რა შესთავაზეს არჩევნებამდე გრფფ-ს ვიცეპრეზიდენტს და რატომ ტოვებს თანამდებობას პრეზიდენტი

მთავარი თემა

რა შესთავაზეს არჩევნებამდე გრფფ-ს ვიცეპრეზიდენტს და რატომ ტოვებს თანამდებობას პრეზიდენტი

2015 ნოე 4 19:05:46

გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე თანამდებობას ტოვებს. ამის მიზეზად ებრალიძე მისი ოჯახის და მეგობრების მიმართ გახორციელებულ ზეწოლას ასახელებს:

_ ბევრი რამის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება _ ჩემი ოჯახის პატარა ბიზნესზე დღემდე გრძელდება ზეწოლა. მეგონა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდებოდა, თუმცა, არა. 28 ოქტომბერს გაუვიდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებას ვადა, რომლის თანახმადაც ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ ობიექტს ამოწმებდნენ. დასკვნა უნდა დაეწერათ, მაგრამ შემოწმება კიდევ ერთი თვით გააგრძელეს. უკვე მეოთხეჯერ ამოწმებენ ობიექტს, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას კახა ებრალიძე, რომელიც ამ ყველაფერს მის გადაწყვეტილებას _ სფფ-ს პრეზიდენტობის არჩევნებში რევაზ არველაძის მხარდაჭერას უკავშირებს.

ებრალიძის ინფორმაციით, ზეწოლა მიმდინარეობს მის მეგობრებზეც:

_ ხარიტონ ჩხატარაშვილი გურიის ფეხბურთის ფედერაციის მდივანია. არჩევნების დროს იგი საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ მთავარი მწვრთნელი იყო და სთხოვდნენ, ჩემს წინააღმდეგ ემოქმედა. უფრო მეტიც, შესთავაზეს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ იგი გახდებოდა გრფფ-ს პრეზიდენტი, რაზეც ჩხატარაშვილმა უარი თქვა და დღეს ის სახლში ზის _ გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, ჩემი უახლოესი მეგობარი, ირაკლი ფაცურია, რომელიც საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორი იყო 2013 წლის შემდეგ, გაათავისუფლეს. არადა, მაშინ, როცა ჩემი არჩევნები იყო, 13 ადამიანი გაგვიშვეს გუნდიდან და ირაკლი დატოვეს. თუმცა, ახლა, მხოლოდ მისი დირექტორობისდროინდელ საბუთებს ამოწმებს ლანჩხუთის აუდიტის სამსახური. სამჯერ არის აუდიტი ჩატარებული და დასკვნებია დადებული, თუმცა, ახლა ისევ რაღაცის ძებნა დაიწყეს. თან ამას ისეთი ხალხი აკეთებს, გაგეცინებათ _ შევარდნაძის დროინდელი თანამდებობის პირები და იმ დროს რა და როგორ ხდებოდა კორუფციის კუთხით, ყველამ კარგად ვიცით, _ ამბობს ებრალიძე.

გრფფ-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველაფერში ზღვარი უნდა არსებობდეს და ამასთან ერთად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ მოტივად მომავლის არარსებობასაც ასახელებს:

_ ყველაფერი გამოჩნდება _ რა გაკეთდა ჩემს დროს ამ ხუთი წლის განმავლობაში და რა გაკეთდება მომავალში, _ დასძინა ებრალიძემ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო და კონკრეტული პირებისგან იძულება არ ყოფილა:

_ მე წამოვედი და იმედია, ახლა მაინც დაანებებენ თავს ჩემს ოჯახს და მეგობრებს. სირცხვილია, როცა ირაკლი ფაცურიას ამოწმებ _ ადამიანს, რომელიც ლანჩხუთში განთქმულია პატიოსნებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ _ სირცხვილია, როცა „გურიას“ ამოწმებენ ის ადამიანები, რომლებიც კლუბის ხელმძღვანელები არიან და შევარდნაძის დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, _ გვითხრა ებრალიძემ.

ებრალიძის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ლანჩხუთის „გურიას“ პრეზიდენტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე:

_ ლანჩხუთის გამგეობის აუდიტის სამსახურის უფროსი გია ნაჭყებიაა. იგი, როგორც აფხაზეთში, ასევე, სამაჩაბლოში ომობდა და პროფესიონალი კადრია. იგი კლუბის 6 წლის ნამუშევარს ამოწმებს და არა კონკრეტული პირის, რაც კლუბმა მოითხოვა.

სხვათა შორის, ირაკლი ფაცურიას მამა გამგეობაში ერთ-ერთი უმსხვილესი სამსახურის უფროსი და ჩემი მეგობარია. არ ვიცი, რაში სჭირდება კახას ასეთი საუბარი, _ გვითხრა ურუშაძემ.

ებრალიძის მხარდაჭერის გამო თანამდებობის დაკარგვას უარყოფს ხარიტონ ჩხატარაშვილი. მისი თქმით, მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. ჩხატარაშვილი ამბობს, რომ, მისთვის არავის შეუთავაზებია ებრალიძის საწინააღმდეგოდ წასვლა და ამის სანაცვლოდ გრფფ-ს პრეზიდენტის პოსტის ჩაბარება.

კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ გურიის ფეხბურთის ფედერაციის წევრები. როგორც გვითხრეს, ახალი კანდიდატურის შესახებ მსჯელობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ებრალიძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას ოფიციალურად დაწერს.

ამ პროცედურის შემდეგ, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, პრეზიდენტის მოვალეობას ბენო თავბერიძე შეასრულებს.

_ ეს ამბავი ახლახან გავიგე და დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. მე ამ ამბის გაგებამდე დამირეკეს ფედერაციიდან. 18-ში არის სფფ-ს აღმასკომი, სადაც ახალი წევრები უნდა აირჩიონ. მითხრეს, რომ მანამდე არავითარი ძალა არ აქვთ.

_ ბატონო ბენო, ფედერაციაში მანამდე გითხრეს, რომ არჩევნები გელოდათ, სანამ ებრალიძე ოფიციალურად განაცხადებდა ამის შესახებ?

_ მითხრეს, რომ ებრალიძე ჩაატარებდა სხდომას, რომელზეც უნდა წარგვედგინა გურიის რეგიონის კანდიდატი აღმასკომის წევრობისთვის. თქვენ ხართ პირველი, რომელიც ამ თემაზე მირეკავს. ამ დრომდე არც იქიდან და არც აქედან არაფერი უთქვამთ. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ვის შევარჩევთ აღმასკომის წევრობის კანდიდატად.

_ ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იქნება იური ჩხაიძე..

_ არ ყოფილა ამ თემაზე ჯერ საუბარი. იური ჩხაიძე ჩვენ ხმის უფლებით წარვადგინეთ კანდიდატად სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნების დროს, თუმცა, ოქმი გაგვიუქმეს. იმ ორომტრიალში, საბოლოდ, გურია ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩა. ახლა კი ისეთი კანდიდატი უნდა წარვადგინოთ, მერე რომ ვინმემ არ დაგვცინოს.

_ ბატონო ბენო, ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ მაშინ, როცა ებრალიძის წინააღმდეგ წახვედით და მხარს ლევან კობიაშვილს უჭერდით, შემოგთავაზეს, რომ ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ გახდებოდით გრფფ-ს პრეზიდენტი... ეს შემოთავაზება ისევ ძალაშია?

_ ჩემს პრეზიდენტობაზე არ ყოფილა საუბარი. მხოლოდ ის მკითხეს, ებრალიძე რომ წავიდეს, თუ გახდები პრეზიდენტიო. მაშინ მე და გრიშა თოდრიამ ვთქვით, რომ ებრალიძის გადაყენებაში მონაწილეობას არ მივიღებდით _ მე მისი წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვარ. მხოლოდ იმას ვთხოვდი, რომ დელეგატი ერთად აგვერჩია და ვაკრიტიკებდი იმის გამო, რომ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება. როდის ნახეთ, რომ მასზე ცუდი ვთქვი? _ ერთადერთხელ აღვნიშნე, რომ მამის ტოლ კაცს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს, _ გვითხრა თავბერიძემ, რომელიც ამბობს, რომ გურიის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი არ გააჩნია.

ჩვენ შევეცადეთ დეტალები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან გაგვერკვია, თუმცა, მან „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.




 ახალი ამბები
  • ახალი ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მეწარმეებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება (R)სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა სარეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დანერგილ ინოვაციური სერვისსაც, რომლის საშუალებითაც, შპს-ების პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულად შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. მომსახურების მისაღებად საჭიროა როგორც შპს, ისე მისი პარტნიორები პორტალზე: წწწ.მყ.გოვ.გე იყვნენ რეგისტრირებულნი. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. ... ...
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...

არქივი

ზაფრანი

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...