პრემიერი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს: "დღეს თავშეკავება გვმართებს"

მთავარი თემა

პრემიერი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს: "დღეს თავშეკავება გვმართებს"

2015 ოქტ 30 15:58:39

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლებშიც  სააკაშვილის ბოკერიას და გვარამიას საუბარია ასახული საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა:

_ გუშინ გავრცელდა ოდესის გუბერნატორის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, გიგა ბოკერიასა და რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორის, ნიკა გვარამიას შორის საუბრების ჩანაწერები.

შეუძლებელია არ შეგაძრწუნოს იმ ცინიზმმა და გულგრილობამ, რომელსაც იჩენენ ის პირები, რომლებსაც ოდესღაც ჩვენი ქვეყნის ბედი ებარათ.

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რამდენად ამორალურია მათი მიდგომა ზოგადად პოლიტიკის და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ხალხის ბედისადმი.

ეს ის ხალხია, ვინც ფიგურირებს ამ ჩანაწერებში. არბევდა მშვიდობიან დემოსტრანტებს, ვინც სასტიკად უსწორდებოდა ოპონენტებს, ვინც არბევდა ტელევიზიებს,მათ შორის იმედს და სხვებს,  ვინც ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვით იყო დაკავებული, ვინც ციხეში შექმნა ისეთი სისტემა, რომელმაც საქვეყნოდ ლაფში ამოსვარა ჩვენი ქვეყნის  სახელი.

მათ ჯერაც ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, იმაზე მეტად ძლიერი ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ყველა სამსახური მუშოაბს 24 საათის განმავლობაში, რომ მაქსიმალურად დავიცვად თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.

მე გუშინ მქონდა ოპერატიული თატბირი, ჩვენ სიტუაციას სრულად ვფლობთ და ვაკონტროლებთ.

მივმართავ ყველას, გთხოვთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ჩვენ ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და არ დავუშვათ არეულობა, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. 

პირობას გაძლევთ, ჩვენი სამართალდამცავები გამოიძიებენ ამ საკითხს ბოლომდე, ნებისმიერ პროვოოკაციას აღკვეთენ და გაანეიტრალებენ და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას სახელმწიფოს დასაცავად.

მესმის ეს აღშფოთება, რადგან მეც კი მიჭირს ამ საშინელ  ქმედებებზე ემოციების გარე განცხადებების გაკეთება, მაგრამ დღეს თავშეკავება გვმართებს.

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს - საქართველოშიც და საზღვარგარეთაც: თავი შეიკავეთ ამ პროცესის პოლიტიზებისგან და მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლისგან.

სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი.  მიეცით სისტემას მუშაობის საშუალება. მიეცით სასამართლოს და მოსამართლეს მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწუყვეტილება ნებისმიერ საკითხზე.

ხელისუფლება უპირობოდ უჭერს მხარს მედიის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რა შედეგებით დამთავრდება რუსთავი 2-თან დაკავშირებული სასამართლო დავა, საქართველოს ყავს და ეყოლება თავისუფალი მედია.

მათ კი, ვინც გეგმავს ჩანაწერების მიხედვით დადგმულ შესაძლო შეთქმულებაში მონაწილეობას, მივმართავ კატეგორიულად: კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში.

სახელმწიფო და პირადად მე, ვიქნები გარანტი, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული, ჟურნალისტის და ნებისმიერი მოქალაქის.

ვინც დღეს ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, ვინც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობს ან გეგმავს რაიმე პროვოკაციას, ისინი იქნებიან უმკაცრესად დასჯილი.

ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ლიდერები ვერ დაუპირისპერებენ საქართველოს მოქალაქეებს და ვერცერთი დღეს საქართველოში ვერ დაგეგმავს ვერანაირ პროვოკაციას. ყველა ადამიანი იქნება გამოვლებნილი და უმკაცრესად დასჯილი.

ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებისა. ამიტომ დავდგეთ ამ პროვოკაციებთან  სიძულვილზე მაღლა და ერთად შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.




 ახალი ამბები
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებსშავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. „მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ ... ...
  • პრემიერმა ბახმაროში წასვლა გააუქმა _ ვინ ჩაანაცვლებს ბახტაძესპრემიერი მამუკა ბახტაძე, დღეს ბახმაროში ტრადიციულ დოღს არ დაესწრება. პრემიერის დაგეგმილი სტუმრობა ბახმაროში გუშინ საღამოს გაუქმდა, რისი მიზეზიც უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით ბახმაროში პრემიერის ჩასვლის გაუქმება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მამუკა ბახტაძე პოსტს ტოვებს და მისი შემცვლელად ბიძინა ივანიშვილი ორ კანდიდატს შს მინისტრს გიორგი გახარიას და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილის კანდიდატურებს განიხილავს. იმ შემთხვევში თუ პრემიერის სავარძელში ვიცე-პრემიერი გახარია გადაინაცვლებს მისი პოსტი, შესაძლოა ალეკო ტაბატაძემ ან ირაკლი ღირბაშვილმა დაიკავოს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს პრემიერი არც ფერიცვალების სადღესასწაულო წირვას არ ესწრება, რომლესაც მისი უწმინდესობა ილია მეორე აღავლენს. წყარო: ... ...
  • გედევან ფოფხაძემ პარტია დატოვა _ დაპირისპირება ბესელიას გუნდშიგავრცელებული ინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია “სამართლიანობისთვის” დატოვა. თუმცა, ინფორმაციას თავად ეკა ბესელია ამ ეტაპზე არ ადასტურებს. გუნდში შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა კი ბესელიამ უპასუხოდ დატოვა. შეგახსენებთ, რომ პარტია “სამართლიანობისთვის” ყრილობა 20 ივნისს გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ - ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად ზვიად კვაჭანტირაძე ... ...
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...