მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მიღების მოლოდინში

მთავარი თემა

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მიღების მოლოდინში

4 თებ. 2016, 17:07:32

"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, 1582 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წარდგინებით,  სხდომაზე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, ნუსხაში შეტანიდან 10 წლის განმავლობაში არ გადაიხედება.

სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.

მაღალმთიანის სტატუსი გურიაში მხოლოდ ორს _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზოტსა და ჩხაკაურას მიენიჭათ.

თუმცა, ამ სტატუსის მიღებაზე პრეტენზიები აქვთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების _ ქვაბღის, ნაბეღლავის, დიდივანის, შუასურებისა და ზემოსურების მოსახლეობას. სტატუსის მინიჭებას ითხოვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის, ასკანის, ვაკიჯვრის და ჯუმათის მოსახლეობა _ მათ პრემიერ-მინისტრს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს და დღემდე პასუხის მოლოდინში არიან.

ოფიციალური ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის გადახედვას მთის განვითარების ეროვნული საბჭო 2016 წლის 1 აპრილამდე გეგმავს.

გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის თქმით, აქტიურად მიდის მუშაობა, რომ ზემოთ აღნიშნულ სოფლებს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭოთ:

_ მთის კანონი  პარლამენტმა მიიღო და მთის საბჭომ, რომელის წევრიც მე გახლავართ, მოიწონა. მაშინ, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დავსვით შეკითხვა, რა ბედი ეწეოდათ სხვა სოფლებს, რომლებიც ასევე მაღალმთიან ზონებში არიან. პირველად ნუსხაში შევიდა ის სოფლები, რომლებიც 1500 მეტრის სიმაღლეზე ან ზევით მდებარეობს. თუმცა, 1 აპრილამდე ნუსხაში ცვლილებები შევა. 4 კრიტერიუმია, რომლის დაკმაყოფილება უნდა შეძლოს სოფელმა სტატუსის მისაღებად. რამდენიმე დღის წინ გადავუგზავნე ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს მოთხოვნა, რომ მომაწოდონ კონკრეტული ინფორმაცია სოფლების შესახებ. სტატუსის მისაღებად რამდენიმე ინფორმაციაა საჭირო _ მაგალითად, როგორია გზა, რა მანძილია სამედიცინო პუნქტამდე, როგორია დემოგრაფიული მდგომარეობა.  მალე გადავუგზავნით დეტალურ მასალებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს _ იგი საკითხს მთის საბჭოზე გაიტანს, რომელიც  საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.  პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები _ ქვაბღა, დიდივანი, შუასურები და ზემოსურები აბსოლუტურად დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. ასევე, ვამუშავებთ ნაბეღლავის საკითხს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გია სალუქვაძემ.

მისივე თქმით, ყველა სოფლის შეფასება ინდივიდუალურად მოხდება:

_ მთის კანონის ძველ ვარიანტში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელი შედიოდა,  მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა _ ზოგან გზა დაიგო და ა.შ. თუმცა, მაგალითად, სოფელ ასკანაში  საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა _  არც გაზაა და მიგრაციაც დიდია. არ გამოვრიცხავ, რომ ლანჩხუთის რომელიმე სოფელიც მოხვდეს ნუსხაში _ მთავარია, კრიტერიუმი დააკმაყოფილოს. ჩვენ მალე დავასრულებთ მასალების დამუშავებას და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით იმის შესახებ, თუ რას გავაგზავნით ინფრასტრუქტურის სამინისტროში, _ გვითხრა სალუქვაძემ.

აღსანიშნავია, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით.

საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა;  ასევე, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3 000 ლარამდე; საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი), აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე; მიწის გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;

რაც შეხება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს _ ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: არის საქართველოს მოქალაქე;  რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;  ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს ანიჭებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი. სტატუსის მინიჭების მიზნით ფიზიკურმა პირმა, რომელიც მაღალმთიან დასახლებაშია რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

ფაქტობრივად ცხოვრება ნიშნავს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ყოფნას, რაც დასტურდება შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტების ერთობლიობით;

გარდა ამისა, მეწარმე სუბიექტი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან. იგი ვალდებულია, საქმიანობას ახორციელებდეს მხოლოდ შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე.

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში გახორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით;

ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული მოგება თავისუფლდება მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით;

ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით;

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისანიჭებლად მეწარმე სუბიექტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართოს.

მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭება თუ იგი ახორციელებს საქონლის გადამუშავებას და მიწოდებას. ასევე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ის სახეები, რომლებზედაც, აგრეთვე, გავრცელდება საგადასახადო შეღავათი.




 ახალი ამბები
  • აშშ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას გმობს2020 წლის 28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარიც ცენტრზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას. გამომსვლელებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ გახშირებული პროვოკაციების შესახებ. განცხადებაში აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას და მავთულხლართებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, ასევე გრძელდება ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც უარს ეუბნება ახალგორის რაიონიდან პაციენტებს სამედიცინო ევაკუაციაზე. აღინიშნა მ.წ. 20 მაისს ახალგორის რაიონის მცხოვრები ჯუმბერ მილაძის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, რომლის სამედიცინო ევაკუაციაზე კრიტიკულ მომენტამდე საოკუპაციო რეჟიმმა უარი განაცხადა. განცხადებაში ქართულმა მხარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გაააქტიურა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. განცხადებაში აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედების გზით მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. ქართულმა მხარემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა ერთხმად დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და მოითხოვეს მისი დაუყოვნებელი შეჩერება. ევროკავშირის დელეგაციამ დაგმო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციის მცდელობები; ხაზი გაუსვა მისიის საქმიანობისა და მანდატის შეზღუდვის მიუღებლობას და მოითხოვა მისიის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული, ხელისშემშლელი ქმედებების შეწყვეტა. სხდომის ფარგლებში, გამომსვლელებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს პაციენტების გარდაცვალების ფაქტებზე, რაც დაკავშირებულია ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვასთან. წყარო: ... ...
  • „ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და არჩევნებზე დასრულდება _ რატი იონათამიშვილი„ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და როგორც ჩანს, აჩევნებზე დასრულდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა. იონათაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაშიც ისარგებლებს და ეს ნათელი მაგალითი იქნება, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა. „რაც შეეხება ინტერპელაციას - მიუხედვად იმისა, რომ ეს საპარლამენტო ზედამხედველობისთვის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას შინაარსობრივად წარმართავენ. თუმცა, რასაკვირველია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევითაც ისარგებლებს და ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ ... ...
  • მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლამუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა _ დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ. მერიის ზედამხველობის სამსახურმა მუნიციპალური ტრანსპორტის შეამოწმა მზაობა, რამდენად აკმაყოფილებს ის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება. მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა შეზღუდულია, მათ შორის ფეხზე დგომა და სავალდებულოა პირბადის ტარება. დღედაინ ასევე მუშაობა განაახლა ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა, სადაც ყველა საჭირო წესია დაცული, ტერიტორია და გაშლილი სივრცე კი საშუალებას იძლევა, რეკრეაციულ ზონაში ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანი შევიდეს. ადგილზე გაკონტროლდება სოციალური დისტანცირების ... ...
  • ჩოხატაურში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგადღეს დილიდან ჩოხატაურში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად უნდა ჩაუტარდეს, სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე, ტრანსპორტში იკრძალება მგზავრების ფეხზე დგომა და შეზღუდულია მგზავრთა ... ...
  • ოზურგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ყველა სოფლის მიმართულებით დაიწყოოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დღეიდან, შიდასარაიონო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრობა აღდგა ყველა სოფლის მიმართულებით. ავტოსადგურის დირექტორი,  შალვა ორაგველიძე „გურია ნიუსთან“ ასეთ კომენტარს აკეთებს: _ტრანსპორტი, ჩვეულებრივად ყველა სოფელში იმოძრავებს ადრინდელი სარეისო გრაფიკის მიხედვით. დავიცავთ მითითებულ წესებს. კერძოდ, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ყველა ტანსპორტის დეზინფექცია ჩატარდება, რასაც თითოეული მძღოლი შეასრულებს.  ასევე, დეზინფექცირება ჩაუტარდება ავტოსადგურს. სადეზინფექციო ხსნარს ჩვენ თვითონ გადავცემთ. _ბატონო შალვა,  მგზავრების ფეხზე დგომა  დასაშვები იქნება? _არა. მხოლოდ ადგილების მიხედვით დასხდებიან. ასევე,  უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც მგზავრებს, ისე მძღოლს. თუ ვინმე არ შეისმენს, ფეხზე დადგება ან პირბადეს არ გაიკეთებს, მძღოლი არ წავა სარეისო მიმართულებით. ამიტომ არჩევანი იქნება თითოეულ მგზავრზე. ასევე, კარგად უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს ფანჯრები. _ზოგ სოფელში არის სამგზავრო ტრანსპორტი, რომლის ფანჯრები არც იღება და არც იკეტება. მხოლოდ საფარად არის ჩასმული. _ამას  გადავამოწმებთ და სანამ არ მოაწესრიგებს, არ მივცემთ მოძრაობის საშუალებას. _მგზავრობის ღირებულება ხომ არ გაზრდილა? _არა. მძღოლს უფლება ეძლევა, რამდენი ადგილიც აქვს ტრანსპორტში, იმდენი მგზავრი გადაიყვანოს. შეზღუდვა არ არის, რომ მხოლოდ ორი ან სამი მგზავრით იაროს. ამიტომ არც ფასი გაზრდილა. ჯერი ჩვენზეა, როგორც დავიცავთ რეგულაციებს, შედეგიც ისეთივე გვექნება, - გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?