საპროტესტო აქცია ნაგომარში და ოზურგეთის გამგებლის შეპირება მოსახლეობას


მთავარი თემა

საპროტესტო აქცია ნაგომარში და ოზურგეთის გამგებლის შეპირება მოსახლეობას

18 იან. 2016, 18:19:19

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრის ცენტრში, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა არაერთ საკითხს შეეხებოდა, თუმცა ძირითადად ისინი დღემდე  შეჩერებული გამრიცხველიანების  პროცესის გამო ბრაზობდნენ.

"გაზის გამოყვანაზე საუბარი არაა,  არადა,  300 მეტრში გადის ცენტრალური  მილსადენი,  გზა ჩვენ არ გვაქვს,  გამრიცხველიანებისთვის ხომ დღემდე ვყვირით,  წაქცეული ბოძები,  ჩამოყრილი სადენები,  ფულის გადახდის დროს  კი არის _  "გამიშვი და გაგიშობ". სადამდე ვიყოთ ასე?  გადავკეტავთ ამ ცენტალურ გზას და მერე მოგვაქციონ, იქნებ, ყურადღება! _ ამბობენ "გურია ნიუსთან"  ჯუმბერ კვასტიანი, ომარ ტვილდიანი, ციალა ლიპარტელიანი, ქეთევან მიქაშავიძე,  გენო ჯაში...

_ ამ მწვავე პრობლემების გამო თუ მიმართეთ გამგებლის წარმომადგენელს, სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს ან მუნიციპალიტეტის გამგებელს? _ ვკითხეთ მათ. 

აქციის მონაწილეებიის პასუხი ასეთია:    არაერთი  თხოვნის მიუხედავად,  "სოფელში არაფერი გაკეთებულა კომუნისტების ბატონობის მერე".

აქციის  დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ადგილზე მოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. შეხვედრა კრების რეჟიმში გადავიდა  და მერაბ ჭანუყვაძემ და  "ენერგო-პრო  ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერმა გია ნაკაიძემ საპროტესტოდ შეკრებილების  კითხვებს უპასუხეს და   გამოთქვეს საკუთარი თვალსაზრისიც.

"მე ყოველთვის მზად ვარ თქვენთან შესახვედრად. როცა პირველად მოვედი სოფელში და შეგხვდით, ვისაუბრეთ არაერთ პრობლემაზე.  ახლაც გპირდებით, რომ ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი,  გზის რეაბილიტაცია და გამრიცხველიანება მაისის თვეში დაიწყება. ამასთანავე  მზად ვარ, როცა გნებავთ, შევხვდეთ ერთმანეთს,  პრობლემების ირგვლივ ვისაუბროთ და ერთად განვიხილოთ ყველა საკითხი.  ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ ნაგომარში არაა გამრიცხველიანება. სოფელი სილაურიც ანალოგიურ  მდგომარეობაშია.  არც იქაა გამრიცხველიანება დაწყებული და სილაურელიც იტყვის იგივეს, რასაც თქვენ ამბობთ. გპირდებით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენთან ერთად მოხდება ყველა პრობლემის გადაწყვეტა თქვენდა სასიკეთოდ, ერთად კი ყველაფერი არ კეთდება.  თქვენ გაქვთ უფლება, გამოხატოთ პროტესტი, თუმცა მანამდე ვინმე ჩემამდე მოვიდა? მუდამ ღიაა ჩემი კარი, არსებობს კომუნიკაციის  მრავალი საშუალება. მუდამ მზად ვარ, მოგისმინოთ, "_ თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.

 ადგილობრივმა მკვიდრმა ჟორა კვასტიანმა ითხოვა, როგორმე მაისამდე  დაიწყოს  გამრიცხველიანება, რადგან ყველა პრობლემაზე უმწვავესი დღეს სოფლისთვის სწორედ ესაა.

_ უფრო ადრე რომ დაიწყოთ გამრიცხველიანების სამუშაოები, არ შეიძლება? _ იკითხა მან.

 " გამრიცხველიანებას თქვენთან დავიწყებთ მაისის ბოლოს. მანამდე სოფელ შრომაში ვმუშაობთ და პარალელურ რეჟიმში ვერ ვიმოქმედებთ. ამ საკითხს გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ჩემი თხოვნაა, გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი. ნაგომარში 320  კომლია,  340 ბოძზე მეტი კი  დასადგამია. ასევე დასამონტაჟებელია  ქვესადგურები. ეს ყველაფერი საფუძვლიანად  გაკეთდება ამ წელს და ამდენი დავიდარაბაც არ იქნება," _ უთხრა ადგილობრივ მცხოვრებლებს  "ენერგო-პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერმა გია ნაკაიძემ.

სოფელ ნაგომრის მცხოვრებლებმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კიდევ არაერთი პრობლემის შესახებ ისაუბრეს, რაც სოფელში არსებობს და შეთანხმდნენ, რომ მეტი სიხშირით შეხვდებიან ერთმანეთს  და ყველა პრობლემას ერთობლივად გადაწყვეტენ.




 ახალი ამბები
  • „ოცნება“ უნდა წავიდეს- ჭიჭინაძე“ დღეს ყველანაირი კომპრომისის მცდელობა,   „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების გახანგრძლივებას ნიშნავს. „ოცნება“ უნდა წავიდეს, რადგან მათ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ გააჩნიათ. ეს კი, მხოლოდ ახალი არჩევნებით მოხდება, ” - ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე,  „გირჩის“  ინიციატივას ადგილობრივ არჩევნებისთვის პლებისციტის სახე მიეცემის ... ...
  • პრემიერი: დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა: „დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში  საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო ... ...
  • თალაკვაძე: საქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვასაქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა- ასე აფასებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა მრავალწლიანი სახელმწიფოთაშორისი დავა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე, რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წელს საქართველო და მისი მოსახლეობა იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი. 2008 წლის რუსული ოკუპაციის შედეგად, ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაკარგეს საცხოვრისი (სადაც დღეს რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურაა განლაგებული), მამაპაპისეული კერა და იქ გატარებული ცხოვრების ისტორია, თუმცა მათ არ დაუკარგავთ მომავლის იმედი და რწმენა სამართლიანობის მიმართ.  უსამართლობის და ძალმომრეობის მაგალითად ჯერ კიდევ რჩება რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა. ეს არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირველი სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო სასამართლობის მიერ და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამართლიანობის აღდგენის გზაზე. სასამართლოში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთმა უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება; მიმოსვლის თავისუფლება და სხვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ხელისუფლებამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მყარ სამართლებრივ ანალიზთან ერთად წარუდგინა ამომწურავი მტკიცებულებები. მადლობას ვუხდი იუსტიციის უკვე ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს და მის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც წარმატებით შეძლო დაეცვა საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები! საქართველო აგრძელებს სამართლებრივ და მშვიდობიან გზას ოკუპაციის დასრულების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ!“_ აცხადებს ... ...
  • სამტრედიის სკოლები განათლების სამინისტროს დისტანციური სწავლების მოთხოვნით მიმართავენსამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლა ორშაბათიდან, 18 იანვრიდან დაიწყო. როგორც ,,გურია ნიუსთან" საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ელენე ბოხუა ადასტურებს, სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადების დაბალი მაჩვენებელია. ამის მიუხედავად, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი მაინც მიმდინარეობს.  საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სამტრედიის მე-6, მე-7, მე-11 და მე-12 სკოლების ხელმძღვანელობამ განათლების სამინისტროს  მოთხოვნა გაუგზავნა, სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე. აღნიშნული სკოლები სამინისტროდან პასუხს ელოდებიან. ანალოგიური წერილების მომზადებას სამტრედიის სხვა სკოლებიც ... ...
  • „ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!" - თეა წულუკიანი "ჩვენ გავიმარჯვეთ, გილოცავ, საქართველო, გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო" – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა! ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე", – წერს ფეისბუქზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....