"გულდასაწყვეტია ეს" _ კახი კალაძე სასამართლოზე, "რუსთავი 2"-ზე, არასამთავრობოებზე და დახურულ თოქშოუებზე

მთავარი თემა

"გულდასაწყვეტია ეს" _ კახი კალაძე სასამართლოზე, "რუსთავი 2"-ზე, არასამთავრობოებზე და დახურულ თოქშოუებზე

2015 ნოე 22 19:23:44

ვიცეპრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ით ხელისუფლება არ არის დაინტერესებული. მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომცა არასამთავრობო ორგანიზაციები არასწორ განცხადებებს აკეთებენ.

_ ბატონო კახი, პრეზიდენტზე არ გკითხავთ, ვიცით, რაც ხდება. ყველა აკრიტიკებს მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა, მაგრამ აუცილებლად გკითხავთ, არასამთავრობო ორგანიზაციებზე...

მას შემდეგ რაც ისინი ივანიშვილმა გააკრიტიკა, ხელისუფლების თითქმის ყველა წევრი გამოვიდა და იგივე თქვა. რა ხდება, ბიძინა ივანიშვილის სიტყვას  არის ყველა აყოლილი თუ გაქვთ კონკრეტული მტკიცებულება, როცა არასამთავრობო ორგანიზაციებს "ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებთ?

_ გააჩნია თემას. მაგალითად დღეს ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, რომ „გაზპრომთან“ დაკავშირებით არსებობს კითხვები და საზოგადოებას არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია.

_ "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ გულისხმობთ?

_ არ ვიცი.  ერთ-ერთმა. გულდასაწყვეტია ეს. თუნდაც „გაზპრომთან“ დაკავშირებით არაერთი  განმარტება გაკეთებულა ჩემი, ჩემი სამინისტროს მხრიდან. თუმცა, აქ არის ერთი საინტერესო დეტალი _ არსებობს გარკვეული ჯგუფები, პოლიტიკური და მოტივირებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაღაცით შეახსენონ თავი. თან 2016 წელი მოდის. საპარლამენტო არჩევნები. ცდილობენ, რაღაც თემები ნახონ და ამას ჩაებღაუჭონ და ამით მოახდინონ საზოგადოებაზე გარკვეული რეაგირება.

_ მათ შორის, თქვენი გუნდის წევრი გელა დუმბაძეც?

_ გელას არაფერი ცუდი არ უთქვამს, ძალიან გაზვიადებული იყო მისი ეს განცხადება.  ამაზე მე გავაკეთე განცხადება. ცალკე პრემიერმა ისაუბრა „გაზპრომის“ თემაზე, ცალკე ამერიკის ელჩი გამოვიდა და ისაუბრა „გაზპრომთან“ ჩვენს ურთიერთობებზე. თქვა, რომ ეს ნორმალურია, რომ ქვეყანა ზრუნავს იმაზე, რომ არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ მიმწოდებელზე. ჩვენ, ყველა ჩემი თანამშრომელი, მთავრობა, სამინსიტრო მხოლოდ და მხოლოდ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეო მიზნებიდან.

_ ამერიკის ელჩის განცხადება „გაზპრომთან“ დაკვშირებით მისაღებია და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით არა? ეს ორმაგი სტანდარტი ხომ არ არის?

_ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სხვა იყო. ელჩმა თქვა, რომ ეს იყო ღამით მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა, რეალურად, სულ სხვა სიტუაცია იყო. განმარტებაც გაკეთდა, რომ ეს გადაწყვეტილება 6-ის ნახევარზე იქნა მიღებული. მარტივად რომ ვთქვა, ინტერპრეტაცია იყო ამერიკის ელჩის მხრიდან გარკვეული ადამიანების მიერ გაკეთებული განცხადებების.

_ ამ ყველაფერში პოლიტიკური მოტივი არ არის და ხელისუფლება არ არის „რუსთავი 2“-ით დაინტერესებული?

_ მიმაჩნია, რომ ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა. თუ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულს სახელმწიფოს, თუ გვინდა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, თუ ვენდობით მოსამართლის მიღებულ გადაწყვეტილებას  უნდა წავიდეთ ამ გზით. თუ ერთ შემთხვევაში ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა ნორმა, ეს არის მისაღები, ეს არის დემოკრატია და ყველა ტაშს უკრავს, მეორე შემთხვევაში რატომ არ უნდა იყოს მისაღები მოსამართლის გადაწყვეტილება.

_ მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილება ორ დღეში შეცვალა, რაც ბუნებრივი კიდევ მეტ შეკითხვას აჩენს...

_ სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და ჩვენ პატივი უდნა ვცეთ იმის მიუხედავად, ვისთვის არის მისაღები ეს გადაწყვეტილება და ვისთვის არა. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ღირებულებებზე.

_ თქვენი აზრით საკონსტიტუციო სასამართლოც დამოუკიდებელია?

_ გარკვეული კითხვები ჩნდება. თუნდაც იგივე ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით. ბოლო ოცი წლის განმავლობაში არ მომხდარა, რომ ასეთი რამ პარლამენტთან არ ყოფილიყო შეთანხმებული. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად პატივი უნდა ვცეთ მათ გადაწვეტილებას.

_ სანამდე მივა ეს ყველაფერი? ამ თემის გამო ბევრი განცხადება გაკეთდა, ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორებისგან და ამ ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულეს კიდეც...

_ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ყველამ, რომ თავი შევიკავოთ პოლიტიკური განცხადებებისგან. ეს არის სამართლებრივი დავა და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ ჭრილში  არ უნდა გადავიყვანო, რაც გარკვეული დაჯგუფებების  მოტივი და მზიანია.

_ პოლიტიკური შეფასებები თქვენი გუნდიდან ისმის. გოგი თოფაძის განცხადებაც კმარა მაგალითად...

_ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და აქ ყველას აქვს მისი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. არავინ არ იზღუდება და თუნდაც ის,  რაც დღეს რუსთავი ორის ირგვლივ ხდება სიტყვის თავისუფლების  ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ნიღბებით არავინ არ უვარდება ტელევიზიებს, არავინ არ ართმევს ბიზნესს, არავინ არ ატერორებს ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.

_ თუმცა, ბევრი თოქშოუ დაიხურა.., თუნდაც ტელეკომპანია იმედზე...

_ იმედი კერძო პირის საკუთრებაა. ჩვენთვის მთავარია, მომავალში გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ გამოვიდეთ და პოლიტიკური განცხადებები გავაკეთოთ. მოვისმინეთ განცხადება, რომ იმედი ახალ შოუს აკეთებს. არა მგონია აქ პრობლემა იყო. ხშირად საუბრობენ რომ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს უნდა რუსთავი 2. ჰქონდა ბატონ ბიძინას ტელევიზია და დახურა მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, რადგან არ იყო სწორი ხელისუფლებას ჰქონოდა მისი ტელევიზია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კახი კალაძემ.

კახი კალაძესთან ჩაწერილ სრულ ინტერვიუს  "გურია ნიუსი" ხვალ შემოგთავაზებთ. 




 ახალი ამბები
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავესნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, ჯიბღაშვილი წუხელ თბილისში ... ...
  • პრეზიდენტი: ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის სახელმწიფოს სირცხვილი„მე ვერ გავარკვევ რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. „აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს,  სასწრაფოდ დაიწყონ უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ბავშვების დასახმარებლად განსაკუთრებული ზომების მიღება. ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას და ბოდიშს ვუხდი როგორც რიგითი მოქალაქე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მარტვილში რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი მოიკლა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ 15 წლის ბიჭმა თავი შიმშილის გამო მოიკლა. ოჯახის წევრები ბავშვის შიმშილით სიკვდილს უარყოფენ და ითხოვენ, ამ თემით მანიპულირება შეწყდეს.  გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ... ...
  • პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება მიუღებელია - ზურაბიშვილი პანკისზეპოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანის ამოცანა – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს. "მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება. რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ჰესის მშენებლობას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, ამავე დროს აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმით ვიმოქმედებთ და ასევე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – განაცხადა სალომე ... ...
  • "მცირე ჰესების პროექტის გახორციელება პანკისის მოსახლეობას სარგებელს მოუტანს"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჰესების მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უწყებამ შსს-ს თავად მიმართა. თურნავას უწყების განცხადებაში ძირითადად იმ სარგებელზეა საუბარი რომელიც მათი განცხადებით, ჰესებს მოაქვს “გვსურს, გამოვეხმაუროთ პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს და აღნიშნულ საკითხზე ამომწურავი განმარტება გავაკეთოთ. 2017 წელს საქართველოს მთავრობამ მცირე ჰესების - „ხადორი 3“ - ის და „სამყურაწყალი 2“ -ის ინვესტორ კომპანიას, შპს „ალაზანი ენერჯის“ მხოლოდ მას შემდეგ გაუფორმა მემორანდუმი და გასცა მშენებლობის ნებართვა, რაც ყველა სახელმწიფო უწყებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტი დადებითად შეაფასა. ასევე შესრულდა კანონით დადგენილი ყველა პროცედურა, რომელიც მსგავსი პროექტის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ „ალაზანი ენერჯის“ დამფუძნებელია ქართული კომპანია შპს „ფერი“, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, განხორციელებული აქვს მრავალი ენერგეტიკული ობიექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის, ჰიდროელექტროსადგური პანკისის ხეობაში. კომპანიის მესვეურები კარგად იცნობენ ხეობის თავისებურებას. ამასთან, კომპანია ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ამდენად, „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ თავიდანვე აქცენტი აიღო ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგზე და 2017 წლიდან დღემდე სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გამართა პროექტის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების პოზიტიურად ჩამოყალიბების მიზნით. კომპანიის მხრიდან აღნიშნული კომუნიკაციის ფარგლებში მოხდა „სამყურაწყალი 2“ - ის ჰესის პროექტის ოპტიმიზაცია და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე უარი ითქვა კაშხლის აშენებაზე. შედეგად, როგორც „ხადორი 3“, ასევე „სამყურაწყალი 2“ გარემოსთვის მაქსიმალურად უვნებელ ჰიდროსადგურებად ჩამოყალიბდა. 2019 წლის 19 აპრილს ინვესტორმა კომპანიამ შპს “ალაზანი ენერჯიმ“, რომელიც გეგმავდა ჰესის მშენებლობის დაწყებას, წერილობით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა დახმარება, რათა სამინისტროს მოეხდინა სამშენებლო სამუშაოების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, მათ შორის, საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროექტებშიც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შემდგომი რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაცული ყოფილიყო მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოება. მცირე ჰესების პროექტის განხორციელება პანკისის ხეობის მოსახლეობას შემდეგ სარგებელს მოუტანს: მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო ჰიდროსადგურებისექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, 50 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპანია ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდების გადამზადებას, რაც მათ სამომავლოდ სხვა ჰესებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, ინვესტორი კომპანია ვალდებულებას იღებს, ხეობისა და ჰესის სიახლოვეს განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალურ პროექტებს განახორციელებს. ამავე დროს, ინვესტიციას დააბანდებს ელექტროგადამცემ ქსელებში, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს გააუმჯობესებს. ყოველივე დადებითად აისახება ხეობის სოფლებში მიკრო და მცირე ბიზნესის, მათ შორის, ტურისტული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებაზე. ინვესტორი ასევე ვალდებულებას იღებს, შექმნას ადგილობრივი სათემო განვითარების ფონდი, რომლის ანგარიშზეც ყოველწლიურად 120,000 ლარს შეიტანს. პროექტებს, რომლებიც აღნიშნული ფონდიდან დაფინანსდება, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები შეარჩევენ. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ის, რომ აღნიშნული პროექტი ავითარებს ე.წ. მწვანე ენერგეტიკას, რომელიც გარემოზე მინიმალურად ზემოქმედებს. ბოლო წლებში საქართველოში მიღებული კანონმდებლობის თანახმად, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტის ასაშენებლად ინვესტორს ნებართვა მხოლოდ უმკაცრესი გარემოსდაცვითი ექსპერტიზის შედეგად ეძლევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიესალმება დიალოგის გზით პანკისის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსესუსის მიღწევას”, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. ... ...
  • პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირება BBC-ის ობიექტივშიპანკისის ხეობაში  განვითარებული მოვლენები BBC-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც მაუწყებელი წერს, საქართველოში, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას შორის დაპირისპირება ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის გამო მოხდა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ჰესი ხეობას დააზიანებს და მის წინააღდეგ გამოდიან. დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი, უმეტესად პოლიციელები დაშავდნენ. როგორც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება თუ ადგილობრივი მოსახლეობა მხარს დაუჭერს. პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად მუსლიმი ქისტები წარმოადგენენ. რეგიონი ცნობილია, როგორც „ისლამური სახელწიფოს“ ერთ-ერთი მთავარი  მეთაურების სამშობლო. ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...