ბიზნესმენი სიხარულიძე: "პოლიტპატიმართა სიაში ჩასმის სანაცვლოდ ბაკურიძე 3000 დოლარს მთხოვდა"

მთავარი თემა

ბიზნესმენი სიხარულიძე: "პოლიტპატიმართა სიაში ჩასმის სანაცვლოდ ბაკურიძე 3000 დოლარს მთხოვდა"

2015 დეკ 16 17:36:23

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2006 წლის 1 იანვრიდან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა პროგრამა "იაკობ გოგებაშვილი", რომელიც ითვალისწინებდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რეაბილიტაციასა და განვითარებას. პროგრამის გასახორციელებლად შეიქმნა სატენდერო კომისია.

კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სხვა კომპანიებთან ერთად, გაიმარჯვა შპს "ამაღლება 98"-მა. ოფიციალური ვერსიით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომპანიების მსგავსად, მასაც გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთი თვით _ 2006 წლის 15 სექტემბრამდე, იმავდროულად კი, დამატებით, 500 ათასი ლარი ჩაერიცხა, რათა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებამდე დაესრულებინა.
კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყვიტა.

პარალელურად, კომპანიის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების ამსახველი მასალები სათანადო რეაგირებისათვის გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა.

კომპანია "ამაღლება 98"-თან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს თემურ სამადაშვილს შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრი გია ნუცუბიძე, რომელმაც, სამადაშვილს შპს "ამაღლება 98"-ისთვის ხელშეკრულებისა და დაფინანსების განახლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 500 ათასი ლარი შესთავაზა. აღნიშნული საუბრის თაობაზე, სამადაშვილმა მოხსენებითი ბარათით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მოგვიანებით კი, საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ამის შემდეგ, შესაბამისი ორგანოების მიერ, დაიგეგმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. ნუცუბიძისა და სამადაშვილის შეთანხმების თანახმად, შპს "ამაღლება 98"-ს, პირველ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 150 ათასი ლარი გადაურიცხა, რის სანაცვლოდაც, გია ნუცუბიძემ სამადაშვილს, ქრთამის სახით, 50 ათასი ლარი გადასცა.

სწორედ თანხის გადაცემის დროს დააკავეს ნუცუბიძე.

ნუცუბიძესთან ერთად დააკავეს "ამაღლება-98"-ის დირექტორი დავით სიხარულიძეც, რომელსაც ბრალი თანხების მითვისებაში დასდეს და 11 წლით ციხეში გაუშვეს. მაშინვე ითქვა, რომ სიხარულიძის დაკავების რეალური მიზეზი პოლიტიკა იყო. უფრო დაზუსტებით კი, მან „ნაციონალებს“ წილი არ მისცა.

დავით სიხარულიძეს, რომელმაც ციხეში 6 წელი გაატარა და 2013 წელს შეწყალების შედეგად გათავისუფლდა, მიუხედავად ხანგრძლივი პატიმრობისა, ბრალი არ უღიარებია. ამ დროის განმავლობაში ბიზნესმენმა რამდენიმე სარჩელი შეიტანა და სახელმწიფოსგან სასამართლოზე აღიარებული და დოკუმენტურად დადასტურებული ვალი მოითხოვა.

"გურია ნიუსმა", ჯერ კიდევ სიხარულიძის პატიმრობაში ყოფნისას, ამ ფაქტის შესახებ, რამდენიმე ჟურნალისტური მოკვლევა გამოაქვეყნა.

ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში დავით სიხარულიძემ "გურია ნიუსს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, დაკავების დეტალები, მისი წინაპირობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ იგი პოლიტიკური მოტივით იყო დაკავებული. სიხარულიძე მიიჩნევდა, რომ პოლიტპატიმართა სიაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ვერ მოხვდა.

2013 წელს მოცემულ ინტერვიუში იგი აღნიშნავდა, რომ ბრძოლას პოლიტპატიმართა ახალ სიაში მოსახვედრად გააგრძელებდა.

მას შემდეგ 2 წელი გავიდა, თუმცა, სიხარულიძე სიაში ვერ მოხვდა. ჩვენთან საუბარში იგი ამბობს, რომ სიაში ჩასმის სანაცვლოდ 3 000 დოლარი ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას მოსთხოვეს:

_ როდესაც ციხეში ვიყავი, 3 000 დოლარი მომთხოვეს, რომ სიაში მოვხვედრილიყავი. ეს ის პერიოდი იყო, როცა ხელისუფლება შეიცვალა და სიის შედგენა იწყებოდა. თანხა არ გადამიხდია, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩემი საქმე იძლეოდა იმის საფუძველს, ვყოფილიყავი ამ სიაში _ არჩევნებთან იყო დაკავშირებული ჩემი დაკავება და იმიტომ. თუმცა, ახლა, როცა შეწყალების თემაზე სკანდალი აგორდა, მივხდი, რომ სწორი ყოფილა და სიაში თანხის გადახდის გარეშე ვერ მოხვდებოდი, მიუხედავად ბევრი მტკიცებულებისა, _ გვითხრა სიხარულიძემ.

_ ბატონო დავით, ვინ გთხოვდათ სიაში ჩასმის სანაცვლოდ თანხას?

_ ე. წ. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

სიაში ჩასმის სანაცვლოდ თანხის მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფს ბაკურიძე:

_ ეს აბსურდია. რა უფლებით ჩავსვამდი ვინმეს სიაში?! სხვა კი არა, მე ვერ მოხვდი ამ სიაში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დამაპატიმრეს პოლიტიკური ნიშნით და ამაზე პრეტენზიები მქონდა კიდეც. თუ სიხარულიძეს პიარის გაკეთება ელისაშვილის განცხადებებზე სურს, ეს მისი ნებაა. მე ის შემიძლია გითხრათ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია,_ გვითხრა ბაკურიძემ.

აღსანიშნავია, რომ უფლებადამცველის მიმართ სიხარულიძეს სხვა პრეტენზიებიც აქვს და მას თაღლითობაშიც ადანაშაულებს. უფრო მეტიც, ამის შესახებ საჩივარი პროკურატურაშიც არის შეტანილი.

რას ედავება ბაკურიძეს ბიზნესმენი, რისთვის მისცა 8 000 დოლარი, რატომ დაუბრუნდა ეს თანხა მოგვიანებით ოჯახს და რატომ გაყიდა ბაკურიძემ სიხარულიძის კუთვნილი ავტომობილი _ ამ თემაზე ვრცელ მასალას, „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე: განათლების სამინისტროს "პარტიულ ატკატებს" შეწირული თავისუფლება;

ციხიდან დაწყებული სამართლის ძიება (პირველი ნაწილი);

ციხიდან დაწყებული სამართლის ძიება (მეორე ნაწილი)




 ახალი ამბები
  • "ეს არის ფარსი, ივანიშვილის თამაში" _ ლევან გოგიჩაიშვილირაც, დღეს პარლამენტში ხდება საარჩევნო სისტემასთან დაკაშირებით არის ფარსი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაში განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისი თქმით თუ ქართულ ოცნებას საკმარისი ხმები არ აქვს ცვლილებისთვის, მაშინ ზონდერმოსამართლეების დამტკიცება როგორ უნდა მოახერხონ ,,ამბობენ ხმები არ გვყოფნისო, მაშინ როგორ აპირებენ ჩინჩალაძეების, მურუსიძეების და სხვა ზონდერ მოსამართლეების დამტკიცებას, თუ მხოლოდ 75 ხმა აქვთ. ეს არის ფარსი, ივანიშვილის თამაში. რომელზეც პასუხს მიიღებენ" - განაცხადა ... ...
  • "კანონპროექტის რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი" _ ირაკლი კობახიძედღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო. რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი'- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარული სდომის დასრულების შემდეგ, სადაც დეპუტატებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭი უნდა ეყარათ. მისი თქმით, კოლეგებს შეხვდებიან და შეეცდებიან, დაარწმუნონ გადაწყვეტილების სისწორეში. „დღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო. რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვექნება შეკრების საშუალება და იმედია, რომ მეტი დრო გვექნება განხილვისთვის. დღეს 10 საათზე შევიკრიბეთ და 11-მდე უნდა დაგვესრულებინა გასაგები მიზეზის გამო. იმედი გვაქვს, რომ დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბეთ და უფრო მეტი დრო გვექნება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები ამ გადაწყვეტილების სისწორეში. ხვალ შევიკრიბებით დილიდან და შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, მიიღება ის გადაწყვეტილება. დღეს, პრაქტიკულად, განხილვაში რასაც ჰქვია, ვერც შევედით. გვქონდა სულ ერთი საათი დრო," - აცხადებს ირაკლი ... ...
  • "არ უნდა დავუშვათ კანონპროექტის ჩავარდნა" _ მამუკა მდინარაძეფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველანაირი რისკი, რომელიც არსებობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, აუცილებელია მოიხსნას. მისი განცხადებით, სწორედ რისკების მოხსნას ემსახურება ხვალინდელი უმრავლესობის შეხვედრა. "როგორც კი რისკი გაჩნდა, რომ შეიძლება კანონპროექტი ჩავარდეს, ასეთი რისკი არ უნდა დავუშვათ. ხვალისთვის ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად, რომ ეს რისკიც კი მოიხსნას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ ყველა დეპუტატს, რომელსაც ჰქონდა აზრი, რომ ეს კანონპროექტი არის დამღუპველი ქვეყნისთვის და მაინც და მაინც ნაციონალურ მოძრაობაზე მორგებული, დავარწმუნოთ, ეს ასე არ არის. აქამდე დეპუტატების ამ რაოდენობას არ გამოუცხადებია ასე პრეტენზია ღიად და საჯაროდ. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე დეპუტატი, რომელსაც სულ ველაპარაკებოდით და ეს დუღილი რომ იყო, თქვენც იცით. დღეს ეს უფრო ხელისგულზე გამოჩნდა.- განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, არავინ მიდის არც, პარტიის და არც, გუნდის წინააღმდეგ. „გუშინდელი პროვოკაციული გამოსვლების ფონზე, დეპუტატების მეტმა რაოდენობამ ეს რაოდენობა გაზარდა. არ უნდა გავაღიზიანოთ ისინი დამატებით. არც პარტიის, არც გუნდის, არც პარტიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ არავინ მიდის. სწორედ ამიტომ ითხოვდნენ ისინი გადადებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ, რომ პროპორციული სისტემა არის უალტერნატივო," - განაცხადა მამუკა ... ...
  • საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდოსაარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო, _ აღნიშნული განცხადება პარლამენტის თქვმჯდომარემ უმრავლესობის და ოპოზიციის ლიდერებთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთა. პლენარული სხდომა ხვალ 12 საათზე ... ...
  • მზე ასე დედამიწაზე, მხოლოდ ადამიანებთან ზეიმობს! _ ფოტორეპორტაჟიწელს ნოემბრის მზეს სწორედ ისეთი მაგიური გამონათება აქვს და სწორედ ის მნათობია, როგორიც ქართულ ხალხურ მითოსშია წარმოდგენილი, სადაც მას დედის ფუნქცია აკისრია! მხოლოდ ქართულია: „მზე დაწვა და მთვარე შობა!“, მხოლოდ ქართულია: „შენს მზეს ვფიცავ!“... 12 ნოემბერს, ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკში, შემოდგომის ყველა კუნჭულში ჩასავარდნად გამოგორებულ მნათობთან ერთად , მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე, პედაგოგი ეკა დარჩია, მეოთხეკლასელები და მათი მშობლები გახდნენ, ამ დღის ამმეტყველებლები!  დიახ, მზე ასე მხოლოდ დედამიწაზე, ადამიანებთან ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?