"გზა, წყალი და გაზი გვინდა!"

მთავარი თემა

"გზა, წყალი და გაზი გვინდა!"

2012 მარ 20 06:19:45

"გურია ნიუსთან" საუბარში მრავალი ადამიანი გზის დაგებას, წყლისა და გაზის შემოყვანას ითხოვს. აქაურთა თქმით, ეს პრობლემა, რამდენიმე წელია, რაც აწუხებთ: _ გზა მაკვანეთის ცენტრს იქეთ დააგეს, სოფელში შესასვლელში კი ასფალტი ამოტეხილია და მხოლოდ "დაკერების" მეთოდით სცადეს მისი შეკეთება. გარე განათებას, რომელიც შარშან დაამონტაჟეს, მხოლოდ რამდენიმე ნათურა შემორჩა, _ ამბობს მოსახლეობა.

მაკვანეთში მცხოვრები ერთ-ერთი პენსიონერი ჩვენთან სოფლის გასაჭირზე საუბრობს: _ ისე მიდის საქმეები, ისეთები იწერება გაზეთებში, მაგი ივანიშვილიც თამაშობს, მგონია და მაგიც მაგათი კაცი ხომ არ არის? რაღა ვთქვა, არ ვიცი. მე, პირადად, სოციალურად შეჭირვებული არ ვარ, შვილები მუშაობენ, მაგრამ ქვეყანა რომ იქცევა, იმას კი ვხედავ.

_ რას გულისხმობთ ქვეყნის დაქცევაში?

_ რას ვგულისხმობ და ბათუმში რომ მეჩეთს აშენებენ, აი, იმას. საქართველოში კი ხედავთ, განათლების საქმე როგორცაა. 15 წლის ბავშვს რომ ციხეში გაუშვებენ, არ შეშფოთდები? გზა ჩვენ არ გვაქვს და კვალი. ხალხს უჭირს, ლუკმა-პურის ყიდვის საშუალება არ აქვს, ახლა გაზაფხულია და რამდენი პრობლემაა, სახნავ-სათესი სამუშაოები დასაწყებია, უფულობაა.

_ გასულ წელს, სოფლის დახმარების პროგრამით, რა გაკეთდა თქვენთან?

_ რა ვიცი, რაღაც ხიდი გააკეთეს, აგერ-ეგერ გზაც "წააკერეს", ზოგან 10 მეტრი და ზოგან კიდე _100.

_ წელს რის გაკეთებას დაგპირდნენ სოფლის განვითარების პროგრამით?

შუქრი: _ სოფლის ცენტრში მოაწყვეს შეხვედრა, მაგრამ მე არ წავსულვარ. მგონი, გაზი გამოჰყავთ. რა არ მესმის, იცით? ჩემი თხოვნა რად უნდა გამგებელს? სოფელს იმიტომ ჰყავს დეპუტატი, რომ საკუთარი სოფლის პრობლემა და თითოეული მცხოვრების პრობლემა უნდა იცოდეს. მან უნდა დააყენოს ეს საკითხი. უთხრან გამგებელს, რომ გზა გვინდა, წყალი გვინდა, გაზი გვინდა! ეს არის ჩვენი სოფლის პრობლემები. ახლა, მგონი, 52 000 ლარი არის გამოყოფილიო, ეყოფა მაგი ფული ამ პრობლემებს?

ომარი: _ აი, უბრალოდ, ავად ვარ და ყველაფერზე _ გასინჯვაზე, მიღებაზე, წამლის ყიდვაზე _ პრობლემა შემექმნა. უფულობის გამო შავ დღეში ვარ. პენსია რამდენად გავყო? გამოვიტან წინასწარ ავანსად და მერე ვარ მშიერი. რა გამოვა ამ ლაპარაკით, ან თქვენ რომ დაწერთ, გამოსწორდებიან? მაგის იმედი არავის აქვს, ან რომ დავჯდე ახლა და დავიწყო, წამალი არ მაქვს,-მეთქი, მიყიდის ვინმე?

_ ვითომ შეგვიცვალეს კაბელები, მაგრამ რა? ერთი ქარი თუ ამოვარდა, დამთავრდა, შუქი უცებ ქრება. არაფერი შეღავათი არაა მაგ მხრივ, გზა არ გვაქვს, მთელი ზამთარი უშუქობაა. გაჭირვებულებს კიდევ უფრო მეტად გვიჭირვებენ. ამ უბანში წყალი საერთოდ არ აქვთ, ჩვენ ჭა გვაქვს ეზოში, მაგრამ ვისაც არ აქვს, ისინი როგორ წვალობენ, იცით?

_ გაზი გვინდა ყველაზე მეტად. წყალი არ გვაქვს, გზა უმეტესად გაფუჭებულია. ცენტრამდე გზა რა მდგომარეობაშია, თავადაც ხედავთ და ცენტრს იქით დაგება რაღა იყო? ფეხს მოიტეხავ, ისეთი გზაა. შარვალს რომ ჩააკერებს ადამიანი, ხომ იცით?! ისე გადააკერეს გზა. ერთადერთი, რაც გააკეთეს ისაა, რომ დენის მრიცხველები დადგეს. საარჩევნოდ გაზს და წყალს გამოვიყვანთო და გზასაც დავაგებთო, შეხვედრაზე უთქვამს გამგებელს. 54 000 ლარი ყოფილა გამოყოფილი, მაგრამ არც გზას ეყოფა ეგ ფული და არც გაზსო. თითქოს, გაზს "იტერა" გაგვიკეთებსო. ჩვენი მოთხოვნა, პირველ რიგში, წყალსადენის გამოყვანაა. აგერ ხართ, ბატონო და უყურეთ, რას გააკეთებენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის რწმუნებული, მერაბ ვასაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ მაკვანეთში მცხოვრებთა პრობლემა არის გაზის, გზისა და წყლის პრობლემა:

_ პირველ რიგში, გზის პრობლემაა. ერთი კვირის წინ, ჩვენთან, სოფელში, გამგებელთან იყო შეხვედრა და შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გააკეთებენ გზას. ასევე, დაგვპირდნენ გაზისა და წყლის პრობლემის გადაწყვეტაც.

_ ბატონო მერაბ, რატომ დაიგო გზა მაკვანეთში მხოლოდ ცენტრს იქით და ცენტრამდე მისასვლელი გზა, უბრალოდ, "ჩააკერეს"?

_ ნამდვილად არ ვიცი. მაგ გზის გაკეთება თავიდან იყო სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასმული, მაშინ ცენტრალური გზა მშვენიერი იყო, ახლა გაფუჭდა. გაზიც შარშან უნდა გამოეყვანათ, მაგრამ ვერ მოხერხდა, წელს გამოიყვანენ აუცილებლად.

_ ფიქრობთ, რომ გზის, წყლის და გაზის პრობლემა მოგვარდება?

_ აუცილებლად. გზის პრობლემა მთელ სოფელში ნამდვილად ვერ მოგვარდება, ეს გამორიცხულია, დაიგება მხოლოდ ცენტრალურ გზაზე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 51 000 ლარით გვაფინანსებს და თანხას ისე გავანაწილებთ, როგორც მოხერხდება.




 ახალი ამბები
  • ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები _ მთავრობის გადაწყვეტილებამთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. „აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა ... ...
  • ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყომთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია ... ...
  • კახა კალაძე: ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის"მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...