ნიშნავს თუ არა ცესკო საოლქო კომისიებში პარტიულ აქტივისტებს

მთავარი თემა

ნიშნავს თუ არა ცესკო საოლქო კომისიებში პარტიულ აქტივისტებს

2016 თებ 17 20:23:27

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან  გათავისუფლებული თანამშრომლები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავენ. სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ უკვე მზადდება და რამდენიმე დღეში სასამართლოში შევა.

საოლქო კომისიების წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ კონკურსი ვაკანტურ თანამდებობებზე ისე ჩაატარა, რომ პოსტებს "ქართული ოცნების" აქტივისტები დაიკავებენ. თუმცა, ცესკოში მიაჩნიათ, რომ მიუხედავად წარსულში მათი პოლიტიკური აქტივობისა, კონკურსით შერჩეულებს მმართველ პარტიასთან კავშირი ვერ ექნებათ.

ამასთანავე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ მათ არავინ გაუთავისუფლებიათ და კონკურსი იმ თანამდებობებზე გამოცხადდა, რომელზეც მოქმედ წევრებს უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა ამოეწურათ.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ამ გზით ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

ამ ბრალდებებს მმართველი გუნდი "პოლიტიკურ სპეკულაციას" უწოდებს და ირწმუნება, რომ პოლიტიკური ნიშნით კადრების შერჩევა ცესკოში აღარ ხდება.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით, რომლის მოთხოვნაა საოლქო კომისიების პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 182 საოლქო კომისიის წევრიდან 74 პოლიტიკურად აქტიური და კონკრეტული პარტიული კუთვნილების მქონე ადამიანები დანიშნა, _ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის უმცირესობის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა.  

მისი თქმით, უახლოეს დღეებში, საოლქო კომისიები აირჩევენ თავმჯდომარეებს და მთელ რიგ ოლქებში თავმჯდომარეებად  სწორედ პარტიული კუთვნილების მქონე ადამიანები დაინიშნებიან.

"სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა ცესკო ზრუნავდეს მომავალი არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებაზე, დღეს ეს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი პირდაპირ ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას.

საოლქო კომისიების ნეიტრალიტეტი  განსაკუთრებით მნიშნელოვანია იმიტომ, რომ სწორედ ეს კომისიები განიხილავენ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებს.

ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, არასამთავრობო სექტორმა  სკო-ს მიაწოდა კონკრეტული ფაქტები ამ პირების პოლიტიკური კავშრების/კუთვნილების შესახებ.

მნიშნელოვანია, რომ  ცესკო-ს შემადგენლობიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია მხოლოდ პარტიული წევრების მიერ და ცალსახაა, რომ ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და სხვა კონკურსის წესით არჩეული და ნეიტრალიტეტის ვალდებულების მქონე წევრების მონაწილეობით და მითითებით განხორციელდა", _ აღნიშნა ბოკუჩავამ.

უმცირესობის დეპუტატმა დღეს იმ კანდიდატების ვინაობაც დაასახელა, რომლებიც უახლოეს დღეებში, საოლქო კომისიები თავმჯდომარეებად აირჩევენ.

"ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ მთელ რიგ ოლქებში თავმჯდომარეებად დაინიშნებიან სწორედ პარტიული კუთვნილების მქონე ადამიანები. მაგალითად:

თელავში, დღეს ჩატარდება სხდომა, სადაც აირჩევენ გიორგი კალმახელიძეს, რომელიც არის თელავის მერის პლატონ (პაატა) კალმახელიძის ბიძაშვილი.

საყურადღებოა, რომ ეს პიროვნება საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში საოლქო კომისიის წევრად არჩევის დროს, იგი იყო საბერძნეთში და დღეს საგანგებოდ ჩამოაფრინეს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად;   

ასევე უახლოეს დღეებში, აირჩევენ ლანჩხუთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ლალი კიკაბიძეს, რომელიც 2013-2014 წლების არჩევნებზე ამავე საოლქო კომისიაში იყო დანიშნული პარტიიდან "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს";

სამტრედიაში აირჩევენ ნინო ვაშაკიძეს, გამგებლის მოადგილის შვილს, რომელიც ასევე ქართული ოცნების აქტივისტია; ხობში აირჩევენ დათუნა ჯობავას, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მეგობარი და ქართული ოცნების აქტივისტია;  

სენაკში აირჩევენ ცოტნე შუშანიას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის კახა რუსიას მეგობარი და ქართული ოცნების აქტივისტია", _ აღნიშნა ბოკუჩავამ.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად პარტიული ნიშნით დანიშვნის შესახებ  ინფორმაცია აქვთ კომისიების ყოფილ წევრებსაც. როგორც ისინი აცხადებენ, არ იციან რატომ არ მოხდა მათი თავიდან არჩევა.

სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახობაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ თანამდებობას 10 წლის განმავლობაში იკავებდა, თუმცა აქამდე პრობლემა არასოდეს შექმნია.

"ჩემს კანდიდატურას ცესკოს პარტიულმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. ეს არის კონკრეტული მიზეზი, რის გამოც გამათავისუფლეს. ხმის მიცემის ოქმებში ასეა დაფიქსირებული. 10 წლის განმავლობაში ვმუშაობ ამ თანამდებობაზე და უცებ გაჩნდა პროლემა. ეს ტერიტორიული ორგანო მუდმივმოქმედად 2006 წელს ჩამოყალიბდა. ამ დროიდან მოვყვებით ამ სამსახურს. არავის ადგილებზე ჩვენ არ მივსულვართ", _ აღნიშნავს ახობაძე.

მისივე თქმით, ახლადარჩეული წევრები და კანდიდატები პარტიული ნიშნით შეარჩიეს, თუმცა, ვალდებულებისა რომ ცესკოს ეს შეემოწმებინა, არ შეუმოწმებიათ ვის ირჩევნდნენ.

"პირდაპირი მოთხოვნაა, რომ თვითონ კანდიდატი პარტიული არ უნდა იყოს, არჩეულ წევრზეც არ არის აქ საუბარი.  ცესკოს ამ შემთხვევაში საბუთებიც კი არ უნდა მიეღო. თუ ვინმეს CV-ში არ ეწერა, მაგრამ იყო ამაზე ინფორმაცია, რომ პარტიის წევრი იყო, ეს უნდა მოეკვლიათ", _ ამბობს ახობაძე.

 ნინო დათუნაშვილი, რომელსაც  ახობაძის მსგავსად მოუხდა საოლქო საარჩევნო კომისიის დატოვება, აღნიშნავს, რომ გათავისუფლებები 2015 წლიან დაიწყო.

"ეტაპობრივად მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება. მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც გამათავისუფლეს. 2015 წლის აგვისტოში პროფკავშირი ჩამოვაყალიბეთ. მას შემდეგ ვცდილობთ, დავსვათ პროფკავბშირთან სასაუბროს ცენტრალური სააღცევნო კომისია, მაგრამ  თავს გვარიდებენ.  ზეწოლასაც ჰქონდა ადგილი თვეების მანძილზე. არაფერს ითვალისწინებენ რასაც ვუგზავნით. ჩვენ წერილობით მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ კონკურსანტებს შორის პარტიული კავშირების მქონე ადამიანები  იყვნენ, თუმცა არ გაითვალისწინეს. ბოლომდე ვაპირებთ ვიბრძლოთ, ვამზადებთ სარჩელს და უახლოეს დღეებში სასამართლოს მივმართავთ.

გვყავდა 10 წლის გამოცდილების კადრები, რომლებსაც ერთი საყვედურიც კი არ ჰქონდათ მიღებული, პირიქით, მადლობის სიგელებს და ჯილდოებს იღებდნენ, თუმცა, ასეთი ადამიანებიც ცესკოს გარეთ დარჩნენ. არადა, სწორედ ამ ადამიანების მუშაობით ამაყობდა ცესკო 2012 წლის არჩევნების მოგებას", _ აღნიშნავს დათუნაშვილი და და დასძენს, რომ სასამართლოში სარჩელი პირველ ეტაპზე, პროფკავშირების სახელით შევა.

მისივე ინფორმაციით, 182 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად, ძველი კადრებიდან მხოლოდ 55 აირჩიეს თავიდან. 127 კი, ახალი წევრია.

"ამ 127-ს შორის,  74-ზე გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ პარტიული ნიშნით აირჩიეს. ისინი სხვადასხვა პარტიებში არიან ნამუშევარი. უმრავლესობა კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები არიან. გარდა ამისა, არის ნეპოტიზმის ფაქტებიც", _ აღნიშნა დათუნაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.

"გურია ნიუსთან" საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე ამბობს, რომ ცესკოდან არავინ გაუთავისუფლებიათ და ამ ადამიანებს უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა ამოეწურათ.

"საოლქო საარჩევნო კომისიაში 380 მუდმივმოქმედ წევრიდან, რომლებიც კანონის მიხედვით, აირჩევიან 5-წლიანი ვადით უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 193-ს, ამიტომ ამ პოზიციებზე  ვაკანსიები იყო  გამოცხადებული. არჩეულია 182 ადამიანი, რომელთაგან  55   საოლქო საარჩევნო კომისიის მოქმედი წევრია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ  უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ, თუმცა ცესკომ  ისინი  5-წლიანი ვადით ხელახლა აირჩია", _ აღნიშნა მიქელაძემ.

 "რაც შეეხება  74 პირს, რომელთა დაკავშირებითაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან ხდება აპელირება,  ეს ადამიანები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არჩევნებზე იყვენ ენ წარდგენილები პოლიტიკური პარტიებიდან საარჩევნო ადმინისტრაციებში, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ასევე  საუბნო სარჩევნო კომისიებში. ისინი იყვნენ საარჩევნო მოხელეები", - განაცხადა მიქელაძემ და დასძინა:

"ვინაიდან, ანონმდებლობის მიხედვით პირი, რომელიც არის საარჩევნო მოხელე და საარჩევნო ადმინისტრატორი, ვადებულია იხელმძღვანელოს მხოლოდ კანონმდებლობის მიხედვით. ის არ ატარებს მისი დამნიშნავი სუბიექტის ინტერესებს.  ამას ცხადყოფს ის გარემოებაც, რომ არცერთი საჩივარი მათ მიკერძოებულობასთან  ან მუშაობასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ყოფილა წარდგენილი შესაბამის საარჩევნო მინისტრაციაში. არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია მათი მიკერძოებულობის შესახებ", _ აღნიშნა მიქელაძემ.

გარდა ამისა, ცესკოში აღნიშნავენ, რომ იმ ადამიანებს, რომლების არჩევაც ხელახლა არ მოხადა, უწყებისთვის არ მიუმართავთ.

"მათ არ მოუმართავთ ცესკოსთვის და არ უთხოვიათ შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. თუკი ისინი მიმართავენ საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკო იმსჯელებს ამ საკითხზე და მიაწოდებს  შესაბამის პასუხს, შეძლებენ თუ არა ისინი შეხვედრას.

ამასთანავე, არცერთი საჩივარი სასამართლოში ჯერჯერობით შეტანილი არ არის. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მათ  ორი დღის ვადაში ჰქონდათ. მათ გეგმებთან დაკავშირებით ცესკო ინფორმაციას არ ფლობს", _ უთხრა "გურია ნიუსს" მიქელაძემ.




 ახალი ამბები
  • საგარეო უწყება: დავით გარეჯში 14 ივლისის მსგავსი ინციდენტების გამეორებას არ დავუშვებთიმედს ვიტოვებთ, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ტვ1-თან განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.  „საქართველოს სამთავრობო კომისია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებში შეშფოთებულია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რომლებსაც ადგილი ჰქონდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში. უნდა განვასხვავოთ საკითხის ორი კომპონენტი. კერძოდ, პირველი ეხება საზღვრის დელიმიტაციის პრობლემატიკას, ხოლო მეორე მოიცავს შეუთანხმებელ მონაკვეთზე არსებულ ვითარებას. ამასთან, აზერბაიჯანულ პრესაში ბოლო პერიოდში გაჟღერებული გზავნილები იწვევს საქართველოს მხარის გაკვირვებას და წუხილს, ვინაიდან ცალმხრივად ასახავს ადგილზე არსებულ ვითარებას, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კონტექსტში უნდა აღინიშნოს შემდეგი: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი (დაახლოებით 1,2 კმ სიგრძის) არ არის დელიმიტირებული და შეთანხმებული მხარეთა შესაბამისი კომისიების მიერ რაც, სამწუხაროდ, არაკეთილმოსურნეების მხრიდან განაპირობებს არაერთ პროვოკაციულ მოქმედებას; აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია არის ორმხრივი პროცესი და მის დასრულებამდე და შესაბამის იურიდიულ გაფორმებამდე [ცალმხრივი] საუბარი თუ სად გადის სახელმწიფო საზღვარი დაუშვებელია. ეს ხელს უშლის და ართულებს მოლაპარაკებათა პროცესს. აქედან გამომდინარე მიუღებელია ცალკეული მტკიცება, მათ შორის იმის, თითქოს ყოფილის სსრ-ს უმაღლესი საბჭოს 1963 წლის ცალმხრივი დოკუმენტი შესაძლებელია, განხილულ იქნეს საზღვრის დადგენის სამართლებრივ საფუძვლად. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დოკუმენტი აზერბაიჯანის ყოფილმა სსრ-ს უმაღლეს საბჭომ თავის დროზე თავადაც არ მიიჩნია მიზანშეწონილად. შესაბამისად, ორმხრივი შეთანხმების არარსებობის პირობებში ხსენებული დოკუმენტი კარგავს იურიდიულ ძალას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. მისივე თქმით, საქართველოს სამთავრობო კომისია დელიმიტაციის საკითხებში მუშაობისას ეყრდნობა მოქმედ იურიდიულ ბაზას. „ასევე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენისას საერთაშორისო პრაქტიკა ფართოდ იყენებს გამოცდილებას, როდესაც ორი მეზობელი ქვეყანა ითვალისწინებს ურთიერთდაინტერესებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, მათ შორის, როდესაც საუბარია კულტურულ, ისტორიულ თუ რელიგიურ ფასეულობებზე. ამდენად, იმის მტკიცება, რომ თითქოს საზღვრის დელიმიტაციის დროს რელიგიურ-კულტურული ფაქტორი არ შეიძლება, იქნეს გათვალისწინებული, ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ მიდგომებს; -დავით გარეჯის კომპლექსს გააჩნია უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული დანიშნულება და ფასეულობა, რაც ასევე აუცილებელია, იქნას გათვალისწინებული მხარეთა მიერ მოლაპარაკების დროს. რაც შეეხება ადგილზე განვითარებულ მოვლენებს: – აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოცემული გარემომებებისა და საქართველოს მხრიდან ვიზიტორების დიდი ნაკადის გათვალისწინებით ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების მიერ მიღწეულ იქნა ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმად მესაზღვრეები არ შეზღუდავდნენ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მრევლისა და ტურისტების გადაადგილებას დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე. მაგრამ ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ხსენებული შეთანხმება არაერთხელ დაირღვა ადგილზე სხვადასხვა სახის პროვოკაციული ქმედებების მიზეზით; – საქართველოს მხარე გმობს მსგავს პროვოკაციებს, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოდგენს მაპროვოცირებელი ძალების მიერ ინსპირირებულ ქმედებებს; – სწორედ ამიტომ, ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურებს მართებს უკიდურესი სიფრთხილე თავისი უფლება-მოვალეობების შესრულების დროს; – რაც შეეხება 14 ივლისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის აქტიური ქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა დაძაბულობის დეესკალაცია და სრული ნეიტრალიზაცია“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ. მისივე თქმით, მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა და ფაქტები დეტალურად იქნება შესწავლილი. „მხარეები არ დავუშვებთ მსგავსი ინციდენტების განმეორებას და იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიან ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ, შეუფერხებლად მოინახულონ ისტორიული ძეგლი. საქართველო დაინტერესებულია საზღვრის სადელიმიტაციო პროცესის დასრულებაში. იმედს ვიტოვებთ, რომ აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. დავით გარეჯში ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები პატრულირებენ. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრებიდან ხატები 4-5 დღის წინ გამოიტანეს. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო შექმნილ ვითარებაზე კომენტარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, დავით გარეჯში ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, თუმცა ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას უპრეცედენტოს უწოდებს. „დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, ესე იგი ევროპამ, საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებით მან აღიარა, განხილული საქმის მიმართ, საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა. ამით ნდობა გამოუცხადა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას. ეს ნდობა ძლიერ საფუძველს უქმნის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წამოწყებას და შესაბამისად, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებას. მიღებული გადაწყვეტილებებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ პრინციპს, რომელზეც დგას დემოკრატია და ევროპა: კერძო საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას. როგორც კონსტიტუციით ამ უფლებების დამცველი, მე სრულიად ვიზიარებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას და ამ პრინციპების გატარების აუცილებლობას. ასევე მჯერა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ პრინციპს, საფრთხე არ დაემუქრება“, - ნათქვამია პრეზიდენტის ... ...
  • "ეჭვი მეპარება გიორგი გაბუნია დააბრუნონ" _ ზაალ უდუმაშვილი"ეჭვი მეპარება ტელეკომპანიამ ისევ ისე გააგრძელოს მუშაობა, ეჭვი მეპარება გაბუნია დააბრუნონ, _ აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით რ2-ის ჟურნალისტები ღირსეულად დახვდნენ ახალ გენერალურ დირექტორს. "რუსთავი ორის კოლექტივი ძალიან ღირსეულად დახვდა პატა სალიას. მე მხოლოდ და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კარგი იქნება, თუ "რუსთავი 2" განაგრძობს მუშაობას იმ რეჟიმში, რა რეჟიმში ახლა მუშაობს და მუშაობდა, ეს უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. "რუსთავი2" არ არის მხოლოდ ტელევიზია, გაცილებით მეტია, ვიდრე ტელევიზია. თუმცა, ეჭვი მეპარება ისევ ისე გააგრძელოს მუშაობა. ეჭვი მეპარება გაბუნია დააბრუნონ, ან ნოდარ მელაძე ისევ იყოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მან წაიყვანოს შაბათის კურიერი. ეს ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის", _ განაცხადა ზაალ ... ...
  • "არავის გაუჩნდეს ჟურნალისტების შრომით უფლებებში ჩარევის ილუზია" _ სულხან სალაძეახლა დღის წერიგის ნაწილია, არა ის, თუ რა თქვა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ, არამედ ის, რომ დაცული იყოს ჟურნალისტის შრომითი უფლებები, ეს არის ახლა დღის წესრიგის ნაწილი, _  ეს განცხადება რუსთავი2-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საია-ს ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ გააკეთა. "ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ახალმა მესაკუთრემ რეესტრში დაირეგისტრირა. ტელეკომპანიას უკვე ჰყავს ახალი გენერალური დირექტორი, რომელიც ასევე რეესტრის საშუალებით არის დადასტურებული. შესაბამისად, ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ახლა მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხია მედიას დამოუკიდებლად შეეძლოს განსაზღვროს თავისი სარედაქციო პოლიტიკა დაარავის  გაუჩნდეს ჟურნალისტების შრომით უფლებებში ჩარევის ან სხვა ზეგავლენის მოხდენის ილუზია", _ განაცხადა სულხან ... ...
  • "დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტებსაც შეეხებიან" _ ნინო გოგუაძე"ჩვენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეჭვსქვეშ არ ვაყენებთ, იმიტომ, რომ ეს არის ევროპული სასამართლო და პატივს ვცემთ მას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტილება, საშუალებას იძლეოდა "რუსთავი 2"-ს გაესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება ზედა პალატაში", _ ეს განცხადება "გურია ნიუსთან" თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ გააკეთა. გოგუაძის თქმით სახელმწიფო სხვადასხვა სტანდარტით მოქმედებს. "საქართველოს სახელმწიფომ დაადგინა ერთ შემთხვევაში ასეთი სტანდარტი, როდესაც აღსრულება არ მოიყვანა მანამ, სანამ დიდმა პალატამ არ მიიღო გადაწვეტილება და ეს საქმე არის ვანო მერაბიშვილის საქმე. დღეს ნახეთ, რა სისწრაფით იმოქმედა სახელმწიფომ, როგორ ერთ საათში აღასრულა სტრასბურგის გადაწვეტილება, ისე რომ, გასაჩივრების შესაძლებლობაც კი არ დაუტოვა არც მფლობრლებს და არც მენეჯმენტს. მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ სტრასბურგის გადაწვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს არის ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა სიტყვის დამოუკიდებლობის და მისგან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. ამაში მაინც დარწმუნებული ვარ. გვინახავს წინა ხელისუფლებების დროსაც როგორ ხდებოდა ქონების გადაფორმება ერთი მფლობელიდან მეორეზე და როგორ იცვლებოდა სარედაქციო პოლიტიკა. ამას ველოდები, რა თქმა უნდა, რუსთავი2-თან მიმართებაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, თითქოს, ჟურნალისტებს არ შეეხებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შეეხებიან, ასევე, დარწმუნებული ვარ, სიტყვის თავისუფლება 21-ე საუკუნეში ვერავინ შეეხება და ეს ქვეყანა აუცილებლად იქნება დემოკრატიული, სადაც სიტყვის თავისუფლება იქნება შეუზღუდავი, _  განაცხადა "გურია ნიუსთან" ნინო ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...