"კეთილი" პატრონები სახელმწიფოს საკუთარ ქონებას "ჩუქნიან"

მთავარი თემა

"კეთილი" პატრონები სახელმწიფოს საკუთარ ქონებას "ჩუქნიან"

2010 დეკ 20 23:27:09

უფრო მეტიც, თვე არ გავა სამართალდამცავებმა ახალი "დამნაშავე" არ იპოვონ და მისი კუთვნილი "უკანონოდ დაკანონებული მიწა" სახელმწიფოს საკუთრებაში არ გადასცენ. ბოლო ასეთი "მსხვერპლი" ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია ურიდია აღმოჩნდა. იგი სამმართველოს უფროსობიდან გაათავისუფლეს და დეტექტივის თანაშემწედ გადაიყვანეს. არც მას და არც მის ხელმძღვანელობას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა როგორც გავიგეთ, მას ბრალი მიწის უკანონოდ დაკანონებაში დასდეს.
ურიდიას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ლეგალიზაციის კომისიის მიერ აქვს დაკანონებული. კომისიის წევრები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა:
_ როგორც მახსოვს 2008 წელი იყო. საკითხი კომისიამ განიხილა. შეისწავლა დოკუმენტაცია, მოუსმინა მოწმეებს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი  მოწმობა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კომისიის წევრმა გიორგი სიმონიამ.
ურიდიას მიერ მიწის უკანონოდ დაკანონების შესახებ ინფორმაციას არც საჯარო რეესტრის ჩოხატაურის განყოფილებაში ფლობენ. როგორც გვითხრეს, ურიდიამ უკვე დაწერა განცხადება მიწის სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ, თუმცა ჩვენს გაზეთთან საუბრისას მან არც ამ საკითხზე ისურვა კომენტარის გაკეთება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ურიდიას მსგავსად, 80 ადამიანმა დაკანონებული მიწა, ზედ დამაგრებული ქონებით, საკუთარი განცხადების საფუძველზე სახელმწიფოს გადასცა _ 80-ვე განმცხადებელი ბახმაროში ქონებაზე "საკუთარი ნებით" ამბობს უარს. მიწების ასე ნებაყოფლობითი გაჩუქება საზოგადოებაში ბევრ ეჭვს ბადებს, რომელსაც ისიც ამძაფრებს, რომ ჩამბარებელთა ერთი ნაწილი ჩინოვნიკია, მეორე ნაწილი ის კატეგორია, რომელთა ახლობლები საჯარო სამსახურებში მუშაობენ, მესამე ნაწილი კი მეწარმეები არიან:
_ მიუხედავად იმისა, რომ ბახმაროში ნაკვეთს და სახლს 20 წელზე მეტია ფლობს ჩემი ოჯახი, მითხრეს, მიწა უნდა ჩააბაროო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემს შვილს სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. ერთი აგარაკი ნამდვილად არ მიღირდა მაგ  ფასად და ზედმეტ თავის ტკივილად. ამიტომ მივედი რეესტრში და საკუთარ ქონებაზე უარი განვაცხადე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომლის ვინაობას ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ.
_ მცირე მეწარმე ვარ. როცა მიწების უკანონო დაკანონების შესახებ ხმა გავრცელდა, თავად მივედი რეესტრში. განმიმარტეს, რომ არანაირი პრობლემა არ მქონდა, რადგან მიწა მემკვიდრეობით მქონდა მიღებული. მიუხედავად ამისა, მალევე მითხრეს, რომ თუ მინდოდა ჩემს საქმიანობას პრობლემები არ შექმნოდა, ჩუქების დოკუმენტი უნდა გამეფორმებინა და ასეც მოვიქეცი, _ გვითხრა ერთმა მეწარმემ.
საჯარო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომელი კოტე ლომთათიძე ერთ-ერთია, იმ 80 მოქალაქიდან, რომელმაც სახელმწიფოს ქონება აჩუქა:
_ დედაჩემმა ბახმაროში ნაკვეთი ბაბუისგან მიიღო მემკვიდრეობით. როცა მემკვიდრეობა გაიფორმა, ავტომატურად ამ სამკვიდროში მოხდა ბახმაროს ნაკვეთი. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ მიწებზე საკუთრების უფლების მოწმობა კანონის დარღვევით იყო გაცემული, დედამ განცხადება დაწერა და მიწაზე უარი თქვა, _ გვითხრა ლომთათიძემ.
_ უკანონო თუ იყო, საიდან დამესიზმრებოდა? არანაირი გარიგებით არ დამიკანონებია მიწა. კომისიაში ქვითარი მომთხოვეს. მეც მივედი ბანკში, გადავიხადე გადასახადი და ქვითრის წარდგენის შემდეგ მომცეს საკუთრების უფლება. ახლა მეუბნებიან, თუ პრობლემების შექმნა არ გინდა, მიწა და ზედ დამაგრებული ქონება სახელმწიფოს აჩუქეო. ვერ გავიგე, რატომ უნდა ვაჩუქო ვინმეს ჩემი საკუთრება? სახელმწიფო მე რას მჩუქნის? პირიქით, იქით მართმევს! არ მინდა პრობლემები შემექმნას, მაგრამ არც ჩაბარება მინდა. ეს სახლია ჩემი ერთადერთი შემოსავალი _ ზაფხულობით ვაქირავებ და მერე იმ თანხას ვიზოგავ. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩემი შემოსავალი 80-ლარიანი პენსიაა და არა სამი ათასლარიანი ხელფასი. ჩემი სიმართლის ბოლომდე გატანას ვაპირებ, თუმცა რამდენიმე დღის წინ დისშვილმა, რომელსაც მაღაზია აქვს ქალაქში, დამირეკა და მთხოვა, რომ ქონება ჩავაბარო, რადგან მის ბიზნესს პრობლემები შეექმნა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა მოქალაქემ.
_ ლეგალიზაციის შედეგად მოსახლეობამ მიიღო უფლება საკუთრებაში დაერეგისტრირებინა ქონება. გარკვეული პრობლემები წარმოიშვა რეგისტრაციის შემდეგ ხელისუფლებასა და ამ მოქალაქეებს შორის: მათ აიძულებენ, უარი თქვან საკუთარ ქონებაზე, _ გვითხრა "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" ექსპერტმა ლევან ჩხაიძემ, _ აქ გამოვყოფდი მოსახლეობის ორ კატეგორიას: პატიოსანს და თაღლითს. ადამიანი, რომელიც ნამდვილად ფლობდა წარსულში ქონებას, პატიოსნად დაარეგისტრირა იგი, რაზედაც ლეგალიზაციის კომისიამ სავსებით სამართლიანად გასცა დოკუმენტი. მაგრამ ამ ადამიანების გვერდით არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც შეეცადნენ თაღლითური გზით მიეღწიათ საწადელისთვის _ მათ მოტყუებით, ცრუ მოწმეების ჩვენების საფუძველზე შეიყვანეს კომისიის წევრები შეცდომაში და მოიპოვეს ქონებაზე საკუთრების უფლება. ამ შემთხვევაში დასასჯელი არიან არა მარტო ისინი, რომლებმაც ქონება დაიკანონეს, არამედ ის ადამიანები, რომლებმაც მოწმის სახით დაადასტურეს ქონების სარგებლობის ფაქტი. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა პირი, რომელმაც ქონება მიიღეს ლეგალიზაციის კომისიის მეშვეობით, კანონს არღვევდნენ წლების განმავლობაში _ პირები, რომლებიც უკანონოდ სარგებლობდნენ ამა თუ იმ ქონებით, თავად ხომ იცოდნენ, რომ ეს ქონება მათი საკუთრება არ იყო?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბახმაროში უძრავი ქონების ჩამბარებლების უმეტესობა ჩინოვნიკია. უფრო დაზუსტებით კი, მათ შორის 19 ყოფილი პოლიციელია. ჩვენ ვეცადეთ მათგან კომენტარები მოგვეპოვებინა, თუმცა უშედეგოდ _ არცერთმა მათგანმა ამ თემაზე ღიად საუბარი არ ისურვა.
ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არც ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები არ აკეთებენ, არაოფიციალურ საუბარში კი ამბობენ, რომ ასეთია ზემოდან მიღებული ბრძანება. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი მალე ისევ აღმოაჩენს უკანონო მიწის მფლობელ ჩინოვნიკებს და ისინიც, როგორც წესი, მიწას სახელმწიფოს აჩუქებენ.
_ გურიის სამივე მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, კუდ-მა და პროკურატურამ ლეგალიზაციის კომისიის მთელი დოკუმენტაცია წაიღო. დოკუმენტების შესწავლა ნაწილ-ნაწილ მიმდინარეობს და დიდი ალბათობაა იმისა, რომ მალე ისევ მოხსნან ან დააქვეითონ რამდენიმე ჩინოვნიკი, ქონება კი სახელმწიფოსთვის აჩუქებინონ, _ გვითხრა წყარომ, რომელიც იმასაც ამბობს, რომ, ჯერჯერობით, არც პროკურატურა და არც კუდ-ი არ ეხება ურეკისა და შეკვეთილის მიწებს, სადაც ნაკვეთები ჩინოვნიკთა ელიტას აქვს დაკანონებული.
_ ჯერ არ არის იმის დრო, რომ ყურადღება ურეკის მიწებზე გამახვილდეს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროა ის უწყება, რომელმაც ყველაზე მეტი ჩინოვნიკი შესწირა ამ სკანდალს. არსებული ინფორმაციით, ურეკსა და შეკვეთილში მიწები სხვა უწყების წარმომადგენლებს აქვთ დაკანონებული, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ მათი გამოაშკარავება მერაბიშვილის ქვეშევრდომებმა მათთვის უფრო ხელსაყრელ დროს, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გადაწყვიტონ, _ ამბობს წყარო.




 ახალი ამბები
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს. მათ ჯილდოები ზურაბ ნასარაიამ და კოტე შარაშენიძემ გადასცეს. ოზურგეთის მუნიციპალიეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...