რის გამო დაიხია უკან მოსამართლეებთან იუსტიციის მინისტრმა

მთავარი თემა

რის გამო დაიხია უკან მოსამართლეებთან იუსტიციის მინისტრმა

2016 თებ 3 04:27:28

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მისი ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელებაზე უარს ამბობს. კერძოდ, მოსამართლეებისთვის უვადოდ დანიშვნამდე  სამწლიანი გამოსაცდელი ვადა აღარ დაწესდება, თუმცა, ყველა მოსამართლეს კონკურსის გავლა მაინც მოუწევს. თეა წულუკიანის ამ განცხადებას არასამთავრობო სექტორის ნაწილი დადებითად აფასებს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ე.წ. ოდიოზური მოსამართლეების სისტემაში დარჩენით საფრთხე რომ არ შეიქმნას, ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

"მე არ მომწონს გაუქმდეს პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იყო მოსამართლე და ავტომატურად გადაინიშნონ ხელახლა მოსამართლეებად. მაგრამ ჩემი ეს პოზიცია არ მოგწონთ თქვენ, ვენეციის კომისიას და სულ ახლახანს ევროპარლამენტმა თქვა, რომ არ არის სწორი. გამოდის, რომ ევროსტრუქტურები და თქვენ ხართ ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, მე ვიხევ უკან ამ ერთ ნაწილში, ვუჯერებ ევროპარლამენტს, ვენეციის კომისიას, მაგრამ სხვა ნაწილებში რეფორმა უნდა განხორციელდეს", _ უთხრა მოსამართლეებს თეა წულუკიანმა.

თუმცა, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ არ აპირებს შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების შესახებ და რეფორმის ამ ტალღას ბოლომდე მიიყვანს. ასევე, სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის შემუშავებული იქნება სისტემა, რომელიც მათ პოზიციაზე დანიშვნას კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის.

"მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, გაგრძელდება. იმედი მაქვს პარლამენტის მხარდაჭერით, ჩვენ ვაქცევთ საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპს კანონად თვის ბოლომდე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დამოუკიდებელი, ინდივიდუალური და მიკერძოებელი მოსამართლის გარეშე არ არსებობს საქართველოს დემოკრატიული მომავალი", _ აღნიშნა წულუკიანმა

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დაწესებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მოსამართლეთა კორპუსი. პროცესთან დაკავშირებით, კითხვები ჰქონდათ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს; თუმცა, ისინი აღნიშნავდნენ, რომ სისტემაში რეფორმის გატარება აუცილებელი იყო.

ცნობისთვის, სამწლიანი გამოსაცდელი ვადა კონსტიტუციაში წინა ხელისუფლების დროს შევიდა. კერძოდ, კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ "მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა." 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც კონსტიტუციის ეს ჩანაწერი ამოქმედდა, დანიშნული 46 მოსამართლიდან ყველა გადის გამოსაცდელ ვადას, ხოლო უვადოდ არცერთი მათგანი არ დანიშნულა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონი არ ითვალისწინებს წესს, თუ როგორ უნდა დაინიშნოს მოსამართლე უვადოდ.

"გურია ნიუსი" შეეცადა გაერკვია, ექმნება თუ არა საფრთხე მართლმსაჯულების რეფორმას იუსტიციის მინისტრის უკან დახევით და რა რისკებს ხედავენ იურისტები იმ მოსამართლეების სისტემაში დატოვებით, რომლებზეც კითხვის ნიშნები არსებობს.

ცენტრ "მომავლის ინიციატივების" ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით განწესებასთან დაკავშირებით გაცილებით დიდ შეცდომას დაუშვებდა, ვიდრე მისი გაუქმება გამოიწვევს.

"ვენეციის კომისიის დასკვნა ასეთი კატეგორიული, როგორიც სამწლიან გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით იყო, აქამდე არასოდეს ყოფილა. სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, როგორც პოლიტიკური ასევე ლოიალური გავლენის მოპოვების მცდელობად არის აღქმული საზღვარგარეთ და ეს გასაგებიცაა, რადგან მათთვის მთავარი ინსტიტუტებია და არა მათში დასაქმებული კონკრეტული ჩინოსნები ან საქმეები. კონსტიტუციური ინსტიტუტები რევოლუციურ ცვლილებებს ვერ იტანენ. მთავარია საბედისწერო შეცდომები არ დავუშვათ და ეს ყველაფერი რეალურად განხორციელდეს.

ნატო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, აშშ ხაზგასმით მიუთითებენ სამ  მიმართულებაზე - შსს-ს გაყოფას, პროკურატურისა და სასამართლოს რეფორმებს კი არ დავაკვირდებით, ჩართული ვიქნებით პროცესებშიო. ამ პირობებში, ამ რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა, სამწლიან ვადასთან დაკავშირებით, შეცდომა იქნებოდა. რადგან ის შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური ლოიალობის ან პოლიტიკური ჯგუფისადმი გავლენის მოხდენის მიზნით", _ აღნიშნავს ალაფიშვილი.

რაც შეეხება კონკურსსა და მის პროცედურებს, რომელიც ყველა მოსამართლისთვის მაინც სავალდებულოდ რჩება, ალაფიშვილი ამბობს, რომ თუ აქაც არ მოხდა ცვლილებები და კონკურსი გამჭვირვალე არ გახდა, კითხვის ნიშნები მაინც დარჩება.

"გამჭვირვალობის მაქსიმალური ხარისხი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების მინიმალურ დონეზე დაყვანა უნდა იყოს სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. სუბიექტურად "მომწონს", "არ მომწონს" გადაწყვეტილების მიღება არასწორია.

ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე შესაძლებელია ადამიანის მონაწილეობის გარეშე შემოწმდეს ცოდნა, კომპეტენცია და ა.შ. სადაც ეს საკმარისი არ აღმოჩნდება, მაგალითად, მეტყველების კულტურის, თუ ორატორული ხელოვნების შესაფასებლად, იქ შესაძლებელია შემფასებლად ადამიანის ჩართვა. მინიმალურად უნდა იყოს შემფასებლად ადამიანი გამოყენებული, სადაც დარჩება, იქ სუბიექტური აზრისთვის ადგილი არ უნდა დარჩეს", _ აღნიშნავს ალაფიშვილი.

იურისტი ასევე არ გამორიცხავს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ხელისუფლებას, შესაძლოა, მოსამართლეების ნდობის მოპოვება წინასაარჩევნოდ სჭირდებოდეს.

"საფრთხეები და რისკები არის იმისა, რომ სასამართლოს პოლიტიკური ლოიალობა წინასაარჩევნოდ მოიპოვონ. სასამართლოს და მედიის კონტროლია მთავარი, თორემ სამართალდამცავი სტრუქტურა ისედაც ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს ერთი გარემოება მაძლევს. როდესაც ახლადდანიშნული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ლევან მურუსიძეს მწვავედ დაუპირისპირდა სწორედ ამ გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით, მურუსიძე მეორე დღეს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიბარა და  შეხვდა, რაც პროტოკოლურად გათვალისწინებულიც კი არ იყო. შემდეგ კი განაცხადა, რომ ეს არის ადამიანი, რომელთან ერთადაც ჩვენ უნდა ვიაროთ, დავსახოთ რეფორმები და ა.შ. - ეს იყო პოლიტიკური, სამთავრობო მხარდაჭერის გამოვლინება ჩემთვის, რომელსაც გარკვეული ფასი შესაძლოა ჰქონდეს. რაღაც ჯგუფმა სასამართლო სისტემის გნით, მიიღო პოლიტიკური მხარდაჭერა, გაძლიერდა მეორესთან მიმართებაში და შემდგომ, განვითარდა ის პროცესები, რაც ვნახეთ. ეს ყველაფერი ატარებს პოლიტიკურ შეფერილობას და არ ვფიქრობ, რომ ამაში მთავრობა არ არის ჩარეული", _ აღნიშნავს ალაფიშვილი და დასძენს, რომ თუკი, გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით პარლამენტში არჩევნებამდე იქნება ინიცირებული კანონპროექტი, ამას საკანონმდებლო ორგანო მიიღებს კიდეც.

"იუსტიციის მინისტრის დამოკიდებულების მიუხედავად, რომელიც არ ეთანხმება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვენეციის კომისიას, პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ გამოსაცდელი ვადა არ უნდა იყოს  თუნდაც მცირეოდენი წუხილის და არაკეთილსინდისიერად პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების საფრთხის, ან რისკის საფუძველი", _ აღნიშნავს ალაფიშვილი.

ალაფიშვილის მსგავსად, ფიქრობს "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილიც, რომელიც,  "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ  სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გაუქმება, მართლმსაჯულების რეფორმას უკან ვერ დახევს.

"იუსტიციის მინისტრის განცხადება არ ნიშნავს სასამართლო სისტემაში მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის შეფერხებას. მიღებული გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ  მას რეალურ რეფორმების გატარება სურს. ხელისუფლება ევროასოცირების ხელშეკრულების ერთგული რჩება. არ ვფიქრობ, რომ მინისტრის დღევანდელი განცხადება უკან ხევს ან რაიმე საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემას. ასეთი ნაბიჯი სხვა ინიციატივებთან მიმართებით არ გადაიხედება, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელია", _ აღნიშნავს კაიკაციშვილი და დასძენს, რომ "სასამართლო, სახელისუფლებო განწყობებსა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის "საჯილდაო ქვად" არ უნდა იქცეს".

"არადა, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რაც რეფორმას დააზიანებს. მოსამართლეები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ თითქოს ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო ზემოქმედების და ჩარევის ფაქტებთან დაკავშირებით,  ასეთი მკვეთრი პოზიცია არ გამოუხატავთ 2004-2012 წლების მმართველობის პერიოდში, როდესაც სასამართლოს ავტორიტეტი ნულოვანი იყო", _ აღნიშნავს კაიკაციშვილი.

იმ ფონზე, როდესაც კითხვის ნიშნები არსებობს კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, კაიკაციშვილი ამბობს, რომ ეს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლიანობის პროცესს საფრთხეს ნამდვილად უქმნის, თუმცა კანონი ამ მოსამართლეების სისტემიდან გაშვების შესაძლებლობას არ იძლევა.

"კანონის მოცემულობაა იმგვარი, რომ ამას ვერ დაარღვევს ვერც მინისტრი, ვერც სახელმწიფო და ვერც რიგითი მოქალაქე. როცა ადამიანი მოსამართლეა, არსებობს მისი ინდივიდუალური როლი და მისი გაძლიერების მექანიზმები. თუ შევთახმდებით იმაზე, რომ ცალკეული მოსამართლე უღირს გადაწყვეტილებას იღებდა წარსულში, სამწუხაროდ, მოცემულობა ისეთია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათთან ერთად მართლმსაჯულების გაძღოლა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ გამოწვევებს სხვა მიმართულებით დავხვდეთ. რაც გულისხმობს სამოსამართლო საქმიანობაში ახალი კადრების მოყვანას, ახალი მოსამართლეების დანიშვნას, რომლებსაც სისტემური დანაშაულების დაკანონებაში ადრე მონაწილეობა არ აქვს მიღებული.

უნდა შეიქმნას კოლეგიალური გარემო. თუმცა, რეპუტაციაშელახულ მოსამართლეებს საზოგადოება ლუპით უნდა დავაკვირდეთ, თავისუფალ გარემოში რამდენად იღებს ზეგავლენისგან თავისუფალ გადაწყვეტილებას. სხვა მექანიზმი,  ე.წ. ოდიოზური ფიგურების სასამართლოდან გაშვების არ არსებობს. თუმცა, რეფორმები უნდა გაგრძელდეს და შესაძლებელია, მომავალში სხვა ინსტრუმენტები და ინსტიტუტები იქნეს გამოყენებული, მაგალითად, მოსამართლეთა დისციპლინური წესის გაძლიერება და საქმეთა ელექტრონული სისტემით წარმოება. მიმჩნია, რომ ეს ორი მნიშვნელოვანი პრინციპი ახალ რეფორმაში, შექმნის იმ გარემოს,  სადაც მოსამართლე, რაც არ უნდა დიდი იყოს  კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების ცდუნება,  ფაქტებზე  და მტკიცებულებებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებას მიიღებს. სხვა მექანიზმი შეუძლებელია მოიფიქრონ, თუ არა თავად სასამართლო სისტემაში ინსტიტუტების გაძლიერება, რომელთა მუშაობაც თავად უზრუნველყოფს მოსამართლის გაბედულობას და ერთგვარ კათარზისს. მოსამართლეები უნდა გრძნობდნენ, რომ ემსახურებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებას, ემორჩილებოდნენ კანონს და არა პარტიულ ინტერესებს", _ აღნიშნა კაიკაციშვილმა "გურია  ნიუსთან" საუბრისას.

ამავე თემაზე:

რეფორმა კრიტერიუმების გარეშე და სასამართლო, როგორც "საბავშვო მანეჟი"




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...