აპირებს თუ არა არჩილ თალაკვაძე დეპუტატობას და სად აპირებს "ოცნება" პრაიმერის ჩატარებას

მთავარი თემა

აპირებს თუ არა არჩილ თალაკვაძე დეპუტატობას და სად აპირებს "ოცნება" პრაიმერის ჩატარებას

2 დეკ. 2015, 15:12:04

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცეპრემიერი, პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახი კალაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყეს. ეს სამზადისი, კალაძის განმარტებით, იმაში გამოიხატება, რომ რეგიონულ ოფისებს აძლიერებენ. კალაძის თქმით, ჯერჯერობით, არ დაწყებულა კონსულტაციები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ. "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის თქმით, ეს პროცესი იანვრიდან დაიწყება.

თუმცა, როგორც ირკვევა, "ქართული ოცნების" ოფისში რამდენიმე სავარაუდო კანდიდატის შესახებ მონახაზი არსებობს. უფრო მეტიც, "ქართული ოცნების" ოფისიდან, 15-კაციანი სია, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურ პარტიებს, ახალი საარჩევნო ოლქების საზღვრების პრეზენტაციასთან ერთად, შეცდომით დაეგზავნათ.

სიის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ინტელექტ-კლუბის წევრები იქნებიან. სიაში შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეც მოხვდა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ოზურგეთში აპირებს.

არჩილ თალაკვაძე 1983 წლის 16 იანვარს ოზურგეთში დაიბადა. დაამთავრა ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა.  2000-2006 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე; 2010 წელს  გაიარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის პროგრამა; 2006-2007 წლებში იყო  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ქალთა ჯანმრთელობის პროგრამის პროექტის კოორდინატორი; 2007 წელს  იყო ფონდი "ღია საზოგადოება _ საქართველოს" ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი; 2008-2009 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი; 2009-2011 წლებში _ საქართველოს სახალხო დამცველის თანაშემწე მენეჯმენტის საკითხებში; 2011-2012 წლებში _ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის პროგრამის დირექტორის მოადგილე;  2012 წლიდან _ შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმის წევრი; 2012 წლიდან _ გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დელეგაციის კოორდინატორი; 2012-2014 წლებში _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; არის ელექტრონული ბიბლიოთეკა LIB.GE-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი; 2014 წლის დეკემბრიდან  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

არჩილ თალაკვაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ "ინტერნეტ მედიაში გავრცელებული ცნობა მისი მაჟორიტარობის შესახებ უსაფუძვლოა":

_  არანაირი გადაწყვეტილება ამის თაობაზე არ არსებობს ამ მომენტისთვის, _ გვითხრა თალაკვაძემ.

_  აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" პოლიტიკურ წრეებშიც დაუდასტურეს...

_ როგორც 2012-2015 წლების პერიოდში, მომავალშიც ჩემს თავს უფრო ვხედავ ტექნოკრატიულ გარემოში, როცა ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულ და ინოვაციურ პროექტებზე ვმუშაობ.

_ პარლამენტში არა?

_ პარლამენტი ამისგან სრულიად განსხვავებული სივრცეა.

_ არ ყოფილა ამ თემაზე თქვენთან კონსულტაციები?

_ კონსულტაციები არ ყოფილა.

_ ეს გასაგებია, მაგრამ თუ პოლიტიკას დასჭირდა?

_  გურიას  ჩემზე გამოცდილი, ნიჭიერი და წარმატებული არაერთი ადამიანი ჰყავს.

_ შეგიძლიათ ჩამოთვალოთ?

_ იმის გამო, რომ შსს მინისტრის მოადგილე ვარ, კონკრეტული გვარების დასახელება ჩემი მხრიდან შეცდომა იქნებოდა. ამიტომ თავს შევიკავებ ამაზე საუბრისგან, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თალაკვაძემ.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ სიაში მოხვდა ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი. თუ სიას დავეყრდნობით, ჭკუასელი ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა გახდეს: _ ჯერ ვერ გავედით კვალზე. ვიღაცამ ძალიან იაქტიურა. რაღაც ყურმოკვრით არის გაკეთებული. არეულია ოლქები. ერთადერთი რაც შეიძლება სწორად მივიჩნიოთ, სავარაუდო გვარებია, თუმცა, ისიც არეულია, _  ამბობს ჭკუასელი "გურია ნიუსთან".

მისივე თქმით, ეს საკითხი ჯერ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი:

_  ჯერ საარჩევნო ოლქების კონფიგურაციაც არ არის გადაწყვეტილი.  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რომ უნდა შესრულდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს _ ეს ვალდებულებაა. თუმცა, როგორ ფორმას მიიღებს, არ არის დაზუსტებული. ყოველ შემთხვევაში, ლანჩხუთი და ჩოხატაური რომ ერთიანდება, ეს გადაწყვეტილია, _ გვითხრა ჭკუასელმა.

ჩოხატაურის  მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ცნობილი მხოლოდ ის, რომ თითო საარჩევნო ოლქში სამი კანდიდატი დასახელდება:

_ პრაიმერი ჩატარდება ისე, როგორც მიღებულია და ვინც ყველაზე დიდ მხარდაჭერას მიიღებს, ის დარჩება. ახლა ამ  კანდიდატურების ჩამოყალიბების პროცესში ვართ.

_ ბატონო თემურ, თქვენ ისევ გინდათ ჩოხატაურის დეპუტატობა?

_ მე, პირადად, არ მაქვს სურვილი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი სურვილი ძალიან დიდ როლს არ თამაშობს ერთი მიზეზის გამო _ ვალდებულებები არსებობს. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.

_ გაქვთ ჩოხატაურელების მხარდაჭერის იმედი?

_ მე რომ ახლა იმედის გარეშე და წყალგადაწურული ვიყო, არ დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას, თუ ეს მოხდა საერთოდ, _ გვითხრა ჭკუასელმა, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრია.

გავრცელებული სიის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, თამაზ მეჭიაური _ თეთრიწყაროს,  ირაკლი ტრიპოლსკი _ გარდაბნის, დიმიტრი ხუნდაძე _ ბოლნისის.

თამაზ მეჭიაურმა სიის ნამდვილობა არ დაადასტურა:

_ მე, საერთოდ, ბუნებით მაჟორიტარი ვარ, მაგრამ აბსოლუტურად შეუსაბამობაშია ჩემთან ის რაიონი, რომელიც მე მიწერია. როგორც ვიცი, წერია, რომ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ვიქნები. ორჯერ ვარ ნამყოფი სულ თეთრწყაროში. შეიძლება, ვიღაცასთან არის მონახაზი ასეთი. მე რაც იცი, ბოლო შეხვედრაზე ითქვა, რომ თითოეული მაჟორიტარი დეპუტატის შერჩევა ინდივიდუალურად მოხდებოდა, _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მეჭიაურმა.

 გავრცელებულ სიაზე კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, რომლის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურ პარტიებს, ახალი საარჩევნო ოლქების საზღვრების პრეზენტაცია გაუგზავნა და არა მაჟორიტართა კანდიდატების სია: "გაგზავნილია ოლქების საზღვრების პრეზენტაცია, ეს თვითონ გავაკეთე", _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ "ოცნების" რჩეულთა გავრცელებულ სიაში ყოფილი ნაციონალები _ კახა ოქრიაშვილი, გოჩა ენუქიძე, დავით ბეჟუაშვილიც მოხვდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ამ ინფორმაციას არ უარყოფს, თუმცა, ნაწილი, მათ შორის, ვიცესპიკერი მანანა კობახიძე და დიმიტრი ხუნდაძე ყოფილი "ნაციონალების" მათ გუნდში ყოფნას კატეგორიულად გამორიცხავენ.




 ახალი ამბები
  • „სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ”:დიზელის საწვავზე ერთლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე ჩამოსწიეს საქართველოს მთავრობის მიერ  შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომლის მიხედვით ფერმერებს ერთი ლარის ფასდაკლებით სთავაზობდნენ დიზელის საწვავის შეძენას, დღეს ეს შეღავათი, მაქსიმუმ,  32 თეთრს  შეადგენს და ბენეფიციარები უკმაყოფილებას არ მალავენ. ისინი განსაკუთრებულ გულისწყრომას ბანკებსა თუ ბენზინგასამართ სადგურებში, რიგში დგომისას,  გამოხატავენ: _ზუსტად ერთი ლარის ოდენობის შეღავათს შეგვპირდნენ, მერე რომ  მივხვდით, გვატყუებდნენ, ერთ ლარამდე გეხმარებოდითო. ახლა   1,48 თეთრს  ვიხდით  და სულ ერთი ლიტრი დიზელის საწვავი 1,87 ლარი ღირს. რა გამოდის? 39 თეთრია შეღავათი. თან ყოველ კვირაში აკლებენ. რა  ჰქვია ამას, თან  ახლა ვის სჭირდება საწვავი. ყანები დახნულ-დათესილია.  მოსავლის აღების და შეშის მოჭრის სეზონი ჯერ არ არის. სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ, დიზელის საწვავზე ლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე რომ ჩამოსწიეს. ტყუილია საქმე, თორემ არც მაგას გვაძლევდნენ და კი ვიყავით. როდის დასრულდება თვალლთმაქცური ტყუილები ამ ქვეყანაში? -გვეუბნებიან ფერმერები: სერგო ბოიაჯანი, ალექსანდრე ხინთიბიძე, გიორგი ლომჯარია, თინა ვაშაყმაძე და სხვები.  მართლაც, როცა  პრემიერმა წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა,  კონკრეტულ მიმართულებაში „ზრუნვა სოფელსა და ფერმერეზე“, ქვეთავში,  „პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია“,  ნათქვამი იყო, რომ: „პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადეობრივ ცენტრებში დაურიგდებათ ავტოგასამართი კომპანიის (,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”) ფასდაკლების ბარათები. აღნიშნული ბარათებით, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს, შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, დიზელის ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ფიქსირებულ ფასზე,  დაახლოებით, 1 ლარით ნაკლებ ფასად შეიძინონ. საწვავის შეძენა შესაძლებელი იქნება „სოკარ პეტროლეუმ-ჯორჯიას” საბითუმო ბაზებიდან და ავტოგასამართი სადგურებიდან.“  „გურია ნიუსი“ კვლავ დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს. აქ მოგვცეს საშუალება, პროგრამის კოორდინატორთან, ლევან მიროტაძესთან გვესაუბრა.:  ლევან მიროტაძე ადასტურებს, რომ ახლა  ნაკლებია  შეღავათი და ის 32   თეთრს შეადგენს. თუმცა,  ამას ასე ხსნის: _ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში როცა გახორცილედა პროექტი, ბენზინგასამართ სადგურებზე 1,90 ლარი ღირდა დიზელის საწვავის ფასი. პროექტის მიხედვით კი _ 1,10 ლარი.   ჩვენი მიმართვის საფუძველზე მხოლოდ „სოკარმა“ შემოგვთავაზა იდეალური ფასი, ტენდერის ფარგლებში. თუმცა, ყოველ თვეში  იცვლება საწვავის კონსოლიდირებული ფასი. როცა დავიწყეთ პროექტი, მაშინ ფასი დაბალი იყო. დღეისთვის კი კონსოლიდირებული ფასი 1,66 ლარია. ახლა გამოდის შეღავათი 32 თეთრი. ეს შეღავათი წლის ბოლომდე გვაქვს გადანაწილებული და სავარაუდოდ, საწვავის ფასი უფრო დაიწევს. ციგრებით რომ ვისაუბროთ, ჯამში  2 მილიონ ლარზე მეტია დანაზოგი, - გვითხრა ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით, „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის კიდევ ერთი საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნებარუსთავში, თიბისის მხარდაჭერით, ტექსტილის მაღალტექნოლოგიური საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნება. 14 ივლისს, 38 000 კვ.მ ფართობის მიწაზე 20 000 კვ.მ ფართობის ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი. შ.პ.ს „ქართული ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა. ქსელის სხვა საწარმოების მსგავსად, რუსთავში მდებარე ახალ სამკერვალო ქარხანაში სპორტული სამოსი შეიკერება, რომელიც ექსპორტზე გავა. საწარმოში 2000-მდე ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, საიდანაც 10 მილიონ ლარს თიბისი სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“  პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს. ქართული ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტექსტილი“ საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2009 წლიდანაა ჩართული და დღემდე ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში სამ სამკერვალო ქარხანას აერთიანებდა, სადაც ჯამში 3500 ადამიანია დასაქმებული. კომპანია სპორტული პორდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს და ისეთ მსხვილ სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima, Under Armour და სხვა. საწარმოებში სპორტული სამოსი მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის (აიაქსი, არსენალი, ლიონი, მალაგა, ატლეტიკო, მადრიდი, გალათასარაი) და სხვადასხვა ეროვნული ნაკრებისთვის (საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, შევიცარია) იკერება. ჯგუფი წლიურად 10 000 000 ერთეულ სპორტულ პროდუქტს ქმნის, რუსთავში ახალი ქარხნის ამოქმედებით კი წარმოების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. „თიბისისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვენლოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. ჩვენთვის საამაყოა იმ პროდუქციის შექმნაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე Made in Georgia-ს ეტიკეტით გადის. „აჭარა ტექსტილის“ დამსახურებით საფეხბურთო ჩემპიონატებზე არაერთი გუნდი სწორედ საქართველოში შეკერილი ფორმებით ასპარეზობს. არსებულ კრიზისულ პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანია უზრუნველვყოთ ბიზნესსექტორის და ზოგადად, ქართული ეკონომიკის უწყვეტი ფუნქციონირება. გვიხარია, რომ გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე ახალი რეალობის მიუხედავად, ეროვნული წარმოება გრძელდება და ფართოვდება კიდეც“, - ლევან შავკაციშივილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი. ... ...
  • "ოკრიბაზე" მძღოლებს თანხას სძალავდნენ- შსს-მ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დააკავათბილისში დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც "ოკრიბაზე" მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები - ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • " გადაურჩა დაწვას"- მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტა და დანაშაულის ჩადენის მოტივად  გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს.შ.-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას. სამართალდამცველებმა ს.შ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის თებერვალსა და მაისში  შ.გ.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ს.შ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. 2020  წლის 13 ივლისს შ.გ.-ს ბრალდება დაუზუსტდა და  ბრალი  წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1"  და ,,ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ... ...
  • მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა/შენახვისთვის მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდათბილისის სააპელაციო სასამართლომ, რამდენიმე წუთის წინ, დააკმაყოფილა GDI-ს შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. სასამართლომ გააუქმა მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული 5 წლიანი პატიმრობა და ის გაათავისუფლა პენიტენციური დაწესებულებიდან. მსჯავრდებული 2016 წლიდან სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ მეტამფეტამინის, წონით 0,000036 გრამი და ამფეტამინის, წონით 0,000033 გრამი შეძენისა და შენახვისთვის. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის და ექსპერტის პოზიცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების აღნიშნული ოდენობები არ მიეკუთვნებოდა მოხმარებისთვის ვარგის დოზებს, ხოლო პატიმრობის გამოყენება წარმოადგენდა ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის შინაარსი, რომელიც პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებდა მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენისა და შენახვისთვის. GDI აცხადებს, რომ მზად არის განაჩენის გადასინჯვაში დაეხმაროს ყველა იმ პირს, ვინც მოხმარებისთვის უვარგისი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისთვის იხდის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...