შეიცვლება თუ არა სასამართლო განაჩენების გასაჯაროების სისტემა

მთავარი თემა

შეიცვლება თუ არა სასამართლო განაჩენების გასაჯაროების სისტემა

2015 დეკ 16 22:51:06

სასამართლო სისტემაში დამკვიდრებული განაჩენების გაცემის სისტემა, შესაძლოა, ნაწილობრივ შეიცვალოს. ამის მიზეზი კი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაა, სადაც აღნიშნულია, რომ როდესაც ინფორმაციას კონკრეტული პირის შესახებ მისი სახელისა და გვარით ვითხოვთ, მაშინ ამ ინფორმაციის დაშტრიხვა აზრს კარგავს, რადგან ისედაც ცხადია, ვის შესახებაა განაჩენში საუბარი. აქედან გამომდინარე, თუ ამ ინფორმაციის გაცემის სხვა საფუძველი არ არსებობს, სასამართლომ განაჩენი და სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებები აღარ უნდა გასცეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, ამ შემთხვევაში, სასამართლოს ავალდებულებს, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობისას, უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემა დეპერსონალიზებული ფორმით იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს პირის იდენტიფიცირება პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით.

აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლო სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსა და სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა. მხარეები თანამშრომლობის ფორმატზე უნდა შეთანხმდნენ.

რატომ გახდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება საჭირო; შეზღუდავს თუ არა ეს სასამართლოდან ინფორმაციის მიღებას და რა თანამშრომლობაზე შეთანხმდა სასამართლო კორპუსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან, - ამ საკითხებზე "გურია ნიუსის" კითხვებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი პასუხობს.

_ქალბატონო თამარ, როგორც ცნობილია, 2015 წლის 22 ივლისს მიიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, სადაღ აღნიშნულია, რომ "სასამართლომ საფუძვლების არარსებობისას, უნდა უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემა დეპერსონალიზებული ფორმით იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს პირის იდენტიფიცირება პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით". რატომ გახდა საჭირო მსგავსი გადაწყვეტილების მიღება?

_ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ინსპექტორმა შეზღუდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების გასაჯაროება, მცდარია. ერთადაერთი გადაწყვეტილება, რომელიც ამ თემაზე ინსპექტორმა მიიღო 2015 წლის 22 ივლისს  მოქალაქის განცხადების საფუძველზე, ეხებოდა შემთხვევას, როცა თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა სრულიად სხვა პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის ასლი. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება გაიცა დაშტრიხული სახით, მონაცემთა დამუშავებით მოხდა პირის არაპირდაპირი ფორმით იდენტიფიცირება, ვინაიდან ინფორმაციის გამოთხოვა კონკრეტული პირის განაჩენზე განხორციელდა. 

რაც შეეხება დასმულ კითხვას, ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჯაროების  შეზღუდვას, არამედ ბალანსის დაცვას ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის. ნებისმიერ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემა უნდა ხდებოდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ნებისმიერმა საჯარო დაწესებულებამ უნდა იხელმძღვანელოს როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ასევე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონით, თუკი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს.

_ მაშინ, როდესაც სასამართლო სხდომა ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, მათ შორის განაჩენის გამოცხადების პროცესიც, ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში კანონთან თქვენი  გადაწყვეტილება?

_ ინსპექტორის გადაწყვეტილება არანაირად არ ეწინააღმდეგება სასამართლოს ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. როგორც უკვე გითხარით, ეს იყო კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული მოქალაქის უფლებების დაცვის მიზნით. გადაწყვეტილების კანონიერებისა და მისი გასაჩივრების საკითხი დღის წესრიგში არავის დაუყენებია. პირიქით, გადაწყვეტილების შინაარსის გაცნობის შემდეგ ძალიან ბევრმა სამოქალაქო საზოგადოებისა თუ ექსპერტული წრეების წარმომადგენელმა, დადებითად შეაფასა იგი.

თქვენს მიერ მიღებული 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება ხომ არ განზოგადდება სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც? გამოიწვევს თუ არა ეს სასამართლო სხდომების დახურვას?

_ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება და ზოგადად, საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" არ იწვევს სასამართლო სხდომების დახურვას. ამის გარანტს წარმოადგენს, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუცია, რომლის თანახმად, სასამართლოში საქმე ღია სხდომაზე განიხილება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ. სხდომის ნაწილობრივ თუ სრულად დახურვის აუცილებლობას აფასებს და მის  შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდდამხოლოდ სასამართლო. მეტიც, სასამართლოში სამართალწარმოების მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე საერთოდ არ ვრცელდება კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და ასევე ინსპექტორის მანდატი.

პირიქით, ჩვენ ვთანამშრომლობთ სასამართლოსთან, სხვა საჯარო უწყებებთან, აკადემიურ წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხზე და მათ შორის, ინფორმაციის ხელმისწვდომობის პრაქტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით და ინფორმაციის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის ბალანსის დაცვის საკითხებზე.

_ მაშინ, როდესაც ჟურნალისტს სჭირდება გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია, როგორ ფიქრობთ, ზოგიერთი განაჩენების დახურვა კი,  ინფორმაციის მიღების შეზღუდვას არ გამოიწვევს? თუნდაც გავიხსენოთ ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის საქმე. ჟურნალისტებისთვის რომ მისი ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია დახურული ყოფილიყო, ეს მისი მხრიდან კანონდარღვევას არ გამოიწვევდა?

_ თუკი კანონით ეს პირდაპირ არ არის დარეგულირებული, ინფორმაციის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ყოველთვის ის, ვინც ფლობს აღნიშნულ ინფორმაციას.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მონაცემების ნებისმიერი ფორმით დამუშავების, მათ შორის გასაჯაროებისას, სასამართლომ თუ სხვა უწყებამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით და ასევე შეაფასოს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის საკითხი.

ზოგადად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ  თანამდებობის პირებს აქვთ უფრო მეტი თმენის ვალდებულება და კანონმდებლობა გარკვეულ  შემთხვევაში პირდაპირ ავალებს მათ მათი მონაცემების პროაქტიულ გასაჯაროებას, აღნიშნული არ გულისხმობს მათ შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომობასარსებობს ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება წარმოადგენდეს საჯარო ინტერესის საგანს.

_ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოსამართლეთა კორპუსთან. ამ დროისთვის რა ვარიანტზე ხართ შეჯერებული?

_ მოლაპარაკება არა, თანამშრომლობა იქნებოდა შესაფერისი ტერმინი.  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინიციატივითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, სასამართლო სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უზენაესი, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, სასამართლოს თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები.

შეხვედრაზე განხილულ საკითხთაგან ერთ-ერთი საკითხი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებათა გამოქვეყნებისა და გასაჯაროების საკითხებს დაეთმო. ვინაიდან არსებობს პრაქტიკული კითხვები და მოსამართლეებმა გამოხატეს სურვილი არსებობდეს ერთიანი მიდგომა და სტანდარტი სასამართლო გადაწყვეტულებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშრებით, ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა  ვითანამშრომლოთ მათთან. 

_ გაქვთ თუ არა სხვა ქვეყნების პრაქტიკა შესწავლილი და კონკრეტულად რომელ ქვეყნებშია მსგავსი კანონმდებლობა?

_ ევროპის ქვეყნების უმეტესობა სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჯაროებისას პერსონალურ მონაცემთა დაშტრიხვისკენ იხრება. მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში სასამართლო გადაწყვეტილებებში, რომელიც ხელმისაწვდომია საჯაროდ,  მიეთითება მხოლოდ პირთა ინიციალები. განსხვავებული მიდგომაა დიდ ბრიტანეთში, თუ საქმე ღია სხდომაზე განიხილება, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ გაეცნონ და მიიღონ სასამართლოს გადაწყვეტილება. დახურული სხდომის შემთხვევაში, თუ ინფორმაცია შეეხება პირის ჯანმრთელობას ან საქმე ეხება სხვა კონფიდენციალურ ინფორმაციას, სასამართლო ძირითადად უარს ამბობს მის გასაჯაროებაზე - მესამე პირებისთვის გადაცემაზე.

მხარეთა და მესამე პირების სახელები ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც. არსებობს გამონაკლისები, მაგალითად, თუ პირს არ სურს მისი სახელის გასაჯაროება, უნდა მიმართოს სასამართლოს და მიუთითოს შესაბამისი მიზეზი. გამონაკლის და დასაბუთებულ შემთხვევებში, სასამართლო გადაწყვეტილებას აქვეყნებს მხოლოდ ინიციალებით. იგივე პრაქტიკა აქვს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსაც. 




 ახალი ამბები
  • მიშა ფეიქრიშვილი პარლამენტის პიარს უხელმძღვანელებსსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პიარის ხელმძღვანელმა, მიშა ფეიქრიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებას დღეს, სოციალური ქსელით ამცნო: "1 წელი და 4 თვე – სამსახურში, რომელიც დიდ ოჯახად მექცა. ადამიანები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. მათი საქმე, რომელიც შეუფასებელია. მადლობა, ვინც მუშაობდა და მუშაობს ამ სამსახურში. მადლობა თითოეულ მეხანძრე-მაშველს, ჩემ ტალიკ-ტალიკებს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თითოელ ჟურნალისტს საუკეთესო თანამშრომლობისთვის", _ დაწერა ფეიქრიშვილმა და აღნიშნა, რომ მას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ლედი ოქროპირიძე შეცვლის. ფეიქრიშვილი, ბევრი უწყების პრესსამსახურისგან განსხვავებით, მედიასთან განსაკუთრებული ურთიერთობებით გამოირჩეოდა და მასთან დაკავშირების პრობლემა, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, არავის ჰქონია. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მისი მუშაობის დროს გაიგო საზოგადოებამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რთული და საინტერესო მუშაობის შესახებ.  ამ ყველაფრის შესაბამისად, ყველას გაუჩნდა კითხვა, თუ სად წავიდა იგი _ მედიის განსაკუთრებული ინტერესის დაკმაყოფილებას "გურია ნიუსი" შეეცადა და დადასტურებულად გაარკვია, რომ მიშა ფეიქრიშვილი მომავალი კვირიდან პარლამენტის პიარს ჩაიბარებს. უფრო კონკრეულად კი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი გახდება ... ...
  • ლევან სურგულაძე: "ეს შეხვედრები ადამიანებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება"ლევან სურგულაძე: ,,ვფიქრობ ასეთი მუდმივი კომუნიკაციით და ორმხრივი ინფორმაციის გაცვლით შევძლებთ ეტაპობრივად დავხვეწოთ სისტემა იმგვარად, რომ მაქსიმალურად მორგებული იყოს მოსარგებლეების საჭიროებებს. ეს შეხვედრები დაეხმარება ადამიანებს მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში“. შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია EY-ს ორგანიზებით გაიმართა და მას ორმოცამდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთაც „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. შეხვედრაზე ლევან სურგულაძემ აუდიტორიას მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და არსებული სტატისტიკა გააცნო. რეფორმის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში დაგროვებით საპენსიო სქემაში 49 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული, 760 000 პირადი ანგარიშია გახსნილი, საპენსიო დანაზოგის მოცულობა 170 მლნ ლარია, ამ თანხაზე დარიცხული სარგებელი კი 700 000 ლარს აღემატება. შეხვედრის შემდეგ კომენტარი EY-ის იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელმა და ასოცირებულმა პარტნიორმა გიორგი სვანაძემ გააკეთა: "შეხვედრის ორგანიზების მიზანი იყო ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისთვის მიგვეცა საშუალება უშუალოდ სამუშაო რეჟიმში დაესვათ კითხვები, რომლებიც ახალი საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან დაუგროვდათ და ძალიან კარგია, რომ საპენსიო სააგენტო ასეთ ღია ფორმატში თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ფაქტობრივად ეს კომუნიკაცია იქნება გზამკვლევი შეხვედრაზე დამსწრე კომპანიებისთვის, რომ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე შევიდეს მათ ყოველდღიურ ... ...
  • თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართასოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გახსნა.  დასაქმების ფორუმს ასევე ესწრებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა კილაძე და სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი. „თბილისი  მოლის“ მხარდაჭერით გამართული ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმებისა ხელშეწყობა წარმოადგენდა.   დასაქმების ფორუმზე,  შშმ პირებს აქტიური ვაკანსიები 20-ზე მეტმა საშუალო და მსხვილმა კომპანიამ შესთავაზა. მათ შორის იყვნენ: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“, სასტუმრო „შერატონი“, „ჰოთ თრეველი“,  „ვენდისი“ აჭარა ჯგუფი, ემ გრუპი და სხვა.   სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები  არსებულ ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნენ და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარეს. ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა  მონაწილეებს შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო  პროგრამები და სერვისები დეტალურად გააცნეს. სახელმწიფო კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასა და მათ შემდგომ ინტეგრაციას. ... ...
  • სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა (R)19 აპრილს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ერთი მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ, ხოლო მეორე მხრივ, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ, ნიკა ახალბედაშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკაში გაიმართა, რადგან მემორანდუმის მიზანი არის პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრება. მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების ფარგლებში, რაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 თებერვლის №385 ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული მიზნის მიღწევის უზრუნველყოფას გულისხმობს. საკითხი ეხება პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისათვის პენიტენციური სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების კრებულების სამაგიდო წიგნის სახით გამოცემას. მასში შევა ნორმატიული აქტები, შინაგანაწესი, დებულება, სტანდარტი, წესი და სხვ. პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მაცნეს ბრენდირებული კომპიუტერების განთავსებას გულისხმობს, სადაც მუდმივად განახლებადი ელექტრონული წიგნების კატალოგი აიტვირთება, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე განთავსდება მაცნეს ბრენდირებული წიგნების კარადები. პროექტის ფარგლებში ერთი მხრივ, მოხდება პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების წიგნის ფონდების განახლება, სამართლებრივი აქტების ელექტრონული კატალოგებით აღჭურვა; მეორე მხრივ კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა იმ მნიშვნელოვან კანონებზე, რომლებიც შემხებლობაშია ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებებთან, არასრულწლოვნებისა და ქალ მსჯავრდებულთათვის საერთაშორისო თუ ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან, რომლებიც მათ უფლებებს ეხება. მათ შორის ეთნიკურად არაქართველი პატიმრებისთვის რუსულ და ინგლისურ ენებზე. მემორანდუმი გულისხმობს ყოველკვარტალური ჟურნალის გამოცემასაც, რომლითაც მსჯავრდებულები მიიღებენ ინფორმაციას ნორმატიულ აქტებში შეტანილ ძირითად ცვლილებებზე, გაეცნობიან საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების სისტემაში გამოტანილ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ასევე ქვეყანაში მომხდარ ტექნოლოგიურ სიახლეებს, პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციას, მსჯავრდებულ პირთა სურვილის მიხედვით,მოხდება მათი პირადი შემოქმედების გამოქვეყნებაც; ასევე იგეგმება გარე სამყაროსთან უკეთესი ადაპტირების მიზნით, გზამკვლევი ბროშურის დაბეჭდვა სასჯელმოხდილი პატიმრებისთვის, სადაც დატანილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება პიროვნებას ფეხი აუწყოს ციხის კედლების მიღმა ცხოვრებას. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ აღნიშნა, პენიტენციურ სისტემაში საკანონმდებლო მაცნეს შემოსვლით, საბჭოური ხანის ბიბლიოთეკები ეტაპობრივად დასრულდება. "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს პენიტენციურ სისტემაში შემოსვლით ჩვენ ეტაპობრივად დავასრულებთ საბჭოური ხანის ბიბლიოთეკებს ციხეებში. სიმბოლურია, რომ საკანონმდებლო მაცნემ ციხეებში შემოსვლა ისეთი დახურული დაწესებულებით დაიწყო, როგორიც არის N6 პენიტენციური დაწესებულება",- განაცხადა გიორგი პატარიძემ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ესწრებოდნენ. ... ...
  • შსს-მ უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით შპს ”ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მიმდინარე წლის 31 მარტს შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ს მიერ მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ს მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ის დირექტორს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...