პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ქონება და შემოსავლები

მთავარი თემა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ქონება და შემოსავლები

9 ნოე. 2015, 23:20:01

სამი მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი და ბინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის ოჯახის საკუთრებაა, ხოლო წლიური შემოსავალი 200 000-ლარამდე მერყეობს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც თამარ ქალდანმა 2015 წლის 6 ნოემბერს შეავსო, აღნიშნულია, რომ ის დუშეთში, სოფელი მჭადიჯვარში (მილისწყარო) 1500.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს. ასევე, მის საკუთრებაშია 2005 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა ფოლცვაგენ ჯეტა.

მისი მეუღლის, ლევან მოსახლიშვილის 100%-ია საკუთრებაშია  თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე 140.92 კვ.-ის ფართობის ბინა; თბილისში, დაბა კოჯორში მდებარე 153.00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი და ორი მიწის ნაკვეთი - დაბა კოჯორში - 384.00 კვ.მ-ის ფართობის და მცხეთაში, სოფელი ცხვარიჭამიაში 740.00 კვ.მ-ის ფართობის.

რაც შეეხება ქალდანის ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ოჯახმა ერთი წლის განმავლობაში 196 026.21 ლარის შემოსავალი მიიღო.

კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობიდან თამარ ქალდანს ანაზღაურების სახით 70800.00 ლარი აქვს მიღებული; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან, სადაც მას მოწვეული ლექტორის თანამდებობა ეჭირა -  4300.00 ლარი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მოწვეული ლექტორი) 747.50 ლარი.

რაც შეეხება მისი მეუღლის შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, ლევან მოსახლიშვილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობიდან  17212.50 ლარის ანაზღაურება მიიღო; შ.პ.ს. კავკასიის უნივერსიტეტიდან (ასოცირებული პროფესორი) 5500.00 ლარი; სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის  დირექტორის თანამდებობიდან იურიდიულ საკითხებში 78469.11 ლარი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (მოწვეული ლექტორი) - 858.35 ლარი; სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტიდან (მოწვეული ლექტორი) - 1648.75 ლარი; სსიპ განათლების ხარისხს განვითარების ეროვნული ცენტრიდან  (აკრედიტაციის ექსპერტი) - 240.00 ლარი.

გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ლევან მოსახლიშვილმა საექსპერტო მომსახურებიდან  ჰონორარის სახით   10000.00 ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო იურიდიული მომსახურებისთვის 6250.00 ჰონორარი აქვს მიღებული.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის შევსების მომენტში თამარ ქალდანის მიმდინარე ანგარიშზე თი-ბი-სი ბანკში 3098.16 ლარი იყო; ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე - 2500.00 ლარი; სახელფასო ანგარიშზე -  4372.50 ლარი და 6.35 დოლარი; ხოლო რესპუბლიკა ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 180.10 ლარი;

რაც შეეხება ქალდანის მეუღლის, ლევან მოსახლიშვილის ანგარიშებს, დეკლარაციის შევსებისას  თი–ბი–სი ბანკის საკრედიტო ანგარიშზე მას 2900.94 ლარი ჰქონდა; თი–ბი–სი ბანკის სახელფასო (ოვერდრაფტი) ანგარიშზე - 3099.68 ლარი; საქართველოს ბანკის საკრედიტო ანარიშზე - 4000.02 ლარი; ვი–თი–ბი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 21.75 ლარი; ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 117.07 ლარი; ხოლო რესპუბლიკა ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 0.17 ლარი ირიცხებოდა.

დეკლარაციის მიხედვით, ლევან მოსახლიშვილის სახელზე სამი საკრედიტო სესხია. კერძოდ, 125 000.00-დოლარიანი იპოთეკური სესხი (უძრავ ქონებაზე - 140.92 კვ.მ ბინა მდებარე ალ/ყაზბეგის#34(ნაკვეთი#30), ხელშეკრულების ვადები: 15/02/2011, 15/02/2011 - 05/12/2020) ბანკ „რესპუბლიკა“-დან აქვს აღებული, რისი პროცენტის დასაფარადაც ერთი წლის განმავლობაში  17730.00 დოლარი გადაიხადა;

ამერიკან ექსპრესის საკრედიტო ბარათით (4000 ლარიანი ლიმიტით), 4000.00 ლარი აქვს აღებული (ხელშეკრულების ვადები: 15/11/2009, 15/11/2009 - უვადო) საქართველოს ბანკიდან, რისთვისაც  86.00 ლარის გასავალი ჰქონდა.

ხოლო თი-ბი-სი ბანკიდან აღებული 683.02-ლარიანი სესხი, რომელიც საოჯახო ტექნიკაზე განვადებისთვის გამოიყენა (ხელშეკრულების ვადები: 05/07/2014, 05/07/2014 - 05/07/2015) 292.10 ლარი აქვს გადახდილი.

დეკლარაციის მიხედვით, ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და ძვირადღირებულ ნივთებს, ერთი წლის განმავლობაში არც ფასიანი საჩუქრები მიუღიათ.




 ახალი ამბები
  • თხილის მზარდი ფასი: დღეს, ოზურგეთში, „ბერძნულა“ 7,50 ლარი ღირსბოლო ერთი  კვირის განმავლობაში, ოზურგეთში,  თხილის ფასის  ყოვლდღიური მატება  შეიმჩნევა. დღეს, დილიდან, ერთი  კილოგრამი „ბერძნულა“ შვიდლარნახევრი ღირს, ხოლო „გულშიშველა“ _ ექვსი ლარი. გუშინ ორივე სახეობა 50 თეთრით ნაკლები ღირდა. მოქალაქეებს ის უკვირთ, რომ თუ ზოგ პუნქტში გაუტეხავადაც იბარებენ, ვიზუალის მიხედვით, რატომ ტეხენ ზოგიერთები. _ რა ვქნათ, ჩვენ ხარისხს გულშიც ვაკვირდებით და მხოლოდ გარეგნულ  ეფექტს ვერ დავეყრდნიბით, - გვეუბნებიან თხილის მიმღები პუნქტების ... ...
  • გიორგი გახარია - ძირითადი ამოცანა დღეს არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლაბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, რაც მთავარია, - ამის შესახებ ს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები და შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმისთვის, რომ გადარჩენილიყო მოქალაქეების სიცოცხლე და ნაკლები ზიანი დამდგარიყო ეკონომიკისთვის, ვინაიდან, ცოდნა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში საერთოდ არ არსებობდა და დროის მოგება იყო მნიშვნელოვანი.  „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან ყველგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, „ლოქდაუნები", შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმიტომ გადაწყვეტილი და მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ ცოდნა მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო,"- განაცხადა პრემიერმა.  მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ეს დრო მოიგო და ვინაიდან, ახლა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ბევრად უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება - გარკვეული წესების დაცვით.  „ჩვენ ეს დრო მოვიგეთ, დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა არის ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად მსგავსი ციფრებისა, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს ის ცოდნაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ეს ის გამოცდილებაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში ვირუსის რისკების მართვით, ვირუსის დროში გავრცელების მართვით, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც და დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა, მაქსიმალურად სწრაფად, ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. რას ნიშნავს ეს, ეს ნიშნავს, რომ დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. მარტივი წესებია - პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ეს ის წესებია, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, სანამ გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.  მისივე თქმით, მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი.  „მძიმე შეზღუდვები, პირველ ეტაპზე, მაშინ როდესაც იყო ათეული შემთხვევები და არა მეტი, იყო აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შეგვეჩერებინა ვირუსის დროში გავრცელება, რათა დრო მოგვეგო, უფრო მეტი გვესწავლა, მეტი გამოცდილება მიგვეღო, სისტემა უკეთესად მოგვემზადებინა, რაც შევასრულეთ. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს," - განაცხადა გიორგი გახარიამ. ... ...
  • უბედური შემთხვევა ქუთაისში _ საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი).  „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური. ... ...
  • "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჰაერში გვახდევინებ ფულს? "„ისე გავიდა მთელი ზაფხული, წყალი, წესიერად კი არა, მგონი, საერთოდ არ გვღირსებია. გრაფიკიო, _ იძახიან. სადაა გრაფიკი. როდის უნდა იყოს ჩვენს ქუჩაზე წყალი მათი გრაფიკის მიხედვით, _ გვითხრან. დილას არაა, შუადღეზე არაა, საღამოს არაა, დღის არც ერთ მონაკვეთში არაა. სამაგიეროდ, ჰაერია ბლომად. ფშუტუნებს მთელი დღის განმავლობაში და მოაქვს, ჩემო ბატონო, ჰაერის ნაკადი უწყვეტად. დახედავ მრიცხველს და ისე გარბის თვალს ვერ მოკრავ. თვის ბოლოს მოდის შეტყობინება ტელეფონზე _ გადახდის ბოლო ვადა. გადასახდელი თანხა არასდროს არაა 12-13 ლარზე ნაკლები და ონკანში კი წყლის ნაცვლად ჰაერი მოდის.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გეკითხებით, რაში გვახდევინებთ ფულს, ჰაერში?! _ გვწერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები უწყლობით შეწუხებული რამდენიმე ადამიანი. მოსახლეობის პრობლემაზე პასუხის მისაღებად "გურია ნიუსი" გაერთიანებული წყალმომარაგების ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელს იოსებ ცინცაძეს დაუკავშირდა. ცინცაძის თქმით, მოსახლეობის პრობლემას წყლის დებეტი იწვევს. "მრიცხველი რასაც დაწერს, ის უნდა გადაიხადოს აბონენტმა და რაც შეეხება გრაფიკს, წყლის დეფიციტიდან გამომდინარე ვართ ასეთ სიტუაციაში. ჩოხატაურში გვაქვს 10-საათიანი გრაფიკი. როდის მომგმართეს ნინოშვილის ქუჩიდან? რამდენიმე დღის წინ კი იყო პრობლემა. კონკრეტულად მითხარით ვინ არის. მითხარით აბონენტის ნომერი, კონკრეტულად ვის აქვს პრობლემა. იქნებ, მასთანაა მარტო ეს პრობლემა, გავუშვებ ჯგუფს და გამოასწორებენ ან მოვიდეს და გავარკვევ დეტალურად თანხაზეც, ქვითარზეც, რა კითხვებიც ექნება", _ გვითხრა ... ...
  • შემოდგომის ურეკი: „კორონას აქ რა უნდა, მაგნიტური ქვიშის ეშინია“ გურიის ზღვისპირა  კურორტ  ურეკში სრული  იდილია სუფევს.  როგორც ჩვენი მეგობარი ლალი   თავართქილაძე გვატყობინებს,  პლიაჟზე ხალვათობაა. _თუმცა, ნამდვილი ზღვის სეზონი ახლაა.   ბევრმა ბათუმიდან და ქობულეთიდან აქ გადმოინაცვლა.   საოცარი სიმშვიდეა და მზე მწველი არაა,  რაღაცნაირ    მკვეთრ  ოქრო ფერუმარილს აფრქვევს... ზღვა მშვიდზე მშვიდია  და გაყურსული. ძირითადად,  გარეთ ყველა პირბადით  დადის... კორონა?  კორონას აქ რა უნდა? _ ჩვეულ ხუმრობას არ იშლის ქალბატონი  ლალი _ მაგნიტური ქვიშის ეშინია... ჩვენ და  თოლიები ვართ ამ სეზონის უკანასკნელი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...