"სოლარიუმი," "მიწიერი სამოთხე," ბიძინა ივანიშვილი ანუ რა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებამდე

მთავარი თემა

"სოლარიუმი," "მიწიერი სამოთხე," ბიძინა ივანიშვილი ანუ რა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებამდე

2015 დეკ 27 18:03:48

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას, რომელზეც წლის მთავრი დოკუმენტის დამტკიცება მოხდა, მწვავე დებატების გარეშე არ ჩაუვლია. მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი კვერღელიძის თხოვნა იყო, რომ მხოლოდ ბიუჯეტის გარშემო ესაუბრათ დეპუტატებს, ასე არ მოხდა და სხდომაზე ხშირად ისმოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  წევრი დეპუტატი დავით მჟავანაძე დაინტერესდა, როდის ააშენებს დაპირებულ სოლარიუმებს ბიძინა ივანიშვილი ურეკში. ეს კითხვა მას მაშინ გაუჩნდა, როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ  2016 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

"თქვენ ხართ არჩეული პირი.  არ მხოლოდ მე, არამედ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მოვა თქვენთან, ვალდებული ხართ მოუსმინოთ და გასცეთ პასუხი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ხალხის ფულით დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტებს. ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაპირდა ურეკში სოლარიუმებს, მიწიერ სამოთხეს და დღეს თუ ჩავალთ, ვნახავთ რა მდგომარეობაში ურეკი. კარგია, რომ იზრდება ადგილობრივი ბიუჯეტი, მაგრამ შედეგებზე ორიენტირებული უნდა იყოს.  ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიწიერი სამოთხე დაპირდა ხალხს და იქ რაც ხდება,  ის არის  ზუსტად "ქართული ოცნების" სახე ." - უთხრა დეპუტატმა გამგებელს.

მერაბ ჭანუყვაძემ დეპუტატს თავის შეკავება ურჩია.

"უმსგავსო გამოსვლებისგან, ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ.  მინდა გითხრათ, რომ სწორედ "ნაცმოძრაობის" დროს იყო დასაკეტად გამზადებული ურეკი. იქ საერთოდ არ არსებობდა კანალიზაციის სისტემა, არც გაზი და საერთოდ არაფერი არ არსებობდა. მინდა თამამად განვაცხადო, ურეკი ნამდვილად იყო ის ადგილი, სადაც მეფობდა ანტისანიტარია, იქ ფაქტობრივად არ შეიძლებოდა დასვენება. როდესაც 21-ე საუკუნის მიღწევებზე საუბრობდნენ ბატონო დავით თქვენი ხელისუფლების დროს, მე არ მახსენდება ერთი თეთრი დახარჯული ურეკში და შეკვეთილში. ბიძინა ივანიშვილის დროს კი 73 000 000 მილიონი ლარი გამოიყო და იხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ამის შედეგ ძალიან მალე დაინახავთ." - აღნიშნა  სიტყვით გამოსვლის დროს მერაბ ჭანუყვაძემ.

მჟავანაძემ მერაბ ჭანუყვაძეს შეახსენა, რომ მის ძმას "ნაცმოძრაობის" დროს მაღალი თანამდებობა ეკავა.

"პოპულისტი ხართ,  პირდაპირ გეტყვით. ჩემი ძმა არის პოლიციელი. სწორედ იმისთვის, რომ არ ერეოდა ბინძურ პოლიტიკაში, 2010 წელს ის წავიდა თანამდებობიდან. თქვენ გადაიყვანეთ სხვა რეჟიმზე ქვეყანა და ჩააგდეთ ჭაობში."- უპასუხა მჟავანაძეს ჭანუყვაძემ.

საკრებულოს დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ სხდომაზე თქვა, რომ თურმე "ნაცმოძრაობას" სოლარიუმი მონდომებია.

" პირველი შეცდომა ამ ხელისუფლების ის არის, რომ ამდენი ლაპარაკის უფლება აქვს "ნაციონალურ მოძრაობას".  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  ნებისმიერ სოფელში ძალიან კარგად ვიცი,  რა ხდებოდა და როგორ კეთდებოდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კვლევებს ვაკეთებდით და ყველა დოკუმენტაცია  შენახული მაქვს, როგორ იხსნებოდა ჰაერში ფული. ისე მიყურებს ახლა მიშიკო (საუბარია მიხეილ გოგოტიშვილზე, საკრებულოს დეპუტატზე. ავტ), რომ ვითომ არაფერი  იცის. "- თქვა ნაცვალაძემ.

მიხეილ გოგოტიშვილმა კი ლელა ნაცვალაძეს ურჩია, რომ თუ რამე დოკუმენტი აქვს შესაბამისს ორგანოს მიაწოდოს და ფაქტებზე ისაუბროს.

" მაგას რად უნდა ლაპარაკი. თუ გაქვს დოკუმენტი, მიაწოდე შესაბამის უწყებებს, სამი წლის განმავლობაში მაგას ელოდებიან და მიაწოდე." - თქვა გოგოტიშვილმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების ერთმა ნაწილმა "ნაცმოძრაობის" დეპუტატებს აგრესიული გამოსვლებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ისინი აგრესიულები არ არიან.

" ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოხატავს  აგრესიას და ჩვენ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენეთ. ასეთი რამ არ არსებობს პრაქტიკაში. ჩვენ ვსვამთ კითხვებს, შეიძლება  ეს ვინმესთვის გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, ჩვენ ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებთ.

ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, ჩვენ რაც შევძელით გავაკეთეთ და ამაზე პასუხისმგებლობა გვიწევს. დღეს საკრებულოში რაც ხდება, მეტს ვერ შეძლებდით ამ მთავრობის და ხელისუფლების პირობებში, რასაც აკეთებთ, ეს არის მაქსიმალური. ვინაიდან დღეს სახელისუფლებო კრიზისია ქვეყანაში, გადაყენებულია პრემიერ-მინისტრი, ვინ გადააყენა,  და რა პირობებში, ეს არ ჩანს.  წარმატებულ ქვეყანაში არ არსებობს არჩევნების წინა წელს  პრემიერის გადაყენების პრაქტიკა.  რა ხდებოდა 9 წელის განმავლობაში, თუ  ამაზე გააკეთებთ ხშირად აქცენტს, ამით საქმეს ვერ გააკეთებთ, დამიჯერეთ. შეიძლება ქვეყნის მშენებლობის პროცესში ადამიანმა დაუშვას შეცდომა, მაგრამ ეს არ ამართლებს ახალი ხელისუფლების  მიერ ახალი შეცდომების დაშვებას..

ნუ გეწყინებათ, თუ ისე არ ვფიქრობთ და ტაშს არ გიკრავთ, სადღეგრძელოებს არ ვამბობთ თქვენ გაკეთებულ საქმეებზე, მიიღეთ ეს კრიტიკა და თქვენი ვალდებულებაა, გააკეთოთ საქმე." - თქვა პაატა მანჯგალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძე თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა.

"ბატონო დიმიტრი, ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ  ამ ხელისუფლების შეცდომა  ის არის, რომ ამდენი ლაპარაკის უფლება აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ უნდა იყოს"- შეაწყვეტინა  სიტყვა  მანჯგალაძემ კვერღელიძეს.

" თქვენ რომ საუბრობთ, ჩვენი მიღწევაა და მიხარია, რომ  საუბრობთ. ეს არის "ქართული ოცნების" მონაპოვარი. დღეს ყველა ამბობს იმას, რაც უნდა. იყო დრო მართლა ვერ საუბრობდნენ ერთეულების გარდა, შიში სუფევდა ხალხში და ეს ჩემზე კარგად თქვენ იცით.  ეს თავისუფლება ჩვენი მონაპოვარია და არა თქვენი.

ასევე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში პირველად ჩატარდა ორი აბსულუტურად დემოკრატიული არჩევნები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია. გპირდებით, რომ 2016 წელსაც მიიღებთ დემოკრატიულ არჩევნებს და ამას უნდა შეეგუონ ისინი,      პოპულისტურ განცხადებებს  რომ აკეთებენ, " - უპასუხა კვერღელიძემ.

. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას თქმით, 2016 წლის ბიუჯეტი 2 000 000 ლარით გაიზრდა.

 "ახლა უფრო გამჭვირვალედ  მოხდება ეს პროცესი, ვიდრე ადრე იხარჯებოდა. ამას ხალხი დაინახავს და იგრძნობს. ყველა თეთრის დახარჯვა იქნება ცხადი. 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტი განისაზღვრა 9066,7 ათასი ლარით. მატება წინა წელთან შედარებით მართლაც შთამბეჭდავია. ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ მომავალ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო მეტი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება" - თქვა დავით დარჩიამ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებას 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“"დეპუტატებმა ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირეს.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?