაცია. ამ კლასიფიკაციაში წერია, ვისთან შეიძლება საერთოდ ურთიერთობის დაწყება და ვისთან არა. ასევე გვაქვს შკალა მამაკაცის თვითდაჯერებულობის - ანუ როგორ აღიქვამს კომპლიმენტს, კრიტიკას, რამდენად წარმატებულია, არის თუ არა ნამდვილად ასე, თუ იტყუება..

_ ფიქრობთ, რომ თქვენი ტრენინგგავლილი ქალბატონებიდან რამდნიმე მაინც გათხოვდება?

_რა თქმა უნდა, ასე იქნება. თუ ყველა იმ დავალებას შეასრულებენ, რასაც მიიღებენ, ამას აუცილებლად შეძლებენ. ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მასალას - რაღაც დასაზეპირებელია, რაღაც დასაწერი, კითხვების დასმა უნდა ისწავლონ. თუ ამას გააკეთებენ და რაც მთავარია ქალურები და ნაზები იქნებიან, არ იქნებიან აქტიური, ნამდვილად მიაღწევენ სასურველ შედეგს. არ ვამბობ, რომ ქალი საერთოდ  არ უნდა იყოს აქტიური, მაგრამ როდესაც კაცთან ერთად ხარ თუნდაც ყავაზე მიპატიჟებული, შენ ძალიან აქტიური არ უნდა იყო. მამაკაცთან აქტიურობა არ უნდა გამოიჩინო. ეს არის ყველაზე მთავარი. მსოფლიოა ისეა მოწყობილი, დომინანტი არა მარტო ამ შემთხვევაში, მამაკაცია.

_შესაძლოა, ამაში ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები შეგეკამათონ...

_შეიძლება, მაგრამ მე იმას არ ვამბობ, რომ ქალს არანაირი უფლება არ უნდა ჰქონდეს, მარტო ოჯახში იჯდეს; მე ვამბობ, რომ როდესაც კაცთან გაქვს ურთიერთობა და სადღაც მიდიხარ, მოქცევის წესი უნდა იცოდე. ელემენტარული ნორმები, რომ კაცს კაცად აგრძნობინო თავი და შენც ბედნიერი იყო. როგორც ჩვენ ძალიან ქალური მამაკაცები არ მოგვწონს, ისე არიან ისინიც, არ მოსწონთ კაცური ქალები. ცხოვრებაში ქალი ძლიერი და აქტიური უნდა იყოს, თუმცა არა მამაკაცთან ურთიერთობისას.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls