სააკაშვილის მიერ 1 ლარად გაყიდული მიწები უცნობ კომპანიას საჯარო მოხელემ დაურეგისტრირა _ ექსკლუზივი

მთავარი თემა

სააკაშვილის მიერ 1 ლარად გაყიდული მიწები უცნობ კომპანიას საჯარო მოხელემ დაურეგისტრირა _ ექსკლუზივი

17 თებ. 2016, 19:57:02

ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხის გადარგვის სამუშაოების თემა ამ დრომდე აქტუალობას არ კარგავს.

ამ ეტაპზე, გადარგვის კანონიერების დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენამდე სამუშაო პროცესი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით შეჩერებულია.
სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „ზიმოს“  დირექტორის, ზურაბ კიკნაძის განცხადებით, ყველა დოკუმენტაცია წესრიგშია. პრობლემა მხოლოდ კერძო მესაკუთრის ნებართვაა, რომელიც ნაკვეთს იმ ტერიტორიაზე ფლობს, სადაც ხე უნდა გატარდეს.

“აჭარის მთავრობისგან ხეების შეძენის დოკუმენტი მაქვს. რკინიგზის დეპარტამენტისგან მაქვს ნებართვა, რომ ამ ლიანდაგის იქით გადავიტან ხეებს. გზების დეპარტამენტი აკონტროლებს ზღვასთან მისვლის საკითხს და მათგან მაქვს უფლება, რომ ეს სამუშაოები შევასრულო. ერთადერთი, რაც არა მაქვს, ეს არის კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რომელსაც ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორია ეკუთვნის. ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, პანამაში და მეპატრონეს ვერ ვპოულობთ”, _ აცხადებს კიკნაძე.

როგორც გაირკვა, უცნობი პიროვნება ზღვის სანაპირო ზოლში, თითქმის, 9 ჰექტარ მიწას ფლობს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას ერთ ლარად ყოველგვარი პირობების გარეშე გადასცა.

პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კომპანია redman federation inc-ს  სააკაშვილმა 2011 წლის 3 აგვისტოს მისცა.
დოკუმენტის თანახმად, კომპანიას გადაეცა სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 433 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 391 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი, 27 557 კვ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 199 კვ.მ შენობა-ნაგებობა, 33780 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 28 217 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწის ნაკვეთი _ ეს ყველაფერი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სიმბოლურ ფასად _  1 ლარად.

დოკუმენტში არ არის მითითებული ვინ არის კომპანიის მესაკუთრე, ან წარმომადგენელი პირი.  ამის გაგება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან კომპანია პანამაში, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული. აღნიშნულ კომპანიაზე ინფორმაციის მოძიება გუგლითაც  შეუძლებელია.

ამ დრომდე შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმის გარკვევა, რომ კომპანია ციხისძირში თითქმის 9 ჰექტარი მიწის 1 ლარად მიყიდვამდე ორი თვით ადრე 2011 წლის 3 ივნისსაა დარეგისტრირებული.

როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია,  redman federation inc საკუთრების რეგისტრაცია 2011 წლის 5 აგვისტოს საჯარო რეესტრში საჯარო მოხელემ მოახდინა _  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის  უფროსის იმჟამინდელმა მოადგილე თინათინ ჩაჩანიძემ.

ჩაჩანიძე ახლა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსია.

ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან საკითხზე გამოძიებაა დაწყებული:

_ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება მთავარ პროკურატურაში პრივატიზების კანონიერების თაობაზე. მეც ვარ მოწმედ დაკითხული და ჩვენებაზე მაქვს ხელი მოწერილი, რომლის თანახმადაც, ინფორმაცია არ უნდა გავცე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ხვალაც დაბარებული ვარ. ამიტომ, ამ საკითხზე ვერ დაგელაპარაკებით, სამწუხაროდ.

_ ქალბატონო თინათინ საჯარო მოხელე რა შუაში იყო ამ კომპანიასთან?  რატომ დაურეგისტრირეთ საკუთრება უცნობ კომპანიას?

_ როგორც გითხარით,  მე ვარ მოწმედ დაკითხული ამ საქმეზე და შესაბამისად, არ მაქვს უფლება რაიმე ტიპის კომენტარი გავაკეთო. ამ შემთხვევაში უკვე აღარ წარმოვადგენ უწყებას, არამედ ვარ პიროვნება, რომელიც მოწმედ არის დაკითხული სისხლის სამართლის საქმეზე, _ გვითხრა ჩაჩანიძემ, რომლის ინფორმაციით, ამ საკითხზე გამოძიება 2013 წლიდან მიმდინარეობს.

„გურია ნიუსს“ ექსკლუზიურად მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ უცნობი კომპანიის უკან შესაძლოა, ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იდგეს.
წყარო ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა ლუკაშენკოს ზღვისპირეთის მიწები საჩუქრად გადასცა.

წყარო არ გამორიცხავს იმას, რომ მიწების ნაწილის მფლობელი მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსიც იყოს, რომელთან დაკავშირება ჩვენ ამ დრომდე ვერ შევძელით.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls