ერთჯერადი უფროსები სურსათის უვნებლობის სააგენტოში _ გაურკვევლობა გრძელდება

მთავარი თემა

ერთჯერადი უფროსები სურსათის უვნებლობის სააგენტოში _ გაურკვევლობა გრძელდება

4 თებ. 2016, 20:13:58

სურსათის უვნებლობის სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი ისევ ხელმძღვანელი გარშეა.

ჯერ კიდევ გუშინ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესამსახურში გვეუბნებოდნენ, რომ მოვალეობის შესრულება მოქმედ თანამშრომელს, ლევან კეკელიძეს დაეკისრა, თუმცა, როგორც გავარკვიეთ კეკელიძემ მოვალეობის შესრულებაზე დღეს უარი თქვა.

როგორც სააგენტოს თანამშრომლებმა გვითხრეს არცერთი მოქმედი თანამშრომელი ამ პოსტს არ დათანხმდება:

_ ჩვენ გვყავდა ძალიან კარგი ხელმძღვანელი, კახა თავბერიძე, რომელიც პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა. მან შეძლო და სააგენტოს გურიის ფილიალი ერთ გუნდად ჩამოაყალიბა.

ყველაფერი ნულიდან დაიწყო და ახლა შეგიძლიათ მოხვიდეთ და თავად ნახოთ რა სიტუაციაა. უფრო მეტიც, კახა ის კადრია, რომელიც რამდენიმე თვის წინ, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო და ყველაზე წარმატებულ მენეჯერად დაასახელეს.

არ არის მარტივი მისი შემცვლელის პოვნა. არცერთი ჩვენგანი ამ თანამდებობას არ დათანხმდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ძალიან სპეციფიკური სამუშაოა და მას კვალიფიციური კადრი სჭირდება. ისეთი, როგორიც კახა თავბერიძეა, _ აღნიშნეს „გურია ნიუსთან“ საუბრისას სააგენტოს თანამშრომლებმა, რომელიც მინისტრს თავბერიძის თანამდებობაზე დაბრუნებას სთხოვენ.

ლევან კეკელიძე არ აკონკრეტებს რატომ არ დათანხმდა უფროსის მოვალეობის შესრულებას და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. კომენტარზე ისევ უარს ამბობს თავბერიძე, რომელმაც სამსხურიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა, თუმცა, როგორც ცნობილია, განცხადება მას იძულებით დააწერინეს.

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით თავბერიძის სამსახურიდან გაშვება გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძე უკავშირდება, რასაც მხარის პირველი პირი უარყოფს:

_ ეს არის მტკნარი სიცრუე. არავითარი კავშირი არა მაქვს ამ საქმესთან და ხატის წინაშე შემიძლია დავიფიცო. ერთი ზარიც კი არ მაქვს განაშვები სამინისტროში ამ თემაზე და სხვათაშორის, კახასთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობდი. სამინისტრო წყვეტს მისი კადრის გაშვება-დატოვებას და ამაში გუბერნია და გუბერნატორი ვერ ერევა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სალუქვაძემ.

გუბერნატორი ამბობს, რომ ამ თემაზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს, რადგან „პრესაში ატეხილი აჟიოტაჟი და არასწორი ინფორმაციის გავრცელება უნდა დასრულდეს“.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის ფონზე კი, კახა თავბერიძის შემცვლელად სამი დღის წინ გიორგი ნაფეტვარიძე სამინისტროს წარმომადგენელმა დავით აშორდიამ წარადგინა, თუმცა, როგორც გავიგეთ ნაფეტვარიძის თანამდებობაზე ყოფნამ ერთი დღე მიითვალა:

_ გუშინ დაიბარეს სამინისტროში, განცხადება დააწერინეს და კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს,_ გვითხრა წყარომ.

სააგენტოს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ „სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ოფისის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ნაფეტვარიძეს მხოლოდ ერთი დღე მოუწია ახალ სამსახურში მისვლა“:

_ ეს ადამიანი იყო მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ მისი განცხადების საფუძველზე აღარ შეასრულებს მოვალეობას, _  გვითხრეს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში.

გუშინ „გურია ნიუსმა“ წყაროზე დაყრდნობით გაავრეცლა ინფორმაცია, რომ  სააგენტოს გურიის ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე  ორი კანდიდატურა განიხილებოდა. ჩვენი წყაროს თქმით, ერთ-ერთი, დავით მარტიკოვი გურიის გუბერნატორის მოადგილის სოსო ერქომაიშვილის კადრია. მეორე კი, სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის დეიდაშვილი ზურაბ ესაძე.

სოსო ერქომაიშვილი ამბობს, რომ მარტიკოვს არ იცნობს:

"არ ვადასტურებ მაგ ინფორმაციას. მარტიკოვს არ ვიცნობ. არც მაგ საკითხში ვარ ჩართული. თუმცა, თუ ვინმეზე მკითხავენ ვინ,  რა და როგორ არის, ამას  ჩვეულებრივი მოქალაქეობრივი პოზიციიდან და ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე ვუპასუხებ", _ გვითხრა ერქომაიშვილმა და აღნიშნა, რომ სამინისტროდან დასანიშნ კადრზე ჯერ აზრი არ უკითხავთ:

_ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ეკითხათ, თუმცა, შესაძლოა ესეც იყო და რაიმე პრობლემაა ამაში?!_ დასძინა ერქომაიშვილმა.

ეს ინფორმაცია გუშინ სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ დაგვიდასტურეს და აღნიშნეს, რომ უფროსის მოვალეობის შესრულება მოქმედ თანამშრომელს, ლევან კეკელიძეს დააკისრეს. თუმცა, როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ, კეკელიძემ მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა და შესაბამისად, ნაფეტვარიძის მსგავსად, თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ ერთი დღე მოუწია.

სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის თეა შველიძის თქმით კეკელიძე სააგენტოს გურიის ფილიალის უფროსის მოვალეობას ასრულებს:

_  იმის გამო, რომ სააგენტოს გურიის ფილიალის მუშაობა არ შეფერხდეს, სააგენტოს ხელმძღვანელმა უფროსის მოვალეობის შესრულება და შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისრა ლევან კეკელიძეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თეა შველიძემ.

_ ქალბატონო თეა, კეკელიძე არ ადასტურებს, რომ უფროსის მოვალეობის შემსრულებელია და ეს როგორ გავიგოთ?

_ სააგენტოს უფროსმა პასუხისმგებლობა, უფროსის მოვალეობის შესრულება დააკისრა კეკელიძეს მანამ, სანამ არ იქნება დანიშნული ახალი უფროსი, _ განმარტა შველიძემ.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...