ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლა და მუქარა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

მთავარი თემა

ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლა და მუქარა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

12 თებ. 2016, 00:01:03

ადვოკატის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, მისი ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარა ან ძალადობა დასჯადი ხდება - სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილბების განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უკვე დაიწყო.

სიახლე კანონდამრღვევი პირისთვის ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კანონპროექტი ადვოკატებთან ერთად, ეხება პროკურორებსა და გამომძიებლებსაც. ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, არსებულ მუხლებს, შესაძლოა, გაეროს შესაბამისი სტანდარტებიც დაემატოს.

"შესაძლებელია, ამ მუხლებს გარკვეული მაკვალიფიცირებელი გარემოებები დაემატოს, რაც გაეროს სტანდარტებით არის  - ადვოკატთა საქმიანობისთვის ხელის შეშლაც, როგორც დასჯადი ქმედება. ცვლილება, რომელიც ადვოკატებმა შემოგვთავაზეს, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იდეაა", _ განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, ადვოკატთა საქმიანობის დაცულობის გაზრდის აუცილებლობა, ბოლო პერიოდში, ადვოკატების ცემის არაერთი ფაქტის გამოუძიებლობის გამო დადგა.

"სააკაშვილის რეჟიმის დროს, როცა მე გავხდი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე 111 ადვოკატი იყო ციხეში, შემდეგ ეს რიცხვი 150-მდე გაიზარდა. ჩვენ როდესაც ადვოკატთა უფლებებისთვის ბრძოლა დავიწყეთ, 2010 წელს, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და ევროპის ადვოკატთა ობსერვატორია ჩამოვიყვანეთ თბილისში, რომლებმაც კვლევის შემდეგ დადეს სკანდალური დასკვნა, რომ საადვოკატო საქმიანობა საქართველოში რისკის სფერო იყო და აუცილებლად  საჭიროებდა ადვოკატი მეტ დაცვას.

2011 წლიდან ვიბრძვი, რომ ადვოკატთა საქმიანობისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაული ყოფილიყო.  ეს არის გაეროს პრინციპი ადვოკატთა როლის შესახებ რომელიც 1990 წელს მიიღეს. ამ პრინციპით, მთელი  ცივლიზებული სამყარო ურთიერთობს ადვოკატებთან. აქ მითითებულია, რომ ადვოკატებმა თავისი უფლებამოსილების განხორციელება უნდა შეძლონ ჩარევის, შიშისა და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ნორმალურმა სახელმწიფოებმა 1990 წლიდანვე მიიღეს სპეციალური ნორმები, რომ ადვოკატის ოჯახის  წევრისთვის, ადვოკატთა საქმიანობის ხელშეშლის გამო, 1-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გარანტირებული", _ ამბობს ხატიაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში  პროკურორი და ადვოკატი მხარეები არიან. ევროპული კონვენციის  მე-6 მუხლი კი ადგენს, რომ მხარეებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები, რაც დღეს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული არ არის.

"თუ პროკურორს ან გამომძიებელს ხელს შევუშლით საქმიანობაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ადვოკატს სცემ, ჩაარტყამ თუ მიაფურთხებ, ადმინისტრაციული ჯარიმაა, როგორც ბოლო პრაქტიკამ დაადასტურა.

2014 წელს, როდესაც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი მარია სლაზაკი იყო ჩამოსული საქართველოში, ეს საკითხი  გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას დააყენა. პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ პარლამენტში ყოფნისას გააჟღერა, რომ საადვოკატო საქმიანობა დაცული უნდა იყოსო. აქედან გამომდინარე, ყველა ეს  საკითხი, რისთვისაც 5 წელი ვიბრძოდით, დაგვირგვინდა ევროპის საბჭოს ასამბლეის გადაწყვეტილებით, სადაც ჩაწერეს, რომ ადვოკატების მიმართ ძალადობრივი მეთოდებით გასწორება ხდება საქართველოში. ამ ომმა მოიტანა ის, რომ დღეს პარლამენტში,  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, დავაყენეთ საკანონმდებლო წინადადება. პარლამენტი კი აპირებს, საკანონმდებლო ინიციატივის დაყენებას. უკვე მოძებნილია 7 განვითარებული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლით დასჯადი ქმედებაა", _ აღნიშნავს ხატიაშვილი.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე 50-მდე ადვოკატს მიაყენეს შეურაცხყოფა, თუმცა არცერთი ფაქტი ბოლომდე გამოძიებული არ არის.

"როგორ იძლება, ადვოკატს დაემუქრო პროცესზე არ მიხვიდეო, იარაღი მიადო, მიაფუთხო?! მარია სლაზაკმა წერილები გამოუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ყურადღება  გაამახვილა საადვოკატო საქმიანობაში უხეში ჩარევების გამო და მოითხოვა გამოძიების ჩატარება. თუმცა, საქართველოდან პასუხი ვერ მიიღო. ამის შემდეგ 2015 წლის მაისში მიმართა ფედერიკა მოგერინის და 9 ევროპული სტრუქტურის ხელმძღვანელს, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარს და მოითხოვა ქართველი ადვოკატების დაცულობის ხარისხი ამაღლებულიყო. კარგად იცით, რომ ადვოკატებს პროკურატურაში სცემდნენ, პროცესზე რომ გამოდიოდნენ - აფურთხებდნენ. ყველა ფაქტი ზეპირად ვიცით.

მარია სლაზაკი შევახვედრე ადვოკატ ნონა კირთაძეს, რომელსაც გორის სასამართლოს შენობაში ფინანსური პოლიციის წარმომადგენელმა შეურაცხყოფა მიაყენა. ეს იყო ახალი ხელისუფლების პირობებში, დაახლოებით, ერთი წლის წინ. ამის ვიდეოკადრებიც არსებობს. პროკურატურაში შევიტანეთ საჩივარი და დღემდე პასუხი არ მიგვიღია.

ადვოკატ ირინა საღინაძეს გაუპატიურებით დაემუქრნენ, არც ამაზე ჰქონია საგამოძიებო სტრუქტურებს რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა მარსელა ბრასელმა თეა წულუკიანს მიმართა, რომ ეს ფაქტი შეესწავლათ; სამი წელია გასული და პასუხი არც მე მიმიღია არც მარსელა ბრასელს.

ადვოკატ რომეო საჯაიას პროკურორმა ბაჩიაშვილმა პროკურატურაში სცემა და ამას აღიარებს უწყება, მაგრამ ეს კაცი ისევ იმ ადგილზე მუშაობს. ნონა კირთაძის თავდამსხმელი გოგა ბერძენიშვილი ისევ ფინანსურ პოლიციაშია.

50-მდე ადვოკატია რომლებსაც სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. არცერთ მიმართვაზე  გამოძიება არ არის ბოლომდე მიყვანილი. პოლიციას და პროკურორს რომ შეურაცხყოფა მიაყენოთ დაგიჭერენ, ადვოკტის შეურაცხყოფა კი, არაფერია თითქოს.

ბოლო აკორდი ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმე იყო.  იმის გამო დაიჭირეს და დაადეს ბორკილები, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფს ურჩია ჩვენება არ მიეცა შუაღამისას პროკურორისთვის. პროკურატურამ კი, თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებისთვის მისცა ადამიანი პასუხისგებაში, როცა სახეზე იყო ადვოკატის წამება და არაადამიანური მოპყრობა.

გოგა ონიანი, რომეო საჯაია, ირაკლი ზაქარეიშვილი, ელენე  ლაზარიაშვილი, ნუგზარ სამარჯიშვილი, დიმიტრი გაბუნია, დიანა მარტიაშვილი, მერი ცინარიძე, ნონა კირთაძე, მზია თომაშვილი,  - ესენი არიან ადვოკატები, რომელთა შეურაცხყოფის საქმეები ევროპის ადვოკატთა ასოციაციას აქვს შესწავლილი.

დაახლოებით, ერთი წლის წინ მივმართე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მოვითხოვე ადვოკატების  შეურაცხყოფის გამო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. მან ეკა ბესელიას დაავალა ამის შესწავლა. ამიტომ პარლამენტმა როგორც ჩანს, გადაწყვიტა, საადვოკატო საქმიანობა დაცული სფერო გახადოს", _ ამბობს ხატიაშვილი და დასძენს, რომ ადვოკატთა უფლებების დაცვისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე, ადვოკატი პაატა შავაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ ადვოკატთა საქმიანობისთვის ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება, ეს ადვოკატის საქმიანობის დაცვისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება.

"სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი პროცესის მონაწილისადმი ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით რა სანქციებია, თუმცა, აქ არ არის გამოკვეთილი ადვოკატთან  მიმართებით ასეთი ხელშეშლა რას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე დღეს პრაქტიკულად ხელისშემშლელია ადვოკატებისთვის. ძალიან ბევრი ადვოკატი განიცდის ზემოქმედებას, ზეწოლას, ხელშეშლას, ყოფილა მუქარის შემთხვევებიც, მინიშნებებიც - თუ ბევრს "გაახურებს" , დაისჯება; მიუნიშნებენ ნათესავებთან და ახლობლებთან დაკავშირებითაც.  ასეთ სიტუაციაში ადვოკატი ვერ განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს თავის  დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში, როცა ის თავად არის დაშინებული", _ აღნიშნავს შავაძე.

გარდა ამისა, შავაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, ადვოკატებისთვის ხელის შემშლელი მოსამართლეებიც გახდნენ.

" გამოიკვეთა, რომ მოსამართლეებიც კი უშლიან ხელს ადვოკატებს საქმიანობაში. მაგალითად, გამოაქვთ ისეთი გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების უფლებასაც არ უტოვებენ ადვოკატს. ეს არის ერთგვარი ხელშეშლა. კანონის სახელით ქმნიან ბარიერებს; გაუგებარი მოტივაციით იღებენ განჩინებებს; ამიტომ ადვოკატის უფლებების კანონით დაცვა მხოლოდ მისასალმებელია", _ აღნიშნავს შავაძე.

თუ რა სანქციებს გაითვალისწინებს ადვოკატთა საქმიანობისთვის ხელის შეშლა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება მოხდება.  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ საკუთარ წინადადებებსა და მოსაზრებებს, საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში გადაუგზავნის.




 ახალი ამბები
  • შსს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებაშინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს. „2020 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შემოვიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება გრძელდება ყველა შესაბამისი ვერსიის გადამოწმებისა და რელევანტური მტკიცებულებების შეგროვების მიზნით. რაც შეეხება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან, ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება”,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • პოლიციამ ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ., გამოძალვის ბრალდებით, სამეგრელოში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ. პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას ... ...
  • სროლა თბილისში- დაჭრილია 2 ადამიანისროლა იყო ცოტა ხნის წინ ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან. სროლის შედეგად 2 ადამიანია დაჭრილი. ამ დროისთვის დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, ჭრილობები რა სახის იარაღით არის მიყენებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი. შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ... ...
  • “მწვანე გურია“ კაკო ღლონტის სამეფოშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გურიანთაში მცხოვრები ფერმერი, აგრონომი კაკო ღლონტი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეხვდა ღლონტების ოჯახი პანდემიას. კაკო ღლონტი ასევე ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლის მეურნეობის განყოფილების თანამშრომელია. _ ბატონო კაკო, როგორ შეხვდით კორონავიურისს და როგორია თქვენი დღის წესრიგი? _ თითქმის არაფერი შეცვლილა, ვმუშაობდით ჩვეულებრივ რეჟიმში და გადავედით დისტანციურ რეჟიმზე.  ჩვენ ფერმერებთან  არ გაგვიწყვეტია კონტაქტი და ის, რაც პროექტები გვქონდა, გრძელდებოდა მისი გახორციელება. თხილის, ციტრუსის პროექტი გვაქვს, სიმინდის კუთხით ახალი ჯიშებს ვიყვანთ. ახალი ის არის, რომ ბროკოლის მოყვანა გადავწყვიტეთ და დავამტკიცეთ, ესეც შესაძლებელია გურიაში. _ სახლში რა ხდება, სადაც თქვენ ხართ მბრძანებელი? _ საქმის კეთება ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ვაგრძელებ სხვადასხვა კულტურების მოყვანას და მომრავლებას. უფრო მეტად აქტიური გავხდი ამ კორონავირუსის შემხედვარე. ვმუშაობ დაუღალავად. ჩემი მეუღლე, შვილები ჩემს გვერდით არიან.   _ ეს  პანდემია როდის გადაივლის,  ჯერჯერობით, არავინ არ იცის. დამწყებ ფერმერებს რა რჩევა-დარიგებას მისცემთ, რომ შემოდგომა-ზამთარს მომზადებულები შეხვდნენ? _ ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს მზად, რა იცი, წინ რა გველოდება. სიმართლე გითხრათ, ბევრი,  დავუშვათ, ვერ შემოიტანეს უცხოეთიდან მარცვლეული ან სხვა პროდუქტი? ადამიანმა იმდენი მაინც უნდა იშრომოს, რომ სახლში მოყვანილი პროდუქტებით ერთი ან ორი თვის მანძილზე გაიტანოს თავი. პირველ რიგში, უნდა დაეკითხონ და დაუჯერონ დარგის სპეციალისტებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ სოფლის მეურნეობაში. ასევე იკითხონ წიგნი, ნამეტარი ინტერნეტს ნუ მიეჯაჭვებიან. _ რომელი კულტურის მოყვანით და გამრავლებით არიან დაინტერესებულები? _ ყველას უნდა კონსერვი გააკეთოს. ძირითადად ბოსტნეულების მოყვანით არიან დაინტერესებულები. მაგრამ, მარტო კიტრის და პომიდორის მოყვანა ხომ არ არის საკმარისი. შეგვიძლია შემოდგომაზე და ზამთარში სალათების, მწვანილების, კიტრის მოყვანა. ფუჭად არ უნდა დავკარგოთ დრო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ დროის გამოყენება შედეგიანად, რომ შემდეგ საკუთარ თავთან და ღმერთთან მართლები ვიყოთ. კარგად უნდა დავგეგმოთ თითოეული წუთი და საათი. უფრო მეტი გააქტიურება არის საჭირო და საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავება. _ თქვენ პირადად, რომელი კულტურის მოყვანით ხართ დაკავებული? _ მე ვარ მრავალფეროვნების მოყვარული. თუ კი რამეს მოყვანა შეიძლება გურიაში ყველაფერი მომყავს, ვაშენებ, ვამრავლებ და ვახარებ. ჩემთან, რომ მოდის ფერმერი ნერგის საყიდლად, აუცილებლად მას ვანახვებ იმ კულტურებს, რომლის გახარება და გამრავლება შევძელი. ამ კონსულტანციას და რჩევა-დარიგებებს კიდევ არავის ვამადლი. მთავარია, სასაუბრო დრო მქონდეს.  აგერ, მაგალითად, ჩემს ეზოში, სახლის გვერდზე, კომბოსტო უკვე თავშეხვეულია. ხომ იძახიან გურიაში არ იხარებს და არ მოდის კომბოსტოო, არ არის ეს სიმართლე, ბატონებო - მოდის, თან წელიწადში  _სამჯერ. _ რატომ არ ვიყენებთ? _ საკმარისი ცოდნა არ აქვთ და იმიტომ. მაგალითად, დაიწყო დამწყებმა ფერმერმა სხვადასხვა კულტურების მოყვანა, მაგრამ ცოდნა რომ არ ქონდა, ვერ გაახარა და ვერ გაამრავლა. შემდეგ კი ხელი ჩაიქნია და დაჯდა სახლში. საბედნიეროდ, მოდიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად სწავლობენ და მუშაობენ. შედეგიც არის და ეს იძლევა იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. _ როგორც ვიცი, წელს ყველაზე მეტად იყიდება პომიდორის, კიტრის, ბულგარულის და სხვა კულტურის ნერგები. _ ჩემი მეუღლე მენერგეობას მისდევს და აგრარულ ბაზარში ყიდის ნერგებს. წელს  ფაქტიურად სახლიდან გაიყიდა ნერგები. ბაზარში ორი დღეც არ გასულა. თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან რომ დაბრუდნენ, თავის კარმიდამოს მიხედვა ხომ ჭირდება, დაიწყეს მოვლა, შემდეგ ბოსტანში სხვადასხვა ნერგები დარგეს. ყველა ცდილობს, რაღაც გააკეთოს... ცოტა შიშმა შეაფუცხუნა ჩვენი ხალხი. _ ბატონო კაკო, საუბრის დასასრულს, იქნებ, თქვენ გვითხრათ, კორონავირუსის დროს გურია და კახეთი მწვანე ზონა იყო. თქვენი ვერსია  როგორია,  შეინარჩუნებს გურია მწვანე ზონად თავის თავს? _ ხომ იძახოდნენ გურულები, არ არიან კანონმორჩილნიო?! სინამდვილეში კანონმორჩილნი ვყოფილვართ. ყველაფერს ვასრულებდით, რაც რეკომენდაციები გაიცა სპეციალისტების მიერ.  კიდევ შემიძლია ვთქვა: ღმერთი გვფარავს გურულებს, ლაღები ვართ, ლაღი იუმორით და ალბათ, ლაღი ბუნებიდან გამომდინარე. ჩემი მოსაზრებით, არ მოგვივლინა დიდი განსაცდელი. შეიძლება ჩვენი სისუსტის ბრალია: აგენი ვერ გადაიტანს მაგასო და აღარ შეგვხდა ეს კორონავირუსი. _ გურიაში ხომ იყო პერიოდი, როდესაც არ სწამდათ ღმერთის და ეკლესია-მონასტრებში მძიმე მდგომარეობა იყო. _ ეს მხოლოდ გურიაში არ ყოფილა. იყო რაღაც პერიოდი, რომ ეშმაკმა დაძლია საზოგადოებას, მაგრამ დროულად გამოფხიზლდა ერი. გურიაში სწრაფი ტემპით მიდიოდა ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მშენებლობა. ადამიანები დაუბრუნდნენ ეკლესიას და ... ...
  • "გულის მუშაობა აღვუდგინეთ"- გაზგასამართ სადგურზე დაშავებული ექსპერტის მდგომარეობა მძიმეაექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც აფეთქებული გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე დღეს დენმა დაარტყა, საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 39 წლის მამაკაცი "კავკასიის მედიცინის ცენტრში" მკურნალობს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მამაკაცს გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს. კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. "39 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა პარკუჭთა ფიბრილაცია, თუმცა 10 წუთში გულის მუშაობა აღვუდგინეთ. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 2-3 დღეში პაციენტის გამოღვიძება მოხდება,"- განაცხადა ნათია ნუცუბიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე ორი დღის წინ აფეთქებული გაზგასამართი სადგურის შესამოწმებლად ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მისულები, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. წყარო: რუსთავი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?