"ჩვენი დანაზოგებით მოვხატოთ შემოქმედის სამების ხატი"

მთავარი თემა

"ჩვენი დანაზოგებით მოვხატოთ შემოქმედის სამების ხატი"

2012 მარ 29 00:28:30
_ ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც "პრივატბანკის" ოზურგეთის სერვისცენტრი, გაზეთები: "გურია ნიუსი", "გურიის მოამბე", "ჰო და არა" და საქართველოს საპატრიარქოს შემოქმედის ეპარქია ერთობლივად განახორციელებენ.

პროექტის პრეზენტაცია გასულ შაბათს გაიმართა. როგორც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა ბრძანა, შემოქმედი ეწოდება ყოვლად წმიდა სამებას: მამას, ძეს და სულიწმიდას. მრწამსი ასე იწყება _ მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცისა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა.

"ამ ხატის დაწერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკათედრო ტაძრის აგება. მართლაც, საამაყოა ის, რომ გურიის ეპარქიას ეწოდება ღმერთის ანუ ყოვლად წმიდა სამების სახელი. ეს იგივეა, რომ ჩვენს ეპარქიას ჰქვიოდეს ყოვლად წმიდა სამების ეპარქია. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა შემოქმედის სამების ხატი. ვფიქრობდით, როგორ დაგვეწყო. სრულიად გამოუცდელები ვართ ჩვენ ამ საქმეში და ძალიან გამიხარდა ბატონი ლევან ჩხაიძის შემოთავაზება. ამ ხატის დაწერა, ძალიან დიდი საქმეა ყველა ჩვენგანისთვის, რაც დიდ მადლს და წყალობას მოგვიტანს. ამ საქმეში მონაწილეობა უნდა მიიღოს მთელმა გურია და მთელმა საქართველომ, რამეთუ წმიდა სამების ხატს ვხატავთ. რაც უფრო ადრე დაიწერება ეს ხატი, მით უკეთესია. თუ ადამიანებს არ აქვთ ფინანსური საშუალება, მაგრამ შეიძლება ვერცხლი, ოქრო, ძვირფასი თვლები შემოწირონ. ვფიქრობ, მინიმუმ, 5 კილოგრამი ოქრო დასჭირდება მოხატვას. ეს ხატი უნდა იყოს ოქროსი, რადგან ღმერთის ხატი იხატება, რომელიც დაბრძანდება ოზურგეთის საკათედრო ტაძარში. მე მგონია, რომ ამას შევძლებთ, საქართველომ თუ კი შეძლო და წმიდა სამების ტაძარი ააშენა ამ გაჭირვების დროს, არ მგონია, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ამ ხატის დახატვა. ღმერთი შეგვეწევა და დაგვეხმარება, _ ბრძანა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა.

პროექტის მიზანია, ეკლესიისთვის დახმარების გაწევა სამოქალაქო საზოგადოების საკუთარი დანაზოგების საშუალებით, პარტნიორი მედია საშუალებებით და "პრივატბანკის" ხელშეწყობით.

"პრივატბანკის" ოზურგეთის სერვისცენტრის მმართველის ლევან ჩხაიძის თქმით, პროექტის ამოცანაა, შეიქმნას და მოიხატოს შემოქმედის სამების ხატი, ზომით 2მX3მ.

მისივე თქმით, თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც სურვილი ექნება მიიღოს პროექტში მონაწილეობა, განათავსებს ანაბარს "პრივატბანკში" და ხელშეკრულების გაფორმებისას მიუთითებს ანაბარზე ბანკიდან მისაღები სარგებლის მოცულობას, ფონდის ანგარიშზე, მინიმუმ, 5 ერთეულით: _ ამ შემთხვევაში, მოქალაქეს, ასე ვთქვათ, "დანაკარგი" არ გააჩნია _ ანაბრის განთავსების პერიოდის ბოლოსთვის იგი სრულად მიიღებს განთავსებულ თანხას. ხოლო, გამომუშავებული პროცენტებით წვლილს შეიტანს შემოქმედის სამების ხატის შექმნაში. აღნიშნული სქემა მოსახერხებელია მოსახლეობისთვის იმდენად, რამდენადაც "პრივატბანკს" გააჩნია ანაბრების ისეთი სახეობები, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე პირისთვის, _ გვითხრა ლევან ჩხაიძემ.

ხატის შექმნის პროცესში, ეპარქიის თითოეული მოქალაქის მიერ შეტანილი იქნება წვლილი, რომლითაც პროექტი საყოველთაო ხასიათს მიიღებს. "პრივატბანკი" პროექტში მიიღებს მონაწილეობას შემდეგი სქემით: ანაბრის საერთო მოცულობის 0,3%-ს ბანკი ფონდის ანგარიშზე გადარიცხავს. მნიშვნელოვანი მოცულობის მქონე ანაბრების შემთხვევაში, "პრივატბანკი" დამატებით 1%-ს დაუმატებს პროგრამაში მონაწილეობისთვის. პარტნიორი მედიასაშუალებები, კი თვეში ორჯერ, პროექტის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან.




 ახალი ამბები
  • რა შემთხვევაში გააგრძელებენ მუშაობას აგრარული ბაზრებისოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ის სტანდარტით. აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ის სტანდარტით. რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სეს-ის სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას, - განაცხადა ... ...
  • არმენოფობიური განცხადება ტელეკომპანია "მთავარის" ეთერშისამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" ეხმაურება ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას  მიერ 5 აპრილს, საავტორო გადაცემა "პოსტ ფაქტუმში"  გაკეთებულ ქსენოფობიურ განცხადებას. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელებაში გენეტიკური ფაქტორის კვლევის შესახებ მომზადებულ სიუჟეტზე კომენტირებისას გადაცემის წამყვანმა არმენოფობიური შინაარსის  შეფასება გააკეთა. სიუჟეტი შეეხებოდა ჰაპლოჯგუფებთან დაკავშირებულ მსჯელობას ინფექციის მიმართ რეზიზსტენტულობაზე და ჰიპოთეტურ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ქართული გენომის მატარებელი ადამიანები ვირუსის მიმართ უფრო გამძლეები აღმოჩნდნენ. აღნიშნულს გიორგი გაბუნიას შემდეგი კომენტარი მოჰყვა:  "უცხოელი მეცნიერები რას ფიქრობენ გავიგეთ, მათი ქართველი კოლეგების მოსაზრებებიც ხომ გაგაცანით, ახლა მე ველოდები სომეხი მეცნიერების დასკვნას. ძალიან მაინტერესებს ჩვენი მეზობლები რომელ გენეტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. დარწმუნებული ვარ აღმოჩნდება, რომ მათი დნმ-ი ქართველებისაზე, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია და კორონავირუსს პირდაპირ ანადგურებს, ვაქცინა და მედიკამენტიც კი არ ჭირდება " აღნიშნული კომენტარი არმენოფობიურია და ადამიანების ეთნიკური ნიშნით სტერეოტიპიზაციას ახდენს. გადაცემის წამყვანის ამ განცხადებით "მთავარმა არხმა" დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლი: "მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე". არა ფობიას! წევრ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის პანდემიის პროცესში, ქსენოფობიური განწობების გაღვივების ფონზე, მედიამ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინის, არ გახდეს ქსენოფობიური განცხადებების წყარო და ნებით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყოს ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას“,_ ნათქვამია ... ...
  • მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინესმოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში  დარეკეს.ადგილზე მისულმა მაშველებმა დროულად შეძლეს წყალში ჩავარდნილი ცხოველის ამოყვანა, თუმცა ნახეს, რომ შველს სხეულზე რამდენიმე ადგილას დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც, ვეტერინარი გამოიძახეს. სპეციალისტმა ცხოველს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ... ...
  • კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ყველა წესის დაცვით დაიკრძალა _ ბოლნისის მერიბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრის დაკრძალვაზე ყველა ის წესი იყო გათავლისწინებული, რომელიც სახელმწიფო რეგულაციით არის განსაზღვრული. ამის შესახებ მერმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. „მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 _ კარანტინში“, - აღნიშნა ბოლნისის მერმა. მისივე თქმით, განმეორებითი სკრინინგი ქვემო ბოლნისში ჩატარდება, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები 25 მარტს ... ...
  • 25 წელი ეპისკოპოსად კურთხევიდან და თაფლი საჩუქრად მრევლს დღეს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ზიარების შემდეგ მრევლს თაფლი დაურიგდა. საჩუქარი მრევლმა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების კურთხევით მიიღო. "ეს ის მცირედია, რითაც გვინდოდა, გაგვეხარებინეთ. ისეთ სიტკბოებას გისურვებთ ცხოვრებაში, როგორი ტკბილიც თაფლია", _ მიმართა მეუფე იოსებმა მრევლს. 25 წლის წინ 7 აპრილს მიტროპოლიტი იოსები შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...